პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სისხლში იმუნოგლობულინ G-ს არსებობა რეინფექციის რისკს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში ამცირებს" - რას წერს ზურაბ გურული ახალი კვლევის შესახებ?
"სისხლში იმუნოგლობულინ G-ს არსებობა რეინფექციის რისკს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში ამცირებს" - რას წერს ზურაბ გურული ახალი კვლევის შესახებ?

მი­სი­სი­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, აშშ-ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ექი­მი ზუ­რაბ გუ­რუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის რე­ინ­ფი­ცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი კვლე­ბის შე­დე­გებს აქ­ვეყ­ნებს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, სის­ხლში იმუ­ნოგ­ლო­ბუ­ლინ G-ს (რო­გორც ე.წ. ეკალ-პრო­ტე­ი­ნის, ასე­ვე ნუკ­ლე­ო­კაფ­სი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო IgG-ს ) არ­სე­ბო­ბა გა­და­ტა­ნი­ლი ინ­ფექ­ცი­ის შემ­დეგ, მი­ნი­მუმ 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ცი­რებს რე­ინ­ფექ­ცი­ის რისკს.

"ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და ამა­ვე დროს და­დე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი კვლე­ვა გა­მოქ­ვეყ­ნდა გუ­შინ, 23 დე­კემ­ბერს, The New England Journal of Medicine-ის ონ­ლა­ინ ვერ­სი­ა­ში, სა­თა­უ­რით - „Antibody Status and Incidence of SARS-COVID-2 Infection in Health Care Workers“. კვლე­ვა ბრი­ტა­ნუ­ლია და 12 541 მო­ნა­წი­ლე იქნა შეს­წავ­ლი­ლი. სა­მეც­ნი­ე­რო-სტა­ტის­ტი­კუ­რი დე­ტა­ლე­ბით თავს არ შე­გა­წყენთ, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი თა­ვად მო­ნა­ხავს, მაგ­რამ დას­კვნა ასე­თი იყო: სის­ხლში იმუ­ნოგ­ლო­ბუ­ლინ G-ს (რო­გორც ე.წ. ეკალ-პრო­ტე­ი­ნის, ასე­ვე ნუკ­ლე­ო­კაფ­სი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო IgG-ს ) არ­სე­ბო­ბა გა­და­ტა­ნი­ლი ინ­ფექ­ცი­ის შემ­დეგ, მი­ნი­მუმ 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბი­თად, მკვეთ­რად ამ­ცი­რებს რე­ინ­ფექ­ცი­ის რისკს.

ანუ, თუ და როცა, გა­და­ტა­ნი­ლი ინ­ფექ­ცი­ის შემ­დეგ ადა­მი­ანს სის­ხლში აღე­ნიშ­ნე­ბა იმუ­ნოგ­ლო­ბუ­ლინ G-ს არ­სე­ბი­თი კონ­ცენ­ტრა­ცია, მა­შინ და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა გან­მე­ო­რე­ბი­თი ინ­ფექ­ცი­ი­სა­გან მი­ნი­მუმ 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. სა­ინ­ტე­რე­სო და გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი დე­ტა­ლია ისიც, რომ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ვრცე­ლი კვლე­ვის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ჯან­დაც­ვის სფე­როს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ.

"ამ კვლე­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა იმა­შია, რომ, თუ კო­ვი­დი გა­და­ი­ტა­ნე და ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გა­გი­ვი­თარ­და, 10-ჯერ მცირ­დე­ბა შენი რე­ინ­ფექ­ცი­ის რის­კი“ - გა­ნა­ცხა­და კლივ­ლენ­დელ­მა პრო­ფე­სორ­მა კრის­ტო­ფერ კინ­გმა; "ეს ის კვლე­ვაა, რომ­ლის ჩა­ტა­რე­ბა­საც არა­ერ­თი ჩვენ­გა­ნი უშე­დე­გოდ ცდი­ლობ­და აქამ­დე“.

კვლე­ვის შე­დე­გებს სე­რი­ო­ზუ­ლი ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია აც­რე­ბის ლო­გის­ტი­კა­ზე მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, რად­გან რო­გორც ვი­ცით ვაქ­ცი­ნა ჯერ­ჯე­რო­ბით ყველ­გან დე­ფი­ცი­ტუ­რია. მა­გა­ლი­თად, აშშ-ში და­ახ­ლო­ე­ბით 53 მი­ლი­ონ­მა ადა­მი­ან­მა გა­და­ი­ტა­ნა ინ­ფექ­ცია. ეს ძა­ლი­ან დიდი ციფ­რია და სე­რი­ო­ზუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბის მო­ცე­მა შე­უძ­ლია ვაქ­ცი­ნე­ბის ადექ­ვა­ტუ­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბის პრო­ცეს­ში.

გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა მოხ­დე­ბა ალ­ბათ ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის - CDC-ის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­შიც. აქამ­დე ეს სა­ა­გენ­ტო ამ­ბობ­და, რომ რე­ინ­ფექ­ცი­ის შან­სი ჩნდე­ბა და­ა­ვა­დე­ბის გა­და­ტა­ნი­დან 90 დღის შემ­დეგ, ახლა ეს პე­რი­ო­დი ალ­ბათ გა­იზ­რდე­ბა მი­ნი­მუმ 6 თვემ­დე. კვლე­ვამ ცხა­დია ახა­ლი, ჯერ­ჯე­რო­ბით პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი შე­კი­თხვე­ბიც გა­ა­ჩი­ნა. თუნ­დაც ის, რა­ტომ გა­ნუ­ვი­თარ­და რე­ინ­ფექ­ცია კვლე­ვის 2 მო­ნა­წი­ლეს, მი­უ­ხე­და­ვად იმუ­ნოგ­ლო­ბუ­ლინ G-ს ადექ­ვა­ტუ­რი ტიტ­რი­სა. შე­საძ­ლოა ეს ადა­მი­ა­ნე­ბი რა­ღაც მი­ზე­ზის გამო იმუ­ნო­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. "ჩემი აზ­რით, ინ­ფექ­ცი­ი­სა­გან ძი­რი­თა­დათ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გვი­ცა­ვენ, ე.წ. T-უჯრე­დე­ბი კი და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მძი­მე და მსუ­ბუქ ფორ­მებ­ზე აგე­ბენ პა­სუხს" - თქვა კინ­გმა.

გარ­და ამი­სა, ჯერ კი­დევ არ ვი­ცით, მაქ­სი­მუმ რამ­დე­ნი ხანი შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს იმუ­ნი­ტე­ტი. არის სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბიც, რომ რამ­დე­ნი­მე წელ­საც კი, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ თე­ო­რი­ულ-ლო­გი­კუ­რი ჰი­პო­თე­ზე­ბია და არა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის აღ­ნიშ­ვნაც, რომ დღეს­დღე­ო­ბით არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით პფა­ი­ზე­რი­სა და მო­დერ­ნას ვაქ­ცი­ნე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი იმუ­ნი­ტე­ტი უფრო მძლავ­რია, ვიდ­რე ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ტა­ნის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტი; ას­ტრა-ზე­ნე­კას ვაქ­ცი­ნის კი პი­რი­ქით, ჩა­მორ­ჩე­ბა ბუ­ნებ­რივ იმუ­ნი­ტეტს. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩნდე­ბა კი­თხვა, აიც­რან თუ არა იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­მაც გა­და­ი­ტა­ნეს კო­ვი­დი და ბუ­ნებ­რი­ვად გა­ნუ­ვი­თარ­დათ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი.

ვნა­ხოთ რას ამ­ბობს ამის შე­სა­ხებ CDC: - ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­მაც გა­და­ი­ტა­ნეს კო­ვიდ-19, შე­იძ­ლე­ბა მა­ინც მი­ი­ღონ სარ­გე­ბე­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სა­გან“ - მი­თი­თე­ბუ­ლია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ვებგ­ვერ­დზე.

და­მა­ტე­ბით: - "კო­ვიდ-19 -ით რე­ინ­ფექ­ცი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მა­ღა­ლი სა­შიშ­რო­ე­ბის გამო და იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ რე­ინ­ფექ­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია, ადა­მი­ა­ნებს შე­იძ­ლე­ბა ვურ­ჩი­ოთ, რომ მი­უ­ხე­და­ვად გა­და­ტა­ნი­ლი ინ­ფექ­ცი­ი­სა, მა­ინც ჩა­ი­ტა­რონ ვაქ­ცი­ნა­ცია“.

