სპორტი
პოლიტიკა

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
24 დეკემბერიდან პულიცერის პრემიის მფლობელი ავტორის წიგნი „ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად
24 დეკემბერიდან პულიცერის პრემიის მფლობელი ავტორის წიგნი „ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად

ომი, ადა­მი­ა­ნე­ბი, და­კარ­გუ­ლი სი­ცო­ცხლე და და­კარ­გუ­ლი ცხოვ­რე­ბა... მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ში ბევ­რი ომი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომს ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­ძაფ­რით ვიხ­სე­ნებთ. შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ იმ სა­ში­ნე­ლი წლე­ბი­დან ჯერ სა­უ­კუ­ნეც არ გა­სუ­ლა; ასე­ვე იმი­ტომ, რომ მა­შინ ჩვე­ნი არა­ერ­თი წი­ნა­პა­რი და­ი­ღუ­პა ან უკ­ვა­ლოდ და­ი­კარ­გა... და ბო­ლოს, იმი­ტო­მაც, რომ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის მთე­ლი სა­ში­ნე­ლე­ბა არა­ერ­თმა მწე­რალ­მა გა­ა­ცო­ცხლა თა­ვის რო­მა­ნებ­ში და ამით კი­დევ ერთხელ გვაჩ­ვე­ნა, თუ მარ­თლაც რამ­ხე­ლა აბ­სურ­დია ომი!

სწო­რედ ომის შე­სა­ხებ და­წე­რილ რო­მა­ნებს აერ­თი­ა­ნებს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ ახა­ლი სე­რია „ომებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე“. სე­რი­ის ფარ­გლებ­ში უკვე გა­მო­ი­ცა სამი წიგ­ნი, 24 დე­კემ­ბრი­დან კი ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი კი­დევ ერთ რო­მანს შეხ­ვდე­ბა - ეს არის ენ­ტონ დო­ე­რის „ნა­თე­ლი, რო­მელ­საც ვერ ვხე­დავთ“ - წიგ­ნი, რო­მელ­მაც ავ­ტორს 2015 წელს პუ­ლი­ცე­რის პრე­მია მო­უ­ტა­ნა. წიგ­ნი სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად 8 ლა­რად გა­ი­ყი­დე­ბა (ჟურ­ნალ­თან ერ­თად - 10 ლარი).

ალ­ბათ რთუ­ლია ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში მო­ი­ძებ­ნოს ერ­თდრო­უ­ლად ასე­თი მსუ­ბუ­ქი და ასე­თი მძი­მე წიგ­ნი. თით­ქოს, ამ რო­მან­ში ომი მთა­ვა­რი გმი­რი კი არ არის, პე­ი­ზა­ჟია მხო­ლოდ. რას გრძნო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა ჰო­რი­ზონ­ტი ომის სა­ში­ნე­ლე­ბე­ბით არის სავ­სე? რო­გო­რია ოკუ­პი­რე­ბუ­ლი პა­რი­ზი; ვინ რო­გორ აღიქ­ვამს, ვის­თვის რა არის ომი? - ამ კი­თხვებს რო­მან­ში გა­ე­ცე­მა პა­სუ­ხი.

მარი-ლორა, ბრმა გო­გო­ნა ქა­ლა­ქი­დან მა­მას­თან ერ­თად გარ­ბის. მა­რის მამა მუ­ზე­უ­მის გა­სა­ღე­ბე­ბის მცვე­ლი, სი­ურპრი­ზე­ბი­სა და თავ­სა­ტე­ხე­ბის დი­დოს­ტა­ტია. ისი­ნი გარ­ბი­ან და თან დიდი გან­ძი მი­აქვთ - გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი, ხორ­ცშეს­ხმუ­ლი ლე­გენ­და. მარი-ლო­რას­გან არც ისე შორს ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნია და ჰიტ­ლე­რი­უ­გენ­დია. ობო­ლი ვერ­ნე­რი. ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქი სენ-მალო. ძვე­ლი და ლა­მა­ზი სახ­ლის პატ­რო­ნი იძუ­ლე­ბით ტყვე­ო­ბა­შია. მან სა­კუ­თარ თავს გა­მო­უ­ტა­ნა სას­ჯე­ლი ფა­შის­ტე­ბის აღ­ზე­ვე­ბამ­დე დიდი ხნით ადრე...

