მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ავაწყოთ ეფექტური ონლაინრეკლამა - რჩევები Adword.ge-ის წარმომადგენლისგან
როგორ ავაწყოთ ეფექტური ონლაინრეკლამა - რჩევები Adword.ge-ის წარმომადგენლისგან

მომ­სა­ხუ­რე­ბის თით­ქმის ყვე­ლა სფე­რო დის­ტან­ცი­ურ მუ­შა­ო­ბა­ზეა გა­და­სუ­ლი.

ასეთ პი­რო­ბებ­ში ონ­ლა­ინ­რეკ­ლა­მა რეკ­ლა­მი­რე­ბის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტურ და ხელ­მი­საწ­ვდომ სა­შუ­ა­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს.

ონ­ლი­ან­რეკ­ლა­მა სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ შე­არ­ჩი­ოთ სა­სურ­ვე­ლი აუ­დი­ტო­რია, ხმა მი­აწ­ვდი­ნოთ მას ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი, სწრა­ფი და ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბით, მარ­კე­ტინ­გუ­ლი კამ­პა­ნი­ის შემ­დეგ კი ზუს­ტად ნა­ხოთ, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ტე­რეს­და თქვე­ნი პრო­დუქ­ტი­თა თუ მომ­სა­ხუ­რე­ბით.

დღე­ი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ონ­ლა­ინ­რეკ­ლა­მის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია: რეკ­ლა­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და „ედ­ვორ­დი“ - პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ, თქვე­ნი რეკ­ლა­მა ყვე­ლა­ზე მა­ღალ­რე­ი­ტინ­გულ სა­ი­ტებ­ზე გა­ნა­თავ­სოთ.

რამ­დე­ნა­დაც მარ­ტი­ვი და ხელ­მი­საწ­ვდო­მია ონ­ლა­ინ­რეკ­ლა­მის გავ­რცე­ლე­ბა, იმ­დე­ნად დი­დია კონ­კუ­რენ­ცია. ამი­ტო­მაც მომ­ხმა­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბის მი­სა­პყრო­ბად მაქ­სი­მა­ლუ­რად სა­ინ­ტე­რე­სო რეკ­ლა­მა უნდა შე­იქ­მნას. რო­გორ შევ­ქმნათ ეფექ­ტუ­რი ონ­ლა­ინ­რეკ­ლა­მა, რო­მე­ლიც ახა­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მო­ზიდ­ვა­სა და გა­ყიდ­ვე­ბის ზრდა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით Adword.ge-ის პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი ირი­ნა მა­მუ­ლა­იშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე რჩე­ვას გვი­ზი­ა­რებს.

გა­ა­რეკ­ლა­მეთ ერთი კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი/სერ­ვი­სი

ერთ რეკ­ლა­მა­ში ერთი კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი თუ მომ­სა­ხუ­რე­ბა შეს­თა­ვა­ზეთ თქვენს აუ­დი­ტო­რი­ას. უმ­ჯო­ბე­სია არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თოთ ისეთ­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და მო­თხოვ­ნა­დია. სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, პო­ტენ­ცი­უ­რი მყიდ­ვე­ლე­ბი უფრო დიდ ყუ­რა­დღე­ბას სწო­რედ ასეთ შე­თა­ვა­ზე­ბას აქ­ცე­ვენ.

სწო­რად შე­არ­ჩი­ეთ რეკ­ლა­მის სა­თა­უ­რი

რეკ­ლა­მის სა­თა­უ­რი უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს რეკ­ლა­მის ფო­ტო­სა და ტექსტს და მარ­ტი­ვად ახ­ვედ­რებ­დეს პო­ტენ­ცი­ურ მყიდ­ველს, თუ რის რეკ­ლა­მას ნა­ხუ­ლობს.

რეკ­ლა­მის ტექ­სტი კონ­კრე­ტუ­ლი უნდა იყოს

ტექ­სტი ერთ კონ­კრე­ტულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უნდა აწ­ვდი­დეს პო­ტენ­ცი­ურ მყიდ­ველს - იქ­ნე­ბა ეს პრო­დუქ­ტის/სერ­ვი­სის ფასი, ფას­დაკ­ლე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლი ფუნ­ქცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია თუ სხვა. ტექ­სტი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ი­ცავ­დეს call to action მე­სიჯს, მა­გა­ლი­თად: და­აკ­ლი­კეთ, შე­ი­ძი­ნეთ, დაგ­ვი­კავ­შირ­დით და ა. შ.

ფოტო უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს შე­თა­ვა­ზე­ბას

გა­მო­ი­ყე­ნეთ იმ პრო­დუქ­ტი­სა თუ სერ­ვი­სის ფოტო, რო­მელ­საც პო­ტენ­ცი­ურ მყიდ­ველს სთა­ვა­ზობთ. ნუ და­ი­ტანთ ფო­ტო­ზე და­მა­ტე­ბით ტექსტს, რად­გან რეკ­ლა­მის ფორ­მა­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აღ­ქმა­დი არ იქ­ნე­ბა.

მი­უ­თი­თეთ გა­მარ­თუ­ლი ბმუ­ლი

რეკ­ლა­მა­ზე დაკ­ლი­კე­ბის შემ­დეგ პო­ტენ­ცი­უ­რი მყიდ­ვე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად იმ კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი­სა თუ სერ­ვი­სის გვერ­დზე უნდა გა­და­დი­ო­დეს, რო­მელ­საც ამ რეკ­ლა­მით სთა­ვა­ზობთ. დარ­წმუნ­დით, რომ ლინ­კი გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს.

რო­გორ გან­ვა­თავ­სოთ რეკ­ლა­მა Adword.ge-ზე ისე, რომ ბევ­რმა ადა­მი­ან­მა ნა­ხოს?

რჩე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შექ­მნი­ლი ონ­ლა­ინ­რეკ­ლა­მა უკვე არის იმის გა­რან­ტი, რომ თქვე­ნი პრო­დუქ­ტი­თა თუ მომ­სა­ხუ­რე­ბით მომ­ხმა­რებ­ლის და­ინ­ტე­რე­სე­ბას შეძ­ლებთ. მე­ო­რე ეტა­პია, მა­სა­ლის Adword.ge-ის სა­იტ­ზე ატ­ვირ­თვა და იმ ვებგ­ვერ­დე­ბის შერ­ჩე­ვა, რომ­ლებ­ზეც თქვე­ნი რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბა გსურთ.

შე­გიძ­ლი­ათ თა­ვად გან­სა­ზღვროთ, თუ რა იქ­ნე­ბა თქვე­ნი რეკ­ლა­მის კლი­კის ღი­რე­ბუ­ლე­ბა. რაც უფრო მეტს მი­უ­თი­თებთ კლი­კის ფასს, რეკ­ლა­მა მით უფრო მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ა­ზე გა­მოჩ­ნდე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად ნა­ხავს მეტი ადა­მი­ა­ნი და კლი­კე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც მეტი იქ­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, თქვე­ნი ბრენ­დის ცნო­ბა­დო­ბაც გა­იზ­რდე­ბა.

შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­კონ­ტრო­ლოთ დღე­ე­ბი და დრო­ე­ბი, თუ რო­დის და რო­მელ სა­ა­თებ­ში გა­ეშ­ვას რეკ­ლა­მა. მა­გა­ლი­თად, თუ გსურთ რომ ადა­მი­ა­ნებ­მა თქვე­ნი რეკ­ლა­მა სა­მუ­შაო სა­ა­თებ­ში იხი­ლონ, შე­გიძ­ლი­ათ აირ­ჩი­ოთ კვი­რის დღე­ე­ბი და სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი; თუ გსურთ რომ დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში გა­ეშ­ვას რეკ­ლა­მა, მხო­ლოდ შა­ბათ-კვი­რის არ­ჩე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაც გაქვთ.

სწო­რად შექ­მნი­ლი ონ­ლა­ინ­რეკ­ლა­მა წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს ას­რუ­ლებს. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი რჩე­ვე­ბი და დარ­წმუნ­დე­ბით, რამ­დე­ნად დიდი შე­დე­გი მო­აქვს სწო­რად შექ­მნილ რეკ­ლა­მას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

როგორ ავაწყოთ ეფექტური ონლაინრეკლამა - რჩევები Adword.ge-ის წარმომადგენლისგან

როგორ ავაწყოთ ეფექტური ონლაინრეკლამა - რჩევები Adword.ge-ის წარმომადგენლისგან

მომსახურების თითქმის ყველა სფერო დისტანციურ მუშაობაზეა გადასული.

ასეთ პირობებში ონლაინრეკლამა რეკლამირების ყველაზე ეფექტურ და ხელმისაწვდომ საშუალებას წარმოადგენს.

ონლიანრეკლამა საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ სასურველი აუდიტორია, ხმა მიაწვდინოთ მას ყველაზე მარტივი, სწრაფი და ეფექტური საშუალებით, მარკეტინგული კამპანიის შემდეგ კი ზუსტად ნახოთ, რამდენი ადამიანი დაინტერესდა თქვენი პროდუქტითა თუ მომსახურებით.

დღეისათვის საქართველოში ონლაინრეკლამის ყველაზე გავრცელებული საშუალებებია: რეკლამა სოციალურ ქსელში და „ედვორდი“ - პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, თქვენი რეკლამა ყველაზე მაღალრეიტინგულ საიტებზე განათავსოთ.

