სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„თბილღვინოს“ საფერავი ლონდონში International Wine Challenge-ის საუკეთესო წითელ ღვინოდ დასახელდა
„თბილღვინოს“ საფერავი ლონდონში International Wine Challenge-ის საუკეთესო წითელ ღვინოდ დასახელდა

სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე ქარ­თუ­ლი ღვი­ნის აღი­ა­რე­ბა გრძელ­დე­ბა. ამ­ჯე­რად, ლონ­დონ­ში International Wine Challenge-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე ქარ­თულ­მა ღვი­ნომ პირ­ვე­ლად მო­ი­პო­ვა უმაღ­ლე­სი ჯილ­დო, „თბილ­ღვი­ნოს“ სა­ფე­რა­ვი წლის სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნოდ და­სა­ხელ­და.

ამა­ვე კონ­კურ­სზე 95 ქუ­ლით, ოქ­როს მე­და­ლი აიღო ღვი­ნომ "მუ­კუ­ზა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მა­რა­გი" ხოლო Decanter, London 2020 ზე, ოქ­როს მე­და­ლი 95 ქუ­ლით„ მუ­კუ­ზან­მა“ მო­ი­პო­ვა.

კომ­პა­ნია „თბილ­ღვი­ნო“ უკვე წლე­ბია, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის უძ­ვე­ლეს ტრა­დი­ცი­ა­სა და ქარ­თუ­ლი ვა­ზის უნი­კა­ლურ ჯი­შებს მსოფ­ლი­ოს აც­ნობს. კომ­პა­ნია იყე­ნებს ღვი­ნის წარ­მო­ე­ბის ტრა­დი­ცი­ულ და უმაღ­ლეს სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მის მე­თო­დებს.

წელს, „თბილ­ღვი­ნომ“ კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­დე­გად 31 ჯილ­დო მი­ი­ღო. ამი­სათ­ვის, კომ­პა­ნია დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ემ­ზა­დე­ბო­და, წლი­დან წლამ­დე ზრუ­ნავ­და ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სის მე­ტად სრულ­ყო­ფა­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ღვი­ნო სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი გახ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც მსოფ­ლი­ომ შე­ი­ტყო, რომ სწო­რედ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ით­ვლის ღვი­ნის წარ­მო­ე­ბის 8000-წლი­ან ის­ტო­რი­ას. სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ კი ღვი­ნის წარ­მო­ე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი ტრა­დი­ცია და ქვეყ­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია უფრო ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის­თვის ხდე­ბა ცნო­ბი­ლი.

„თბილ­ღვი­ნოს“ წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ, ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და კომ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ სტა­ტი­ე­ბი გა­მოჩ­ნდა უცხო­ურ მე­დი­ა­ში. „10 რამ, რაც International Wine Challenge-ის ტოპ წი­თე­ლი ღვი­ნის შე­სა­ხებ უნდა იცო­დეთ“ - ამ სა­თა­უ­რით გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია ლონ­დონ­ში გა­მარ­თუ­ლი კონ­კურ­სის ოფი­ცი­ა­ლურ­მა ვებ-გვერდმა. პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში მო­თხრო­ბი­ლია კომ­პა­ნი­ის ის­ტო­რია 1962 წლი­დან დღემ­დე, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პი­რო­ბებ­ში და მისი დაშ­ლის შემ­დეგ.

„გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ფე­რა­ვი „თა­ნა­მედ­რო­ვე“, „ახალ­გაზ­რდა“ სტილს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. მან 100 ქუ­ლი­დან 97 და­აგ­რო­ვა და ერ­თა­დერ­თი წი­თე­ლი ღვი­ნოა (ასე­ვე, ოთხ სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ღვი­ნოს შო­რის ერთ-ერთი), რო­მელ­მაც 2020 წლის კონ­კურ­სში აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­დე­გი მი­ი­ღო“, - წერს ვებ-გვერ­დი.

სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნის მწარ­მო­ებ­ლე­ბის შე­სა­ხებ სტა­ტია Hospitality Magazine-მაც მო­ამ­ზა­და, რო­მელ­შიც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან, ავ­სტრა­ლი­ას­თან, საფ­რან­გეთ­თან და ღვი­ნით ცნო­ბილ სხვა ქვეყ­ნებ­თან ერ­თად, სა­პა­ტიო ად­გილს იკა­ვებს.

