საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოქროს თაობის" მოდელი, სტელა ტენანტი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა
"ოქროს თაობის" მოდელი, სტელა ტენანტი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა

"ოქ­როს თა­ო­ბის" ბრი­ტა­ნე­ლი მო­დე­ლი, სტე­ლა ტე­ნან­ტი 50 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ სტე­ლას ოჯახ­მა გა­ავ­რცე­ლა.

"მწუ­ხა­რე­ბით გაც­ნო­ბებთ, რომ სტე­ლა ტე­ნან­ტი 2020 წლის 22 დე­კემ­ბერს მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. სტე­ლა შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქალი იყო, შთა­გო­ნე­ბის წყა­რო ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თვის. “, - ნათ­ქვა­მია მო­დე­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სტე­ლამ პო­პუ­ლა­რო­ბა 90-იან წლებ­ში მო­ი­პო­ვა და მალე კარლ ლა­გერ­ფელ­დი­სა და "ვერ­სა­ჩეს" საყ­ვა­რე­ლი მო­დე­ლი გახ­და. სტე­ლას ფო­ტო­ე­ბი ხში­რად ამ­შვე­ნებ­და სხვა­დას­ხვა პო­პუ­ლა­რუ­ლი მო­დუ­რი გა­მო­ცე­მის გა­რე­კანს, მათ შო­რის Vogue-სა და Harper's Bazaar-ს.

სტე­ლა ტე­ნან­ტი მუ­შა­ობ­და ისეთ მო­დის სახ­ლებ­ში რო­გო­რე­ბი­ცაა Alexander McQueen, Calvin Klein, Jean Paul Gaultier და Burberry.

ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯანი ვერ­სა­ჩეს მუზა იყო. 1998 წელს მო­დის ინ­დუსტრი­ი­დან წა­ვი­და, რად­გა­ნაც ორ­სუ­ლად იყო თა­ვის პირ­ველ შვილ­ზე, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით კვლავ და­უბ­რუნ­და თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას. სტე­ლა ფრანგ ფო­ტოგ­რაფ­ზე დე­ვიდ ლას­ნეტ­ზე და­ქორ­წინ­და 1999 წელს და მათ 4 შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ.

სტე­ლას გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია. რო­გორც ოჯა­ხი აცხა­დებს, ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი სიკ­ვდი­ლი იყო და მას არა­ფე­რი აწუ­ხებ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მო­დე­ლი 50 წლის ახ­ლა­ხანს, 17 დე­კემ­ბერს გახ­და.

წყა­რო

ავტორი:

"ოქროს თაობის" მოდელი, სტელა ტენანტი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა

"ოქროს თაობის" მოდელი, სტელა ტენანტი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა

"ოქროს თაობის" ბრიტანელი მოდელი, სტელა ტენანტი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სტელას ოჯახმა გაავრცელა.

"მწუხარებით გაცნობებთ, რომ სტელა ტენანტი 2020 წლის 22 დეკემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა. სტელა შესანიშნავი ქალი იყო, შთაგონების წყარო ყველა ჩვენგანისთვის. “, - ნათქვამია მოდელის ოჯახის წევრების განცხადებაში.

სტელამ პოპულარობა 90-იან წლებში მოიპოვა და მალე კარლ ლაგერფელდისა და "ვერსაჩეს" საყვარელი მოდელი გახდა. სტელას ფოტოები ხშირად ამშვენებდა სხვადასხვა პოპულარული მოდური გამოცემის გარეკანს, მათ შორის Vogue-სა და Harper's Bazaar-ს.

სტელა ტენანტი მუშაობდა ისეთ მოდის სახლებში როგორებიცაა Alexander McQueen, Calvin Klein, Jean Paul Gaultier და Burberry.

ის წლების განმავლობაში ჯანი ვერსაჩეს მუზა იყო. 1998 წელს მოდის ინდუსტრიიდან წავიდა, რადგანაც ორსულად იყო თავის პირველ შვილზე, თუმცა მოგვიანებით კვლავ დაუბრუნდა თავის საქმიანობას. სტელა ფრანგ ფოტოგრაფზე დევიდ ლასნეტზე დაქორწინდა 1999 წელს და მათ 4 შვილი შეეძინათ.

სტელას გარდაცვალების მიზეზი უცნობია. როგორც ოჯახი აცხადებს, ეს მოულოდნელი სიკვდილი იყო და მას არაფერი აწუხებდა. აღსანიშნავია, რომ მოდელი 50 წლის ახლახანს, 17 დეკემბერს გახდა.

წყარო

ცნობილი წყვილების "პანდემიური" ქორწილები - ვინ დაოჯახდა საქართველოში 2020 წელს

ჩცდ-ის ბაქარის ულამაზესი ქორწილი პანდემიის დროს - ბუბა მირცხულავასა და მისი რჩეულის ქორწინების შთამბეჭდავი ფოტოები

"რამდენიმე დღე კლინიკაში იწვა...გული აწუხებდა" - რა გახდა გოგი ქავთარაძის გარდაცვალების მიზეზი