მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბედი მქონიაო, მე უნდა ვთქვა, მიხეილ კობახიძემ რომ "ქორწილში" მიმიწვია, მერე ვინ არ მაჩვენებდა ხელით - ასე მიგქონდა ყვავილებიო" - გოგი ქავთარაძის "მოგზაურობის" დასასრული
"ბედი მქონიაო, მე უნდა ვთქვა, მიხეილ კობახიძემ რომ "ქორწილში" მიმიწვია, მერე ვინ არ მაჩვენებდა ხელით - ასე მიგქონდა ყვავილებიო" - გოგი ქავთარაძის "მოგზაურობის" დასასრული

რე­ჟი­სო­რი, მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი (გოგი) ქავ­თა­რა­ძე 80 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ბა­ტო­ნი გო­გის გარ­დაც­ვა­ლე­ბა რომ შე­ვი­ტყე, რე­ჟი­სორ თე­მურ ჩხე­ი­ძეს და­ვუ­რე­კე, ვი­ცო­დი, ძა­ლი­ან მე­გობ­რობ­დნენ და ბევ­რი მო­სა­გო­ნა­რიც ექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ბა­ტონ­მა თე­მურ­მა მო­მი­ბო­დი­შა, - დიდი მად­ლო­ბა, რომ სწო­რედ მე და­მი­რე­კეთ, მაგ­რამ... ახ­ლა­ხან დავ­ბრუნ­დი მისი ოჯა­ხი­დან, ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ და ვე­რა­ფერს გე­ტყვით, რამ­დე­ნი­მე დღე­ში აუ­ცი­ლებ­ლად გი­ამ­ბობთ გო­გი­ზეო. ამი­ტომ... რამ­დე­ნი­მე დღე­ში მარ­თლაც აუ­ცი­ლებ­ლად გი­ამ­ბობთ ბა­ტონ გო­გი­ზე...

ამო­ნა­რი­დი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" 2009 წლის არ­ქი­ვის სტა­ტი­ი­დან, რო­მელ­შიც ბა­ტო­ნი გოგი ყვე­ბო­და:

"თე­ატ­რის გარ­და არც არა­ფერ­ზე მი­ოც­ნე­ბია...

სკო­ლა­ში დრამ­წრე გვქონ­და. ჩვე­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო რეზო ესა­ძე - იმავდრო­უ­ლად ჩვე­ნი ფი­ზი­კი­სა და ას­ტრო­ნო­მი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი. ჩემ­ზე რეზო ესა­ძემ დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. შემ­დეგ­ში, უკვე მო­წი­ფუ­ლო­ბა­ში, ასე­ვე დიდი გავ­ლე­ნა ჰქონ­და რო­ბერტ სტუ­რუ­ას. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, მოს­კოვ­ში წა­ვე­დი. სხვა­თა შო­რის, მოს­კოვ­ში იმ წელს ვგიკ-ში აბა­რებ­და რეზო ესა­ძეც - გა­მოც­დე­ბის ნახ­ვა ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი, მერე მო­ვემ­ზა­დე­ბიო. ბე­დად, მი­ხე­ილ რომ­მა შე­ამ­ჩნია და ჩა­ი­რი­ცხა. ეს დიდი სი­ხა­რუ­ლი იყო. მე კი სტა­ჟი არ მქონ­და და გა­მოც­დებ­ზე გას­ვლის უფ­ლე­ბა არ მომ­ცეს.

ჩა­მო­ვე­დი და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა სცე­ნის თა­ნამ­შრომ­ლად. ეს ნიშ­ნავს მა­სობ­რივ სცე­ნებ­ში დამ­ხმა­რე შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ყოფ­ნას. ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, ვუ­ყუ­რებ­დი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის კო­რი­ფე­ებს. შალ­ვა ღამ­ბა­ში­ძის გარ­და, ყვე­ლას მო­ვეს­წა­რი. რე­ჟი­სო­რო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, ამი­ტომ სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით გავ­ხდი რე­ჟი­სო­რის თა­ნა­შემ­წის თა­ნა­შემ­წე. ვი­ჯე­ქი და ვი­წერ­დი ყვე­ლა­ფერს. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, მა­ში­ნაც, რო­გორც ყო­ველ­თვის, თე­ატრს უჭირ­და, დი­რექ­ტო­რი კი აკა­კი დვა­ლიშ­ვი­ლი იყო. გა­მო­აკ­რეს გან­ცხა­დე­ბა: ყვე­ლა შტატ­გა­რე­შე თა­ნამ­შრო­მე­ლი და შტა­ტი­ან სცე­ნის თა­ნამ­შრო­მელ­თა ნა­წი­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია თე­ატ­რი­და­ნო. მე შტატ­გა­რე­შე ვი­ყა­ვი, ამ­დე­ნად, კი­თხვაც არ მჭირ­დე­ბო­და, ვი­ცო­დი, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ეს დიდი ტრა­გე­დია იყო ჩემ­თვის.

