მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როდესაც მედლის ერთი მხრიდან ქვეყანამ შეწყვიტა მოძრაობა, მე მედალი შემოვატრიალე" - რას ჰყვება ახალგაზრდა, რომელმაც პანდემიისას 160 სერთიფიკატი მოიპოვა
"როდესაც მედლის ერთი მხრიდან ქვეყანამ შეწყვიტა მოძრაობა, მე მედალი შემოვატრიალე" - რას ჰყვება ახალგაზრდა, რომელმაც პანდემიისას 160 სერთიფიკატი მოიპოვა

პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი გა­ჩერ­და, 21 წლის სტუ­დენ­ტმა ოთარ მურ­მა­ნიშ­ვილ­მა 160 სერ­ტი­ფი­კა­ტი­სა და 1 დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი წე­რი­ლის მი­ღე­ბა შეძ­ლო. ოთო სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ინ­ფორ­მა­ტი­კი­სა და მარ­თვის სის­ტე­მე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს, მი­მარ­თუ­ლე­ბად სა­ინ­ჟინ­რო ფი­ზი­კა აქვს არ­ჩე­უ­ლი და სულ მალე ბა­კა­ლავ­რის ხა­რისხს და­ას­რუ­ლებს. წელს, კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ი­სა და 160 სერ­ტი­ფი­კა­ტის ფონ­ზე, ოთომ სტი­პენ­დი­ის აღე­ბაც შეძ­ლო და თა­ვი­სი წარ­მა­ტე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ასო­ბით ადა­მი­ა­ნის გაკ­ვირ­ვე­ბაც მო­ა­ხერ­ხა. ოთოს "სა­ინ­ტე­რე­სო პან­დე­მი­ა­ზე" ვე­სა­უბ­რეთ:

- რო­გორ შეხ­ვდი პან­დე­მი­ის და­წყე­ბას, თა­ვი­დან რა გეგ­მე­ბი გქონ­და?

- ჩემ­თვის პან­დე­მია ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და­ი­წყო, ჩა­ი­კე­ტა ყვე­ლა­ფე­რი და მინ­დო­და, ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში რამე ახა­ლი გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ადრე თუ სას­წავ­ლო კურ­სე­ბი ფა­სი­ა­ნი იყო, ამ პე­რი­ოდ­ში უფა­სო გახ­და, გა­მი­ხარ­და და გა­მო­ვი­ყე­ნე ეს შან­სი. სხვა­დას­ხვა სფე­რო ვცა­დე, რომ მრა­ვა­ლი კუ­თხით უფრო განვვი­თა­რე­ბუ­ლი­ყა­ვი.

- რო­გორც ვიცი, ამ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში 160 სერ­ტი­ფი­კა­ტის აღე­ბა შე­ძე­ლი, მოგ­ვი­ყე­ვი ამა­ზე...

- ამ პე­რი­ოდ­ში 160 სერ­ტი­ფი­კა­ტი და 1 დამ­სა­ხუ­რე­ბის წე­რი­ლი მი­ვი­ღე. ამ 160 სერ­ტი­ფი­კატ­ში არ შე­დის სამ­ხედ­რო სტრა­ტე­გი­ე­ბი, ატო­მურ ბირ­თვუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა, წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბის ინ­ჟი­ნე­რია და ა.შ. თავ­და­პირ­ვე­ლად ჩემ­ზე არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, რე­ა­ლუ­რად ეს კურ­სე­ბიც გავ­ლი­ლი მქონ­და და გა­მოც­დაც ჩა­ბა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ რო­დე­საც ვე­ლო­დი, რომ სერ­ტი­ფი­კა­ტი უფა­სოდ უნდა მო­ე­ცათ, თან­ხა მომ­თხო­ვეს, რო­მე­ლიც, დღე­ვან­დე­ლი ლა­რის კურ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სტუ­დენ­ტის­თვის საკ­მა­ოდ ბევ­რია - 50$ და ზე­მოთ.

აქვე მო­ვიყ­ვან შე­და­რე­ბას უდიპ­ლო­მო სა­სი­ძო­დან. მო­მენ­ტი, რო­დე­საც კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რეს მი­უ­ტა­ნეს სა­ღო­რის მა­კე­ტი და შეშ­ფო­თე­ბულ­მა თავ­მჯდო­მა­რემ უპა­სუ­ხა: "რას ამ­ბობ კაცო!? ღორი მა­ში­ნაა კარ­გი, როცა იაფი ჯდე­ბა მისი შე­ნახ­ვა". არ ჩავ­თვა­ლე სერ­ტი­ფი­კა­ტის­თვის ფუ­ლის გა­დახ­და სა­ჭი­როდ, სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ხომ არ არის მთა­ვა­რი, მთა­ვა­რი ისაა, რაც იმ კურ­სში იყო, ის რომ ვის­წავ­ლე და მო­ცე­მუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლე.