„თბილ­ღვი­ნოს“ მიერ ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და ვა­ზის კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია ამით არ მთავ­რდე­ბა. კომ­პა­ნია შე­მოქ­მე­დე­ბით გუნდთან ერ­თად ნა­ხე­ვა­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და ანი­მა­ცი­ა­ზე, რო­მელ­შიც ის­ტო­რი­ულ ფაქ­ტებ­სა და მი­თებ­ზე დაყ­რდნო­ბით არის მო­თხრო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი ღვი­ნის 8000-წლი­ა­ნი ის­ტო­რია. მის კრე­ა­ტი­ულ კონ­ცეფ­ცი­ა­ზე სა­ა­გენ­ტო Hans&Gruber-მა იმუ­შა­ვა, პერ­სო­ნა­ჟე­ბი და პე­ი­ზა­ჟე­ბი კი Hans&Gruber-ის კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი მაღ­რა­ძე Artman-ის მიერ შე­იქ­მნა, ანი­მა­ცი­ის გა­ცო­ცხლე­ბა­ზე კი სტუ­დია Animatory-მ იმუ­შა­ვა. მუ­სი­კა­ლუ­რი კომ­პო­ზი­ცია ანი­მა­ცი­ის­თვის Postred-მა შექ­მნა. ანი­მა­ცია ქარ­თუ­ლი აუ­დი­ტო­რი­ის­თვის საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა. მას­ში ასა­ხუ­ლია ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რია, რო­მელ­საც თან სდევს ვა­ზის პა­ტი­ვის­ცე­მი­სა და ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის მუდ­მი­ვად გან­ვი­თა­რე­ბა­დი ტრა­დი­ცია.

ანი­მა­ცი­ის შექ­მნის მი­ზა­ნი მხო­ლოდ ის­ტო­რი­ის წარ­მო­ჩე­ნა არ ყო­ფი­ლა. „თბილ­ღვი­ნოს“ სურ­და, ღვი­ნის მიერ გავ­ლი­ლი გზის ჩვე­ნე­ბით მო­მა­ვალ თა­ო­ბას­თან ხიდი შე­ექ­მნა. 8000-წლი­ა­ნი ის­ტო­რია კი­დევ უფრო დიდ მო­ტი­ვა­ცი­ას იძ­ლე­ვა, ქვე­ყა­ნა­ში ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა მუდ­მი­ვად გან­ვი­თარ­დეს.

ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია „თბილ­ღვი­ნო“ 1962 წელს და­არ­სდა და ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი სა­წარ­მო გახ­და. 1999 წლი­დან კომ­პა­ნი­ის სა­თა­ვე­ში ძმე­ბი ზუ­რაბ და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლე­ბი არი­ან. მათ ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა ახალ ეტაპ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს, და­ნერ­გეს ხა­რის­ხის ახალ სტან­დარ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და ამავდრო­უ­ლად, სი­ახ­ლე­ე­ბის შე­მო­ტა­ნას.

დღეს, „თბილ­ღვი­ნო“ 30 ქვე­ყა­ნა­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. კომ­პა­ნია კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში 306 ჰექ­ტარ ფარ­თობ­ზე გა­შე­ნე­ბულ ვე­ნა­ხებს ფლობს და უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ვა­ზის ჯი­შე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწყობს ხელს.

R

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Otari
0

Gmertma gagaxarot da mraval shoba axal cels dagascrot gmertma Tbilvinos kolektivi da direkcia! Qvekanasac asaxelebt da tradiciebsac agrdzelebt! 

კოსდა
1

საფრავი მართლა საუკეთესოა ქართულ ბაზარზე ხარისხით, ფასით, გაფორმებით. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

„თბილღვინოს“ საფერავი ლონდონში International Wine Challenge-ის საუკეთესო წითელ ღვინოდ დასახელდა

„თბილღვინოს“ საფერავი ლონდონში International Wine Challenge-ის საუკეთესო წითელ ღვინოდ დასახელდა

საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის აღიარება გრძელდება. ამჯერად, ლონდონში International Wine Challenge-ის საერთაშორისო კონკურსზე ქართულმა ღვინომ პირველად მოიპოვა უმაღლესი ჯილდო, „თბილღვინოს“ საფერავი წლის საუკეთესო ღვინოდ დასახელდა.

ამავე კონკურსზე 95 ქულით, ოქროს მედალი აიღო ღვინომ "მუკუზანი განსაკუთრებული მარაგი" ხოლო Decanter, London 2020 ზე, ოქროს მედალი 95 ქულით„ მუკუზანმა“ მოიპოვა.

კომპანია „თბილღვინო“ უკვე წლებია, ქართული ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციასა და ქართული ვაზის უნიკალურ ჯიშებს მსოფლიოს აცნობს. კომპანია იყენებს ღვინის წარმოების ტრადიციულ და უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამის მეთოდებს.

