სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვოლვო ქარსი ელექტრო ძრავების წარმოებას იწყებს
ვოლვო ქარსი ელექტრო ძრავების წარმოებას იწყებს

„ვოლ­ვო ქარს“ შვე­დეთ­ში, თა­ვი­სი ძა­ლუ­რი აგ­რე­გა­ტე­ბის ქარ­ხა­ნა­ში ელექტრო ძრა­ვებს აა­წყობს. კომ­პა­ნია გეგ­მავს ელექტრო ძრა­ვე­ბის სრუ­ლად სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით წარ­მო­ე­ბას და ამ მიზ­ნით 700 მი­ლი­ო­ნი შვე­დუ­რი კრო­ნის ინ­ვეს­ტი­რე­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

„ვოლ­ვო ქარს“ მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია გახ­დეს პრე­მი­უმ ელექტრო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია და მიზ­ნად ისა­ხავს 2025 წლის­თვის, მისი მთლი­ა­ნი გა­ყიდ­ვე­ბის 50% შე­ად­გენ­დეს სრუ­ლად ელექტრო ავ­ტო­მო­ბი­ლებს, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი ჰიბ­რი­დულ ავ­ტო­მო­ბი­ლებს.

შოვ­დეს ქარ­ხა­ნა, 1927 წელს კომ­პა­ნი­ის და­ფუძ­ნე­ბის დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, „ვოლ­ვო ქარ­სის“ ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლია. ქარ­ხნის საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ელექტრო ძრა­ვის წარ­მო­ე­ბის და­მა­ტე­ბა ნიშ­ნავს, რომ შოვ­დეს ის­ტო­რი­უ­ლი ქარ­ხა­ნა მო­მა­ვალ­შიც კომ­პა­ნი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა.

მიმ­დი­ნა­რე წლის და­სა­წყის­ში „ვოლ­ვო ქარსმა“ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ მნიშ­ნე­ლო­ვან ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ახორ­ცი­ე­ლებს სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ელექტროძ­რა­ვე­ბის შექ­მნა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში ვოლ­ვოს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის. შოვ­დეს ქარ­ხა­ნა­ში და­გეგ­მი­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით, კომ­პა­ნია პირ­ველ ნა­ბი­ჯებს დგამს ელექტრო ძრა­ვის სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით აწყო­ბი­სა და წარ­მო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

„1927 წელს გა­მოშ­ვე­ბულ პირ­ველ ვოლ­ვოს, შოვ­დეს ქარ­ხა­ნა­ში შექ­მნი­ლი ძრა­ვი ჰქონ­და.ჩვე­ნი მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გუნ­დი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის სტან­დარ­ტე­ბის შექ­მნა­ზე, შე­სა­ბა­მი­სად მარ­თე­ბუ­ლია ის ფაქ­ტი, რომ ჩვენს მიერ შექ­მნი­ლი ელექტრო ძრა­ვე­ბი, ვოლ­ვოს ბრწყინ­ვა­ლე მო­მავ­ლის ნა­წი­ლი გახ­დე­ბა“ - გა­ნა­ცხა­და „ვოლ­ვო ქარ­სის“ ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ხა­ვი­ერ ვა­რე­ლამ.

ელექტრო ძრა­ვე­ბის წარ­მო­ე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, „ვოლ­ვო ქარ­სის“ ინ­ჟინ­რებს ელექტრო ძრა­ვე­ბის და მთლი­ა­ნად ელექტრო ტრან­სმი­სი­ის სა­მო­მავ­ლო ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემსვოლ­ვოს ახალ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ში. ასე­ვე ამ მიდ­გო­მით კომ­პა­ნია შეძ­ლებს სა­მო­მავ­ლო სარ­გე­ბე­ლი ნა­ხოს ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბი­სა და სრუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

