სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლილო მოლი" განცხადებას ავრცელებს და მთავრობას თხოვნით მიმართავს
"ლილო მოლი" განცხადებას ავრცელებს და მთავრობას თხოვნით მიმართავს

კომ­პა­ნია "ლილო მოლი" გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და მთავ­რო­ბას თხოვ­ნით მი­მარ­თავს, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის გახ­სნის ნე­ბარ­თვა ორი დღით, 26 და 27 დე­კემ­ბერს მი­ე­ცეთ.

ამას­თან, „ლილო მო­ლის" ად­მი­ნის­ტრა­ცია 24 დე­კემ­ბრი­დან რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ნა­წი­ლობ­რი­ვი შემ­სუ­ბუ­ქე­ბის შე­სა­ხებ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას დის­კრი­მი­ნა­ცი­ულს უწო­დებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ 2020 წლის 28 ნო­ემ­ბრი­დან გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბის 2 - თვი­ა­ნი გეგ­მა, მუ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იყო უდი­დე­სი დარ­ტყმა ჩვე­ნი ბიზ­ნე­სი­სათ­ვის, კომ­პა­ნია „ლილო მოლი“ და ჩვენს სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში და­საქ­მე­ბუ­ლი ათა­სო­ბით მე­წარ­მე გა­გე­ბით მო­ვე­კი­დეთ შექ­მნილ მდგო­მა­რე­ო­ბას და ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა მთლი­ა­ნად გა­და­ე­წყო ამ გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ვა­დებ­ზე და იმ მო­ლო­დი­ნით, რომ იყო პი­რო­ბა 24 დე­კემ­ბრი­დან 2 იან­ვრის ჩათ­ვლით სა­ვაჭ­რო სექ­ტო­რი­სათ­ვის შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა­ზე, ჩვენ­მა მე­წარ­მე­ებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ასო­ბით მი­ლი­ო­ნი ლა­რის ზამ­თრის სე­ზო­ნის სა­ქონ­ლი­სა და სა­ა­ხალ­წლო პრო­დუქ­ცი­ის იმ­პორ­ტი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო ერთი კვი­რა არ იძ­ლე­ო­და იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ბიზ­ნესს მი­ე­ღო ამ პე­რი­ო­დი­სათ­ვის ჩვე­უ­ლი მო­გე­ბა, ეს იქ­ნე­ბო­და იმ აუ­ცი­ლე­ბე­ლი ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბა ყო­ვე­ლი კონ­კრე­ტუ­ლი მე­წარ­მის­თვის, რაც მო­მა­ვა­ლი წლის პირ­ვე­ლი ურ­თუ­ლე­სი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მის­ცემ­და სრუ­ლი გა­ნად­გუ­რე­ბის­გან დაც­ვი­სა და გა­დარ­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას.

სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გუ­შინ­დელ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ, რო­მე­ლიც ჩვენ­თვის არის აუხ­სნე­ლი და გა­უ­გე­ბა­რი, გა­მო­ავ­ლი­ნა დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თი ამ სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ მე­წარ­მე­თა ერთი ნა­წი­ლის ათა­სო­ბით სუ­ბი­ექ­ტის მი­მართ, რომ­ლე­ბიც დად­გნენ იმ სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე, რომ მათ მიერ შე­მო­ტა­ნი­ლი სა­ქო­ნე­ლი სა­ერ­თოდ დარ­ჩეს გა­უ­ყი­და­ვი ფაქ­ტობ­რი­ვად ერთი წლის მან­ძილ­ზე, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია მათი საქ­მი­ა­ნო­ბის და­სას­რუ­ლის წი­ნა­პი­რო­ბად იქ­ცეს. ჩვენ გა­მოვ­ხა­ტავთ შეშ­ფო­თე­ბას აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენს უკან მდგო­მი მე­წარ­მე­ე­ბის სა­მო­მავ­ლო მდგო­მა­რე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე და თხოვ­ნით მივ­მარ­თავთ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს, რათა ეპიდ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სფე­რო­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის სრუ­ლი დაც­ვის პი­რო­ბებ­ში, უახ­ლო­ეს შა­ბათ-კვი­რას, 26 და 27 დე­კემ­ბერს, მხო­ლოდ ორი დღით მო­იხ­სნას ჩვენ­თვის და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი, მოგ­ვე­ცეს სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის გახ­სნის ნე­ბარ­თვა, რა დრო­საც მე­წარ­მე­ებს მი­ე­ცე­მათ სა­ქონ­ლის ამოყიდ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა თუნ­დაც მი­ნი­მა­ლუ­რი ოდე­ნო­ბით. ასე­ვე იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ იან­ვარ­ში და­გეგ­მი­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის დრო­საც არ მოხ­დე­ბა მსგავ­სი დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ბიზ­ნე­სის ამ სექ­ტო­რის მე­წარ­მე­თა ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლის მი­მართ",-აღ­ნიშ­ნუ­ლია "ლილო მო­ლის" ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არა ქოცს! არა ნაცს!
28

მიდით კიდე ჩაურიცხეთ ქოცებს მილიონებიიი.......