რამ­დე­ნი­მე დღის მერე ქუ­ჩა­ში შემ­ხვდა აწ გან­სვე­ნე­ბუ­ლი ბონ­დო გო­გი­ნა­ვა, - თე­ატ­რში რა­ტომ არ მო­დი­ხა­რო... გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ვარ-მეთ­ქი. შედი და ბრძა­ნე­ბა წა­ი­კი­თხეო. მი­ვე­დი. გა­მოკ­რუ­ლია: სცე­ნის შტატ­გა­რე­შე თა­ნამ­შრო­მე­ლი გი­ორ­გი ქავ­თა­რა­ძე ჩა­რი­ცხულ იქ­ნას შტატ­ში სცე­ნის თა­ნამ­შრომ­ლად და და­ე­ვა­ლოს რე­ჟი­სო­რის თა­ნა­შემ­წის ფუნ­ქცი­ა­ცო. ამა­ზე დი­დად სა­სი­ხა­რუ­ლო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მერე არა­ფე­რი მომ­ხდა­რა.

1962 წელს ჩა­ვი­რი­ცხე თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში და თუ­მა­ნიშ­ვი­ლის სტუ­დენ­ტი გავ­ხდი...ერთ დღეს ისევ ბონ­დო გო­გი­ნა­ვა შემ­ხვდა, გი­ლო­ცა­ვო... გა­ნა­წილ­და "მე ვხე­დავ მზეს" და შენ სო­სო­ი­ას როლი მოგ­ცე­სო. რაც და­წე­რა ნო­დარ დუმ­ბა­ძემ, ყვე­ლა­ფე­რი ვი­თა­მა­შე, გარ­და ზუ­რი­კე­ლას რო­ლი­სა. მერე კი, როცა რე­ჟი­სო­რი გავ­ხდი, ყვე­ლა მისი ნა­წარ­მო­ე­ბი დავ­დგი, მათ შო­რის 4 სპექ­ტაკ­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ.

ერთ დღეს კარ­ზე ზარი და­ი­რე­კა. გა­ვა­ღე - რო­ბი­კო სტუ­რუა დგას... მცი­რე სცე­ნა­ზე ვდგამ სპექ­ტაკლს "ვახ­შმო­ბის წინ" და წა­ი­კი­თხე, მინ­და გა­თა­მა­შოო. ასე აღ­მოვ­ჩნდი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში. და­ი­წყო ჩემი და რო­ბი­კოს დიდი მე­გობ­რო­ბა.სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკ­ლი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში დავ­დგი. სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძე მყავ­და მთა­ვარ როლ­ში...1967 წელს დავ­დგი "ჩვენ, მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა". მთა­ვარ როლს ისევ სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძე თა­მა­შობ­და. ეს იყო პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლი ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის ის­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ვი­და - გას­ტროლ­ზე იყო რუ­მი­ნეთ­ში. ცხა­დია, შემ­თხვე­ვით მოხ­და, მუ­შა­თა კლას­ზე იყო, ლე­ნინს ეძღვნე­ბო­და და ამი­ტომ.

ბედი მქო­ნი­აო, მე უნდა ვთქვა, მი­ხე­ილ კო­ბა­ხი­ძემ რომ "ქორ­წილ­ში" მი­მიწ­ვია, მერე ვინ არ მაჩ­ვე­ნებ­და ხე­ლით - ასე მი­გ­ქონ­და ყვა­ვი­ლე­ბიო... ამ ფილ­მით და­ი­წყო ჩემი კი­ნო­კა­რი­ე­რა". იხი­ლეთ სრუ­ლად

ამა­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, ვი­ცხოვ­რე, რო­გორც გე­მის კა­პი­ტან­მა, მოგ­ზა­უ­რო­ბა­შიო...