მთა­ვა­რი სი­ტყვა ამ რჩე­ვებ­ში არის „შე­იძ­ლე­ბა“. ლო­გი­კუ­რია. ამ ეტაპ­ზე გა­დაჭ­რით ვერც უარ­ყოფ რა­მეს და ვერც და­ა­დას­ტუ­რებ. აქ უკვე პი­რა­დი არ­ჩე­ვა­ნი, გათ­ვლი­ლი რის­კე­ბი და ინ­სტიქ­ტიც კი ერ­თვე­ბა საქ­მე­ში. 2021-ის პირ­ველ თვე­ებ­ში კი­დევ ბევ­რი ახა­ლი კვლე­ვა წა­მოგ­ვე­წე­ვა, რომ­ლე­ბიც ნელ­ნე­ლა შე­ამ­ცი­რე­ბენ ექიმ­თა რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში „შე­იძ­ლე­ბას“ და „ალ­ბათს“ , მა­ნამ კი ლო­გი­კა და რისკ-სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბის გო­ნივ­რუ­ლი აწონ-და­წო­ნაა სა­ჭი­რო" - წერს გუ­რუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოვიდ კორონაშვილი
14

ეგ ცერცვაძეს უთხარი მილიონებს რომ ფლანგავს არაფერში გამოსადეგ ფლაქველინში და რემდესივირში

ტტტ
4

ანტისხეულის ტესტზე ხელმისაწდომობა ნდა გაზარდონ ორმოცდაათი ლარი კი არ უნდა ღირდეს! შეილება ბევრმა გადაიტანა და არც კი შეიმჩნია, იმიტომ რომ გრიპი ეგონა, გთხოვთ ანტისხელების გაკეთების შანსი მოგვეცით, სულ ფული, ფული

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"სისხლში იმუნოგლობულინ G-ს არსებობა რეინფექციის რისკს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში ამცირებს" - რას წერს ზურაბ გურული ახალი კვლევის შესახებ?

"სისხლში იმუნოგლობულინ G-ს არსებობა რეინფექციის რისკს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში ამცირებს" - რას წერს ზურაბ გურული ახალი კვლევის შესახებ?

მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული კორონავირუსის რეინფიცირებასთან დაკავშირებით ახალი კვლების შედეგებს აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, აღნიშნული კვლევის თანახმად, სისხლში იმუნოგლობულინ G-ს (როგორც ე.წ. ეკალ-პროტეინის, ასევე ნუკლეოკაფსიდის საწინააღმდეგო IgG-ს ) არსებობა გადატანილი ინფექციის შემდეგ, მინიმუმ 6 თვის განმავლობაში ამცირებს რეინფექციის რისკს.

"ძალიან საინტერესო და ამავე დროს დადებითი ინფორმაციის მატარებელი კვლევა გამოქვეყნდა გუშინ, 23 დეკემბერს, The New England Journal of Medicine-ის ონლაინ ვერსიაში, სათაურით - „Antibody Status and Incidence of SARS-COVID-2 Infection in Health Care Workers“. კვლევა ბრიტანულია და 12 541 მონაწილე იქნა შესწავლილი. სამეცნიერო-სტატისტიკური დეტალებით თავს არ შეგაწყენთ, დაინტერესებული თავად მონახავს, მაგრამ დასკვნა ასეთი იყო: სისხლში იმუნოგლობულინ G-ს (როგორც ე.წ. ეკალ-პროტეინის, ასევე ნუკლეოკაფსიდის საწინააღმდეგო IgG-ს ) არსებობა გადატანილი ინფექციის შემდეგ, მინიმუმ 6 თვის განმავლობაში არსებითად, მკვეთრად ამცირებს რეინფექციის რისკს.

ანუ, თუ და როცა, გადატანილი ინფექციის შემდეგ ადამიანს სისხლში აღენიშნება იმუნოგლობულინ G-ს არსებითი კონცენტრაცია, მაშინ დაცული იქნება განმეორებითი ინფექციისაგან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. საინტერესო და გასათვალისწინებელი დეტალია ისიც, რომ ზემოხსენებული ვრცელი კვლევის მონაწილეები ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები იყვნენ.

"ამ კვლევის განსაკუთრებული მნიშვნელობა იმაშია, რომ, თუ კოვიდი გადაიტანე და ანტისხეულები გაგივითარდა, 10-ჯერ მცირდება შენი რეინფექციის რისკი“ - განაცხადა კლივლენდელმა პროფესორმა კრისტოფერ კინგმა; "ეს ის კვლევაა, რომლის ჩატარებასაც არაერთი ჩვენგანი უშედეგოდ ცდილობდა აქამდე“.

