პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პარტიებს მომდევნო 6 თვე საბიუჯეტო დაფინანსება არ შეუწყდება" - ანრი ოხანაშვილი
"პარტიებს მომდევნო 6 თვე საბიუჯეტო დაფინანსება არ შეუწყდება" - ანრი ოხანაშვილი

პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პარ­ტი­ებს მომ­დევ­ნო ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბა არ შე­უ­წყდე­ბა.

ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ “მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებს უკუ­ძა­ლა არ ექ­ნე­ბა.

„ყო­ველ­გვარ სპე­კუ­ლა­ცი­ას წერ­ტი­ლი რომ და­ეს­ვას - დღეს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია, ვინც ცეს­კო­ში გა­ნა­ცხა­დი შე­ი­ტა­ნა და და­ფი­ნან­სე­ბა მო­ი­პო­ვა, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან ფი­ნანსდე­ბა. პარ­ლა­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ არის დე­კემ­ბრის თვე­ში და მომ­დევ­ნო თვე­ებ­ში პარ­ტი­ე­ბის­თვის და­ფი­ნან­სე­ბის შე­წყვე­ტა. ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი და­ა­რე­გუ­ლი­რებს შემ­დგომ­ში წარ­მო­შო­ბილ ურ­თი­ერ­თო­ბებს და კი­დევ მომ­დევ­ნო ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი და­ფი­ნან­სე­ბას მი­ი­ღე­ბენ. ჩვენ ამ და­ფი­ნან­სე­ბას არა­ვის არ ვუ­წყვეტთ“, - გა­ნა­ცხა­და ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პარ­ტი­ე­ბის მხრი­დან არა პო­ლი­ტი­კურ ბო­ი­კოტს, არა­მედ სა­ბო­ტაჟს აქვს ად­გი­ლი და ამ ორს შო­რის წი­თე­ლი ხაზი უნდა გა­ივ­ლოს. ოხა­ნაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და ისიც, რომ პო­ლი­ტი­კურ ბო­ი­კოტს პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს და ამ უფ­ლე­ბას მათ არა­ვინ უზღუ­დავს.

„სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა აპ­რი­ო­რი სა­კა­ნონ­მდებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას არ ნიშ­ნავს. სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა სა­კუ­თა­რი ამომ­რჩევ­ლის ნე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას ნიშ­ნავს და თუ კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტია იმას იტყვის, რომ არა­ფერს ნიშ­ნავს მან­და­ტი, რაც მას ხალ­ხმა მის­ცა, ეს პო­ლი­ტი­კურ სა­ბო­ტაჟს ნიშ­ნავს“, - გა­ნა­ცხა­და ოხა­ნაშ­ვილ­მა.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში არ­შე­სუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის­თვის სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბის გა­უქ­მე­ბას და უფა­სო სა­ე­თე­რო დრო­ით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბის შე­წყვე­ტას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რიგ­გა­რე­შე სე­სი­ა­ზე პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­ნი­ხი­ლე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
taso
54

რატომ?მაგრები არიან?მე რომ ერთი დღე გავაცდინო სამსახური ხელფასს მიკავებენ,ესენი რით ჯობიან სხვებს?უხადეთ ფული ,რა გენაღვლებათ ჩვენი ,ხალხის ფული,იმიტომაც გაზიან თავზე,ურჩი ბავშვივით,ტირილ ტირილში მშობლებს იმას აკეთებინებს რაც თვითონ უნდა,ფული კი არა და ყველა ციხეში უნდა ამოალპო.

ვახო
1

ფუ შენი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"პარტიებს მომდევნო 6 თვე საბიუჯეტო დაფინანსება არ შეუწყდება" - ანრი ოხანაშვილი

"პარტიებს მომდევნო 6 თვე საბიუჯეტო დაფინანსება არ შეუწყდება" - ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, პარტიებს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საბიუჯეტო დაფინანსება არ შეუწყდება.

ანრი ოხანაშვილმა რიგგარეშე სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს უკუძალა არ ექნება.

„ყოველგვარ სპეკულაციას წერტილი რომ დაესვას - დღეს ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც ცესკოში განაცხადი შეიტანა და დაფინანსება მოიპოვა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული არ არის დეკემბრის თვეში და მომდევნო თვეებში პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა. ეს კანონპროექტი დაარეგულირებს შემდგომში წარმოშობილ ურთიერთობებს და კიდევ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები დაფინანსებას მიიღებენ. ჩვენ ამ დაფინანსებას არავის არ ვუწყვეტთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, პარტიების მხრიდან არა პოლიტიკურ ბოიკოტს, არამედ საბოტაჟს აქვს ადგილი და ამ ორს შორის წითელი ხაზი უნდა გაივლოს. ოხანაშვილმა განაცხადა ისიც, რომ პოლიტიკურ ბოიკოტს პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს და ამ უფლებას მათ არავინ უზღუდავს.

„საპარლამენტო საქმიანობა აპრიორი საკანონმდებლო საქმიანობას არ ნიშნავს. საპარლამენტო საქმიანობა საკუთარი ამომრჩევლის ნების რეალიზებას ნიშნავს და თუ კონკრეტული პარტია იმას იტყვის, რომ არაფერს ნიშნავს მანდატი, რაც მას ხალხმა მისცა, ეს პოლიტიკურ საბოტაჟს ნიშნავს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტში არშესული ოპოზიციური პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებას და უფასო საეთერო დროით სარგებლობის უფლების შეწყვეტას ითვალისწინებს, რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილება.

"პროცესი გამოაჩენს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შევა. უნდა შევიდეთ, ხალხმა ხმა იმისთვის მოგვცა, რომ პარლამენტში ვიმუშაოთ" - ალეკო ელისაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ძალიან დაგვაკლდა გიგა ბოკერიას რჩევები, დაგვაკლდა სალომე სამადაშვილი, დაგვაკლდება ელენე ხოშტარია, ვაშაძე" - კობახიძე ოპოზიციის პარლამენტში არყოფნაზე