რამდენადაც მარტივი და ხელმისაწვდომია ონლაინრეკლამის გავრცელება, იმდენად დიდია კონკურენცია. ამიტომაც მომხმარებლის ყურადღების მისაპყრობად მაქსიმალურად საინტერესო რეკლამა უნდა შეიქმნას. როგორ შევქმნათ ეფექტური ონლაინრეკლამა, რომელიც ახალი მომხმარებლების მოზიდვასა და გაყიდვების ზრდაში დაგვეხმარება, ამასთან დაკავშირებით Adword.ge-ის პროექტის მენეჯერი ირინა მამულაიშვილი რამდენიმე რჩევას გვიზიარებს.

გაარეკლამეთ ერთი კონკრეტული პროდუქტი/სერვისი

ერთ რეკლამაში ერთი კონკრეტული პროდუქტი თუ მომსახურება შესთავაზეთ თქვენს აუდიტორიას. უმჯობესია არჩევანი გააკეთოთ ისეთზე, რომელიც ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადია. სტატისტიკის მიხედვით, პოტენციური მყიდველები უფრო დიდ ყურადღებას სწორედ ასეთ შეთავაზებას აქცევენ.

სწორად შეარჩიეთ რეკლამის სათაური

რეკლამის სათაური უნდა შეესაბამებოდეს რეკლამის ფოტოსა და ტექსტს და მარტივად ახვედრებდეს პოტენციურ მყიდველს, თუ რის რეკლამას ნახულობს.

რეკლამის ტექსტი კონკრეტული უნდა იყოს

ტექსტი ერთ კონკრეტულ ინფორმაციას უნდა აწვდიდეს პოტენციურ მყიდველს - იქნება ეს პროდუქტის/სერვისის ფასი, ფასდაკლება, კონკრეტული ფუნქციის შესახებ ინფორმაცია თუ სხვა. ტექსტი აუცილებლად უნდა შეიცავდეს call to action მესიჯს, მაგალითად: დააკლიკეთ, შეიძინეთ, დაგვიკავშირდით და ა. შ.

ფოტო უნდა შეესაბამებოდეს შეთავაზებას

გამოიყენეთ იმ პროდუქტისა თუ სერვისის ფოტო, რომელსაც პოტენციურ მყიდველს სთავაზობთ. ნუ დაიტანთ ფოტოზე დამატებით ტექსტს, რადგან რეკლამის ფორმატიდან გამომდინარე, აღქმადი არ იქნება.

მიუთითეთ გამართული ბმული

რეკლამაზე დაკლიკების შემდეგ პოტენციური მყიდველი აუცილებლად იმ კონკრეტული პროდუქტისა თუ სერვისის გვერდზე უნდა გადადიოდეს, რომელსაც ამ რეკლამით სთავაზობთ. დარწმუნდით, რომ ლინკი გამართულად მუშაობს.

როგორ განვათავსოთ რეკლამა Adword.ge-ზე ისე, რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს?

რჩევების გათვალისწინებით შექმნილი ონლაინრეკლამა უკვე არის იმის გარანტი, რომ თქვენი პროდუქტითა თუ მომსახურებით მომხმარებლის დაინტერესებას შეძლებთ. მეორე ეტაპია, მასალის Adword.ge-ის საიტზე ატვირთვა და იმ ვებგვერდების შერჩევა, რომლებზეც თქვენი რეკლამის განთავსება გსურთ.

შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ, თუ რა იქნება თქვენი რეკლამის კლიკის ღირებულება. რაც უფრო მეტს მიუთითებთ კლიკის ფასს, რეკლამა მით უფრო მოწინავე პოზიციაზე გამოჩნდება, შესაბამისად ნახავს მეტი ადამიანი და კლიკების რაოდენობაც მეტი იქნება. გარდა ამისა, თქვენი ბრენდის ცნობადობაც გაიზრდება.

შეგიძლიათ გააკონტროლოთ დღეები და დროები, თუ როდის და რომელ საათებში გაეშვას რეკლამა. მაგალითად, თუ გსურთ რომ ადამიანებმა თქვენი რეკლამა სამუშაო საათებში იხილონ, შეგიძლიათ აირჩიოთ კვირის დღეები და სამუშაო საათები; თუ გსურთ რომ დასვენების დღეებში გაეშვას რეკლამა, მხოლოდ შაბათ-კვირის არჩევის საშუალებაც გაქვთ.

სწორად შექმნილი ონლაინრეკლამა წარმატების მისაღწევად უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. გაითვალისწინეთ წარმოდგენილი რჩევები და დარწმუნდებით, რამდენად დიდი შედეგი მოაქვს სწორად შექმნილ რეკლამას.

5 მიზეზი, თუ რატომ არის სასიამოვნო სპორტული მანქანის მართვა

თბილისში Yandex Go-მ აამოქმედა ავტომობილების დეზინფექციის უფასო პუნქტი

სილქნეტი გიგაბიტ LTE ინტერნეტს თავისი მობილური ქსელის მილიონობით აბონენტს მთელი ქვეყნის მასშტაბით სთავაზობს