სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასტუმროები გააფრთხილეს, რომ საახალწლო ღამეს ნაკლები ღონისძიებით და რეგულაციების სრული დაცვით შეხვდნენ" - ნათია თურნავა
"სასტუმროები გააფრთხილეს, რომ საახალწლო ღამეს ნაკლები ღონისძიებით და რეგულაციების სრული დაცვით შეხვდნენ" - ნათია თურნავა

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი ნა­თია თურ­ნა­ვა სას­ტუმ­რო ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდა და მათ კი­დევ ერთხელ გა­აც­ნო ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით ახა­ლი წლის ღა­მეს იმოქ­მე­დებს,- ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, შეხ­ვედ­რას ასე­ვე ეს­წრე­ბოდ­ნენ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ირაკ­ლი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი, შრო­მი­თი ინ­სპექ­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ბექა ფე­რა­ძე, ბიზ­ნე­სომ­ბუდსმე­ნის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ნინო კვე­ნე­ტა­ძე და ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მე­დეა ჯა­ნი­აშ­ვი­ლი.

ნა­თია თურ­ნა­ვას თქმით, კო­ვიდ­პან­დე­მი­ის გამო წლე­ვან­დელ ახა­ლი წელი გან­სხვა­ვე­ბულ რე­ჟიმ­ში ჩა­ტარ­დე­ბა და წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო პე­რი­ოდ­ში მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მსოფ­ლი­ო­შიც მოქ­მე­დებს, რათა ახა­ლი წელი ეპი­დე­მი­ის წა­მა­ხა­ლი­სე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბად არ იქ­ცეს.

„კი­დევ ერთხელ შე­ვიკ­რი­ბეთ, რათა პი­რა­დად გა­ვაფრ­თხი­ლოთ სას­ტუმ­რო ინ­დუსტრია, რომ სა­ა­ხალ­წლო ღა­მეს ნაკ­ლე­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბით და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის სრუ­ლი დაც­ვით შეხ­ვდნენ სტუმ­რებ­თან ერ­თად. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩვენს ამ გაფრ­თხი­ლე­ბას სას­ტუმ­რო­ე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მი­უდ­გე­ბი­ან. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ზო­გა­დად აკ­რძა­ლუ­ლია ქვე­ყა­ნა­ში კონ­ცერ­ტე­ბის და სხვა კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. ამი­ტომ ტრა­დი­ცი­უ­ლი, სა­კონ­ცერ­ტო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფონ­ზე სა­ა­ხალ­წლო ვახ­შმე­ბი წელს აკ­რძა­ლუ­ლია. პრაქ­ტი­კუ­ლად, იქ­ნე­ბა საკ­მა­ოდ მკაც­რი რე­ა­გი­რე­ბა და ვიდ­რე იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდე­ბით მკაც­რი რე­ა­გი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ, სჯობს წი­ნას­წარ გა­ვაფრ­თხი­ლოთ სას­ტუმ­რო ინ­დუსტრია და შე­ვახ­სე­ნოთ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, ასე­ვე კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნოთ, რომ როცა ყო­ველ­დღი­უ­რად ადა­მი­ა­ნე­ბი იღუ­პე­ბი­ან, არ არის გა­მარ­თლე­ბუ­ლი ხალ­ხმრა­ვა­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, არა­ნა­ი­რი ხმა­უ­რი­ა­ნი ახა­ლი წელი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამას ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბაც გა­გე­ბით მო­ე­კი­დე­ბა და სას­ტუმ­რო ინ­დუსტრი­აც. რაც მთა­ვა­რია, თვი­თონ სას­ტუმ­რო­ე­ბი­დან მო­ვის­მი­ნეთ მზად­ყოფ­ნა, რომ და­ე­მორ­ჩი­ლონ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას“, - აღ­ნიშ­ნა ნა­თია თურ­ნა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
eko
0

ფეისბუქით ათობით რეკლამას წააწყდებით, სადაც ახალი წლის გატარებას სთავაზობს ესა თუ ის სასტუმრო. განსაკუთებით თვალში მომხვდა ბორჯომ-ბაკურიანის სასტუმროები, კი გამიკვირდა, ჩავთვალე რომ სახელმწიფომ დაუშვა მათზე გამონაკლისი. ასე რომ არც თუ ისე რთულია, ქალბატონო მინისტრო მათი შეთავაზებების გაკონტროლება.

ნატა
0

კი მაგრამ მარტო ბაკურიანის ის სასტუმროა საშიში რომელსაც აპარტამენტები არ აქვს? და მარტო ამ სასტუმროებში ვრცელდება ვირუსი? რა ლოგიკა გაქვთ გამაგებინე? ხალხს ულუკმაპუროდ რომ ტოვებთ... ეს არაა სწორი სამართალი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"სასტუმროები გააფრთხილეს, რომ საახალწლო ღამეს ნაკლები ღონისძიებით და რეგულაციების სრული დაცვით შეხვდნენ" - ნათია თურნავა

"სასტუმროები გააფრთხილეს, რომ საახალწლო ღამეს ნაკლები ღონისძიებით და რეგულაციების სრული დაცვით შეხვდნენ" - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავა სასტუმრო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ კიდევ ერთხელ გააცნო ის რეგულაციები, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი წლის ღამეს იმოქმედებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, შრომითი ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვენეტაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.

ნათია თურნავას თქმით, კოვიდპანდემიის გამო წლევანდელ ახალი წელი განსხვავებულ რეჟიმში ჩატარდება და წინასაახალწლო პერიოდში მკაცრი შეზღუდვები არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც მოქმედებს, რათა ახალი წელი ეპიდემიის წამახალისებელ ღონისძიებად არ იქცეს.

„კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, რათა პირადად გავაფრთხილოთ სასტუმრო ინდუსტრია, რომ საახალწლო ღამეს ნაკლები ღონისძიებით და რეგულაციების სრული დაცვით შეხვდნენ სტუმრებთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ამ გაფრთხილებას სასტუმროები მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიუდგებიან. მოგეხსენებათ, ზოგადად აკრძალულია ქვეყანაში კონცერტების და სხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარება. ამიტომ ტრადიციული, საკონცერტო ღონისძიებების ფონზე საახალწლო ვახშმები წელს აკრძალულია. პრაქტიკულად, იქნება საკმაოდ მკაცრი რეაგირება და ვიდრე იძულებული გავხდებით მკაცრი რეაგირება მოვახდინოთ, სჯობს წინასწარ გავაფრთხილოთ სასტუმრო ინდუსტრია და შევახსენოთ კანონმდებლობა, ასევე კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ როცა ყოველდღიურად ადამიანები იღუპებიან, არ არის გამართლებული ხალხმრავალი ღონისძიება, არანაირი ხმაურიანი ახალი წელი და დარწმუნებული ვარ, ამას ჩვენი მოსახლეობაც გაგებით მოეკიდება და სასტუმრო ინდუსტრიაც. რაც მთავარია, თვითონ სასტუმროებიდან მოვისმინეთ მზადყოფნა, რომ დაემორჩილონ კანონმდებლობას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

"ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების ტენდენციაა, მაგრამ არა ძალიან მნიშვნელოვანი" - გამყრელიძე და თურნავა საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"კულტურის სამინისტრო ცალკე უნდა არსებობდეს, საკითხზე გუნდში მსჯელობა უკვე მიმდინარეობს" - მიხეილ ჩხენკელი