კვლევის შედეგებს სერიოზული ზეგავლენის მოხდენა შეუძლია აცრების ლოგისტიკაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რადგან როგორც ვიცით ვაქცინა ჯერჯერობით ყველგან დეფიციტურია. მაგალითად, აშშ-ში დაახლოებით 53 მილიონმა ადამიანმა გადაიტანა ინფექცია. ეს ძალიან დიდი ციფრია და სერიოზული უპირატესობის მოცემა შეუძლია ვაქცინების ადექვატურად გადანაწილების პროცესში.

გარკვეული ცვლილებების შეტანა მოხდება ალბათ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის - CDC-ის რეკომენდაციებშიც. აქამდე ეს სააგენტო ამბობდა, რომ რეინფექციის შანსი ჩნდება დაავადების გადატანიდან 90 დღის შემდეგ, ახლა ეს პერიოდი ალბათ გაიზრდება მინიმუმ 6 თვემდე. კვლევამ ცხადია ახალი, ჯერჯერობით პასუხგაუცემელი შეკითხვებიც გააჩინა. თუნდაც ის, რატომ განუვითარდა რეინფექცია კვლევის 2 მონაწილეს, მიუხედავად იმუნოგლობულინ G-ს ადექვატური ტიტრისა. შესაძლოა ეს ადამიანები რაღაც მიზეზის გამო იმუნოკომპრომეტირებულები იყვნენ. "ჩემი აზრით, ინფექციისაგან ძირითადათ ანტისხეულები გვიცავენ, ე.წ. T-უჯრედები კი დაავადების განვითარების მძიმე და მსუბუქ ფორმებზე აგებენ პასუხს" - თქვა კინგმა.

გარდა ამისა, ჯერ კიდევ არ ვიცით, მაქსიმუმ რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს იმუნიტეტი. არის სპეკულაციებიც, რომ რამდენიმე წელსაც კი, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიულ-ლოგიკური ჰიპოთეზებია და არა დადასტურებული ფაქტი. აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ დღესდღეობით არსებული მონაცემების მიხედვით პფაიზერისა და მოდერნას ვაქცინებით გამოწვეული იმუნიტეტი უფრო მძლავრია, ვიდრე ინფექციის გადატანის შედეგად განვითარებული იმუნიტეტი; ასტრა-ზენეკას ვაქცინის კი პირიქით, ჩამორჩება ბუნებრივ იმუნიტეტს. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, აიცრან თუ არა იმ ადამიანებმა, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდი და ბუნებრივად განუვითარდათ ანტისხეულები.

ვნახოთ რას ამბობს ამის შესახებ CDC: - ადამიანებმა, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდ-19, შეიძლება მაინც მიიღონ სარგებელი ვაქცინაციისაგან“ - მითითებულია ვაქცინაციის ვებგვერდზე.

დამატებით: - "კოვიდ-19 -ით რეინფექციით გამოწვეული დაავადების მაღალი საშიშროების გამო და იმის გათვალისწინებით, რომ რეინფექცია შესაძლებელია, ადამიანებს შეიძლება ვურჩიოთ, რომ მიუხედავად გადატანილი ინფექციისა, მაინც ჩაიტარონ ვაქცინაცია“.

მთავარი სიტყვა ამ რჩევებში არის „შეიძლება“. ლოგიკურია. ამ ეტაპზე გადაჭრით ვერც უარყოფ რამეს და ვერც დაადასტურებ. აქ უკვე პირადი არჩევანი, გათვლილი რისკები და ინსტიქტიც კი ერთვება საქმეში. 2021-ის პირველ თვეებში კიდევ ბევრი ახალი კვლევა წამოგვეწევა, რომლებიც ნელნელა შეამცირებენ ექიმთა რეკომენდაციებში „შეიძლებას“ და „ალბათს“ , მანამ კი ლოგიკა და რისკ-სარგებლიანობის გონივრული აწონ-დაწონაა საჭირო" - წერს გურული.

"შაქარ, ზეცაში აუცილებლად შევხვდებით... სულ შენ გეძებ, სულ შენზე ვფიქრობ" - რას წერდა ძმის მიერ მოკლული ფეხბურთელი შაქარაშვილზე?

"კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე უარის თქმა სერიოზულ გაუნათლებლობაზე მეტყველებს" - ანიტა რაჭველიშვილი

"ვითომ ვინმე უშლის შვილზე ზრუნვას... 237 ლარი დახარჯე და ერთი ამბავი ატეხე" - ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს პასუხობს