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რამ­დენ მო­გო­ნე­ბას გა­და­ვა­წყდი ბა­ტონ გო­გი­ზე, მაგ­რამ ბევ­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი, ოთხი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლის - გუ­რამ სა­ღა­რა­ძის, ნუგ­ზარ ჟუ­ღე­ლის, სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი­სა და გოგი ქავ­თა­რა­ძის ფო­ტოს გულ­გრი­ლად ვე­რაფ­რით ავუ­ა­რე. ფოტო "ფე­ის­ბუკ-მომ­ხმა­რე­ბელ­მა" რუ­სი­კო ყი­ფი­ან­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა და სტა­ტუ­სიც და­ურ­თო: "ეს არაა უბ­რა­ლო სუ­რა­თი, ეს გახ­ლავთ ფოტო ქარ­თუ­ლი სა­თე­ატ­რო ოჯა­ხის ალ­ბო­მი­დან... დღეს ამ კვარ­ტე­ტის ბოლო წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც გა­დაბ­რძან­და იმი­ერ­ში, მა­რა­დი­სო­ბა­ში. ძა­ლი­ან შე­მოგ­ვეჩ­ვია სიკ­ვდი­ლი, რამ­დე­ნი ძვირ­ფა­სი პი­როვ­ნე­ბა წაგვგვა­რა ამ უც­ნა­ურ, მძი­მე წელს.?!.. ესე­ნი აღა­რა­სო­დეს გან­მე­ორ­დე­ბი­ან..."

ბა­ტო­ნი გოგი 80 წლის იყო, მაგ­რამ ალ­ბათ სწო­რედ იმი­ტომ, რომ ასა­კო­ვა­ნი გოგი ქავ­თა­რა­ძე პი­რის­პირ არ მი­ნა­ხავს, მი­უ­ხე­და­ვად მისი ჭა­ღა­რი­სა, ჩემს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში რა­ტომ­ღაც კვლავ იმ გმი­რე­ბად დარ­ჩა (შე­იძ­ლე­ბა, თა­ვად მო­ვინ­დო­მე, ასე და­მე­ტო­ვე­ბი­ნა), რი­თაც ბავ­შვო­ბი­დან გა­ვი­ცა­ნი - თა­ვის კე­თილ, უწყი­ნარ, ხა­ლი­სი­ან ახალ­გაზ­რდა გმი­რე­ბად.

წლე­ბის წინ ქარ­თულ ფილ­მებს ძა­ლი­ან ხში­რად უჩ­ვე­ნებ­დნენ და უმ­რავ­ლე­სო­ბა მარ­თლაც გე­ნი­ა­ლუ­რი იყო, ამი­ტომ ლა­მის ზე­პი­რად ვი­ცო­დით იმ ფილ­მე­ბის კად­რე­ბიც და დი­ა­ლო­გე­ბიც. მაგ­რამ რე­ჟი­სორ მი­ხე­ილ კო­ბა­ხი­ძის ჭეშ­მა­რი­ტად შე­დევ­რი - მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი სა­ტე­ლე­ვი­ზიო ფილ­მი "ქორ­წი­ლი", მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უხმო იყო და მხო­ლოდ - მუ­სი­კა­ლუ­რად გა­ფორ­მე­ბუ­ლი, დღე­საც და­უ­ვი­წყა­რია - ფილ­მა­დაც და თა­ვი­სი უსა­ხე­ლო მთა­ვა­რი გმი­რი­თაც, ვის როლ­საც სწო­რედ გოგი ქავ­თა­რა­ძე ას­რუ­ლებს, თა­ნაც - შე­სა­ნიშ­ნა­ვად.

