მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მესტიაში კრიპტოვალუტების მწარმოებელი აპარატებისთვის, დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის დატაცების ფაქტი აღმოაჩინეს
მესტიაში კრიპტოვალუტების მწარმოებელი აპარატებისთვის, დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის დატაცების ფაქტი აღმოაჩინეს

მეს­ტი­ა­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და­ტა­ცე­ბის ფაქ­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „ენერ­გო-პრო ჯორ­ჯია“ ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მეს­ტი­ის ცენ­ტრში არ­სე­ბუ­ლი სას­ტუმ­რო „ბან­გუ­რი­ა­ნის“ დამ­ხმა­რე ფარ­თში, პო­ლი­ცი­ამ კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი აპა­რა­ტე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ­ლე­ბიც უკა­ნო­ნოთ მო­იხ­მარ­დნენ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ელექტრო­ე­ნერ­გი­ას.

„და­ტა­ცე­ბის ფაქ­ტის გა­მოვ­ლე­ნა მეს­ტი­ის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­თა მიერ მოხ­და. მეს­ტი­ა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო ერთ წი­ლი­წად­ში კა­ტას­ტრო­ფუ­ლად გაზ­რდი­ლია ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბა. ამის მი­ზე­ზი არის ად­გილ­ზე გახ­სნი­ლი კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მწარ­მო­ე­ბე­ლი პუნ­ქტე­ბი, რომ­ლე­ბიც იტა­ცე­ბენ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ელექტრო­ე­ნერ­გი­ას. მა­გა­ლი­თად, სას­ტუმ­რო "ბან­გუ­რი­ან­ში“ აღ­მო­ჩე­ნი­ლი და­ტა­ცე­ბა უტოლ­დე­ბა 4-5 სა­შუ­ა­ლო სოფ­ლის მოხ­მა­რე­ბას. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მხო­ლოდ მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნი, ამ დრო­ის­თვის სა­შუ­ა­ლოდ მო­იხ­მარს 12-14 სხვა რა­ო­ნის სამ­ყოფ ელექტრო­ე­ნერ­გი­ას. ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გაზ­რდილ მოხ­მა­რე­ბას ფი­ზი­კუ­რად ვერ უძ­ლებს ად­გილ­ზე არ­სე­ბუ­ლი ელექტრო­ქ­სე­ლი. ხში­რად ხდე­ბა ავა­რი­ე­ბის ფაქ­ტე­ბი და კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ დრო­უ­ლად შე­ა­კე­თონ მწყობ­რი­დან გა­მო­სუ­ლი ქსე­ლი, თუმ­ცა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გან­სა­კუთ­რე­ბით მო­მა­ტე­ბულ მოხ­მა­რე­ბას, კვლავ მწყობ­რი­დან გა­მო­ყავს. ამას­თან, "ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას" თა­ნამ­შრომ­ლებს არ აქვთ ად­გილ­ზე უსაფრ­თხოდ გა­და­ად­გი­ლე­ბის და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და­ტა­ცე­ბის ფაქ­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა. "ენერ­გო-პრო ჯორ­ჯია" სთხოვს ყვე­ლა შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნოს, კვლავ გაგ­რძელ­დეს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და­ტა­ცე­ბის ფაქ­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნის პრო­ცე­სი“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

მესტიაში კრიპტოვალუტების მწარმოებელი აპარატებისთვის, დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის დატაცების ფაქტი აღმოაჩინეს

მესტიაში კრიპტოვალუტების მწარმოებელი აპარატებისთვის, დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის დატაცების ფაქტი აღმოაჩინეს

მესტიაში დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის დატაცების ფაქტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მესტიის ცენტრში არსებული სასტუმრო „ბანგურიანის“ დამხმარე ფართში, პოლიციამ კრიპტოვალუტების მწარმოებელი აპარატების დიდი რაოდენობა გამოავლინა, რომლებიც უკანონოთ მოიხმარდნენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას.

„დატაცების ფაქტის გამოვლენა მესტიის პოლიციის განყოფილების თანამშრომელთა მიერ მოხდა. მესტიაში, განსაკუთრებით ბოლო ერთ წილიწადში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამის მიზეზი არის ადგილზე გახსნილი კრიპტოვალუტის მწარმოებელი პუნქტები, რომლებიც იტაცებენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას. მაგალითად, სასტუმრო "ბანგურიანში“ აღმოჩენილი დატაცება უტოლდება 4-5 საშუალო სოფლის მოხმარებას. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ მესტიის რაიონი, ამ დროისთვის საშუალოდ მოიხმარს 12-14 სხვა რაონის სამყოფ ელექტროენერგიას. ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებას ფიზიკურად ვერ უძლებს ადგილზე არსებული ელექტროქსელი. ხშირად ხდება ავარიების ფაქტები და კომპანიის თანამშრომლები ცდილობენ დროულად შეაკეთონ მწყობრიდან გამოსული ქსელი, თუმცა ელექტროენერგიის განსაკუთრებით მომატებულ მოხმარებას, კვლავ მწყობრიდან გამოყავს. ამასთან, "ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომლებს არ აქვთ ადგილზე უსაფრთხოდ გადაადგილების და ელექტროენერგიის დატაცების ფაქტების აღმოჩენის საშუალება. "ენერგო-პრო ჯორჯია" სთხოვს ყველა შესაბამის ორგანოს, კვლავ გაგრძელდეს ელექტროენერგიის დატაცების ფაქტების აღმოჩენის პროცესი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რა ვითარებაა სავაჭრო ობიექტებში, რომლებმაც დღეს მუშაობა განაახლეს - IPN.GE-ს ფოტორეპორტაჟი

"თუ რესტორნები 15 იანვრიდან არ გაიხსნება, ოპერირებას ვეღარ შეძლებენ - პანდემიამდე 11 000-მდე ობიექტი არსებობდა, აქედან მხოლოდ 500 გადარჩება" - შოთა ბურჯანაძე

"ხვალ შეიძლება ვიღაცამ კერძო საკუთრებაში განათავსოს შენობა-ნაგებობა და თქვას, ეს ჩემი საცხოვრებელიაო, ამას ვერ დავუშვებთ" - კახა კალაძე