საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთეს
ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთეს

"გვი­რა­ბის ბო­ლოს სი­ნათ­ლე გა­მოჩ­ნდა“, - ამ ცნო­ბი­ლი ფრა­ზით შე­ა­ფა­სა კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის წარ­მა­ტე­ბა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა. კომ­პა­ნია Pfizer-ის მიერ შექ­მნი­ლი Covid-19-ის ვაქ­ცი­ნით, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პირ­ვე­ლი დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნაა, მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცია და­ი­წყო აშშ-ში და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ასე­ვე ვაქ­ცი­ნა­ცია და­ი­წყო ის­რა­ელ­შიც. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ეს პან­დე­მი­ის და­სას­რუ­ლებ­ლად გა­დად­გმუ­ლი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­ბი­ჯია.

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის შექ­მნის­თა­ნა­ვე სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გაჩ­ნდა უამ­რა­ვი ყალ­ბი, არა­ზუს­ტი და და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია მის უკუჩ­ვე­ნე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ერ­თა­დერ­თი, რაც და­ზუს­ტე­ბით ვი­ცით, ზო­გი­ერთ ვაქ­ცი­ნი­რე­ბულს გა­მო­უვ­ლინ­და ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია და ბრი­ტა­ნეთ­ში ალერ­გი­უ­ლი ფო­ნის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს რე­კო­მენ­და­ცია მის­ცეს, რომ ის არ გა­ი­კე­თონ.

სწო­რედ იმის გამო, რომ ვაქ­ცი­ნი­სად­მი ბევ­რი სკეპ­ტი­კუ­რა­დაა გან­წყო­ბი­ლი, ცნო­ბილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ აცრა სა­ჯა­როდ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ.

მათ შო­რი­საა მსა­ხი­ო­ბი იან მა­კ­კე­ლე­ნი, რო­მელ­მაც "ტვი­ტერ­ში“ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ და­წე­რა: "ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან იღ­ბლი­ა­ნი ვარ, რომ ვაქ­ცი­ნა გა­ვი­კე­თე და ყვე­ლას უყოყ­მა­ნოდ ვურ­ჩევ იგი­ვეს.“

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა გა­ი­კე­თა აშშ-ის ვიცე პრე­ზი­დენ­ტმა მაიკ პენ­სმაც, ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ­დე კი მან "ტვი­ტე­რის“ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე და­წე­რა: "ეს ის­ტო­რი­უ­ლი კვი­რაა, ჩვენ ვიკ­რი­ბე­ბით, რათა ამე­რი­კელ ხალ­ხს და­ვუმ­ტკი­ცოთ, რომ იმე­დი არ­სე­ბობს. მე მი­ვი­ღებ უსაფრ­თხო და ეფექ­ტურ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნას და ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ეს იქ­ნე­ბა ნდო­ბის წყა­რო ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის­თვის.“

"ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნა გა­ი­კე­თა ამე­რი­კის კონ­გრე­სის წევ­რმა, ალექ­სან­დრია ოკა­სიო კორ­ტეს­მაც, ამ­ბა­ვი კი მან სა­ზო­გა­დო­ე­ბას "ინ­სტაგ­რამ სთო­რის" სა­შუ­ა­ლე­ბით ამ­ცნო.

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ აიც­რა პო­პუ­ლა­რუ­ლი ამე­რი­კუ­ლი შოუს, The Bachelorette-ის ვარ­სკვლა­ვი, ჯო პარ­კი. "თავს ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ“, - და­წე­რა მან "ინ­სტაგ­რამ­ზე“ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ.

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ ის­რა­ელ­ში პირ­ველ­მა გა­ი­კე­თა. ვაქ­ცი­ნა მან პირ­და­პირ ეთერ­ში გა­ი­კე­თა. "ეს არის ერთი მცი­რე ინექ­ცია ადა­მი­ა­ნის­თვის და გი­გან­ტი ნახ­ტო­მი ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და ნე­თა­ნი­აჰუმ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, დღეს სა­ჯა­როდ გა­ი­კე­თებს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნას აშშ-ის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ჯო ბა­ი­დე­ნიც.

კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი COVID-19 ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნი­დან გავ­რცელ­და. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ პან­დე­მია 2020 წლის 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და. ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის გა­მოვ­ლე­ნი­დან ამ დრომ­დე მსოფ­ლი­ო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღ­წე­რი­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სის 77,1 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვა, მათ შო­რის 1,7 მი­ლი­ო­ნი პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, 54 მი­ლი­ო­ნი კი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mako
54

სულაც არ მჯერავს რო ამათმა ვაქცინა გაიკეთეს 

წმინდა გაგა
35

მასონთა ლოჟის წევრებს დღეს ,,ცნობილ ადამიანებს" ეძახიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთეს

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთეს

"გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა“, - ამ ცნობილი ფრაზით შეაფასა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. კომპანია Pfizer-ის მიერ შექმნილი Covid-19-ის ვაქცინით, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი დამტკიცებული ვაქცინაა, მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში, ასევე ვაქცინაცია დაიწყო ისრაელშიც. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს პანდემიის დასასრულებლად გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისთანავე სოციალურ ქსელებში გაჩნდა უამრავი ყალბი, არაზუსტი და დაუდასტურებელი ინფორმაცია მის უკუჩვენებებთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც დაზუსტებით ვიცით, ზოგიერთ ვაქცინირებულს გამოუვლინდა ალერგიული რეაქცია და ბრიტანეთში ალერგიული ფონის მქონე ადამიანებს რეკომენდაცია მისცეს, რომ ის არ გაიკეთონ.

სწორედ იმის გამო, რომ ვაქცინისადმი ბევრი სკეპტიკურადაა განწყობილი, ცნობილმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ აცრა საჯაროდ გაეკეთებინათ.

მათ შორისაა მსახიობი იან მაკკელენი, რომელმაც "ტვიტერში“ ვაქცინაციის შემდეგ დაწერა: "ვფიქრობ, ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ვაქცინა გავიკეთე და ყველას უყოყმანოდ ვურჩევ იგივეს.“

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმაც, ვაქცინაციამდე კი მან "ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა: "ეს ისტორიული კვირაა, ჩვენ ვიკრიბებით, რათა ამერიკელ ხალხს დავუმტკიცოთ, რომ იმედი არსებობს. მე მივიღებ უსაფრთხო და ეფექტურ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას და ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება ნდობის წყარო ამერიკელი ხალხისთვის.“

"ფაიზერის“ ვაქცინა გაიკეთა ამერიკის კონგრესის წევრმა, ალექსანდრია ოკასიო კორტესმაც, ამბავი კი მან საზოგადოებას "ინსტაგრამ სთორის" საშუალებით ამცნო.

კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აიცრა პოპულარული ამერიკული შოუს, The Bachelorette-ის ვარსკვლავი, ჯო პარკი. "თავს ძალიან კარგად ვგრძნობ“, - დაწერა მან "ინსტაგრამზე“ ვაქცინაციის შემდეგ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელში პირველმა გაიკეთა. ვაქცინა მან პირდაპირ ეთერში გაიკეთა. "ეს არის ერთი მცირე ინექცია ადამიანისთვის და გიგანტი ნახტომი ჩვენი ჯანმრთელობისთვის", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

როგორც ცნობილია, დღეს საჯაროდ გაიკეთებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც.

კორონავირუსის ახალი შტამი COVID-19 ოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ვირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან ამ დრომდე მსოფლიოში ოფიციალურად აღწერილია კორონავირუსის 77,1 მილიონი შემთხვევა, მათ შორის 1,7 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, 54 მილიონი კი გამოჯანმრთელდა.

ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში - 42 გარდაცვლილი და 800-ზე მეტი დაშავებული

Bloomberg: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ 23 ადამიანის გარდაცვალების გამო, ნორვეგიაში მოსახლეობას აფრთხილებენ

თალიბანის ლიდერი პატარძლების ყიდვისა და მრავალცოლიანობის წინააღმდეგ გამოდის - "საცოლის ფასის გამო, კორუფციულ გარიგებებში ერთვებიან"