სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვის ახსოვს ახალი წელი? თითო-თითოდ ვიხოცებით... საავადმყოფოს "გობოზოვის მორგი" შეარქვეს" - მძიმე სიტუაცია ახალგორში და დაცლილი რეგიონი
"ვის ახსოვს ახალი წელი? თითო-თითოდ ვიხოცებით... საავადმყოფოს "გობოზოვის მორგი" შეარქვეს" - მძიმე სიტუაცია ახალგორში და დაცლილი რეგიონი

ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბით ჩა­კე­ტილ­მა გზამ ახალ­გორ­ში დარ­ჩე­ნილ მო­სახ­ლე­ო­ბას იმ­დე­ნად მძი­მე პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნა, რომ რა­ი­ო­ნი თან­და­თან იც­ლე­ბა... ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ოსე­თის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებ­დნენ, რომ წნე­ლი­სის სა­გუ­შა­გოს აღე­ბის მო­თხოვ­ნით ხელ­მო­წე­რე­ბი შე­აგ­რო­ვონ და ქარ­თულ მხა­რეს გა­უგ­ზავ­ნონ. ბოლო დროს ვი­თა­რე­ბა იმ­დე­ნად დამ­ძიმ­და, რომ რა­ი­ო­ნის და­ტო­ვე­ბა ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად, ოსებ­მაც და­ი­წყეს.

"ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად, ოსე­ბიც ვტო­ვებთ სა­ცხოვ­რე­ბელს. ექი­მის და წამ­ლის გა­რე­შე, არას­ტა­ბი­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ყოფ­ნა ძა­ლი­ან ძნე­ლია. აქ უპატ­რო­ნო­ბით ყო­ველ­დღე იხო­ცე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი... ახ­ლობ­ლე­ბი შეგ­ვპირ­დნენ, ცოტა ხნით ცხინ­ვა­ლის ბი­ნას და­გით­მობ­თო. არა­და, სო­ფე­ლი გვქონ­და, მიწა, სახ­ლი, მე­ურ­ნე­ო­ბა, მაგ­რამ აქ ყვე­ლაფ­რის დე­ფი­ცი­ტია და რაც იყი­დე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი გაძ­ვირ­და, რო­გორ­ღაც ხომ უნდა ვი­არ­სე­ბოთ?" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ლინა ჯი­ო­ე­ვა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ახალ­გორ­ში სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბის გამო, კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი, 80 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი გო­გია თა­თა­რაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გო­რე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი, თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ახალ­გო­რის სა­ა­ვად­მყო­ფოს მთა­ვა­რი ექი­მი, ზუ­რაბ გო­ბო­ზო­ვი, ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია და ყვე­ლაფ­რის კე­თე­ბის უფ­ლე­ბა აქვს.

"მან პა­ცი­ენტს ქარ­თულ მხა­რეს გა­დაყ­ვა­ნის უფ­ლე­ბა იქამ­დე არ მის­ცა, ვიდ­რე კო­მა­ში არ ჩა­ვარ­და... მსგავ­სი რამ ბოლო ხა­ნებ­ში ხში­რად ხდე­ბა" - ამ­ბობს მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი.

გა­სულ კვი­რას, დაბა ახალ­გორ­ში კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი, 63 წლის გუ­რამ სტე­ფა­ნო­ვი გარ­და­იც­ვა­ლა, ის ახალ­გო­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა. ერთხელ ქი­რურ­გმა, ონი­სე გა­თე­ნაშ­ვილ­მა გა­და­არ­ჩი­ნა. თა­ვად ექი­მიც, ახ­ლა­ხან, კო­ვიდ-19-ის გარ­თუ­ლე­ბის შე­დე­გად, ცხინ­ვა­ლი-თბი­ლი­სის გზა­ზე, რე­ა­ნო­მო­ბილ­ში გარ­და­იც­ვა­ლა... მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, ექი­მი პირ­და­პირ თბი­ლის­ში კი არა, ჯერ ცხინ­ვალ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ვი­თა­რე­ბა და­უმ­ძიმ­და და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ წა­მო­იყ­ვა­ნეს თბი­ლის­ში.

ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა, მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის გამო, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას "გო­ბო­ზო­ვის მორ­გი" და­არ­ქვეს.

ახალ­გო­რი დღეს - თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლის ფოტო

დაბა ახალ­გო­რი 1 წლი­სა და 3 თვის წინ ჩა­ი­კე­ტა. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სის­კენ გზა მხო­ლოდ ერთხელ გახ­სნეს, რაც იზო­ლა­ცი­ა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის თქმით, ზღვა­ში წვე­თიც არ არის. ამი­ტომ, ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი "წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის" დახ­მა­რე­ბით იქა­უ­რო­ბას ტო­ვე­ბენ.