მახ­სოვს, რა სით­ბო­თი იხ­სე­ნებ­და გოგი ქავ­თა­რა­ძეს რე­ჟი­სორ გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას "მაცი ხვი­ტი­ა­ში" მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ალე­კო გა­ბე­ჩა­ვა. იგი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბი იყო სო­ხუ­მი­დან, ფილ­მს 1960-იან წლებ­ში იღებ­დნენ. შე­სა­ნიშ­ნავ მო­ჯი­რი­თეს, გა­და­ღე­ბე­ბი­სას კას­კა­დი­ო­რიც არ დას­ჭირ­ვე­ბია. გოგი ქავ­თა­რა­ძე ფილმში "მა­ცის კო­ჭო­ი­ას" გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და. ბა­ტო­ნი ალე­კო ამ­ბობ­და, გოგი ჩემ­ზე ცო­ტა­თი უფ­რო­სი იყო, ერ­თმა­ნეთს კარ­გად ვუ­გებ­დით და ფილმმა ძა­ლი­ან დაგ­ვა­მე­გობ­რაო. ერთხელ, ანაკ­ლი­ა­ში ყოფ­ნი­სას, გოგი ქავ­თა­რა­ძეს მის­თვის შე­უ­თა­ვა­ზე­ბია, მოდი, ცხე­ნე­ბის ჭე­ნე­ბა­ში შე­ვე­ჯიბ­როთ ერ­თმა­ნეთ­სო. გა­უ­ჭე­ნე­ბი­ათ კი­დეც, მაგ­რამ ბა­ტო­ნი გოგი ცხენს გად­მო­უგ­დია და ჭა­ობ­ში ჩა­ვარ­დნი­ლა. - გარ­შე­მო არა­ვინ იყო და ჩემი ამო­საყ­ვა­ნი გახ­დაო, - ღი­მი­ლით მი­ამ­ბობ­და ბა­ტო­ნი ალე­კო. ურ­თი­ერ­თო­ბა მე­რეც გა­უგ­რძე­ლე­ბი­ათ, - ვიდ­რე სო­ხუმ­ში ვცხოვ­რობ­დი, გოგი კი სო­ხუ­მის თე­ატ­რის მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი იყო, ხში­რად ვურ­თი­ერ­თობ­დით, ვძმა­კა­ცობ­დით, ვილ­ხენ­დით. ტკბი­ლად მახ­სენ­დე­ბა მას­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბიო.

რე­ჟი­სორ ნი­კო­ლოზ სა­ნიშ­ვი­ლის "გან­გაშ­ში" გოგი ქავ­თა­რა­ძე ერთ-ერთ მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებს - ფო­თო­ლას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ყა­რა­მა­ნი­სას.

ფო­თო­ლას როლ­ში კი ახალ­გაზ­რდა არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბი, იმ­ხა­ნად კა­ლათ­ბურ­თე­ლი, საკ­მა­ოდ ტან­მა­ღა­ლი და გამ­ხდა­რი ღუ­ღუ­ნი კან­დე­ლა­კი გა­და­ი­ღეს. ვი­საც ერთხელ მა­ინც უნა­ხავს ეს ფილ­მი, არაფ­რით და­ა­ვი­წყდე­ბო­და ეპი­ზო­დი, რო­დე­საც ეს გა­მიჯ­ნუ­რე­ბუ­ლი წყვი­ლი ჭი­ა­თუ­რის კლდე­ებ­ზე, ითხვი­სის მა­ღა­როს სა­ბა­გი­რო­თი ადის და ას­რუ­ლებს ულა­მა­ზეს სიმ­ღე­რას "შენი გული, ჩემი გული, ჭი­რი­მე"... იმ, ძვე­ლი ფილ­მის გახ­სე­ნე­ბი­სას, ერთხელ ღუ­ღუ­ნი კან­დე­ლაკს ვკი­თხე, გოგი ქავ­თა­რა­ძე გუ­ლის სწო­რად რო­გორ მოგ­წონ­დათ-მეთ­ქი? მახ­სოვს, ღი­მი­ლით მიყ­ვე­ბო­და, - სინ­ჯებ­ზე ბევ­რი და­ბა­ლი ბიჭი და­მახ­ვედ­რეს, ოღონდ ყა­რა­მა­ნის რო­ლის­თვის ყვე­ლას მა­ინც გოგი ქავ­თა­რა­ძემ აჯო­ბა. გოგი "მა­ღა­რო­ში მო­მუ­შა­ვე" ახალ­გაზ­რდებს შო­რის ასა­კით ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი იყო, ამი­ტომ ძა­ლი­ან ვერც ვუ­ში­ნა­ურ­დე­ბო­დით. გუ­ლის სწო­რად კი, რა მო­გახ­სე­ნოთ - არც იმას მოვ­წონ­დი და არც - მე, ძა­ლი­ან შე­უ­ფე­რე­ბე­ლი წყვი­ლი ვი­ყა­ვით, თუმ­ცა ძა­ლი­ან თბი­ლად მახ­სენ­დე­ბა ის გა­და­ღე­ბაც და ჩემი "მიჯ­ნუ­რი" ყა­რა­მა­ნი-გო­გი­ცო.

