მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ არ გვეხმარებით ქვეყნისათვის ძალზე მწვავე დროს, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით!" - გახარიამ ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტიდან მიმართა
"თუ არ გვეხმარებით ქვეყნისათვის ძალზე მწვავე დროს, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით!" - გახარიამ ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტიდან მიმართა

"თუ არ გვეხ­მა­რე­ბით ქვეყ­ნი­სათ­ვის ძალ­ზე მწვა­ვე დროს, ხელს მა­ინც ნუ შეგ­ვიშ­ლით!" - გა­ნა­ცხა­და პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე პრე­მი­ე­რო­ბის კან­დი­დატ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ. მისი თქმით, არა­ვინ კრი­ტი­კის წი­ნა­აღ­მდე­გი არ არის და არა­ვის, არა­ვის კრი­ტი­კის არ ეში­ნია! მან სწო­რედ ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან.

რო­გორც გა­ხა­რი­ამ მათი მი­სა­მარ­თით გა­ნა­ცხა­და, დესტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი მი­მარ­თუ­ლია არა კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის, არა­მედ სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, აშ­კა­რად ჩანს ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა არა მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის, არა­მედ სა­ხელ­მწი­ფოს დე­ლე­გი­ტი­მა­ცი­ას, რაც რის­კის წი­ნა­შე ქვეყ­ნის მო­მა­ვალს აყე­ნებს.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დის­კუ­სი­ის პი­რო­ბებ­ში უნდა იყოს მი­ღე­ბუ­ლი. მი­სი­ვე თქმით, გარ­და ამი­სა, რომ ეს მათ­თვის არ არის კომ­ფორ­ტი, ეს ასე­ვე არ არის კომ­ფორ­ტუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, რომ­ლებ­მაც 9 პარ­ტი­ას მის­ცეს ხმა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ­თვის დიდი პა­ტი­ვია და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დღეს თქვენ­თან ერ­თად აქ სა­უ­ბა­რი მთავ­რო­ბის შემ­დგო­მი წლე­ბის გეგ­მა­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, ასე­ვე უნდა ვთქვათ, რომ დღეს პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბა­ზის ნა­წი­ლი ცა­რი­ე­ლია და მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი პარ­ლა­მენ­ტის ოპო­ზი­ცი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დღეს არ ეს­წრე­ბი­ან სხდო­მას. სა­გუ­ლის­ხმო ინ­ცი­დენ­ტი იყო, ინ­ცი­დენ­ტი რა - შემ­თხვე­ვა, ჟურ­ნა­ლის­ტებს აქ როცა შე­მოვ­დი­ო­დი, ასე­თი შე­კი­თხვა ჰქონ­დათ - კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობთ თუ არა თავს, როცა პარ­ლა­მენ­ტი არის ერ­თპარ­ტი­უ­ლი და სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში არ არის ოპო­ზი­ცია ან როცა მთავ­რო­ბას ამ­ტკი­ცებს ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი. რა თქმა უნდა, ეს კომ­ფორ­ტუ­ლი არ არის. მა­ინც მო­მი­წევს ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა აქე­დან რომ გა­ვალ და შე­მიძ­ლია ავ­ხსნა რა­ტომ - არ არის იმი­ტომ, რომ გარ­და იმი­სა, რომ ეს ჩვენ­თვის არ არის კომ­ფორ­ტუ­ლი, გვეს­მის, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პირ­ველ რიგ­ში უნდა იყოს მი­ღე­ბუ­ლი ჯან­საღ დის­კუ­სი­ა­ში და და­ვა­ში და ჩვენ ამის ძა­ლი­ან კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა გვქონ­და გა­სუ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. არა­სო­დეს არ შეგ­ვში­ნე­ბია ში­ნა­არ­სობ­რი­ვი დის­კუ­სი­ის და სა­უბ­რის, მაგ­რამ ჩვენ რომ ჩვენს კომ­ფორ­ტს და­ვა­ნე­ბოთ თავი, რა თქმა უნდა, ეს არ არის კომ­ფორ­ტუ­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, რომ­ლებ­მაც არ­ჩევ­ნე­ბის დროს ხმა მის­ცეს 9 პარ­ტი­ას და გან­სა­ზღვრეს, რომ ამ პარ­ლა­მენ­ტში უნდა ყო­ფი­ლი­ყო 60 ოპო­ზი­ცი­უ­რი მან­და­ტი, ეს არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, იმის მი­უ­ხე­და­ვად, მარ­ტო იქ­ნე­ბი­ან თუ არა პარ­ლა­მენ­ტში, მათ უნდა გა­აგ­რძე­ლონ სვლა ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­კენ. გა­ხა­რია ამ­ბობს, რომ მიდ­გო­მა - ყვე­ლა­ფე­რი ან არა­ფე­რი, არ არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი.

„ვი­ღა­ცას შე­ე­შინ­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბის, ვი­ღა­ცა ვერ გა­ერ­კვა, ვი­ღა­ცამ ალ­ბათ, სა­კუ­თა­რი ეგო ვერ დაძ­ლია, მაგ­რამ ის შე­დე­გი გვაქვს, რა შე­დე­გიც გვაქვს და ყვე­ლას კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ ეს აორ­მა­გებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. მე გუ­ში­ნაც ვთქვი და დღე­საც გა­ვი­მე­ო­რებ, რომ არ იქ­ნე­ბა მარ­ტი­ვი მუ­შა­ო­ბა დის­კუ­სი­ის და ოპო­ნი­რე­ბის გა­რე­შე და ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტუ­რი პრობ­ლე­მა იყოს გა­და­ლა­ხუ­ლი და უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში პარ­ლა­მენ­ტის ეს ნა­წი­ლიც შე­ივ­სოს. ეს არ არის რა­ღაც ამ­ბი­ცია მმარ­თვე­ლი გუნ­დის. ეს არის ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­თხოვ­ნა და და­ვა­ლე­ბა, რომ­ლებ­მაც გან­სა­ზღვრეს, რომ ეს პარ­ლა­მენ­ტი უნდა ყო­ფი­ლი­ყო 9 პარ­ტი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და უნდა ყო­ფი­ლი­ყო და­ახ­ლო­ე­ბით 60 ოპო­ზი­ცი­უ­რი მან­და­ტი. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქ გახ­ლავთ ის, რომ მიდ­გო­მა ან ყვე­ლა­ფე­რი ან არა­ფე­რი - ეს არ არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მიდ­გო­მა, არა­ფე­რი სა­ერ­თო ამას ევ­რო­პუ­ლო­ბას­თან არ აქვს, მაგ­რამ ჩვენ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, მარ­ტო ვიქ­ნე­ბით ამ დარ­ბაზ­ში თუ არ ვიქ­ნე­ბით მარ­ტო, უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ სვლა ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­კენ,“ - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოდარი
171

გადარეული ნაცების ყურებას, ისევე ერთ პარტიული პარლამენტი ჯობია! გნაც ნაცები პოლიტიკიდან!

გახო
92

რა დახმარება გახო არ იცი ეგენი ქვეყნის მტრები რომ არიან? 

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"თუ არ გვეხმარებით ქვეყნისათვის ძალზე მწვავე დროს, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით!" - გახარიამ ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტიდან მიმართა

"თუ არ გვეხმარებით ქვეყნისათვის ძალზე მწვავე დროს, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით!" - გახარიამ ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტიდან მიმართა

"თუ არ გვეხმარებით ქვეყნისათვის ძალზე მწვავე დროს, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით!" - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, არავინ კრიტიკის წინააღმდეგი არ არის და არავის, არავის კრიტიკის არ ეშინია! მან სწორედ ამ სიტყვებით მიმართა ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტის ტრიბუნიდან.

როგორც გახარიამ მათი მისამართით განაცხადა, დესტრუქციული ქმედებები მიმართულია არა კონკრეტული პოლიტიკური ძალის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ.

მისივე შეფასებით, აშკარად ჩანს ნაბიჯები, რომელიც ემსახურება არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების, არამედ სახელმწიფოს დელეგიტიმაციას, რაც რისკის წინაშე ქვეყნის მომავალს აყენებს.

როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი გადაწყვეტილება დისკუსიის პირობებში უნდა იყოს მიღებული. მისივე თქმით, გარდა ამისა, რომ ეს მათთვის არ არის კომფორტი, ეს ასევე არ არის კომფორტული მოქალაქეებისთვის, რომლებმაც 9 პარტიას მისცეს ხმა.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი პატივია და პასუხისმგებლობა დღეს თქვენთან ერთად აქ საუბარი მთავრობის შემდგომი წლების გეგმაზე. სამწუხაროდ, ასევე უნდა ვთქვათ, რომ დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზის ნაწილი ცარიელია და მარტივი მიზეზის გამო იმიტომ, რომ ჩვენი პარლამენტის ოპოზიციური წარმომადგენლები დღეს არ ესწრებიან სხდომას. საგულისხმო ინციდენტი იყო, ინციდენტი რა - შემთხვევა, ჟურნალისტებს აქ როცა შემოვდიოდი, ასეთი შეკითხვა ჰქონდათ - კომფორტულად გრძნობთ თუ არა თავს, როცა პარლამენტი არის ერთპარტიული და სხდომათა დარბაზში არ არის ოპოზიცია ან როცა მთავრობას ამტკიცებს ერთპარტიული პარლამენტი. რა თქმა უნდა, ეს კომფორტული არ არის. მაინც მომიწევს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა აქედან რომ გავალ და შემიძლია ავხსნა რატომ - არ არის იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ ეს ჩვენთვის არ არის კომფორტული, გვესმის, რომ ნებისმიერი სწორი გადაწყვეტილება პირველ რიგში უნდა იყოს მიღებული ჯანსაღ დისკუსიაში და დავაში და ჩვენ ამის ძალიან კარგი გამოცდილება გვქონდა გასული წლების განმავლობაში. არასოდეს არ შეგვშინებია შინაარსობრივი დისკუსიის და საუბრის, მაგრამ ჩვენ რომ ჩვენს კომფორტს დავანებოთ თავი, რა თქმა უნდა, ეს არ არის კომფორტული ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებმაც არჩევნების დროს ხმა მისცეს 9 პარტიას და განსაზღვრეს, რომ ამ პარლამენტში უნდა ყოფილიყო 60 ოპოზიციური მანდატი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, იმის მიუხედავად, მარტო იქნებიან თუ არა პარლამენტში, მათ უნდა გააგრძელონ სვლა ევროპული მომავლისკენ. გახარია ამბობს, რომ მიდგომა - ყველაფერი ან არაფერი, არ არის დემოკრატიული.

„ვიღაცას შეეშინდა პასუხისმგებლობის აღების, ვიღაცა ვერ გაერკვა, ვიღაცამ ალბათ, საკუთარი ეგო ვერ დაძლია, მაგრამ ის შედეგი გვაქვს, რა შედეგიც გვაქვს და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს აორმაგებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. მე გუშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, რომ არ იქნება მარტივი მუშაობა დისკუსიის და ოპონირების გარეშე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური კონტექსტური პრობლემა იყოს გადალახული და უახლოეს პერიოდში პარლამენტის ეს ნაწილიც შეივსოს. ეს არ არის რაღაც ამბიცია მმართველი გუნდის. ეს არის ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა და დავალება, რომლებმაც განსაზღვრეს, რომ ეს პარლამენტი უნდა ყოფილიყო 9 პარტიის შემადგენლობაში და უნდა ყოფილიყო დაახლოებით 60 ოპოზიციური მანდატი. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ გახლავთ ის, რომ მიდგომა ან ყველაფერი ან არაფერი - ეს არ არის დემოკრატიული მიდგომა, არაფერი საერთო ამას ევროპულობასთან არ აქვს, მაგრამ ჩვენ მიუხედავად იმისა, მარტო ვიქნებით ამ დარბაზში თუ არ ვიქნებით მარტო, უნდა გავაგრძელოთ სვლა ჩვენი ევროპული მომავლისკენ,“ - განაცხადა გახარიამ.

"ერი ისტორიის სანაგვეზე მოგისვრით და ვეღარავის დაიჭერთ" - როგორ ეხმიანება ოპოზიცია იმ პირის დაკავებას, რომელმაც ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა

კანცელარიასთან აქცია დასრულდა - ორგანიზატორები, შეზღუდვების მოხსნის თაობაზე, მთავრობას 48-საათიან ვადას აძლევენ

"ვადები იწურება" - 27-28 იანვარს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ოპოზიციონერების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგება