პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოხმარების პურზე ფასი არ გაიზრდება, მაგრამ შესაძლოა, გაძვირდეს თონის და ე.წ. საგემოვნო პური" - ლევან სილაგავა
"მოხმარების პურზე ფასი არ გაიზრდება, მაგრამ შესაძლოა, გაძვირდეს თონის და ე.წ. საგემოვნო პური" - ლევან სილაგავა

შეგ­ვიძ­ლია და­ნამ­დვი­ლე­ბით ვთქვათ, რომ მა­სობ­რი­ვი მოხ­მა­რე­ბის პურ­ზე ფასი არ გა­იზ­რდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „სა­ქარ­თვე­ლოს ხორ­ბლი­სა და ფქვი­ლის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, ლე­ვან სი­ლა­გა­ვამ გა­ნა­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო სუბ­სი­დი­რე­ბის პროგ­რა­მა იმის წი­ნა­პი­რო­ბას იძ­ლე­ვა, რომ 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ცი­ა­ლურ პურ­ზე ფასი არ გა­ი­ზარ­დოს, თუმ­ცა პუ­რის ის კა­ტე­გო­რია, მათ შო­რის თო­ნის პური, რო­მელ­ზეც სუბ­სი­დი­რე­ბა არ ვრცელ­დე­ბა, შე­საძ­ლოა, გაძ­ვირ­დეს.

„იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სუბ­სი­დი­რე­ბის პროგ­რა­მა პუ­რის ფა­სე­ბის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ის უკვე და­ი­წყო და 2021 წლის 31 მარ­ტამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, ანუ 4-თვი­ა­ნი პროგ­რა­მაა, შეგ­ვიძ­ლია და­ნამ­დვი­ლე­ბით ვთქვათ, რომ მა­სობ­რი­ვი მოხ­მა­რე­ბის პურ­ზე ფასი არ გა­იზ­რდე­ბა. ამ პროგ­რა­მით ფქვი­ლი ფიქ­სი­რე­ბულ ფა­სად, 53 ლა­რად მი­ე­წო­დე­ბა იმ სა­ცხო­ბე­ბის და პუ­რის ქარ­ხნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლურ პურს აცხო­ბენ, შე­სა­ბა­მი­სად, ეს მე­ქა­ნიზ­მი იმის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, რომ მა­სობ­რი­ვი მოხ­მა­რე­ბის პურ­ზე ფასი ამ ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­იზ­რდე­ბა. ეს ეხე­ბა პურს, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ყი­დუ­ლო­ბენ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში, უბ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში და ა.შ. ესაა ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ბა­ტო­ნის პური, ქვის პური და სხვა. მე­ო­რე სა­კი­თხია ის, რომ გაძ­ვი­რე­ბუ­ლია და შე­საძ­ლე­ბე­ლია გაძ­ვირ­დეს ის პური, რო­მე­ლიც თა­ვი­სუ­ფალ ბა­ზარ­ზეა, ესაა ე.წ. სა­გე­მოვ­ნო პუ­რე­ბი იგი­ვე გერ­მა­ნუ­ლი პური, ავ­სტრი­უ­ლი პური, თო­ნის პური და სხვა, რად­გან ამ პურ­ზე პროგ­რა­მა არ არ­სე­ბობს და არც ყო­ველ­დღი­უ­რად მო­იხ­მარს მომ­ხმა­რე­ბე­ლი. ადა­მი­ა­ნე­ბი თო­ნის პურს თვე­ში სა­შუ­ა­ლოდ 6-ჯერ, 7-ჯერ ყი­დუ­ლო­ბენ და არა ყო­ველ­დღი­უ­რად“, - აღ­ნიშ­ნა მან.

ლე­ვან სი­ლა­გა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ხორ­ბლის დე­ფი­ცი­ტი არაა.

„აშშ-დან პროგ­რა­მა „კერ­ძო სექ­ტო­რი პარტნი­ო­რო­ბი­სათ­ვის“ ფარ­გლებ­ში 30 000 ტონა ხორ­ბალს ვღე­ბუ­ლობთ, რო­მე­ლიც ნა­წი­ლი უკვე შე­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში“, - გა­ნა­ცხა­და სი­ლა­გა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zaza
0

წონაზე რას იტყვით,,,მგონი ყოველდღიურად მცირდება არა?

