სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი სანერვიულო გადავიტანე და ეს ეხებოდა ჩემს შვილს... იყო დრო, მე და დათა დილის 5 საათამდე ქუჩაში ვიყავით" - იუმორისტის ცხოვრება ეკრანს მიღმა
"დიდი სანერვიულო გადავიტანე და ეს ეხებოდა ჩემს შვილს... იყო დრო, მე და დათა დილის 5 საათამდე ქუჩაში ვიყავით" - იუმორისტის ცხოვრება ეკრანს მიღმა

თა­თია სუ­ლუ­აშ­ვილს ყვე­ლა იც­ნობს, მის პერ­სო­ნა­ჟებ­ზე და იუ­მო­რის­ტულ ნომ­რებ­ზე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ხა­ლი­სობს. თა­თია "ახა­ლი შა­ბა­თის შოუს" მსა­ხი­ო­ბია. რო­გო­რია იუ­მო­რის­ტის ცხოვ­რე­ბა ეკ­რანს მიღ­მა და რო­გორ და­ა­მარ­ცხა შვილ­თან ერ­თად აუ­ტის­ტუ­რი სპექტრი - აქამ­დე უც­ნობ ის­ტო­რი­ებს მის შე­სა­ხებ სუ­ლუ­აშ­ვი­ლი ლელა წურ­წუ­მი­ას გა­და­ცე­მა­ში მოჰ­ყვა:

"იუ­მორს ემ­სა­ხუ­რე­ბი და ჰგო­ნი­ათ, რომ ადა­მი­ანს ამის იქით, შე­იძ­ლე­ბა პრობ­ლე­მა არ ჰქონ­დეს. ბევ­რის­გან გა­მი­გია ეს ფრა­ზა, რომ რა კარ­გია, უდარ­დე­ლი ცხოვ­რე­ბა გაქვს და ნერ­ვი­უ­ლო­ბა არ იციო. რე­ა­ლუ­რად, ძა­ლი­ან დიდი სა­ნერ­ვი­უ­ლო გა­და­ვი­ტა­ნე და ეს ეხე­ბო­და ჩემს შვილს. დათა ახლა არის 6 წლის.

რო­დე­საც იყო წლის და 5 თვის, და­ე­წყო სა­ში­ნე­ლი უძი­ლო­ბა. იყო დრო, რომ 5 სა­ა­თამ­დე ქუ­ჩა­ში გვე­ძი­ნა, პლე­დი გვქონ­და მოხ­ვე­უ­ლი. ეს ხდე­ბო­და ძა­ლი­ან ხში­რად. ვერ ვხვდე­ბო­დი, რა იყო. გვყავ­და ნერ­ვო­პა­თო­ლოგ­თან, მაგ­რამ მან გა­მიშ­ვა სახ­ლში, რომ არა­ფე­რი ჭირ­სო. მოხ­და ისე, რომ და­თას წლი­ნა­ხევ­რის ასაკ­ში და­ე­წყო რეგ­რე­სი და რაც იცო­და, ყვე­ლა­ფე­რი და­ა­ვი­წყდა. აღარ ჰქონ­და რე­აქ­ცია ჩემ­ზე, სა­თა­მა­შო­ებ­ზე. ძი­რი­თა­დად ერ­თო­ბო­და უფუნ­ქციო ნივ­თე­ბით.

პირ­ვე­ლად ეს შე­ამ­ჩნია დე­დამ და მი­თხრა, თა­თია, ბავ­შვს რა­ღაც პრობ­ლე­მა აქ­ვსო, მაგ­რამ არ მინ­დო­და ამ პრობ­ლე­მის­თვის თვა­ლის გას­წო­რე­ბა. წა­ვიყ­ვა­ნე ფსი­ქი­ატრთან, გა­ვი­ა­რეთ ტეს­ტი­რე­ბა... ერთი თვის შემ­დეგ პა­სუხზე რომ მი­ვე­დი, მარ­ტო ვი­ყა­ვი, შე­მო­მიტ­რი­ა­ლა კომ­პი­უ­ტე­რი და ეწე­რა აუ­ტის­ტუ­რი სპექტრი. არ ვიცი იმ დროს რო­გორ ვი­ყა­ვი... ვი­ცო­დი, რომ არ იყო მარ­ტი­ვი თემა, მაგ­რამ მთლად ამა­საც არ ვე­ლო­დი. იმ წუ­თას გა­ვი­ყი­ნე და ვფიქ­რობ­დი, რა გა­ვა­კე­თო? ამის შემ­დეგ წა­მო­ვე­დი და მე­ო­რე დღეს და­ი­წყო ჩემი ჩარ­თუ­ლო­ბა, რომ მე და­თას­თვის უნდა მი­მე­ხე­და.