ბა­ტო­ნი გო­გის გარ­დაც­ვა­ლე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის­მა კო­ლე­გებ­მა და აღ­ზრდი­ლებ­მაც მი­უ­ძღვნეს პოს­ტე­ბი.

ვებგ­ვერდ ambebi.ge-ის რე­დაქ­ცია ვი­ზი­ა­რებთ ბა­ტო­ნი გოგი ქავ­თა­რა­ძის ოჯა­ხის, კო­ლე­გე­ბის, აღ­ზრდი­ლე­ბის და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მწუ­ხა­რე­ბას.

  • ცნო­ბის­თვის:

გი­ორ­გი (გოგი) ქავ­თა­რა­ძე გახ­ლდათ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, რე­ჟი­სო­რი;

1969-1972 წლებ­ში ბა­თუ­მის თე­ატ­რის მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი;

1974-1976 წლებ­ში თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის პე­და­გო­გი;

1976–1982 წლებ­ში ქუ­თა­ი­სის თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რი;

1982-1992 წლებ­ში სო­ხუ­მის თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რი და სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი; 1992-1999 წლებ­ში ალექ­სან­დრე გრი­ბო­ე­დო­ვის სა­ხე­ლო­ბის რუ­სუ­ლი დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი;

1999–2004 წლებ­ში რუს­თა­ვის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი.

გოგი ქავ­თა­რა­ძე გა­და­ღე­ბუ­ლია 25 ფილმში, არის ერთი ფილ­მის რე­ჟი­სო­რი, იგი იყო სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტთა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კავ­ში­რის წევ­რი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი, კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი და ღირ­სე­ბის ორ­დე­რის კა­ვა­ლე­რი;

1990-1991 წლებ­ში გოგი ქავ­თა­რა­ძე იყო სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის პირ­ვე­ლი მოწ­ვე­ვის უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს წევ­რი, ხელი აქვს მო­წე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის აქ­ტზე;

2012-2016 წლებ­ში იგი იყო სა­ქარ­თვე­ლოს მე-8 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი.

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოხუმელი ვეტერანი
0

ღმერთმა გაანათლოს ბატონი გოგის სული!

მზია
0

გოგი ქავთარაძის ხსენებისას, პირველად მეც გენიალური ,,ქორწილი" და მისი გმირი მახსენდება. ღმერთმა გაანათლოს მისი სული.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ბედი მქონიაო, მე უნდა ვთქვა, მიხეილ კობახიძემ რომ "ქორწილში" მიმიწვია, მერე ვინ არ მაჩვენებდა ხელით - ასე მიგქონდა ყვავილებიო" - გოგი ქავთარაძის "მოგზაურობის" დასასრული

"ბედი მქონიაო, მე უნდა ვთქვა, მიხეილ კობახიძემ რომ "ქორწილში" მიმიწვია, მერე ვინ არ მაჩვენებდა ხელით - ასე მიგქონდა ყვავილებიო" - გოგი ქავთარაძის "მოგზაურობის" დასასრული

რეჟისორი, მსახიობი გიორგი (გოგი) ქავთარაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბატონი გოგის გარდაცვალება რომ შევიტყე, რეჟისორ თემურ ჩხეიძეს დავურეკე, ვიცოდი, ძალიან მეგობრობდნენ და ბევრი მოსაგონარიც ექნებოდა, მაგრამ ბატონმა თემურმა მომიბოდიშა, - დიდი მადლობა, რომ სწორედ მე დამირეკეთ, მაგრამ... ახლახან დავბრუნდი მისი ოჯახიდან, ძალიან განვიცდი, ძალიან ცუდად ვარ და ვერაფერს გეტყვით, რამდენიმე დღეში აუცილებლად გიამბობთ გოგიზეო. ამიტომ... რამდენიმე დღეში მართლაც აუცილებლად გიამბობთ ბატონ გოგიზე...