სხვა რამეც ხდება
0

პური არ ითვლება კვების ძირითად პროდუქტად არცერთ ქვეყანაში, უღატაკესების გარდა.

ხორცის, რძის პროდუქტები, თევზის, ბოსტნეულის, ხილის, ცხიმის ფასი რომ გაორმაგდა ერთ წელიწადში, მაგას არა უშავს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მოხმარების პურზე ფასი არ გაიზრდება, მაგრამ შესაძლოა, გაძვირდეს თონის და ე.წ. საგემოვნო პური" - ლევან სილაგავა

"მოხმარების პურზე ფასი არ გაიზრდება, მაგრამ შესაძლოა, გაძვირდეს თონის და ე.წ. საგემოვნო პური" - ლევან სილაგავა

შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ მასობრივი მოხმარების პურზე ფასი არ გაიზრდება, - ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.

მისი განმარტებით, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა იმის წინაპირობას იძლევა, რომ 4 თვის განმავლობაში სოციალურ პურზე ფასი არ გაიზარდოს, თუმცა პურის ის კატეგორია, მათ შორის თონის პური, რომელზეც სუბსიდირება არ ვრცელდება, შესაძლოა, გაძვირდეს.

„იქიდან გამომდინარე, რომ სუბსიდირების პროგრამა პურის ფასების სტაბილიზაციას ითვალისწინებს, ის უკვე დაიწყო და 2021 წლის 31 მარტამდე გაგრძელდება, ანუ 4-თვიანი პროგრამაა, შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ მასობრივი მოხმარების პურზე ფასი არ გაიზრდება. ამ პროგრამით ფქვილი ფიქსირებულ ფასად, 53 ლარად მიეწოდება იმ საცხობების და პურის ქარხნების ჩამონათვალს, რომლებიც სოციალურ პურს აცხობენ, შესაბამისად, ეს მექანიზმი იმის დასაბუთებულად თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ მასობრივი მოხმარების პურზე ფასი ამ ოთხი თვის განმავლობაში არ გაიზრდება. ეს ეხება პურს, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად ყიდულობენ სუპერმარკეტებში, უბნის მაღაზიებში და ა.შ. ესაა ეგრეთ წოდებული ბატონის პური, ქვის პური და სხვა. მეორე საკითხია ის, რომ გაძვირებულია და შესაძლებელია გაძვირდეს ის პური, რომელიც თავისუფალ ბაზარზეა, ესაა ე.წ. საგემოვნო პურები იგივე გერმანული პური, ავსტრიული პური, თონის პური და სხვა, რადგან ამ პურზე პროგრამა არ არსებობს და არც ყოველდღიურად მოიხმარს მომხმარებელი. ადამიანები თონის პურს თვეში საშუალოდ 6-ჯერ, 7-ჯერ ყიდულობენ და არა ყოველდღიურად“, - აღნიშნა მან.

ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყანაში ხორბლის დეფიციტი არაა.

„აშშ-დან პროგრამა „კერძო სექტორი პარტნიორობისათვის“ ფარგლებში 30 000 ტონა ხორბალს ვღებულობთ, რომელიც ნაწილი უკვე შემოვიდა საქართველოში“, - განაცხადა სილაგავამ.

მესტიაში კრიპტოვალუტების მწარმოებელი აპარატებისთვის, დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის დატაცების ფაქტი აღმოაჩინეს

რა ვითარებაა სავაჭრო ობიექტებში, რომლებმაც დღეს მუშაობა განაახლეს - IPN.GE-ს ფოტორეპორტაჟი

"თუ რესტორნები 15 იანვრიდან არ გაიხსნება, ოპერირებას ვეღარ შეძლებენ - პანდემიამდე 11 000-მდე ობიექტი არსებობდა, აქედან მხოლოდ 500 გადარჩება" - შოთა ბურჯანაძე