რო­მა­ნის ცალ­კე პერ­სო­ნა­ჟია რა­დიო, რო­მელ­საც ახა­ლი ამ­ბე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე მი­აქვს, მათი სი­ხა­რუ­ლი­სა თუ და მწუხ­რე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა. მთელ რო­მანს გას­დევს შიში, მო­ლო­დი­ნი და იმე­დი, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. ენ­ტო­ნი დო­ე­რი მთე­ლი სიმ­ძაფ­რით გვიჩ­ვე­ნებს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბას, რომ­ლე­ბიც ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე არა, მაგ­რამ მა­ინც ომის ცენ­ტრში არი­ან, რად­გან ომს ვერ გა­ექ­ცე­ვი, იგი ყვე­ლა­ზე ახ­დენს გავ­ლე­ნას.

სა­ინ­ტე­რე­სოა მწერ­ლის ხელ­წე­რა და თხრო­ბის სტი­ლი. პერ­სო­ნა­ჟებს ერთი დიდი რამ აერ­თი­ა­ნებთ - ომი. თუმ­ცა ეს მხო­ლოდ და­სა­წყის­ში. რო­მა­ნის თა­ვი­დან ბო­ლომ­დე წა­კი­თხვის შემ­დეგ ლა­ბი­რინ­თი ფერ­მკრთალ­დე­ბა, პერ­სო­ნა­ჟე­ბი ერ­თმა­ნეთს უახ­ლოვ­დე­ბი­ან, მკი­თხვე­ლი მათ უკვე ერთ ტი­ლო­ზე ხე­დავს.

ამ­დე­ნად, თქვენ წი­ნა­შეა კი­დევ ერთი ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ამ­ბა­ვი ომსა და ადა­მი­ა­ნებ­ზე. ეს არის წიგ­ნი, რო­მე­ლიც გულ­გრილს არა­ვის და­ტო­ვებს, მის­გან გა­ჩე­ნი­ლი ემო­ცია კი კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­ყვე­ბათ.

შე­გახ­სე­ნებთ, ენ­ტონ დო­ე­რის „ნა­თე­ლი, რო­მელ­საც ვერ ვხე­დავთ“ 24 დე­კემ­ბე­რი­დან, ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად გა­მო­ვა. მისი სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 8 ლარი, ჟურ­ნალ­თან ერ­თად - 10 ლარი.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა„პა­ლიტ­რა L“-ის წიგ­ნე­ბი იყი­დე­ბა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ებ­ში, ქსე­ლურ მარ­კე­ტებ­სა და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის წერ­ტი­ლებ­ში:

"მაგ­ნი­ტი", "ნი­კო­რა", "დე­ი­ლი", "ეკო­ნო­მიქ­სი", "სპა­რი", "ფრეს­კო" და სხვა.

კონ­კრე­ტუ­ლი მი­სა­მარ­თე­ბი იხი­ლეთ ბმულ­ზე: https://bit.ly/3o5IOso

გა­მო­წე­რის შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თეთ elva.ge -ს ქოლ-ცენ­ტრს: 595033616

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

24 დეკემბერიდან პულიცერის პრემიის მფლობელი ავტორის წიგნი „ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად

24 დეკემბერიდან პულიცერის პრემიის მფლობელი ავტორის წიგნი „ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად

ომი, ადამიანები, დაკარგული სიცოცხლე და დაკარგული ცხოვრება... მსოფლიოს ისტორიაში ბევრი ომი ყოფილა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომს ყოველთვის განსაკუთრებული სიმძაფრით ვიხსენებთ. შეიძლება იმიტომ, რომ იმ საშინელი წლებიდან ჯერ საუკუნეც არ გასულა; ასევე იმიტომ, რომ მაშინ ჩვენი არაერთი წინაპარი დაიღუპა ან უკვალოდ დაიკარგა... და ბოლოს, იმიტომაც, რომ მეორე მსოფლიო ომის მთელი საშინელება არაერთმა მწერალმა გააცოცხლა თავის რომანებში და ამით კიდევ ერთხელ გვაჩვენა, თუ მართლაც რამხელა აბსურდია ომი!

