სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან ბევრს ჭამდა" - რას ამბობს ბარაკ ობამა შვილის ბოიფრენდზე, რომელთან ერთადაც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს კარანტინში ყოფნა მოუწია
"ძალიან ბევრს ჭამდა" - რას ამბობს ბარაკ ობამა შვილის ბოიფრენდზე, რომელთან ერთადაც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს კარანტინში ყოფნა მოუწია

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ბა­რაკ ობა­მა ღიად სა­უბ­რობს იმ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, რომ­ლის წი­ნა­შეც მისი ოჯა­ხი კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში აღ­მოჩ­ნდა. ობა­მას თქმით, კა­რან­ტი­ნის სა­წყის ეტაპ­ზე მათ­თან ყოფ­ნა მო­უ­წია მისი ქა­ლიშ­ვი­ლის, მა­ლი­ას ბრი­ტა­ნელ ბო­იფ­რენ­დს. ამის შე­სა­ხებ "ინ­დე­ფენ­დენ­თი“ წერს.

ობა­მამ კა­რან­ტინ­ში ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზე The Bill Simmons Podcast-ში ისა­უბ­რა, სა­დაც სთხო­ვეს იმ პე­რი­ო­დის ფა­ვო­რიტ მო­მენ­ტებ­ზე ესა­უბ­რა. ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ოჯახ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო სა­სი­ა­მოვ­ნო იყო.

“სა­სი­ა­მოვ­ნო იყო, რად­გან გო­გო­ნებ­მა თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის პე­რი­ო­დი უკვე უკან მო­ი­ტო­ვეს, გრძნობ, რომ დი­დე­ბი არი­ან და მა­ინც უყ­ვარ­ხარ, მა­ინც შენს გვერ­დით სურთ დრო­ის გა­ტა­რე­ბა", - ამ­ბობს ის. ობა­მას თქმით, კა­რან­ტი­ნის დროს ოჯა­ხის წევ­რე­ბი სხვა­დას­ხვა თა­მა­შე­ბით ერ­თო­ბოდ­ნენ და მათ გვერ­დით იყო უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის, მა­ლი­ას ბო­იფ­რენ­დიც.

მა­ლია თა­ვის ბრი­ტა­ნელ ბო­იფ­რენდთან, რო­რის­თან ერ­თად

"კა­რან­ტი­ნის პირ­ვე­ლი თვე, ისე­ვე რო­გორც ბევ­რმა სხვა ოჯახ­მა, სხვა­დას­ხვა სა­მა­გი­დო თა­მა­შებ­ში გა­ვა­ტა­რეთ, ვერ­თო­ბო­დით, თუმ­ცა მა­ლი­ას და სა­შას თან­და­თან ეს მოს­წყინ­დათ“, - ამ­ბობს ობა­მა.

მა­ლი­ას ბო­იფ­რენ­დზე სა­უბ­რი­სას კი აღ­ნიშ­ნა, რომ ის "შე­სა­ნიშ­ნა­ვი ახალ­გაზ­რდაა - "პან­დე­მი­ის დროს შტა­ტებ­ში ჩარ­ჩა, ბრი­ტა­ნეთ­ში ვე­ღარ დაბ­რუნ­და, ამი­ტომ ჩვენ­თან ცხოვ­რობ­და“, - ამ­ბობს აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი.

ობა­მე­ბის ოჯა­ხი

შვი­ლის შეყ­ვა­რე­ბულ­ზე სა­უბ­რი­სას ობა­მამ თქვა, რომ ის გა­აკ­ვირ­ვა, თუ რამ­დენს ჭამ­და სტუ­მა­რი.

"რად­გა­ნაც ვაჟი არ მყავს, არ ვი­ცო­დი, რამ­დენს ჭა­მენ ახალ­გაზ­რდა კა­ცე­ბი და ამან გა­მაკ­ვირ­ვა. უც­ნა­უ­რი იყო იმის ყუ­რე­ბა, თუ რამ­დენს ჭამ­და. ჩემი სა­სურ­სა­თო ხარ­ჯე­ბი 30%-ით გა­ი­ზარ­და“, - იხუმ­რა ობა­მამ.