წელს, „თბილღვინომ“ კონკურსებში მონაწილეობის შედეგად 31 ჯილდო მიიღო. ამისათვის, კომპანია დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა, წლიდან წლამდე ზრუნავდა ხარისხის გაუმჯობესებასა და წარმოების პროცესის მეტად სრულყოფაზე.

საქართველოსთვის ღვინო სავიზიტო ბარათი გახდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მსოფლიომ შეიტყო, რომ სწორედ ჩვენი ქვეყანა ითვლის ღვინის წარმოების 8000-წლიან ისტორიას. საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვების შემდეგ კი ღვინის წარმოების ისტორიული ტრადიცია და ქვეყნის შესახებ ინფორმაცია უფრო ფართო აუდიტორიისთვის ხდება ცნობილი.

„თბილღვინოს“ წარმატების შემდეგ, ქართული ღვინისა და კომპანიის შესახებ სტატიები გამოჩნდა უცხოურ მედიაში. „10 რამ, რაც International Wine Challenge-ის ტოპ წითელი ღვინის შესახებ უნდა იცოდეთ“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია ლონდონში გამართული კონკურსის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა. პუბლიკაციაში მოთხრობილია კომპანიის ისტორია 1962 წლიდან დღემდე, საბჭოთა კავშირის პირობებში და მისი დაშლის შემდეგ.

„გამარჯვებული საფერავი „თანამედროვე“, „ახალგაზრდა“ სტილს განეკუთვნება. მან 100 ქულიდან 97 დააგროვა და ერთადერთი წითელი ღვინოა (ასევე, ოთხ სხვადასხვა სახეობის ღვინოს შორის ერთ-ერთი), რომელმაც 2020 წლის კონკურსში აღნიშნული შედეგი მიიღო“, - წერს ვებ-გვერდი.

საუკეთესო ღვინის მწარმოებლების შესახებ სტატია Hospitality Magazine-მაც მოამზადა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა პორტუგალიასთან, ავსტრალიასთან, საფრანგეთთან და ღვინით ცნობილ სხვა ქვეყნებთან ერთად, საპატიო ადგილს იკავებს.

„თბილღვინოს“ მიერ ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის პოპულარიზაცია ამით არ მთავრდება. კომპანია შემოქმედებით გუნდთან ერთად ნახევარი წლის განმავლობაში მუშაობდა ანიმაციაზე, რომელშიც ისტორიულ ფაქტებსა და მითებზე დაყრდნობით არის მოთხრობილი ქართული ღვინის 8000-წლიანი ისტორია. მის კრეატიულ კონცეფციაზე სააგენტო Hans&Gruber-მა იმუშავა, პერსონაჟები და პეიზაჟები კი Hans&Gruber-ის კრეატიული დირექტორის, გიორგი მაღრაძე Artman-ის მიერ შეიქმნა, ანიმაციის გაცოცხლებაზე კი სტუდია Animatory-მ იმუშავა. მუსიკალური კომპოზიცია ანიმაციისთვის Postred-მა შექმნა. ანიმაცია ქართული აუდიტორიისთვის საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა. მასში ასახულია ჩვენი ქვეყნის ისტორია, რომელსაც თან სდევს ვაზის პატივისცემისა და ღვინის დაყენების მუდმივად განვითარებადი ტრადიცია.

ანიმაციის შექმნის მიზანი მხოლოდ ისტორიის წარმოჩენა არ ყოფილა. „თბილღვინოს“ სურდა, ღვინის მიერ გავლილი გზის ჩვენებით მომავალ თაობასთან ხიდი შეექმნა. 8000-წლიანი ისტორია კიდევ უფრო დიდ მოტივაციას იძლევა, ქვეყანაში ღვინის წარმოება მუდმივად განვითარდეს.

ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია „თბილღვინო“ 1962 წელს დაარსდა და ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო გახდა. 1999 წლიდან კომპანიის სათავეში ძმები ზურაბ და გიორგი მარგველაშვილები არიან. მათ ღვინის წარმოება ახალ ეტაპზე გადაიყვანეს, დანერგეს ხარისხის ახალ სტანდარტები, რომელიც ემსახურებოდა ტრადიციების შენარჩუნებასა და ამავდროულად, სიახლეების შემოტანას.

დღეს, „თბილღვინო“ 30 ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია კახეთის რეგიონში 306 ჰექტარ ფართობზე გაშენებულ ვენახებს ფლობს და უძველესი ქართული ვაზის ჯიშების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

R

გულწრფელი მადლობა სამედიცინო პერსონალს!

ხალიკ ბანკის საახალწლო ქეშბექ აქცია

სამედიცინო პირბადე 0,18 ლარად ავერსის აფთიაქებში