საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საარჩევნო ცვლილებები შეუძლია მიიღოს "ოცნების" 90-მა დეპუტატმა, არცერთი ელისაშვილი და ღობეგლეჯიაშვილი დამატებით არ სჭირდება" - ლაგაზიძე
"საარჩევნო ცვლილებები შეუძლია მიიღოს "ოცნების" 90-მა დეპუტატმა, არცერთი ელისაშვილი და ღობეგლეჯიაშვილი დამატებით არ სჭირდება" - ლაგაზიძე

თუ ადა­მი­ა­ნი პო­ლი­ტი­კა­ში მო­დის ამ­ბი­ცი­ის გა­რე­შე, თა­ვი­სი კვა­ლი და­ტო­ვოს სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლო­ეს ან ხან­გრძლივ ის­ტო­რი­ა­ში, ის პო­ლი­ტი­კი­სა და ხალ­ხის­თვის არის სა­ში­ში. ამ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე გვაქვს ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კა­ში მო­დის სა­კუ­თა­რი ბიზ­ნეს ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის,- ასე შე­ა­ფა­სა პო­ლი­ტო­ლოგ­მა ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძემ "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" პარ­ტი­უ­ლი სიის მე­ო­თხე ნომ­რის ავ­თან­დილ ენუ­ქი­ძის პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

რო­გორც მან "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "დღის ნი­უს­რუ­მი" გა­ნა­ცხა­და, ასე­თი ტი­პის ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი, ქვეყ­ნი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს სა­კუ­თარ ბიზ­ნეს ინ­ტე­რე­სებს ანაც­ვა­ლე­ბენ. რო­გორც ლა­გა­ზი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კა­ში მო­ვი­და იმის­თვის, რომ სა­კუ­თა­რი ხალ­ხის ხარ­ჯზე ფული ეშო­ვა, ქუ­ჩა­ში იდ­გე­ბა თუ პარ­ლა­მენ­ტში, პო­ლი­ტი­კო­სად ვერ შედ­გე­ბა.

"ეს ადა­მი­ა­ნი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში შე­მო­ვი­და არა იმი­ტომ, რომ სა­კუ­თა­რი კვა­ლის და­ტო­ვე­ბა უნ­დო­და ამ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში, ან უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში რა­ი­მე ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ლე­ბა, არა­მედ სა­კუ­თა­რი კვა­ლის და­ტო­ვე­ბა უნ­დო­და სა­კუ­თარ ბიზ­ნეს­ში. ეს რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან. ამი­სი ძა­ლი­ან მწა­რე მა­გა­ლი­თე­ბი სა­ქარ­თვე­ლომ ნახა, რო­დე­საც ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი მო­დი­ან სა­კუ­თა­რი ხალ­ხის გა­ყიდ­ვის ხარ­ჯზე პო­ლი­ტი­კა­ში და არა ხალ­ხის­თვის. ესეც არის ასე­თი კლა­სი­კუ­რი შემ­თხვე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და ლა­გა­ზი­ძემ.

რო­გორც ლა­გა­ზი­ძემ გან­მარ­ტა, პო­ლი­ტი­კო­სებს, რომ­ლებ­საც პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა სურთ, სხვა არ­გუ­მენ­ტი არ აქვთ გარ­და იმი­სა, რომ „სა­დაც ვერ ჭრის ფული იქ ჭრის დიდი ფული“. მისი თქმით, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მიერ იმ გან­ცხა­დე­ბე­ბით, შე­ნიღბვა, რომ პარ­ლა­მენ­ტში, ის­ტო­რი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის მი­სა­ღე­ბად შე­დი­ან, უბ­რა­ლოდ სი­ყალ­ბეა, რად­გან ამ ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ლე­ბას „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში მყო­ფი 90 დე­პუ­ტა­ტის მხარ­და­ჭე­რაც ჰყოფ­ნის.

"სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე ნამ­დვი­ლად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­ახ­დი­ნოს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ 90-მა დე­პუ­ტატ­მა, არ­ცერ­თი ელი­საშ­ვი­ლი, არ­ცერ­თი ენუ­ქი­ძე, არ­ცერ­თი ღო­ბეგ­ლე­ჯი­აშ­ვი­ლი და­მა­ტე­ბით "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" არ სჭირ­დე­ბა სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში ის­ტო­რი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ტა­ნად. ამი­ტო­მაც ეს არ­გუ­მენ­ტი არის სრუ­ლი სი­ყალ­ბე.

მე­ო­რე ასე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­გუ­მენ­ტი არის ის, რომ თუ ჩვენ ვსა­უბ­რობთ პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის ცვლი­ლე­ბა­ზე ანუ იმა­ზე, რომ და­იკ­ლოს ბა­რი­ერ­მა, ამა­საც არც ელი­საშ­ვი­ლი, არც ენუ­ქი­ძე და არც ღო­ბეგ­ლე­ჯი­აშ­ვი­ლი არ უშ­ვე­ლის იმი­ტომ, რომ აქ მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბას­თან გავ­ქვს საქ­მე, ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­როა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა, რო­მე­ლიც არ გროვ­დე­ბა თუნ­დაც 10 ელი­საშ­ვი­ლი შე­ვი­დეს პარ­ლა­მენ­ტში. ამი­ტომ ვე­რაფ­რით გა­ი­მარ­თლებს ის თავს - ერთი არ­გუ­მენ­ტიც ყალ­ბია, მე­ო­რე არ­გუ­მენ­ტიც ყალ­ბია“, - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ექსპერტი
16

ექსპერტი, თუ საერთოდ ექპერტი შეიძლება ერქვას, შეურაცხყოფას არ უნდა აყენებდეს ადამიანებს, მათ შორის არც ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს.

კლასტერი
13

ხუხაშვილის კლასტერია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"საარჩევნო ცვლილებები შეუძლია მიიღოს "ოცნების" 90-მა დეპუტატმა, არცერთი ელისაშვილი და ღობეგლეჯიაშვილი დამატებით არ სჭირდება" - ლაგაზიძე

"საარჩევნო ცვლილებები შეუძლია მიიღოს "ოცნების" 90-მა დეპუტატმა, არცერთი ელისაშვილი და ღობეგლეჯიაშვილი დამატებით არ სჭირდება" - ლაგაზიძე

თუ ადამიანი პოლიტიკაში მოდის ამბიციის გარეშე, თავისი კვალი დატოვოს საქართველოს უახლოეს ან ხანგრძლივ ისტორიაში, ის პოლიტიკისა და ხალხისთვის არის საშიში. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც პოლიტიკაში მოდის საკუთარი ბიზნეს ინტერესებისთვის,- ასე შეაფასა პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ "პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიის მეოთხე ნომრის ავთანდილ ენუქიძის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება.

როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა, ასეთი ტიპის ადამიანების დიდი ნაწილი, ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს საკუთარ ბიზნეს ინტერესებს ანაცვალებენ. როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში მოვიდა იმისთვის, რომ საკუთარი ხალხის ხარჯზე ფული ეშოვა, ქუჩაში იდგება თუ პარლამენტში, პოლიტიკოსად ვერ შედგება.

"ეს ადამიანი ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა არა იმიტომ, რომ საკუთარი კვალის დატოვება უნდოდა ამ ქვეყნის ისტორიაში, ან უახლოეს პერიოდში რაიმე ცვლილებების განხორცილება, არამედ საკუთარი კვალის დატოვება უნდოდა საკუთარ ბიზნესში. ეს რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ამისი ძალიან მწარე მაგალითები საქართველომ ნახა, როდესაც ბიზნესმენები მოდიან საკუთარი ხალხის გაყიდვის ხარჯზე პოლიტიკაში და არა ხალხისთვის. ესეც არის ასეთი კლასიკური შემთხვევა“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

როგორც ლაგაზიძემ განმარტა, პოლიტიკოსებს, რომლებსაც პარლამენტში შესვლა სურთ, სხვა არგუმენტი არ აქვთ გარდა იმისა, რომ „სადაც ვერ ჭრის ფული იქ ჭრის დიდი ფული“. მისი თქმით, პოლიტიკოსების მიერ იმ განცხადებებით, შენიღბვა, რომ პარლამენტში, ისტორიული საარჩევნო კოდექსის მისაღებად შედიან, უბრალოდ სიყალბეა, რადგან ამ ცვლილების განხორცილებას „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ორგანოში მყოფი 90 დეპუტატის მხარდაჭერაც ჰყოფნის.

"საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც ამ მოლაპარაკებებზე ნამდვილად განიხილებოდა, შესაძლებელია მოახდინოს „ქართული ოცნების“ 90-მა დეპუტატმა, არცერთი ელისაშვილი, არცერთი ენუქიძე, არცერთი ღობეგლეჯიაშვილი დამატებით "ქართულ ოცნებას" არ სჭირდება საარჩევნო კოდექსში ისტორიული ცვლილებების შესატანად. ამიტომაც ეს არგუმენტი არის სრული სიყალბე.

მეორე ასეთივე მნიშვნელოვანი არგუმენტი არის ის, რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ პარლამენტის არჩევნების ცვლილებაზე ანუ იმაზე, რომ დაიკლოს ბარიერმა, ამასაც არც ელისაშვილი, არც ენუქიძე და არც ღობეგლეჯიაშვილი არ უშველის იმიტომ, რომ აქ მეორე უკიდურესობასთან გავქვს საქმე, ამ შემთხვევაში საჭიროა კონსტიტუციური უმრავლესობა, რომელიც არ გროვდება თუნდაც 10 ელისაშვილი შევიდეს პარლამენტში. ამიტომ ვერაფრით გაიმართლებს ის თავს - ერთი არგუმენტიც ყალბია, მეორე არგუმენტიც ყალბია“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

"ოპოზიციას ტყვეთა გაცვლის პროცესს სთავაზობენ - ნიკა მელია ხურდავდება სამ პოლიციელზე, რომელთაც ბრალი მიუძღვით დარბევაში" - ექსპერტი

"ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და ვაგრძელებ მკურნალობას, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ" - კალაძე

"გთავაზობთ, მიიღოთ ისტორიული გადაწყვეტილება" - რა იდეით მიმართავს ხათუნა ხოფერია პრეზიდენტს და რას ითხოვს ირაკლი ბათიაშვილთან დაკავშირებით?