სწორედ ომის შესახებ დაწერილ რომანებს აერთიანებს გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ახალი სერია „ომებსა და ადამიანებზე“. სერიის ფარგლებში უკვე გამოიცა სამი წიგნი, 24 დეკემბრიდან კი ქართველი მკითხველი კიდევ ერთ რომანს შეხვდება - ეს არის ენტონ დოერის „ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ“ - წიგნი, რომელმაც ავტორს 2015 წელს პულიცერის პრემია მოუტანა. წიგნი სპეციალურ ფასად 8 ლარად გაიყიდება (ჟურნალთან ერთად - 10 ლარი).

ალბათ რთულია ლიტერატურაში მოიძებნოს ერთდროულად ასეთი მსუბუქი და ასეთი მძიმე წიგნი. თითქოს, ამ რომანში ომი მთავარი გმირი კი არ არის, პეიზაჟია მხოლოდ. რას გრძნობენ ადამიანები, რომელთა ჰორიზონტი ომის საშინელებებით არის სავსე? როგორია ოკუპირებული პარიზი; ვინ როგორ აღიქვამს, ვისთვის რა არის ომი? - ამ კითხვებს რომანში გაეცემა პასუხი.

მარი-ლორა, ბრმა გოგონა ქალაქიდან მამასთან ერთად გარბის. მარის მამა მუზეუმის გასაღებების მცველი, სიურპრიზებისა და თავსატეხების დიდოსტატია. ისინი გარბიან და თან დიდი განძი მიაქვთ - გაცოცხლებული, ხორცშესხმული ლეგენდა. მარი-ლორასგან არც ისე შორს ნაცისტური გერმანია და ჰიტლერიუგენდია. ობოლი ვერნერი. ზღვისპირა ქალაქი სენ-მალო. ძველი და ლამაზი სახლის პატრონი იძულებით ტყვეობაშია. მან საკუთარ თავს გამოუტანა სასჯელი ფაშისტების აღზევებამდე დიდი ხნით ადრე...

რომანის ცალკე პერსონაჟია რადიო, რომელსაც ახალი ამბები ადამიანებამდე მიაქვს, მათი სიხარულისა თუ და მწუხრების მიზეზი ხდება. მთელ რომანს გასდევს შიში, მოლოდინი და იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ენტონი დოერი მთელი სიმძაფრით გვიჩვენებს იმ ადამიანების ცხოვრებას, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე არა, მაგრამ მაინც ომის ცენტრში არიან, რადგან ომს ვერ გაექცევი, იგი ყველაზე ახდენს გავლენას.

საინტერესოა მწერლის ხელწერა და თხრობის სტილი. პერსონაჟებს ერთი დიდი რამ აერთიანებთ - ომი. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისში. რომანის თავიდან ბოლომდე წაკითხვის შემდეგ ლაბირინთი ფერმკრთალდება, პერსონაჟები ერთმანეთს უახლოვდებიან, მკითხველი მათ უკვე ერთ ტილოზე ხედავს.

ამდენად, თქვენ წინაშეა კიდევ ერთი ამაღელვებელი ამბავი ომსა და ადამიანებზე. ეს არის წიგნი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს, მისგან გაჩენილი ემოცია კი კვირების განმავლობაში გაგყვებათ.

შეგახსენებთ, ენტონ დოერის „ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ“ 24 დეკემბერიდან, ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვა. მისი სპეციალური ფასია 8 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10 ლარი.

გამომცემლობა„პალიტრა L“-ის წიგნები იყიდება მთელი საქართველოს მასშტაბით, „ბიბლუსის“ მაღაზიებში, ქსელურ მარკეტებსა და პრესის გავრცელების წერტილებში:

"მაგნიტი", "ნიკორა", "დეილი", "ეკონომიქსი", "სპარი", "ფრესკო" და სხვა.

კონკრეტული მისამართები იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3o5IOso

გამოწერის შემთხვევაში მიმართეთ elva.ge -ს ქოლ-ცენტრს: 595033616

შეიძინე ნებისმიერი აუდიოწიგი 20%-იანი ფასდაკლებით და შეიქმენი საახალწლო განწყობა „გუდასთან“ ერთად

გამომცემლობა „პალიტრა L -ის“ „ლიტერატურული წელი“ და წიგნები, რომლებიც აუცილებლად უნდა აჩუქოთ ახალ წელს

რისი შეძენა არ უნდა გამოგვრჩეს ახალ წლამდე