პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი წყვილების "პანდემიური" ქორწილები - ვინ დაოჯახდა საქართველოში 2020 წელს
ცნობილი წყვილების "პანდემიური" ქორწილები - ვინ დაოჯახდა საქართველოში 2020 წელს

ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ მსოფ­ლი­ო­ში თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის დღის წეს­რი­გი შეც­ვა­ლა და უამ­რა­ვი გეგ­მა ჩა­შა­ლა. სწო­რედ პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­წე­სე­ბულ­მა "ლო­ქ­და­უნ­მა" და შე­ზღუდ­ვებ­მა ჩა­აგ­დო დეპ­რე­სი­ა­ში მი­ლი­ო­ნო­ბით წყვი­ლი, რო­მე­ლიც წელს გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლის გა­მარ­თვას აპი­რებ­და.

ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პან­დე­მი­ის პირ­ველ პე­რი­ოდ­ში ხში­რად ამ­ზა­დებ­დნენ სი­უ­ჟე­ტებს ატი­რე­ბულ პა­ტარ­ძლებ­ზე. ზოგი სა­ქორ­წი­ლო კა­ბის შეკ­ვე­თას აუქ­მებ­და, ზოგ­მაც გა­და­წყვი­ტა, რომ სა­ერ­თოდ უარი ეთ­ქვა ქორ­წილ­ზე და ჯვა­რი მხო­ლოდ პირ­ბა­დი­ა­ნი მეჯ­ვა­რე­ე­ბის თან­ხლე­ბით და­ე­წე­რა.

პა­ტა­რა ქორ­წი­ლე­ბი მა­ინც შედ­გა და წყვი­ლებ­მა ოჯა­ხე­ბი შექ­მნეს. მათ შო­რის გა­მო­ნაკ­ლი­სი არც ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი სა­ხე­ე­ბი ყო­ფი­ლან. მო­დით, გა­დავ­ხე­დოთ, ვინ გა­რის­კა პან­დე­მი­ის დროს ქორ­წი­ნე­ბა.

  • ქეთა თო­ფუ­რია და ლევ ძენ­გო­ვი

რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი და მი­ლი­ო­ნე­რი ბიზ­ნეს­მე­ნი ლევ ძენ­გო­ვი, ნო­ემ­ბრის ბო­ლოს და­ქორ­წინ­დნენ. მა­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ A Studio-ს ქარ­თვე­ლი სო­ლის­ტი, შვი­დი თვის ორ­სუ­ლი გახ­ლდათ და ბავ­შვს ძენ­გო­ვის­გან ელო­დე­ბო­და. ქე­თას­თვის ეს მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბაა, ძენ­გო­ვის­თვის კი მე­სა­მე. ქორ­წილ­მა უხ­მა­უ­როდ ჩა­ი­ა­რა. მარ­თა­ლია, რუ­სუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ძვე­ლე­ბუ­რად ერ­თო­ბი­ან და პან­დე­მი­ის გამო და­წე­სე­ბულ აკ­რძალ­ვებს მათ­ზე დი­დად არ უმოქ­მე­დია, მაგ­რამ ქე­თას მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ ქორ­წილს ბევ­რი სტუ­მა­რი არ დას­წრე­ბია.

  • ბუბა მირ­ცხულ­ვა და სოფო ან­დღუ­ლა­ძე

ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის მოყ­ვა­რულ­თა საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟი "ბა­ქა­რი" რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც და­ო­ჯახ­და. ბუბა მირ­ცხუ­ლა­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი­დან, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" გა­იც­ნო, სა­დაც მან ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი გმი­რი, "ბა­ქა­რი" შექ­მნა. ბუ­ბას პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში პან­დე­მი­ის დროს სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლეა - მსა­ხი­ობ­მა ცოლი შე­ირ­თო. რამ­დე­ნი­მე თვით წინ თა­ვის გულ­შე­მატ­კივ­რებს "ინ­სტაგ­რა­მის" სა­შუ­ა­ლე­ბით ხე­ლის მო­წე­რის საკ­მა­ოდ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ცე­რე­მო­ნი­ის ფო­ტო­ე­ბი გა­უ­ზი­ა­რა.