პირ­ვე­ლი კომ­პა­ნია, რო­მელ­საც დიდი წვა­ლე­ბით და­ვუ­კავ­შირ­დი, ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი Cisco-ა. ზო­გა­დად, მსგავ­სი კომ­პა­ნი­ე­ბი თავ­დაც­ვის არ­ნა­ხუ­ლი უნა­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა. თა­ვი­დან გა­მი­ჭირ­და კურ­სე­ბის მო­ძებ­ნა, რთუ­ლად გა­დავ­ლა­ხე HTML ლა­ბი­რინ­თე­ბი, სა­ბო­ლო­ოდ, ერთ-ერთ კურ­სზე შე­ვაღ­წიე და და­ვი­წყე სწავ­ლა. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ი­ბა­და ჩემი პირ­ვე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტი მსოფ­ლი­ოს ვებ­სივ­რცე­ში - პირ­ვე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მიღ­წე­ვა. მომ­დევ­ნო 2 დღე-ღა­მე­ში მათი რა­ო­დე­ნო­ბა 24-მდე გა­ი­ზარ­და. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თქვენ წარ­მა­ტე­ბას რომ ეძა­ხით, ისე­თი არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია, რა­საც ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვერ გა­ა­კე­თებ­და, თუკი დრო და შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბო­და...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"როდესაც მედლის ერთი მხრიდან ქვეყანამ შეწყვიტა მოძრაობა, მე მედალი შემოვატრიალე" - რას ჰყვება ახალგაზრდა, რომელმაც პანდემიისას 160 სერთიფიკატი მოიპოვა

"როდესაც მედლის ერთი მხრიდან ქვეყანამ შეწყვიტა მოძრაობა, მე მედალი შემოვატრიალე" - რას ჰყვება ახალგაზრდა, რომელმაც პანდემიისას 160 სერთიფიკატი მოიპოვა

პანდემიის პირობებში, როდესაც ყველა და ყველაფერი გაჩერდა, 21 წლის სტუდენტმა ოთარ მურმანიშვილმა 160 სერტიფიკატისა და 1 დამსახურებული წერილის მიღება შეძლო. ოთო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე სწავლობს, მიმართულებად საინჟინრო ფიზიკა აქვს არჩეული და სულ მალე ბაკალავრის ხარისხს დაასრულებს. წელს, კორონავირუსის პანდემიისა და 160 სერტიფიკატის ფონზე, ოთომ სტიპენდიის აღებაც შეძლო და თავისი წარმატებით სოციალურ ქსელში ასობით ადამიანის გაკვირვებაც მოახერხა. ოთოს "საინტერესო პანდემიაზე" ვესაუბრეთ:

- როგორ შეხვდი პანდემიის დაწყებას, თავიდან რა გეგმები გქონდა?

- ჩემთვის პანდემია ჩვეულებრივად დაიწყო, ჩაიკეტა ყველაფერი და მინდოდა, ამ დროის განმავლობაში რამე ახალი გამეკეთებინა. ადრე თუ სასწავლო კურსები ფასიანი იყო, ამ პერიოდში უფასო გახდა, გამიხარდა და გამოვიყენე ეს შანსი. სხვადასხვა სფერო ვცადე, რომ მრავალი კუთხით უფრო განვვითარებულიყავი.

- როგორც ვიცი, ამ პანდემიის პირობებში 160 სერტიფიკატის აღება შეძელი, მოგვიყევი ამაზე...

- ამ პერიოდში 160 სერტიფიკატი და 1 დამსახურების წერილი მივიღე. ამ 160 სერტიფიკატში არ შედის სამხედრო სტრატეგიები, ატომურ ბირთვული მიმართულება, წყალქვეშა ნავების ინჟინერია და ა.შ. თავდაპირველად ჩემზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რეალურად ეს კურსებიც გავლილი მქონდა და გამოცდაც ჩაბარებული, მაგრამ როდესაც ველოდი, რომ სერტიფიკატი უფასოდ უნდა მოეცათ, თანხა მომთხოვეს, რომელიც, დღევანდელი ლარის კურსიდან გამომდინარე, სტუდენტისთვის საკმაოდ ბევრია - 50$ და ზემოთ.

აქვე მოვიყვან შედარებას უდიპლომო სასიძოდან. მომენტი, როდესაც კოლმეურნეობის თავმჯდომარეს მიუტანეს საღორის მაკეტი და შეშფოთებულმა თავმჯდომარემ უპასუხა: "რას ამბობ კაცო!? ღორი მაშინაა კარგი, როცა იაფი ჯდება მისი შენახვა". არ ჩავთვალე სერტიფიკატისთვის ფულის გადახდა საჭიროდ, სერტიფიკატების რაოდენობა ხომ არ არის მთავარი, მთავარი ისაა, რაც იმ კურსში იყო, ის რომ ვისწავლე და მოცემული კრიტერიუმები დავაკმაყოფილე.

პირველი კომპანია, რომელსაც დიდი წვალებით დავუკავშირდი, ყველასთვის ცნობილი Cisco-ა. ზოგადად, მსგავსი კომპანიები თავდაცვის არნახული უნარით გამოირჩევა. თავიდან გამიჭირდა კურსების მოძებნა, რთულად გადავლახე HTML ლაბირინთები, საბოლოოდ, ერთ-ერთ კურსზე შევაღწიე და დავიწყე სწავლა. რამდენიმე საათში დაიბადა ჩემი პირველი სერტიფიკატი მსოფლიოს ვებსივრცეში - პირველი დამოუკიდებელი მიღწევა. მომდევნო 2 დღე-ღამეში მათი რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. რაც შეეხება იმას, თქვენ წარმატებას რომ ეძახით, ისეთი არაფერი გამიკეთებია, რასაც ნებისმიერი ადამიანი ვერ გააკეთებდა, თუკი დრო და შესაძლებლობა ექნებოდა...წაიკითხეთ სრულად

"მერაბიშვილის მინისტრობის დროს ერთ წელიწადში მოხდა 2160 ყაჩაღობა, წელს გვაქვს 135 შემთხვევა - ეს ხალხი გვეუბნება, რომ დაბრუნდა 90-იანი წლები" - გომელაური

როგორ ცდილობს ვანესა რედგრეივი ედუარდ შევარდნაძის აცეკვებას - უნიკალური კადრები 90-იანების თბილისიდან

"ასე ორივემ როგორ დამტოვეთ..." - ნინი შერმადინის დედა კორონავირუსით გარდაიცვალა