"ვიდ­რე გზას ჩა­კე­ტავ­დნენ, რო­გორც ახალ­გორ­ში, ასე­ვე ცხინ­ვალ­ში, არაფ­რის დე­ფი­ცი­ტი არ ყო­ფი­ლა, ვგუ­ლის­ხმობ, რო­გორც სურ­სათს, ასე­ვე მე­დი­კა­მენ­ტებს, რად­გან ქარ­თუ­ლი მხა­რი­დან ყვე­ლა­ფე­რი შე­მო­დი­ო­და და არც სიძ­ვი­რე არ იყო. ასე­ვე, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ავად­მყო­ფე­ბი თბი­ლი­სის კლი­ნი­კებ­ში მი­დი­ოდ­ნენ, ან გა­დაჰ­ყავ­დათ, ახლა მხო­ლოდ სიკ­ვდი­ლის პი­რას მი­სულ ადა­მი­ანს უშ­ვე­ბენ, რაც უმე­ტე­სად დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია და ასე თითო-თი­თოდ ვი­ხო­ცე­ბით..." - ამ­ბობს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი AMBEBI.GE- სთან სა­უ­ბარ­ში.

თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი, ახალ­გო­რე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი:

- მთა­ვა­რი ექი­მი, რო­მე­ლიც პა­ცი­ენ­ტე­ბის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას ხელს არ აწერს, ფაქ­ტობ­რი­ვად სიკ­ვდი­ლის­თვის იმე­ტებს უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნებს. პა­ცი­ენ­ტი ვიდ­რე კო­მა­ში არ ჩა­ვარ­და, არ გა­მო­უშ­ვეს. მისი ერ­თა­დერ­თი შე­მო­სა­ვა­ლი ქარ­თუ­ლი პენ­სია იყო, თუმ­ცა თვე­ე­ბია არ აუ­ღია. მე­ზობ­ლე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, უეც­რად ცუ­დად გახ­და. ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბი აწუ­ხებ­და, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლად რას ჭრი­და, დღემ­დე არ ვი­ცით - აქ დი­აგ­ნო­ზი ვერ და­უს­ვეს. ასე დი­აგ­ნო­ზის გა­რე­შე, სხვე­ბიც იხო­ცე­ბი­ან.

ახალ­გო­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მთა­ვა­რი ექი­მი, ზუ­რაბ გო­ბო­ზო­ვი, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრ, გი­ორ­გი ტოტ­ჩი­ე­ვის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია და იმას აკე­თებს, რაც სურს, ამი­ტო­მაც შე­არ­ქვა ხალ­ხმა ახალ­გო­რის სა­ა­ვად­მყო­ფოს "გო­ბო­ზო­ვის მორ­გი". უამ­რა­ვი გან­ყო­ფი­ლე­ბა და­ი­ხუ­რა, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი გარ­ბის და ხალ­ხიც მიჰ­ყვე­ბა.

ახლა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი "წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის" დახ­მა­რე­ბით ტო­ვე­ბენ აქა­უ­რო­ბას, უკან­და­უბ­რუ­ნებ­ლო­ბის ხელ­წე­რი­ლით, რა­საც მათ ად­გი­ლობ­რი­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სთხოვს... წამ­სვლელ­თა რიგი დგას. თან ისე მი­დი­ან, რომ მძი­მე ბარ­გის წა­ღე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვთ, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ნივ­თი მი­აქვთ. ჰოდა, მი­დი­ან ასე, გულ­მოკ­ლუ­ლე­ბი, რად­გან სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ აქვთ, სი­ცო­ცხლე ტკბი­ლია და მას­ზე მთა­ვა­რი არა­ფე­რია ამ ქვეყ­ნად, არც სახლ-კარი, რა­საც ახალ­გაზ­რდო­ბა და ზოგ­ჯერ ჯან­მრთე­ლო­ბაც შე­ა­ლი­ეს. რა და­ვა­შა­ვეთ, რა­ტომ უნდა ვცხოვ­რობ­დეთ ასეთ პი­რო­ბებ­ში?.. - ეს არის კი­თხვა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვეა მოს­ვე­ნე­ბას არ მაძ­ლევს და აღარც პა­სუ­ხი გვაქვს.