თუმ­ცა უფრო შთამ­ბეჭ­და­ვი წვე­უ­ლე­ბა ოქ­ტომ­ბერ­ში მო­ა­წყო. მარ­თა­ლია, მხო­ლოდ უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, მაგ­რამ ქორ­წი­ლი მა­ინც შედ­გა. ბუ­ბას რჩე­უ­ლი სოფო ან­დღუ­ლა­ძეა.

  • გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე და ანი­უ­ტა

ნო­ემ­ბერ­ში და­ო­ჯახ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე. მისი რჩე­უ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ქალი გახ­და. და­ო­ჯა­ხე­ბის შე­სა­ხებ ბა­რა­მი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად და­წე­რა. წყვილს ქორ­წი­ლი არ გა­და­უხ­დია და ხელი იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში მო­ა­წე­რეს.

ცნო­ბის­თვის, გია ბა­რა­მი­ძის პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე ეკა ჯა­ფა­რი­ძე გახ­ლდათ, რო­მელ­თა­ნაც სა­ერ­თო შვი­ლი, უფ­რო­სი გო­გო­ნა ჰყავს. ეკა ჯა­ფა­რი­ძე გია ბა­რა­მი­ძემ­დე ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და მხატ­ვარ ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ას­თან, წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი, გო­გო­ნა ჰყავთ.

  • ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვა და ელე­ნე ხა­რაშ­ვი­ლი

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვამ საყ­ვა­რელ ქალ­ზე და­სა­ქორ­წი­ნებ­ლად სექ­ტემ­ბე­რის თვე შე­არ­ჩია. 32 წლის ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვამ ცხოვ­რე­ბა 28 წლის უმ­შვე­ნი­ე­რეს ელე­ნე ხა­რაშ­ვილს და­უ­კავ­ში­რა და რო­გორც პან­დე­მი­ას შეჰ­ფე­რის, წყვი­ლი ვიწ­რო წრე­ში ნიშ­ნო­ბით შე­მო­ი­ფარ­გლა. რო­გორც ექიმ­მა AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, "პან­დე­მი­ამ კი არ დაგ­ვა­შო­რა, დაგ­ვარ­წმუ­ნა იმა­ში, რომ ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე არ შეგ­ვეძ­ლო და იმ პე­რი­ოდ­ში მი­ვი­ღეთ ერ­თად ყოფ­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. თით­ქმის სამი წე­ლია ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობთ, მარ­თლაც ბევ­რი სა­ერ­თო აღ­მოგ­ვაჩ­ნდა. ჯერ ის, რომ ერ­თად მოგ­ვი­წია დარ­ბაზ­ში ვარ­ჯი­ში და იქ ჩა­მო­ყა­ლიბ­და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, ერ­თმა­ნე­თი კარ­გად გა­ვი­ცა­ნით და რაც დრო გა­დი­ო­და, სულ უფრო მე­ტად ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვხდე­ბო­დით ერ­თმა­ნე­თის­თვის. ბო­ლოს ასე დაგ­ვირ­გვინ­და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა".

  • ჯე­იჰუნ მუ­ჰა­მე­და­ლი და ლე­კუ­ნა ჯა­ფოშ­ვი­ლი

დე­კემ­ბერ­ში იქორ­წი­ნა "მთა­ვა­რი არ­ხის" ჟურ­ნა­ლის­ტმა ჯე­იჰუნ მუ­ჰა­მე­და­ლიმ და მის­მა რჩე­ულ­მა, ლე­კუ­ნა (ლა­მა­რა) ჯა­ფოშ­ვილ­მა. გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი გა­ზა­ფხუ­ლის­თვის გა­და­დეს და იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში ქორ­წი­ნე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­ფორ­მეს.

რო­გორც ჯე­იჰუ­ნი AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, მათი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი წე­ლი­წად­ზე ცოტა მეტი ხნის წინ და­ი­წყო.

"ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ და­ი­წყო. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ჩვენს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცია გაჩ­ნდა თუ არა, იმა­ვე დღი­დან ვუ­თხა­რი, რომ მომ­წონ­და და ავუხ­სე­ნი, რომ მას მხო­ლოდ რო­გორც მე­გო­ბარს ისე არ ვუ­ყუ­რებ­დი. ცოტა გა­უკ­ვირ­და, მერე ცო­ტაც მაწ­ვა­ლა... მაგ­რამ, დღეს უკვე ერ­თად ვართ. მარ­თლა კარ­გი გო­გოა, უზო­მოდ მიყ­ვარს", - გვიყ­ვე­ბა ჯე­იჰუ­ნი.

  • გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი და ნინი მშვი­დო­ბა­ძე

სა­ხე­ლო­ვა­ნი სპორ­ტსმე­ნი, მსოფ­ლი­ოს და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი, მო­ჭი­და­ვე გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი ივ­ნის­ში და­ქორ­წინ­და. მისი რჩე­უ­ლი ნინი მშვი­დო­ბა­ძე გახ­ლავთ. წყვილ­მა ჯვა­რი დღეს ურ­ბნი­სის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში და­ი­წე­რა, თუმ­ცა გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი არ გა­და­უხ­დია.

  • ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი და ნი­კო­ლოზ ნა­ყო­ფია

ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი ბიზ­ნეს­მენ ნი­კო­ლოზ ნა­ყო­ფი­ა­ზე ერთი წლის წინ და­ი­ნიშ­ნა. ერთი წლის შემ­დეგ კი 2020 წლის სექ­ტემ­ბერ­ში წყვილ­მა ჯვრის­წე­რა გა­და­წყვი­ტა. ნა­ნუ­კამ და ნი­კამ ჯვა­რი კა­ხეთ­ში, ალა­ვერ­დის ტა­ძარ­ში და­ი­წე­რეს და ქორ­წი­ნე­ბა ვიწ­რო წრე­ში აღ­ნიშ­ნეს.

  • თემო სა­ჯა­ია და მა­რი­ტა ჯა­ნა­შია

მომ­ღე­რალ­მა თემო სა­ჯა­ი­ამ და მო­დელ­მა მა­რი­ტა ჯა­ნა­ში­ამ აგ­ვის­ტო­ში იქორ­წი­ნეს. ივ­ლის­ში მომ­ღე­რალ­მა მო­დელს პირ­და­პირ ეთერ­ში სთხო­ვა ხელი და თან­ხმო­ბაც მი­ი­ღო. მა­რი­ტა ჯა­ნა­ში­ამ და თემო სა­ჯა­ი­ამ ერ­თმა­ნე­თი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში (PosTV) გა­იც­ნეს, სა­დაც ერ­თად მიჰ­ყავ­დათ დი­ლის გა­და­ცე­მა. სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო წყვილს შო­რის რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. ახლა კი მათ ურ­თი­ერ­თო­ბა ახალ სა­ფე­ხურ­ზე აიყ­ვა­ნეს და ოფი­ცი­ა­ლუ­რად იქორ­წი­ნეს.

ქორ­წილ­ში პო­პუ­ლა­რულ სტუმ­რებს შო­რის მა­რი­ტა ჯა­ნა­ში­ას ბე­ბია, მსა­ხი­ო­ბი მა­რი­ნა ჯა­ნა­ში­აც იყო. ასე­ვე ქორ­წილს და­ეს­წრნენ მო­დე­ლი ანა შე­ლია, მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვი­ლი და სხვა ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი.