ბა­რაკ და მი­შელ ობა­მას ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავთ, მა­ლია და საშა. მა­ლია 22 წლი­საა, ხოლო საშა 19-ის.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Rezo
7

Mchameli sasizo yolia, didi xarji mosvliat obamebs :))

ნუცა
15

ბევრს იმიტომ ჭადა რომ ალბათ ღამით ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ძალიან ბევრს ჭამდა" - რას ამბობს ბარაკ ობამა შვილის ბოიფრენდზე, რომელთან ერთადაც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს კარანტინში ყოფნა მოუწია

"ძალიან ბევრს ჭამდა" - რას ამბობს ბარაკ ობამა შვილის ბოიფრენდზე, რომელთან ერთადაც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს კარანტინში ყოფნა მოუწია

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ღიად საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მისი ოჯახი კარანტინის პერიოდში აღმოჩნდა. ობამას თქმით, კარანტინის საწყის ეტაპზე მათთან ყოფნა მოუწია მისი ქალიშვილის, მალიას ბრიტანელ ბოიფრენდს. ამის შესახებ "ინდეფენდენთი“ წერს.

ობამამ კარანტინში ცხოვრების დეტალებზე The Bill Simmons Podcast-ში ისაუბრა, სადაც სთხოვეს იმ პერიოდის ფავორიტ მომენტებზე ესაუბრა. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ოჯახში გატარებული დრო სასიამოვნო იყო.

“სასიამოვნო იყო, რადგან გოგონებმა თინეიჯერობის პერიოდი უკვე უკან მოიტოვეს, გრძნობ, რომ დიდები არიან და მაინც უყვარხარ, მაინც შენს გვერდით სურთ დროის გატარება", - ამბობს ის. ობამას თქმით, კარანტინის დროს ოჯახის წევრები სხვადასხვა თამაშებით ერთობოდნენ და მათ გვერდით იყო უფროსი ქალიშვილის, მალიას ბოიფრენდიც.

მალია თავის ბრიტანელ ბოიფრენდთან, რორისთან ერთად

"კარანტინის პირველი თვე, ისევე როგორც ბევრმა სხვა ოჯახმა, სხვადასხვა სამაგიდო თამაშებში გავატარეთ, ვერთობოდით, თუმცა მალიას და საშას თანდათან ეს მოსწყინდათ“, - ამბობს ობამა.

მალიას ბოიფრენდზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ ის "შესანიშნავი ახალგაზრდაა - "პანდემიის დროს შტატებში ჩარჩა, ბრიტანეთში ვეღარ დაბრუნდა, ამიტომ ჩვენთან ცხოვრობდა“, - ამბობს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი.

ობამების ოჯახი

შვილის შეყვარებულზე საუბრისას ობამამ თქვა, რომ ის გააკვირვა, თუ რამდენს ჭამდა სტუმარი.

"რადგანაც ვაჟი არ მყავს, არ ვიცოდი, რამდენს ჭამენ ახალგაზრდა კაცები და ამან გამაკვირვა. უცნაური იყო იმის ყურება, თუ რამდენს ჭამდა. ჩემი სასურსათო ხარჯები 30%-ით გაიზარდა“, - იხუმრა ობამამ.

ბარაკ და მიშელ ობამას ორი ქალიშვილი ჰყავთ, მალია და საშა. მალია 22 წლისაა, ხოლო საშა 19-ის.

ჯო ბაიდენი სამხედრო სამსახურში ტრანსგენდერების მიღებაზე დაწესებულ აკრძალვას სავარაუდოდ, გააუქმებს

"ჯოს ანგელოზები" - ვინ არიან "ბაიდენის გვარდიის" მთავარი ქალები

რომელ ქვეყნებში გარდაიცვალა კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი და როგორი ვითარებაა ამ მხრივ საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში