პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დონალდ ტრამპის მხარდამჭერები გეგმავენ, 20 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის პარალელურად, ტრამპის ონლაინ ინაუგურაცია გამართონ
დონალდ ტრამპის მხარდამჭერები გეგმავენ, 20 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის პარალელურად, ტრამპის ონლაინ ინაუგურაცია გამართონ

აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­დან უკვე თით­ქმის ორი თვე გა­ვი­და. არ­ჩევ­ნებ­ში "დე­მოკ­რა­ტე­ბის" კან­დი­დატ­მა ჯო ბა­ი­დენ­მა გა­ი­მარ­ჯვა, მისი გა­მარ­ჯვე­ბა უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­ფორ­მა აშშ-ის სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ამ, არ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტს გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცეს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რებ­მა, თუმ­ცა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი მარ­ცხს დღემ­დე არ აღი­ა­რებს და ამ დრომ­დე სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვე­ბი აქვს არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ტრამ­პი მი­იჩ­ნევს, რომ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და. მისი მცდე­ლო­ბე­ბი სა­სა­მარ­თლოს გზით და­ამ­ტკი­ცოს ყო­ვე­ლი­ვე, ჯერ­ჯე­რო­ბით უშე­დე­გოა.

არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის ინა­უ­გუ­რა­ცია 2021 წლის 20 იან­ვრის­თვი­საა და­ნიშ­ნუ­ლი, თუმ­ცა ამის პა­რა­ლე­ლუ­რად Facebook ჯგუ­ფის სა­შუ­ა­ლე­ბით ტრამ­პის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ამ­ზა­დე­ბენ ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის ონ­ლა­ინ ღო­ნის­ძი­ე­ბას, რო­მელ­ზე დას­წრე­ბა­ზეც თან­ხმო­ბა უკვე გა­ნა­ცხა­და მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის 60 000-მდე მხარ­დამ­ჭერ­მა. ამის შე­სა­ხებ Fox News წერს.

აღ­ნიშ­ნულ ჯგუფ­ში ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პოს­ტე­ბი კი Facebook-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ცვე­ლად მო­ნიშ­ნა.

"აშშ-ის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნია. 46-ე პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ი­ის ცე­რე­მო­ნია 2021 წლის 20 იან­ვარს გა­ი­მარ­თე­ბა“, - აცხა­დე­ბენ "ფე­ის­ბუ­ქის“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში.

Facebook-ში შექ­მნილ ჯგუფ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ონ­ლა­ინ ინა­უ­გუ­რა­ცი­ის მას­პინ­ძე­ლი ტრამ­პის კამ­პა­ნი­ის მხარ­დამ­ჭე­რი, ევი კო­კა­ლა­რი ან­გე­ლა­კი­სი იქ­ნე­ბა.

"ჩვე­ნი ხმის უფ­ლე­ბას თავს ეს­ხმი­ან, ისე­ვე რო­გორც სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას და "ფე­ის­ბუ­ქის“ უა­რიც ჩვენს პოს­ტებ­ზე ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლია“, - ცი­ტი­რებს გა­მო­ცე­მა "ინ­დე­ფენ­დენ­თი“ კო­კა­ლა­რის სი­ტყვებს.

ცნო­ბის­თვის, "დე­მოკ­რატ­მა“ ბა­ი­დენ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ის 306 ხმა მო­ი­პო­ვა, "რეს­პუბ­ლი­კელ­მა“ დო­ნალდ ტრამპმა კი - 232. პრე­ზი­დენ­ტად დამ­ტკი­ცე­ბის­თვის სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ის მი­ნი­მუმ 270 წევ­რის თან­ხმო­ბა იყო სა­ჭი­რო.

კენ­ჭისყ­რის შე­დე­გე­ბი ვა­შინგტონ­ში გა­იგ­ზავ­ნა და ხმებს 6 იან­ვარს კონ­გრე­სის ერ­თობ­ლივ სხდო­მა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ით­ვლი­ან.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ariel
64

მეორე მიშა

მაკა თორელი
16

ეგენი რაღამ გააგიჟა.

ავტორი:

დონალდ ტრამპის მხარდამჭერები გეგმავენ, 20 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის პარალელურად, ტრამპის ონლაინ ინაუგურაცია გამართონ

დონალდ ტრამპის მხარდამჭერები გეგმავენ, 20 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის პარალელურად, ტრამპის ონლაინ ინაუგურაცია გამართონ

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან უკვე თითქმის ორი თვე გავიდა. არჩევნებში "დემოკრატების" კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, მისი გამარჯვება უკვე ოფიციალურად გააფორმა აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ, არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებმა, თუმცა შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მარცხს დღემდე არ აღიარებს და ამ დრომდე სამართლებრივი დავები აქვს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.

ტრამპი მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა. მისი მცდელობები სასამართლოს გზით დაამტკიცოს ყოველივე, ჯერჯერობით უშედეგოა.

არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვრისთვისაა დანიშნული, თუმცა ამის პარალელურად Facebook ჯგუფის საშუალებით ტრამპის მხარდამჭერები ამზადებენ ტრამპის ინაუგურაციის ონლაინ ღონისძიებას, რომელზე დასწრებაზეც თანხმობა უკვე განაცხადა მოქმედი პრეზიდენტის 60 000-მდე მხარდამჭერმა. ამის შესახებ Fox News წერს.

აღნიშნულ ჯგუფში ტრამპის ინაუგურაციასთან დაკავშირებული პოსტები კი Facebook-ის ადმინისტრაციამ ყალბი ინფორმაციის შემცველად მონიშნა.

"აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენია. 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციიის ცერემონია 2021 წლის 20 იანვარს გაიმართება“, - აცხადებენ "ფეისბუქის“ ადმინისტრაციაში.

Facebook-ში შექმნილ ჯგუფში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ონლაინ ინაუგურაციის მასპინძელი ტრამპის კამპანიის მხარდამჭერი, ევი კოკალარი ანგელაკისი იქნება.

"ჩვენი ხმის უფლებას თავს ესხმიან, ისევე როგორც სიტყვის თავისუფლებას და "ფეისბუქის“ უარიც ჩვენს პოსტებზე ამის დამადასტურებელია“, - ციტირებს გამოცემა "ინდეფენდენთი“ კოკალარის სიტყვებს.

ცნობისთვის, "დემოკრატმა“ ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა მოიპოვა, "რესპუბლიკელმა“ დონალდ ტრამპმა კი - 232. პრეზიდენტად დამტკიცებისთვის საარჩევნო კოლეგიის მინიმუმ 270 წევრის თანხმობა იყო საჭირო.

კენჭისყრის შედეგები ვაშინგტონში გაიგზავნა და ხმებს 6 იანვარს კონგრესის ერთობლივ სხდომაზე ოფიციალურად დაითვლიან.

წყარო

ალექსეი ნავალნი აეროპორტში დააკავეს

მოსკოვი ნავალნის მოლოდინში - დაკავებები, ლითონის ბარიკადები და მობილიზებული სპეცრაზმი: რა ხდება ვნუკოვოს აეროპორტში

თურქეთის სანაპიროსთან, შავ ზღვაში ჩაძირული გემი პალაუს დროშის ქვეშ ცურავდა - ის საქართველოდან ბულგარეთისკენ მიემართებოდა