შოვ­დეს ძრა­ვის ქარ­ხნის ის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შიდა წვის ძრა­ვე­ბის წარ­მო­ე­ბა­ზეა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი, „ვოლ­ვო ქარ­სის“ შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნი­ას „PowertrainEngineeringSweden-ს (PES)“ გა­და­ე­ცე­მა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ვოლვო ქარსი ელექტრო ძრავების წარმოებას იწყებს

ვოლვო ქარსი ელექტრო ძრავების წარმოებას იწყებს

„ვოლვო ქარს“ შვედეთში, თავისი ძალური აგრეგატების ქარხანაში ელექტრო ძრავებს ააწყობს. კომპანია გეგმავს ელექტრო ძრავების სრულად საკუთარი ძალებით წარმოებას და ამ მიზნით 700 მილიონი შვედური კრონის ინვესტირებას განახორციელებს.

„ვოლვო ქარს“ მოტივირებულია გახდეს პრემიუმ ელექტრო ავტომობილების მწარმოებელი კომპანია და მიზნად ისახავს 2025 წლისთვის, მისი მთლიანი გაყიდვების 50% შეადგენდეს სრულად ელექტრო ავტომობილებს, ხოლო დანარჩენი ჰიბრიდულ ავტომობილებს.

შოვდეს ქარხანა, 1927 წელს კომპანიის დაფუძნების დღიდან მოყოლებული, „ვოლვო ქარსის“ ისტორიის ნაწილია. ქარხნის საქმიანობისთვის ელექტრო ძრავის წარმოების დამატება ნიშნავს, რომ შოვდეს ისტორიული ქარხანა მომავალშიც კომპანიის განუყოფელი ნაწილი იქნება.

მიმდინარე წლის დასაწყისში „ვოლვო ქარსმა“ გააკეთა განცხადება, რომ მნიშნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს საკუთარი ძალებით ელექტროძრავების შექმნასა და განვითარებაში ვოლვოს ავტომობილების მომავალი თაობებისთვის. შოვდეს ქარხანაში დაგეგმილი ინვესტიციების განხორციელებით, კომპანია პირველ ნაბიჯებს დგამს ელექტრო ძრავის საკუთარი ძალებით აწყობისა და წარმოების მიმართულებით.

„1927 წელს გამოშვებულ პირველ ვოლვოს, შოვდეს ქარხანაში შექმნილი ძრავი ჰქონდა.ჩვენი მაღალკვალიფიცირებული გუნდი მოტივირებულია უმაღლესი ხარისხის სტანდარტების შექმნაზე, შესაბამისად მართებულია ის ფაქტი, რომ ჩვენს მიერ შექმნილი ელექტრო ძრავები, ვოლვოს ბრწყინვალე მომავლის ნაწილი გახდება“ - განაცხადა „ვოლვო ქარსის“ ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ვარელამ.

ელექტრო ძრავების წარმოებისა და განვითარების საკუთარი ძალებით განხორციელება, „ვოლვო ქარსის“ ინჟინრებს ელექტრო ძრავების და მთლიანად ელექტრო ტრანსმისიის სამომავლო ოპტიმიზაციის შესაძლებლობას მისცემსვოლვოს ახალ ავტომობილებში. ასევე ამ მიდგომით კომპანია შეძლებს სამომავლო სარგებელი ნახოს ენერგოეფექტურობისა და სრული ფუნქციონირების თვალსაზრისით.

შოვდეს ძრავის ქარხნის ის მიმართულებები, რომლებიც შიდა წვის ძრავების წარმოებაზეა ფოკუსირებული, „ვოლვო ქარსის“ შვილობილ კომპანიას „PowertrainEngineeringSweden-ს (PES)“ გადაეცემა.

NS

„გემრიელი აჭარა“ – აჭარული სამზარეულოს პირველი საიმიჯო რგოლი

საქართველოში კორონავირუსის 1 972 ახალი შემთხვევაა, განიკურნა - 2 737 პირი - როგორია ინფიცირების მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით

შეზღუდვები, რომელიც დღეიდან 2 იანვრის ჩათვლით მოიხსნა და რა შეზღუდვები დარჩა ძალაში