ამონარიდი გაზეთ "კვირის პალიტრის" 2009 წლის არქივის სტატიიდან, რომელშიც ბატონი გოგი ყვებოდა:

"თეატრის გარდა არც არაფერზე მიოცნებია...

სკოლაში დრამწრე გვქონდა. ჩვენი ხელმძღვანელი იყო რეზო ესაძე - იმავდროულად ჩვენი ფიზიკისა და ასტრონომიის მასწავლებელი. ჩემზე რეზო ესაძემ დიდი გავლენა მოახდინა. შემდეგში, უკვე მოწიფულობაში, ასევე დიდი გავლენა ჰქონდა რობერტ სტურუას. სკოლა რომ დავამთავრე, მოსკოვში წავედი. სხვათა შორის, მოსკოვში იმ წელს ვგიკ-ში აბარებდა რეზო ესაძეც - გამოცდების ნახვა ჰქონდა დაგეგმილი, მერე მოვემზადებიო. ბედად, მიხეილ რომმა შეამჩნია და ჩაირიცხა. ეს დიდი სიხარული იყო. მე კი სტაჟი არ მქონდა და გამოცდებზე გასვლის უფლება არ მომცეს.

ჩამოვედი და მარჯანიშვილის თეატრში დავიწყე მუშაობა სცენის თანამშრომლად. ეს ნიშნავს მასობრივ სცენებში დამხმარე შემადგენლობაში ყოფნას. ბედნიერი ვიყავი, ვუყურებდი მარჯანიშვილის თეატრის კორიფეებს. შალვა ღამბაშიძის გარდა, ყველას მოვესწარი. რეჟისორობაზე ვოცნებობდი, ამიტომ საკუთარი ინიციატივით გავხდი რეჟისორის თანაშემწის თანაშემწე. ვიჯექი და ვიწერდი ყველაფერს. ერთ მშვენიერ დღეს, მაშინაც, როგორც ყოველთვის, თეატრს უჭირდა, დირექტორი კი აკაკი დვალიშვილი იყო. გამოაკრეს განცხადება: ყველა შტატგარეშე თანამშრომელი და შტატიან სცენის თანამშრომელთა ნაწილი გათავისუფლებულია თეატრიდანო. მე შტატგარეშე ვიყავი, ამდენად, კითხვაც არ მჭირდებოდა, ვიცოდი, გათავისუფლებული ვიყავი. ეს დიდი ტრაგედია იყო ჩემთვის.

რამდენიმე დღის მერე ქუჩაში შემხვდა აწ განსვენებული ბონდო გოგინავა, - თეატრში რატომ არ მოდიხარო... გათავისუფლებული ვარ-მეთქი. შედი და ბრძანება წაიკითხეო. მივედი. გამოკრულია: სცენის შტატგარეშე თანამშრომელი გიორგი ქავთარაძე ჩარიცხულ იქნას შტატში სცენის თანამშრომლად და დაევალოს რეჟისორის თანაშემწის ფუნქციაცო. ამაზე დიდად სასიხარულო ჩემს ცხოვრებაში მერე არაფერი მომხდარა.

1962 წელს ჩავირიცხე თეატრალურ ინსტიტუტში და თუმანიშვილის სტუდენტი გავხდი...ერთ დღეს ისევ ბონდო გოგინავა შემხვდა, გილოცავო... განაწილდა "მე ვხედავ მზეს" და შენ სოსოიას როლი მოგცესო. რაც დაწერა ნოდარ დუმბაძემ, ყველაფერი ვითამაშე, გარდა ზურიკელას როლისა. მერე კი, როცა რეჟისორი გავხდი, ყველა მისი ნაწარმოები დავდგი, მათ შორის 4 სპექტაკლი საზღვარგარეთ.

ერთ დღეს კარზე ზარი დაირეკა. გავაღე - რობიკო სტურუა დგას... მცირე სცენაზე ვდგამ სპექტაკლს "ვახშმობის წინ" და წაიკითხე, მინდა გათამაშოო. ასე აღმოვჩნდი რუსთაველის თეატრში. დაიწყო ჩემი და რობიკოს დიდი მეგობრობა.სადიპლომო სპექტაკლი რუსთაველის თეატრში დავდგი. სერგო ზაქარიაძე მყავდა მთავარ როლში...1967 წელს დავდგი "ჩვენ, მისი უდიდებულესობა". მთავარ როლს ისევ სერგო ზაქარიაძე თამაშობდა. ეს იყო პირველი სპექტაკლი ქართული თეატრის ისტორიაში, რომელიც საზღვარგარეთ გავიდა - გასტროლზე იყო რუმინეთში. ცხადია, შემთხვევით მოხდა, მუშათა კლასზე იყო, ლენინს ეძღვნებოდა და ამიტომ.

ბედი მქონიაო, მე უნდა ვთქვა, მიხეილ კობახიძემ რომ "ქორწილში" მიმიწვია, მერე ვინ არ მაჩვენებდა ხელით - ასე მიგქონდა ყვავილებიო... ამ ფილმით დაიწყო ჩემი კინოკარიერა". იხილეთ სრულად

ამავე ინტერვიუში ამბობს, ვიცხოვრე, როგორც გემის კაპიტანმა, მოგზაურობაშიო...

სოციალურ ქსელში რამდენ მოგონებას გადავაწყდი ბატონ გოგიზე, მაგრამ ბევრისთვის საყვარელი, ოთხი ძალიან ნიჭიერი და ძალიან პოპულარული ქართველის - გურამ საღარაძის, ნუგზარ ჟუღელის, სოფიკო ჭიაურელისა და გოგი ქავთარაძის ფოტოს გულგრილად ვერაფრით ავუარე. ფოტო "ფეისბუკ-მომხმარებელმა" რუსიკო ყიფიანმა გამოაქვეყნა და სტატუსიც დაურთო: "ეს არაა უბრალო სურათი, ეს გახლავთ ფოტო ქართული სათეატრო ოჯახის ალბომიდან... დღეს ამ კვარტეტის ბოლო წარმომადგენელიც გადაბრძანდა იმიერში, მარადისობაში. ძალიან შემოგვეჩვია სიკვდილი, რამდენი ძვირფასი პიროვნება წაგვგვარა ამ უცნაურ, მძიმე წელს.?!.. ესენი აღარასოდეს განმეორდებიან..."

ბატონი გოგი 80 წლის იყო, მაგრამ ალბათ სწორედ იმიტომ, რომ ასაკოვანი გოგი ქავთარაძე პირისპირ არ მინახავს, მიუხედავად მისი ჭაღარისა, ჩემს ცნობიერებაში რატომღაც კვლავ იმ გმირებად დარჩა (შეიძლება, თავად მოვინდომე, ასე დამეტოვებინა), რითაც ბავშვობიდან გავიცანი - თავის კეთილ, უწყინარ, ხალისიან ახალგაზრდა გმირებად.

წლების წინ ქართულ ფილმებს ძალიან ხშირად უჩვენებდნენ და უმრავლესობა მართლაც გენიალური იყო, ამიტომ ლამის ზეპირად ვიცოდით იმ ფილმების კადრებიც და დიალოგებიც. მაგრამ რეჟისორ მიხეილ კობახიძის ჭეშმარიტად შედევრი - მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო ფილმი "ქორწილი", მიუხედავად იმისა, რომ უხმო იყო და მხოლოდ - მუსიკალურად გაფორმებული, დღესაც დაუვიწყარია - ფილმადაც და თავისი უსახელო მთავარი გმირითაც, ვის როლსაც სწორედ გოგი ქავთარაძე ასრულებს, თანაც - შესანიშნავად.