ვის ახ­სოვს ახა­ლი წელი ან რა­ი­მე დღე­სას­წა­უ­ლი. აქ მხო­ლოდ გა­დარ­ჩე­ნა­ზე ვართ. მუდ­მი­ვად პრობ­ლე­მებ­ზე ვსა­უბ­რობთ, ამ ბო­ლოს რის­კის ფა­სად, ზე­წო­ლის ქვეშ, მაგ­რამ ვე­რა­ფერს ვცვლით, თუმ­ცა მა­ინც არ ვჩერ­დე­ბი. მეტი გა­ვა­კე­თო ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა?.. თავს ზე­მოთ ძალა არ არის. ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი, არა­ფერს აკე­თებს. ჰოდა, რა­ი­ო­ნიც იც­ლე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Vasilii
48

ლონდონში ძალიან გაუჭირდა ხალხს.ვერ ხედავთ კოვიდია.ყველგან გაჭირვებაა...

მიხა პაპა
2

კახეთში მასეა, კაცს გაფრთხილებული ყავს შვილები, რაც არ უნდა დამემერთოს არქიმედეს კლინიკაში არ გადამიყვანოთ, სახლში უფრო მეტი შანსია გადარჩენის, იქ ყველა ვარიანტში გამასაღებენო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ვის ახსოვს ახალი წელი? თითო-თითოდ ვიხოცებით... საავადმყოფოს "გობოზოვის მორგი" შეარქვეს" - მძიმე სიტუაცია ახალგორში და დაცლილი რეგიონი

"ვის ახსოვს ახალი წელი? თითო-თითოდ ვიხოცებით... საავადმყოფოს "გობოზოვის მორგი" შეარქვეს" - მძიმე სიტუაცია ახალგორში და დაცლილი რეგიონი

ცხინვალის რეგიონში ე.წ. პრეზიდენტის ბრძანებით ჩაკეტილმა გზამ ახალგორში დარჩენილ მოსახლეობას იმდენად მძიმე პრობლემები შეუქმნა, რომ რაიონი თანდათან იცლება... ადგილობრივების თქმით, ოსეთის ე.წ. ხელმძღვანელობის წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებდნენ, რომ წნელისის საგუშაგოს აღების მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვონ და ქართულ მხარეს გაუგზავნონ. ბოლო დროს ვითარება იმდენად დამძიმდა, რომ რაიონის დატოვება ქართველებთან ერთად, ოსებმაც დაიწყეს.

"ქართველებთან ერთად, ოსებიც ვტოვებთ საცხოვრებელს. ექიმის და წამლის გარეშე, არასტაბილურ სიტუაციაში ყოფნა ძალიან ძნელია. აქ უპატრონობით ყოველდღე იხოცებიან ადამიანები... ახლობლები შეგვპირდნენ, ცოტა ხნით ცხინვალის ბინას დაგითმობთო. არადა, სოფელი გვქონდა, მიწა, სახლი, მეურნეობა, მაგრამ აქ ყველაფრის დეფიციტია და რაც იყიდება, ყველაფერი გაძვირდა, როგორღაც ხომ უნდა ვიარსებოთ?" - წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი ლინა ჯიოევა.

რამდენიმე დღის წინ, ახალგორში სამედიცინო დახმარების დაგვიანების გამო, კიდევ ერთი ადგილობრივი, 80 წელს გადაცილებული გოგია თათარაშვილი გარდაიცვალა. ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ახალგორის საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ზურაბ გობოზოვი, ცხინვალის რეგიონის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის უახლოესი მეგობარია და ყველაფრის კეთების უფლება აქვს.

"მან პაციენტს ქართულ მხარეს გადაყვანის უფლება იქამდე არ მისცა, ვიდრე კომაში არ ჩავარდა... მსგავსი რამ ბოლო ხანებში ხშირად ხდება" - ამბობს მეარაყიშვილი.

გასულ კვირას, დაბა ახალგორში კიდევ ერთი ადამიანი, 63 წლის გურამ სტეფანოვი გარდაიცვალა, ის ახალგორის საავადმყოფოში არაერთხელ ყოფილა. ერთხელ ქირურგმა, ონისე გათენაშვილმა გადაარჩინა. თავად ექიმიც, ახლახან, კოვიდ-19-ის გართულების შედეგად, ცხინვალი-თბილისის გზაზე, რეანომობილში გარდაიცვალა... მისი ოჯახის წევრების თქმით, ექიმი პირდაპირ თბილისში კი არა, ჯერ ცხინვალში გადაიყვანეს, სადაც ვითარება დაუმძიმდა და მხოლოდ ამის შემდეგ წამოიყვანეს თბილისში.

ადგილობრივებმა, მსგავსი ფაქტების გამო, სამედიცინო დაწესებულებას "გობოზოვის მორგი" დაარქვეს.