ყვე­ლა­ზე რთუ­ლი რა იყო, ყო­ველ შა­ბათს მა­ყუ­რე­ბე­ლი გე­ლო­დე­ბა, რომ უნდა გა­ა­ცი­ნო, ამ დროს სახ­ლში მი­დი­ხარ და სუ­ლაც არ გე­ცი­ნე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან მო­ვა­კე­ლი ყუ­რა­დღე­ბა უფ­როს გო­გოს, ქე­თოს. მა­საც სჭირ­დე­ბო­და ყუ­რა­დღე­ბა...

თუმ­ცა იმ დროს და­თას უფრო ვჭირ­დე­ბო­დი. და­თას­თან ერ­თად გა­ვი­ა­რე ძა­ლი­ან რთუ­ლი გზა. ფსი­ქი­ატრმა რაც არ უნდა გა­ა­კე­თოს, დედა თუ არ არის ჩარ­თუ­ლი ბავ­შვთან, ამას შე­დე­გი არ ექ­ნე­ბა. დათა დამ­ყავ­და ყველ­გან - სამ­სა­ხურ­ში, და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე... მანდ ვიგ­რძე­ნი პირ­ვე­ლი დის­კომ­ფორ­ტი, რო­დე­საც და­ბა­დე­ბის დღის ცენ­ტრში მყავ­და და იდგა კუ­თხე­ში, წამ­ყვა­ნებ­მა არ იციდ­ნენ რო­გორ ჩა­ერ­თოთ. ამის შემ­დეგ მე და­ვი­წყე ცენ­ტრში მუ­შა­ო­ბა და სამ­სა­ხურს რო­გორც კი და­ვამ­თავ­რებ­დი, მივ­დი­ო­დი ცენ­ტრში და და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი მიმ­ყავ­და და­თას­თან და ქე­თოს­თან ერ­თად. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბო­და მას. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, აქ ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მა გვაქვს.

ერთხელ სკვერ­ში მყავ­და, გვერ­დით დედა-შვი­ლი იჯდა. და­თას ჰქონ­და ვერ­ბა­ლუ­რი რი­ტუ­ა­ლი, ანუ ერთი და იგი­ვე კი­თხვას სვამ­და მა­ნამ, სა­ნამ პა­სუხს არ მი­ი­ღებ­და. ამ ბავ­შვთან მი­ვი­და და კი­თხვე­ბი და­უს­ვა. ამ დროს დე­დის რე­აქ­ცია - გა­იყ­ვა­ნეთ ვინ­მემ ეს ბავ­შვი. გა­მო­ვიყ­ვა­ნე დათა, ამ ქალ­თან ლა­პა­რაკს აზრი არ ქონ­და. იყო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ძი­ძამ მი­თხრა, მე და დათა სა­მარ­შუ­ტო ტაქ­სი­დან ჩა­მოგ­ვსვე­სო.

ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი რაც ამ პე­რი­ოდ­ში უკი­თხავთ, თა­თია რა იწ­ვევს ამ და­ა­ვა­დე­ბას? უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ეს არ არის და­ა­ვა­დე­ბა და ეს არის ქცე­ვის დარ­ღვე­ვა. დღეს დათა არის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი. უკვე დი­აგ­ნო­ზის მოხ­სნა-არ­მოხ­სნა­ზე ვართ. მარ­ტივ პრო­ცე­დუ­რებ­ზე ვართ. ძა­ლი­ან კარ­გად მღე­რის, ხა­ტავს".

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
0

თათია თქვენ ხართ საუკეთესო დედა! 

ვალო
1

უნიჭიერესი გოგო.ყველაფერი რომ უხდება და ყველა როლს შეასრულებს..

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"დიდი სანერვიულო გადავიტანე და ეს ეხებოდა ჩემს შვილს... იყო დრო, მე და დათა დილის 5 საათამდე ქუჩაში ვიყავით" - იუმორისტის ცხოვრება ეკრანს მიღმა

"დიდი სანერვიულო გადავიტანე და ეს ეხებოდა ჩემს შვილს... იყო დრო, მე და დათა დილის 5 საათამდე ქუჩაში ვიყავით" - იუმორისტის ცხოვრება ეკრანს მიღმა

თათია სულუაშვილს ყველა იცნობს, მის პერსონაჟებზე და იუმორისტულ ნომრებზე უამრავი ადამიანი ხალისობს. თათია "ახალი შაბათის შოუს" მსახიობია. როგორია იუმორისტის ცხოვრება ეკრანს მიღმა და როგორ დაამარცხა შვილთან ერთად აუტისტური სპექტრი - აქამდე უცნობ ისტორიებს მის შესახებ სულუაშვილი ლელა წურწუმიას გადაცემაში მოჰყვა:

"იუმორს ემსახურები და ჰგონიათ, რომ ადამიანს ამის იქით, შეიძლება პრობლემა არ ჰქონდეს. ბევრისგან გამიგია ეს ფრაზა, რომ რა კარგია, უდარდელი ცხოვრება გაქვს და ნერვიულობა არ იციო. რეალურად, ძალიან დიდი სანერვიულო გადავიტანე და ეს ეხებოდა ჩემს შვილს. დათა ახლა არის 6 წლის.

როდესაც იყო წლის და 5 თვის, დაეწყო საშინელი უძილობა. იყო დრო, რომ 5 საათამდე ქუჩაში გვეძინა, პლედი გვქონდა მოხვეული. ეს ხდებოდა ძალიან ხშირად. ვერ ვხვდებოდი, რა იყო. გვყავდა ნერვოპათოლოგთან, მაგრამ მან გამიშვა სახლში, რომ არაფერი ჭირსო. მოხდა ისე, რომ დათას წლინახევრის ასაკში დაეწყო რეგრესი და რაც იცოდა, ყველაფერი დაავიწყდა. აღარ ჰქონდა რეაქცია ჩემზე, სათამაშოებზე. ძირითადად ერთობოდა უფუნქციო ნივთებით.

პირველად ეს შეამჩნია დედამ და მითხრა, თათია, ბავშვს რაღაც პრობლემა აქვსო, მაგრამ არ მინდოდა ამ პრობლემისთვის თვალის გასწორება. წავიყვანე ფსიქიატრთან, გავიარეთ ტესტირება... ერთი თვის შემდეგ პასუხზე რომ მივედი, მარტო ვიყავი, შემომიტრიალა კომპიუტერი და ეწერა აუტისტური სპექტრი. არ ვიცი იმ დროს როგორ ვიყავი... ვიცოდი, რომ არ იყო მარტივი თემა, მაგრამ მთლად ამასაც არ ველოდი. იმ წუთას გავიყინე და ვფიქრობდი, რა გავაკეთო? ამის შემდეგ წამოვედი და მეორე დღეს დაიწყო ჩემი ჩართულობა, რომ მე დათასთვის უნდა მიმეხედა.

ყველაზე რთული რა იყო, ყოველ შაბათს მაყურებელი გელოდება, რომ უნდა გააცინო, ამ დროს სახლში მიდიხარ და სულაც არ გეცინება. ამ პერიოდში ძალიან მოვაკელი ყურადღება უფროს გოგოს, ქეთოს. მასაც სჭირდებოდა ყურადღება...

თუმცა იმ დროს დათას უფრო ვჭირდებოდი. დათასთან ერთად გავიარე ძალიან რთული გზა. ფსიქიატრმა რაც არ უნდა გააკეთოს, დედა თუ არ არის ჩართული ბავშვთან, ამას შედეგი არ ექნება. დათა დამყავდა ყველგან - სამსახურში, დაბადების დღეებზე... მანდ ვიგრძენი პირველი დისკომფორტი, როდესაც დაბადების დღის ცენტრში მყავდა და იდგა კუთხეში, წამყვანებმა არ იციდნენ როგორ ჩაერთოთ. ამის შემდეგ მე დავიწყე ცენტრში მუშაობა და სამსახურს როგორც კი დავამთავრებდი, მივდიოდი ცენტრში და დაბადების დღეები მიმყავდა დათასთან და ქეთოსთან ერთად. ეს ყველაფერი ძალიან ეხმარებოდა მას. რაც შეეხება საზოგადოების დამოკიდებულებას, აქ ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს.

ერთხელ სკვერში მყავდა, გვერდით დედა-შვილი იჯდა. დათას ჰქონდა ვერბალური რიტუალი, ანუ ერთი და იგივე კითხვას სვამდა მანამ, სანამ პასუხს არ მიიღებდა. ამ ბავშვთან მივიდა და კითხვები დაუსვა. ამ დროს დედის რეაქცია - გაიყვანეთ ვინმემ ეს ბავშვი. გამოვიყვანე დათა, ამ ქალთან ლაპარაკს აზრი არ ქონდა. იყო შემთხვევა, როდესაც ძიძამ მითხრა, მე და დათა სამარშუტო ტაქსიდან ჩამოგვსვესო.

ყველაზე საშინელი რაც ამ პერიოდში უკითხავთ, თათია რა იწვევს ამ დაავადებას? უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის დაავადება და ეს არის ქცევის დარღვევა. დღეს დათა არის არაჩვეულებრივი ბიჭი. უკვე დიაგნოზის მოხსნა-არმოხსნაზე ვართ. მარტივ პროცედურებზე ვართ. ძალიან კარგად მღერის, ხატავს".