მახსოვს, რა სითბოთი იხსენებდა გოგი ქავთარაძეს რეჟისორ გიორგი შენგელაიას "მაცი ხვიტიაში" მთავარი როლის შემსრულებელი ალეკო გაბეჩავა. იგი არაპროფესიონალი მსახიობი იყო სოხუმიდან, ფილმს 1960-იან წლებში იღებდნენ. შესანიშნავ მოჯირითეს, გადაღებებისას კასკადიორიც არ დასჭირვებია. გოგი ქავთარაძე ფილმში "მაცის კოჭოიას" განასახიერებდა. ბატონი ალეკო ამბობდა, გოგი ჩემზე ცოტათი უფროსი იყო, ერთმანეთს კარგად ვუგებდით და ფილმმა ძალიან დაგვამეგობრაო. ერთხელ, ანაკლიაში ყოფნისას, გოგი ქავთარაძეს მისთვის შეუთავაზებია, მოდი, ცხენების ჭენებაში შევეჯიბროთ ერთმანეთსო. გაუჭენებიათ კიდეც, მაგრამ ბატონი გოგი ცხენს გადმოუგდია და ჭაობში ჩავარდნილა. - გარშემო არავინ იყო და ჩემი ამოსაყვანი გახდაო, - ღიმილით მიამბობდა ბატონი ალეკო. ურთიერთობა მერეც გაუგრძელებიათ, - ვიდრე სოხუმში ვცხოვრობდი, გოგი კი სოხუმის თეატრის მთავარი რეჟისორი იყო, ხშირად ვურთიერთობდით, ვძმაკაცობდით, ვილხენდით. ტკბილად მახსენდება მასთან ერთად გატარებული დღეებიო.

რეჟისორ ნიკოლოზ სანიშვილის "განგაშში" გოგი ქავთარაძე ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს - ფოთოლას შეყვარებული ყარამანისას.

ფოთოლას როლში კი ახალგაზრდა არაპროფესიონალი მსახიობი, იმხანად კალათბურთელი, საკმაოდ ტანმაღალი და გამხდარი ღუღუნი კანდელაკი გადაიღეს. ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ეს ფილმი, არაფრით დაავიწყდებოდა ეპიზოდი, როდესაც ეს გამიჯნურებული წყვილი ჭიათურის კლდეებზე, ითხვისის მაღაროს საბაგიროთი ადის და ასრულებს ულამაზეს სიმღერას "შენი გული, ჩემი გული, ჭირიმე"... იმ, ძველი ფილმის გახსენებისას, ერთხელ ღუღუნი კანდელაკს ვკითხე, გოგი ქავთარაძე გულის სწორად როგორ მოგწონდათ-მეთქი? მახსოვს, ღიმილით მიყვებოდა, - სინჯებზე ბევრი დაბალი ბიჭი დამახვედრეს, ოღონდ ყარამანის როლისთვის ყველას მაინც გოგი ქავთარაძემ აჯობა. გოგი "მაღაროში მომუშავე" ახალგაზრდებს შორის ასაკით ყველაზე უფროსი იყო, ამიტომ ძალიან ვერც ვუშინაურდებოდით. გულის სწორად კი, რა მოგახსენოთ - არც იმას მოვწონდი და არც - მე, ძალიან შეუფერებელი წყვილი ვიყავით, თუმცა ძალიან თბილად მახსენდება ის გადაღებაც და ჩემი "მიჯნური" ყარამანი-გოგიცო.

ბატონი გოგის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მისმა კოლეგებმა და აღზრდილებმაც მიუძღვნეს პოსტები.

ვებგვერდ ambebi.ge-ის რედაქცია ვიზიარებთ ბატონი გოგი ქავთარაძის ოჯახის, კოლეგების, აღზრდილების და მთელი საქართველოს მწუხარებას.

  • ცნობისთვის:

გიორგი (გოგი) ქავთარაძე გახლდათ რუსთაველის თეატრის მსახიობი, რეჟისორი;

1969-1972 წლებში ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი;

1974-1976 წლებში თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი;

1976–1982 წლებში ქუთაისის თეატრის დირექტორი;

1982-1992 წლებში სოხუმის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1992-1999 წლებში ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი;

1999–2004 წლებში რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

გოგი ქავთარაძე გადაღებულია 25 ფილმში, არის ერთი ფილმის რეჟისორი, იგი იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდერის კავალერი;

1990-1991 წლებში გოგი ქავთარაძე იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე;

2012-2016 წლებში იგი იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ავტორი: ირმა ხარშილაძე

"არავინ არ იცის, სად არის დოდო მამიდა..." - ია ფარულავას თქმით, კოვიდით გარდაცვლილი მამიდის აშშ-დან საქართველოში ჩამოსვენება ვერ მოხერხდა

"ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს COVID-19-ის პირველი ტალღის დროს ეკლესია არ აღიარებდა ვირუსის არსებობას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება" - საპატრიარქო

"მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება... ყინვამ შესაძლოა დაუკრეფავი ნაყოფი დააზიანოს" - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი