მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასმელისთვის თანხა მოსთხოვა და უარის შემდეგ დანა დაარტყა" - ვინ არის სამტრედიაში ქმრის მიერ მოკლული ქალი და რას ამბობენ მისი ოჯახის წევრები?
"სასმელისთვის თანხა მოსთხოვა და უარის შემდეგ დანა დაარტყა" - ვინ არის სამტრედიაში ქმრის მიერ მოკლული ქალი და რას ამბობენ მისი ოჯახის წევრები?

სამ­ტრე­დი­ა­ში მე­უღ­ლის მიერ მოკ­ლუ­ლი ელი­ზა კა­ლან­და­ძის ოჯა­ხი დამ­ნა­შა­ვის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას ითხოვს. მათი თქმით, სი­ძემ დაჭ­რის შემ­დეგ მე­უღ­ლე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­ა­ტო­ვა.

გარ­დაც­ვლი­ლი კი მაზლმა დი­ლით იპო­ვა. ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, გარ­დაც­ვლი­ლი ქალი ოჯახ­ში არ­სე­ბულ კონ­ფლიქტზე მათ­თან არა­სო­დეს სა­ობ­რობ­და, ამი­ტომ ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ქონ­და.

გარ­დაც­ლი­ლის ოჯახ­ში აცხა­დე­ბენ, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი სის­ტე­მა­ტუ­რად სვავ­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, კონ­ფლიქ­ტი არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მოხ­და.

"ნას­ვამ­მა მე­უღ­ლეს სას­მე­ლის­თვის თან­ხა მოს­თხო­ვა და უა­რის შემ­დეგ დანა და­არ­ტყა. და­კა­ვე­ბი­ლის­თვის სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბას მო­ვი­თხოვთ" - ამ­ბო­ბენ ელი­ზა კა­ლან­და­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბი.

პო­ლი­ცი­ამ მე­უღ­ლის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით მა­მა­კა­ცი უკვე და­ა­კა­ვა. უწყე­ბის ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლი 13-დან 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა, ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღით ყე­ლის არე­ში ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა მე­უღ­ლეს - 1973 წელს და­ბა­დე­ბულ ე.კ.-ს და მი­ი­მა­ლა. დაჭ­რი­ლი ქალი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, სა­კუ­თარ სახ­ლთან ახ­ლოს, მი­ტო­ვე­ბულ სახ­ლში და­ა­კა­ვეს.

პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღო. და­კა­ვე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა-109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ვ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს" - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მთა­ვა­რი ფოტო: მოკ­ლუ­ლი ელი­ზა კა­ლან­და­ძე

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
neliko
8

ამ მკვლელს უკვე აზრი არა აქვს რას მიუსჯიან სულერთია ეს საცოდავი გოგო აღარ გაცოცხლდება მოუსწრაფა სიცოცხლე ასეთ ახალგაზრდას ტვინდაბნელებულმა კაცმა, როგორ მენანება ყველა ქალი ღმერთო რა ხდება! ჩემო პატარა ქალბატონო აფსუსია შენი უდროოდ წასვლა ვინ იცის რამდენი ოცნება დამარხა შენთან ერთად მაგ არაკაცმა . ვინ იცის როგორ გიყვარდა ერთდროს ეგ არაკაცი. ვინ იცის რამდენი მოგითმენია იმის ლოდინში იქნებ ჭკუა ისწავლოსო ჩემო საცოდავო გოგო. მაგნაირებს შვილო სამარის მეტი არაფერი არ ასწორებს, მაგრამ ვაი რომ შენ გახდი მსხვერპლი მაგ არაკაცის. ნათელი დაგადგეს სადაც მართალნი განისვენებენ.

S o S !!!
26

ამ "უსისხლო" 8 წელიწადში მარტო ქალების 100-ზე მეტი მკვლელობა მოხდა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სასმელისთვის თანხა მოსთხოვა და უარის შემდეგ დანა დაარტყა" - ვინ არის სამტრედიაში ქმრის მიერ მოკლული ქალი და რას ამბობენ მისი ოჯახის წევრები?

"სასმელისთვის თანხა მოსთხოვა და უარის შემდეგ დანა დაარტყა" - ვინ არის სამტრედიაში ქმრის მიერ მოკლული ქალი და რას ამბობენ მისი ოჯახის წევრები?

სამტრედიაში მეუღლის მიერ მოკლული ელიზა კალანდაძის ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. მათი თქმით, სიძემ დაჭრის შემდეგ მეუღლე შემთხვევის ადგილზე მიატოვა.

გარდაცვლილი კი მაზლმა დილით იპოვა. ოჯახის წევრების თქმით, გარდაცვლილი ქალი ოჯახში არსებულ კონფლიქტზე მათთან არასოდეს საობრობდა, ამიტომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ქონდა.

გარდაცლილის ოჯახში აცხადებენ, რომ დაკავებული სისტემატურად სვავდა და სავარაუდოდ, კონფლიქტი არაფხიზელ მდგომარეობაში მოხდა.

"ნასვამმა მეუღლეს სასმელისთვის თანხა მოსთხოვა და უარის შემდეგ დანა დაარტყა. დაკავებილისთვის სამუდამო პატიმრობას მოვითხოვთ" - ამბობენ ელიზა კალანდაძის ოჯახის წევრები.

პოლიციამ მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი უკვე დააკავა. უწყების ცნობით, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - 1973 წელს დაბადებულ ე.კ.-ს და მიიმალა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე საათში, საკუთარ სახლთან ახლოს, მიტოვებულ სახლში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მთავარი ფოტო: მოკლული ელიზა კალანდაძე

მარნეულში, მიკროავტობუსში კაცის ცხედარი იპოვეს

"მეშინია, ჩემი შვილი დაკავებისას არ მოკლან" - საუკუნის ყაჩაღობის რა ახალ დეტალებს ასაჯაროებს ძებნილი ბადრი ესებუას მამა

ზუგდიდში, დისტრიბუციის მანქანით გაუჩინარებული მამაკაცი შალვა გულუა სახლში დაბრუნდა