  • შო­თი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი და მა­რი­ამ ხუ­ლე­ლი­ძე

ცნო­ბი­ლი ექი­მი­სა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლის მომ­ღე­რალ­მა ვაჟ­მა, შო­თი­კო ტა­ტიშ­ვილ­მა ოქ­ტომ­ბერ­ში იქორ­წი­ნა. შო­თი­კომ ჯერ კი­დევ ივ­ნის­ში ჩა­ნიშ­ნუ­ლი ქორ­წი­ლი, პან­დე­მი­ის გამო გა­და­დო. 31 აგ­ვის­ტოს ნიშ­ნო­ბა ვიწ­რო წრე­ში აღ­ნიშ­ნა. შო­თიმ და მა­რი­ამ ხუ­ლე­ლი­ძემ ჯვა­რი სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში და­ი­წე­რეს, ქორ­წი­ლი კი მცხე­თა­ში, ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში გა­და­ი­ხა­დეს. მა­რი­ა­მი კავ­კა­სი­ის ბიზ­ნესს­კო­ლის ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს. შოთი 2015 წელს მუ­სი­კა­ლუ­რი შოუს, "X ფაქ­ტო­რის" მო­ნა­წი­ლე გახ­ლდათ ბი­ჭე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც პრო­ექტს ოთხი სკა­მის ეპი­ზო­დი­დან გა­მო­ე­თი­შა. შემ­დეგ "ვო­ი­სის" ფი­ნა­ლის­ტიც გახ­ლდათ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გრიშა
11

მარიტა ჯანაშიას ხელის მომკიდე ბევრად ჯობია.

დ გ
7

ვის რაში აინტერესებს ამათი ტაშ-ფანდური გაჭირვება კარსაა მომდგარი

ავტორი:

ცნობილი წყვილების "პანდემიური" ქორწილები - ვინ დაოჯახდა საქართველოში 2020 წელს

ცნობილი წყვილების "პანდემიური" ქორწილები - ვინ დაოჯახდა საქართველოში 2020 წელს

ახალი კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში თითოეული ადამიანის ცხოვრების დღის წესრიგი შეცვალა და უამრავი გეგმა ჩაშალა. სწორედ პანდემიიდან გამომდინარე დაწესებულმა "ლოქდაუნმა" და შეზღუდვებმა ჩააგდო დეპრესიაში მილიონობით წყვილი, რომელიც წელს გრანდიოზული ქორწილის გამართვას აპირებდა.

ტელევიზიები, განსაკუთრებულად პანდემიის პირველ პერიოდში ხშირად ამზადებდნენ სიუჟეტებს ატირებულ პატარძლებზე. ზოგი საქორწილო კაბის შეკვეთას აუქმებდა, ზოგმაც გადაწყვიტა, რომ საერთოდ უარი ეთქვა ქორწილზე და ჯვარი მხოლოდ პირბადიანი მეჯვარეების თანხლებით დაეწერა.

პატარა ქორწილები მაინც შედგა და წყვილებმა ოჯახები შექმნეს. მათ შორის გამონაკლისი არც ცნობილი ქართველი სახეები ყოფილან. მოდით, გადავხედოთ, ვინ გარისკა პანდემიის დროს ქორწინება.

  • ქეთა თოფურია და ლევ ძენგოვი

რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი და მილიონერი ბიზნესმენი ლევ ძენგოვი, ნოემბრის ბოლოს დაქორწინდნენ. მანამდე რამდენიმე კვირით ადრე ცნობილი გახდა, რომ A Studio-ს ქართველი სოლისტი, შვიდი თვის ორსული გახლდათ და ბავშვს ძენგოვისგან ელოდებოდა. ქეთასთვის ეს მეორე ქორწინებაა, ძენგოვისთვის კი მესამე. ქორწილმა უხმაუროდ ჩაიარა. მართალია, რუსული შოუბიზნესის წარმომადგენლები ძველებურად ერთობიან და პანდემიის გამო დაწესებულ აკრძალვებს მათზე დიდად არ უმოქმედია, მაგრამ ქეთას მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ ქორწილს ბევრი სტუმარი არ დასწრებია.

  • ბუბა მირცხულვა და სოფო ანდღულაძე

ქართული სერიალების მოყვარულთა საყვარელი პერსონაჟი "ბაქარი" რეალურ ცხოვრებაშიც დაოჯახდა. ბუბა მირცხულავა საზოგადოებამ პოპულარული სერიალიდან, "ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო, სადაც მან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი გმირი, "ბაქარი" შექმნა. ბუბას პირად ცხოვრებაში პანდემიის დროს სასიამოვნო სიახლეა - მსახიობმა ცოლი შეირთო. რამდენიმე თვით წინ თავის გულშემატკივრებს "ინსტაგრამის" საშუალებით ხელის მოწერის საკმაოდ მოკრძალებული ცერემონიის ფოტოები გაუზიარა.

თუმცა უფრო შთამბეჭდავი წვეულება ოქტომბერში მოაწყო. მართალია, მხოლოდ უახლოესი მეგობრების გარემოცვაში, მაგრამ ქორწილი მაინც შედგა. ბუბას რჩეული სოფო ანდღულაძეა.

  • გიორგი ბარამიძე და ანიუტა

ნოემბერში დაოჯახდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე. მისი რჩეული უკრაინელი ქალი გახდა. დაოჯახების შესახებ ბარამიძემ სოციალურ ქსელში თავად დაწერა. წყვილს ქორწილი არ გადაუხდია და ხელი იუსტიციის სახლში მოაწერეს.

ცნობისთვის, გია ბარამიძის პირველი მეუღლე ეკა ჯაფარიძე გახლდათ, რომელთანაც საერთო შვილი, უფროსი გოგონა ჰყავს. ეკა ჯაფარიძე გია ბარამიძემდე ქორწინებაში იმყოფებოდა მხატვარ ნიკუშა შენგელაიასთან, წყვილს საერთო შვილი, გოგონა ჰყავთ.

  • ალექსანდრე გოგინავა და ელენე ხარაშვილი

ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ საყვარელ ქალზე დასაქორწინებლად სექტემბერის თვე შეარჩია. 32 წლის ალექსანდრე გოგინავამ ცხოვრება 28 წლის უმშვენიერეს ელენე ხარაშვილს დაუკავშირა და როგორც პანდემიას შეჰფერის, წყვილი ვიწრო წრეში ნიშნობით შემოიფარგლა. როგორც ექიმმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, "პანდემიამ კი არ დაგვაშორა, დაგვარწმუნა იმაში, რომ ერთმანეთის გარეშე არ შეგვეძლო და იმ პერიოდში მივიღეთ ერთად ყოფნის გადაწყვეტილება. თითქმის სამი წელია ერთმანეთს ვიცნობთ, მართლაც ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა. ჯერ ის, რომ ერთად მოგვიწია დარბაზში ვარჯიში და იქ ჩამოყალიბდა ჩვენი ურთიერთობა, ერთმანეთი კარგად გავიცანით და რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მეტად ახლობელი ადამიანები ვხდებოდით ერთმანეთისთვის. ბოლოს ასე დაგვირგვინდა ჩვენი ურთიერთობა".

  • ჯეიჰუნ მუჰამედალი და ლეკუნა ჯაფოშვილი

დეკემბერში იქორწინა "მთავარი არხის" ჟურნალისტმა ჯეიჰუნ მუჰამედალიმ და მისმა რჩეულმა, ლეკუნა (ლამარა) ჯაფოშვილმა. გრანდიოზული ქორწილი გაზაფხულისთვის გადადეს და იუსტიციის სახლში ქორწინება ოფიციალურად გააფორმეს.

როგორც ჯეიჰუნი AMBEBI.GE-ს უყვება, მათი სიყვარულის ამბავი წელიწადზე ცოტა მეტი ხნის წინ დაიწყო.

"ყველაფერი ძალიან საინტერესოდ დაიწყო. შეიძლება ითქვას, ჩვენს შორის კომუნიკაცია გაჩნდა თუ არა, იმავე დღიდან ვუთხარი, რომ მომწონდა და ავუხსენი, რომ მას მხოლოდ როგორც მეგობარს ისე არ ვუყურებდი. ცოტა გაუკვირდა, მერე ცოტაც მაწვალა... მაგრამ, დღეს უკვე ერთად ვართ. მართლა კარგი გოგოა, უზომოდ მიყვარს", - გვიყვება ჯეიჰუნი.