ახალგორი დღეს - თამარ მეარაყიშვილის ფოტო

დაბა ახალგორი 1 წლისა და 3 თვის წინ ჩაიკეტა. ამ დროის განმავლობაში თბილისისკენ გზა მხოლოდ ერთხელ გახსნეს, რაც იზოლაციაში მყოფი ადამიანების თქმით, ზღვაში წვეთიც არ არის. ამიტომ, ბოლო თვეების განმავლობაში, ადგილობრივები "წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის" დახმარებით იქაურობას ტოვებენ.

"ვიდრე გზას ჩაკეტავდნენ, როგორც ახალგორში, ასევე ცხინვალში, არაფრის დეფიციტი არ ყოფილა, ვგულისხმობ, როგორც სურსათს, ასევე მედიკამენტებს, რადგან ქართული მხარიდან ყველაფერი შემოდიოდა და არც სიძვირე არ იყო. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ავადმყოფები თბილისის კლინიკებში მიდიოდნენ, ან გადაჰყავდათ, ახლა მხოლოდ სიკვდილის პირას მისულ ადამიანს უშვებენ, რაც უმეტესად დაგვიანებულია და ასე თითო-თითოდ ვიხოცებით..." - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი AMBEBI.GE- სთან საუბარში.

თამარ მეარაყიშვილი, ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი:

- მთავარი ექიმი, რომელიც პაციენტების ჰოსპიტალიზაციას ხელს არ აწერს, ფაქტობრივად სიკვდილისთვის იმეტებს უდანაშაულო ადამიანებს. პაციენტი ვიდრე კომაში არ ჩავარდა, არ გამოუშვეს. მისი ერთადერთი შემოსავალი ქართული პენსია იყო, თუმცა თვეებია არ აუღია. მეზობლები ეხმარებოდნენ, უეცრად ცუდად გახდა. შინაგანი ორგანოები აწუხებდა, მაგრამ კონკრეტულად რას ჭრიდა, დღემდე არ ვიცით - აქ დიაგნოზი ვერ დაუსვეს. ასე დიაგნოზის გარეშე, სხვებიც იხოცებიან.

ახალგორის საავადმყოფოში მთავარი ექიმი, ზურაბ გობოზოვი, ჯანდაცვის მინისტრ, გიორგი ტოტჩიევის უახლოესი მეგობარია და იმას აკეთებს, რაც სურს, ამიტომაც შეარქვა ხალხმა ახალგორის საავადმყოფოს "გობოზოვის მორგი". უამრავი განყოფილება დაიხურა, სამედიცინო პერსონალი გარბის და ხალხიც მიჰყვება.

ახლა ადგილობრივები "წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის" დახმარებით ტოვებენ აქაურობას, უკანდაუბრუნებლობის ხელწერილით, რასაც მათ ადგილობრივი ხელმძღვანელობა სთხოვს... წამსვლელთა რიგი დგას. თან ისე მიდიან, რომ მძიმე ბარგის წაღების უფლება არ აქვთ, მხოლოდ რამდენიმე ნივთი მიაქვთ. ჰოდა, მიდიან ასე, გულმოკლულები, რადგან სხვა არჩევანი არ აქვთ, სიცოცხლე ტკბილია და მასზე მთავარი არაფერია ამ ქვეყნად, არც სახლ-კარი, რასაც ახალგაზრდობა და ზოგჯერ ჯანმრთელობაც შეალიეს. რა დავაშავეთ, რატომ უნდა ვცხოვრობდეთ ასეთ პირობებში?.. - ეს არის კითხვა, რომელიც რამდენიმე თვეა მოსვენებას არ მაძლევს და აღარც პასუხი გვაქვს.

ვის ახსოვს ახალი წელი ან რაიმე დღესასწაული. აქ მხოლოდ გადარჩენაზე ვართ. მუდმივად პრობლემებზე ვსაუბრობთ, ამ ბოლოს რისკის ფასად, ზეწოლის ქვეშ, მაგრამ ვერაფერს ვცვლით, თუმცა მაინც არ ვჩერდები. მეტი გავაკეთო ჩემს მდგომარეობაში მყოფმა?.. თავს ზემოთ ძალა არ არის. ჩვენი ხელისუფლება კი, არაფერს აკეთებს. ჰოდა, რაიონიც იცლება.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი თავისუფალია

აფხაზეთში შექმნილ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერ შტაბს სომხები შეუერთდნენ

"ინფარქტი მიიღო, გულზე ნახეთქი ჰქონდა და ორი დღე ვერაფერი გაუგეს" - ბიბილოვის რეჟიმის მორიგი მსხვერპლი და ჩაკეტილი ახალგორის პრობლემები