მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინგლისში, ფეხბურთელის მუხლში კბილები იპოვეს - "გაოგნებული ვიყავი და ექიმს ვეუბნებოდი, თქვენ რა, მეხუმრებით?!“
ინგლისში, ფეხბურთელის მუხლში კბილები იპოვეს - "გაოგნებული ვიყავი და ექიმს ვეუბნებოდი, თქვენ რა, მეხუმრებით?!“

ბრი­ტა­ნუ­ლი კლუ­ბის "კემ­ბრიჯ იუ­ნა­ი­ტე­დის“ ყო­ფი­ლი თავ­დამ­სხმე­ლი, ფეხ­ბურ­თე­ლი ჯაბო იბი­რე ამ­ბობს, რომ ის ფე­ხის ამ­პუ­ტა­ცი­ის საფრ­თხის წი­ნა­შე იდგა მას შემ­დეგ, რაც ექი­მებ­მა მის მუხ­ლში კბი­ლე­ბი იპო­ვეს. ამის შე­სა­ხებ BBC წერს.

37 წლის იბი­რეს 20-წლი­ა­ნი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 10 კლუბ­ში აქვს ნა­თა­მა­შე­ბი და ფეხ­ბურთს თავი ახ­ლა­ხანს, ტრავ­მის გამო და­ა­ნე­ბა. რო­გორც BBC წერს, მან გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მძი­მე ტრავ­მა მი­ი­ღო, რო­მე­ლიც თა­მა­შის დროს მე­ტო­ქეს­თან შე­ჯა­ხე­ბას მოჰ­ყვა.

"ამ დარ­ტყმი­დან ორ დღე­ში ექიმ­თან მი­ვე­დი და მე­უბ­ნე­ბა, აქ, მუხ­ლში რამ­დე­ნი­მე კბი­ლია. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ვე­უბ­ნე­ბო­დი, თქვენ რა, მე­ხუმ­რე­ბით? მაგ­რამ არა­ვინ მე­ხუმ­რე­ბო­და, იქ ჩემი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის კბი­ლე­ბი იყო და სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ფექ­ცი­აც იყო შეჭ­რი­ლი. მად­ლო­ბა ფან­ტას­ტი­კურ ექი­მებს იმის­თვის, რომ დღეს ცო­ცხა­ლი ვარ და შე­მიძ­ლია ამ ამ­ბის მო­ყო­ლა“, - ამ­ბობს BBC-სთან ფეხ­ბურ­თე­ლი.

მას დას­ჭირ­და მუხ­ლზე ოპე­რა­ცია, რომ­ლის შემ­დე­გაც ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში ვე­ღარ შეძ­ლო და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, რომ კა­რი­ე­რა და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. ფეხ­ბურ­თე­ლი თა­მა­შობ­და ინ­გლი­სის ქვე­და ლი­გის კლუ­ბებ­ში, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს 677 მატ­ჩი და გა­ტა­ნი­ლი აქვს 138 გოლი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საბრალო . . .
3

მეტოქეს შეეჯახა, თუ ზვიგენს? ეგეთი რა ჯახი ჰქონდა!

ინკვიზიტორი
2

ერთი მეზობელს უნდა ვკითხო, ფეხბურთს ხომ არ მეთამაშება? იმ დღეს ამთქნარებდა და ოქროს კბილები გამოუჩნდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ინგლისში, ფეხბურთელის მუხლში კბილები იპოვეს - "გაოგნებული ვიყავი და ექიმს ვეუბნებოდი, თქვენ რა, მეხუმრებით?!“

ინგლისში, ფეხბურთელის მუხლში კბილები იპოვეს - "გაოგნებული ვიყავი და ექიმს ვეუბნებოდი, თქვენ რა, მეხუმრებით?!“

ბრიტანული კლუბის "კემბრიჯ იუნაიტედის“ ყოფილი თავდამსხმელი, ფეხბურთელი ჯაბო იბირე ამბობს, რომ ის ფეხის ამპუტაციის საფრთხის წინაშე იდგა მას შემდეგ, რაც ექიმებმა მის მუხლში კბილები იპოვეს. ამის შესახებ BBC წერს.

37 წლის იბირეს 20-წლიანი კარიერის განმავლობაში 10 კლუბში აქვს ნათამაშები და ფეხბურთს თავი ახლახანს, ტრავმის გამო დაანება. როგორც BBC წერს, მან გასული წლის ოქტომბერში მძიმე ტრავმა მიიღო, რომელიც თამაშის დროს მეტოქესთან შეჯახებას მოჰყვა.

"ამ დარტყმიდან ორ დღეში ექიმთან მივედი და მეუბნება, აქ, მუხლში რამდენიმე კბილია. გაოგნებული ვიყავი და ვეუბნებოდი, თქვენ რა, მეხუმრებით? მაგრამ არავინ მეხუმრებოდა, იქ ჩემი მოწინააღმდეგის კბილები იყო და სერიოზული ინფექციაც იყო შეჭრილი. მადლობა ფანტასტიკურ ექიმებს იმისთვის, რომ დღეს ცოცხალი ვარ და შემიძლია ამ ამბის მოყოლა“, - ამბობს BBC-სთან ფეხბურთელი.

მას დასჭირდა მუხლზე ოპერაცია, რომლის შემდეგაც ფეხბურთის თამაში ვეღარ შეძლო და იძულებული გახდა, რომ კარიერა დაესრულებინა. ფეხბურთელი თამაშობდა ინგლისის ქვედა ლიგის კლუბებში, ჩატარებული აქვს 677 მატჩი და გატანილი აქვს 138 გოლი.

მგლის ლეკვი, რომლის მუმიაც კანადაში იპოვეს, 56 000 წლის წინ ცხოვრობდა - მეცნიერების უნიკალური აღმოჩენა

მეკო ჩიტიშვილმა სიმსივნე დაამარცხა - "სიხარულისგან იმდენს ვიხტუნავებთ ახლა, მიწისძვრა არ მოხდეს"

"ამ მოვლენას სიცოცხლეში ვეღარ ვნახავთ... ბოლოს 800 წლის წინ იყვნენ ასე ახლოს იუპიტერი და სატურნი" - ქართველმა ასტროფოტოგრაფებმა უიშვიათესი მოვლენა გადაიღეს