  • გენო პეტრიაშვილი და ნინი მშვიდობაძე

სახელოვანი სპორტსმენი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ივნისში დაქორწინდა. მისი რჩეული ნინი მშვიდობაძე გახლავთ. წყვილმა ჯვარი დღეს ურბნისის საკათედრო ტაძარში დაიწერა, თუმცა გრანდიოზული ქორწილი არ გადაუხდია.

  • ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნიკოლოზ ნაყოფია

ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი ნანუკა გოგიჩაიშვილი ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიაზე ერთი წლის წინ დაინიშნა. ერთი წლის შემდეგ კი 2020 წლის სექტემბერში წყვილმა ჯვრისწერა გადაწყვიტა. ნანუკამ და ნიკამ ჯვარი კახეთში, ალავერდის ტაძარში დაიწერეს და ქორწინება ვიწრო წრეში აღნიშნეს.

  • თემო საჯაია და მარიტა ჯანაშია

მომღერალმა თემო საჯაიამ და მოდელმა მარიტა ჯანაშიამ აგვისტოში იქორწინეს. ივლისში მომღერალმა მოდელს პირდაპირ ეთერში სთხოვა ხელი და თანხმობაც მიიღო. მარიტა ჯანაშიამ და თემო საჯაიამ ერთმანეთი ტელევიზიაში (PosTV) გაიცნეს, სადაც ერთად მიჰყავდათ დილის გადაცემა. სწორედ აქედან დაიწყო წყვილს შორის რომანტიკული ურთიერთობა. ახლა კი მათ ურთიერთობა ახალ საფეხურზე აიყვანეს და ოფიციალურად იქორწინეს.

ქორწილში პოპულარულ სტუმრებს შორის მარიტა ჯანაშიას ბებია, მსახიობი მარინა ჯანაშიაც იყო. ასევე ქორწილს დაესწრნენ მოდელი ანა შელია, მომღერალი გიორგი გილიგაშვილი და სხვა ცნობილი სახეები.

  • შოთიკო ტატიშვილი და მარიამ ხულელიძე

ცნობილი ექიმისა და ტელეწამყვანის ოთარ ტატიშვილის მომღერალმა ვაჟმა, შოთიკო ტატიშვილმა ოქტომბერში იქორწინა. შოთიკომ ჯერ კიდევ ივნისში ჩანიშნული ქორწილი, პანდემიის გამო გადადო. 31 აგვისტოს ნიშნობა ვიწრო წრეში აღნიშნა. შოთიმ და მარიამ ხულელიძემ ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს, ქორწილი კი მცხეთაში, ერთ-ერთ რესტორანში გადაიხადეს. მარიამი კავკასიის ბიზნესსკოლის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. შოთი 2015 წელს მუსიკალური შოუს, "X ფაქტორის" მონაწილე გახლდათ ბიჭების კატეგორიაში, რომელიც პროექტს ოთხი სკამის ეპიზოდიდან გამოეთიშა. შემდეგ "ვოისის" ფინალისტიც გახლდათ.

ბრიტნი სპირსი: ვარსკვლავი, რომელსაც ცხოვრება წაართვეს - მამის მსხვერპლი გოგონა და დაგვიანებული ბოდიში ჯასტინ ტიმბერლეიკისგან

"მესამე შვილის გაჩენაზე ვფიქრობ, თუმცა ჯერ ადრეა... საერთოდ, 3-4 შვილი უნდა გყავდეს ადამიანს" - ლელა მებურიშვილის გულახდილი ინტერვიუ ოჯახზე

ზურა დოიჯაშვილს საქართველოში 22 თებერვალს ჩამოასვენებენ - "არასდროს, არასდროს დამავიწყდება შენი ბოლო სიტყვა..."