ნიუჯერსში გადახვეწილ ეკოს!
4

ყაჩაღი კვარაცხელია ციიხეშიიი!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ლილო მოლი" განცხადებას ავრცელებს და მთავრობას თხოვნით მიმართავს

"ლილო მოლი" განცხადებას ავრცელებს და მთავრობას თხოვნით მიმართავს

კომპანია "ლილო მოლი" განცხადებას ავრცელებს და მთავრობას თხოვნით მიმართავს, სავაჭრო ცენტრის გახსნის ნებართვა ორი დღით, 26 და 27 დეკემბერს მიეცეთ.

ამასთან, „ლილო მოლის" ადმინისტრაცია 24 დეკემბრიდან რეგულაციების ნაწილობრივი შემსუბუქების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულს უწოდებს.

"საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 28 ნოემბრიდან გამოცხადებული წერტილოვანი შეზღუდვების 2 - თვიანი გეგმა, მუხედავად იმისა, რომ იყო უდიდესი დარტყმა ჩვენი ბიზნესისათვის, კომპანია „ლილო მოლი“ და ჩვენს სავაჭრო ცენტრში დასაქმებული ათასობით მეწარმე გაგებით მოვეკიდეთ შექმნილ მდგომარეობას და ჩვენი საქმიანობა მთლიანად გადაეწყო ამ გეგმით გათვალისწინებულ ვადებზე და იმ მოლოდინით, რომ იყო პირობა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო სექტორისათვის შეზღუდვების მოხსნაზე, ჩვენმა მეწარმეებმა განახორციელეს ასობით მილიონი ლარის ზამთრის სეზონის საქონლისა და საახალწლო პროდუქციის იმპორტი. მიუხედავად იმისა, რომ წინასაახალწლო ერთი კვირა არ იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ ბიზნესს მიეღო ამ პერიოდისათვის ჩვეული მოგება, ეს იქნებოდა იმ აუცილებელი ჟანგბადის მიწოდება ყოველი კონკრეტული მეწარმისთვის, რაც მომავალი წლის პირველი ურთულესი თვეების განმავლობაში მისცემდა სრული განადგურებისგან დაცვისა და გადარჩენის საშუალებას.

საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ, რომელიც ჩვენთვის არის აუხსნელი და გაუგებარი, გამოავლინა დისკრიმინაციული ხასიათი ამ სექტორში დასაქმებულ მეწარმეთა ერთი ნაწილის ათასობით სუბიექტის მიმართ, რომლებიც დადგნენ იმ საშიშროების წინაშე, რომ მათ მიერ შემოტანილი საქონელი საერთოდ დარჩეს გაუყიდავი ფაქტობრივად ერთი წლის მანძილზე, რაც შესაძლებელია მათი საქმიანობის დასასრულის წინაპირობად იქცეს. ჩვენ გამოვხატავთ შეშფოთებას აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენს უკან მდგომი მეწარმეების სამომავლო მდგომარეობის თაობაზე და თხოვნით მივმართავთ საკოორდინაციო საბჭოს, რათა ეპიდსაწინააღმდეგო სფეროში საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების სრული დაცვის პირობებში, უახლოეს შაბათ-კვირას, 26 და 27 დეკემბერს, მხოლოდ ორი დღით მოიხსნას ჩვენთვის დაწესებული შეზღუდვები, მოგვეცეს სავაჭრო ცენტრის გახსნის ნებართვა, რა დროსაც მეწარმეებს მიეცემათ საქონლის ამოყიდვის საშუალება თუნდაც მინიმალური ოდენობით. ასევე იმედს ვიტოვებთ, რომ იანვარში დაგეგმილი შეზღუდვების მოხსნის დროსაც არ მოხდება მსგავსი დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღება ბიზნესის ამ სექტორის მეწარმეთა ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილის მიმართ",-აღნიშნულია "ლილო მოლის" ადმინისტრაციის განცხადებაში.

"ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, ეს კიდევ უფრო აზიანებს მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს" - რას აცხადებს წულუკიანი ინფორმაციაზე, რომ გელათში კედლის მხატვრობის დიდი ნაწილი ჩამოვარდა

ყველაზე გაუგებარი მიშენებები საქართველოსა და უცხოეთში - ფოტოები

გარდაიცვალა რეჟისორი კახა კახაბრიშვილი