საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელყუმბარა არ ჰქონია" - რას ყვება გუშინ, გლდანში დაკავებული პირის ადვოკატი
"ხელყუმბარა არ ჰქონია" - რას ყვება გუშინ, გლდანში დაკავებული პირის ადვოკატი

გლ­და­ნის რა­ი­ონ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი გი­ორ­გი მე­რა­ბიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი თა­მარ აბე­სა­ძე აცხა­დებს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს ხელ­ში არც ხელ­ყუმ­ბა­რა ეკა­ვა და პო­ლი­ცი­ა­საც ჩხრე­კის დროს არა­ფე­რი ამო­უ­ღია.

თა­მარ აბე­სა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი არ აქვს, რად­გან ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას ელო­დე­ბი­ან.

„მე თა­ვად და­მი­რე­კა გი­ორ­გი მე­რა­ბიშ­ვილ­მა "მე­სინ­ჯე­რის" თვა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით და მი­თხრა, რომ მას­თან მი­დი­ო­და პო­ლი­ცია. მე გახ­სნი­ლი ხელ­ყუმ­ბა­რა მი­კა­ვია ხელ­ში და თუ არ მოხ­ვალ, მე მათ არ ჩავ­ბარ­დე­ბი, თუ მოხ­ვალ უსაფრ­თხოდ ვიქ­ნე­ბიო. მას ჰქონ­და ეჭვი და შიში - შე­იძ­ლე­ბა ჩემი ლიკ­ვი­და­ცია მო­ახ­დი­ნო­ნო. პო­ლი­ცი­ა­საც გა­უგ­ზავ­ნა რო­გორც ვიცი ვი­დე­ო­ე­ბი თუ ლა­ივ­ში ესა­უბ­რა, არ ვიცი. ამის შემ­დეგ პო­ლი­ცია და­მი­კავ­შირ­და და მი­თხრა, რომ უნდა დავ­ხმა­რე­ბო­დი. მათ რომ არ ეთ­ქვათ მე მა­ინც უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, საფრ­თხის შემ­ცვე­ლი იყო, რას იზამ­და, არ ვი­ცო­დით - ინ­ფორ­მა­ცია გაჟ­ღერ­და, რომ გახ­სნილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ეკა­ვა ხელ­ყუმ­ბა­რა და სა­ნამ არ მი­ვი­დო­დით ჩვენ არ ვი­ცო­დით რე­ა­ლუ­რად რა ხდე­ბო­და. ამი­ტომ წა­ვე­დი, გზა­ზე შემ­ხვდა პო­ლი­ცია და მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ, რომ არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა. პირი ითხოვ­და, ჩემს მის­ვლას და ამ შემ­თხვე­ვა­ში ამ­ბობ­და, რომ ჩა­ბარ­დე­ბო­და. იმის ფიქ­რიც ჰქონ­და, რომ რა­ი­მე არ ჩა­ე­დოთ, ან ქმე­დე­ბის დამ­ძი­მე­ბა არ მომ­ხდა­რი­ყო. ასე რომ, პირ­ვე­ლი მე შე­ვე­დი, ხე­ლე­ბი ას­წია, ტან­ზე გა­ი­ხა­და და მერე უკვე პო­ლი­ცი­აც შე­მომ­ყვა - 50 მეტ­რის და­შო­რე­ბა იყო. ამ დროს მე ვი­დე­ქი უკვე მის გვერ­დით და მას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბო­და - არ­სე­ბო­ბენ პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ცი­ას მტრად აღიქ­ვა­მენ, ასე­თი ფიქ­რე­ბი ჰქონ­და და ამი­ტომ ითხოვ­და ჩემს მის­ვლას . არა­ფე­რი არ ჰქონ­და ხელ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად. არც არა­ფე­რია ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან სუ­ლე­ლი იქ­ნე­ბო­და რა­ი­მე ჰქო­ნო­და ხელ­ში“, - აცხა­დებს თა­მარ აბე­სა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, როცა ის სახ­ლში შე­ვი­და, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი მარ­ტო იმ­ყო­ფე­ბო­და.

„საქ­მე არის და­წყე­ბუ­ლი მე­უღ­ლეს­თან კონფქლიტ­ზე. ცოლ-ქმა­რი ცხოვ­რო­ბენ თემ­ქა­ზე, კონ­ფლიქ­ტი რომ მო­უ­ვი­დათ, ეს ბიჭი გა­ე­რი­და და წა­ვი­და ბი­ძა­მის­თან გლ­დან­ში. ეს ბიჭი იყო გლ­დან­ში და რო­გორც ვიცი, მე­უღ­ლემ და­უ­წე­რა სა­ჩი­ვა­რი“ , - გა­ნა­ცხა­და აბე­სა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, ამ­ჟა­მად ქურ­დო­ბის­თვის პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი გ.მ. მუ­ქა­რის და ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ გ.მ., რო­მე­ლიც გლ­და­ნის რა­ი­ონ­ში, ახ­ლო­ბელ­თან სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე, თან­ნა­ქო­ნი ხელ­ყუმ­ბა­რის აფეთ­ქე­ბით იმუქ­რე­ბო­და. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოხ­და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე და 151-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა­სა და მუ­ქა­რას გუ­ლის­ხმობს. და­ნა­შა­უ­ლი 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
temo
6

ხელზე ჰქონია მიხატული ხელყუმბარა,ეს პოლიციაც ვერ ანსხვავებს რა მიხატულსა და რეალურს,ხელოვანსა და ხულიგანს.

გელა
7

ჩემი ოცნების ქალია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ხელყუმბარა არ ჰქონია" - რას ყვება გუშინ, გლდანში დაკავებული პირის ადვოკატი

"ხელყუმბარა არ ჰქონია" - რას ყვება გუშინ, გლდანში დაკავებული პირის ადვოკატი

გლდანის რაიონში დაკავებული გიორგი მერაბიშვილის ადვოკატი თამარ აბესაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელში არც ხელყუმბარა ეკავა და პოლიციასაც ჩხრეკის დროს არაფერი ამოუღია.

თამარ აბესაძის განცხადებით, ჯერჯერობით მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარდგენილი არ აქვს, რადგან ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.

„მე თავად დამირეკა გიორგი მერაბიშვილმა "მესინჯერის" თვალის საშუალებით და მითხრა, რომ მასთან მიდიოდა პოლიცია. მე გახსნილი ხელყუმბარა მიკავია ხელში და თუ არ მოხვალ, მე მათ არ ჩავბარდები, თუ მოხვალ უსაფრთხოდ ვიქნებიო. მას ჰქონდა ეჭვი და შიში - შეიძლება ჩემი ლიკვიდაცია მოახდინონო. პოლიციასაც გაუგზავნა როგორც ვიცი ვიდეოები თუ ლაივში ესაუბრა, არ ვიცი. ამის შემდეგ პოლიცია დამიკავშირდა და მითხრა, რომ უნდა დავხმარებოდი. მათ რომ არ ეთქვათ მე მაინც უნდა წავსულიყავი, საფრთხის შემცველი იყო, რას იზამდა, არ ვიცოდით - ინფორმაცია გაჟღერდა, რომ გახსნილ მდგომარეობაში ეკავა ხელყუმბარა და სანამ არ მივიდოდით ჩვენ არ ვიცოდით რეალურად რა ხდებოდა. ამიტომ წავედი, გზაზე შემხვდა პოლიცია და მოვილაპარაკეთ, რომ არ უნდა ყოფილიყო გაღიზიანება. პირი ითხოვდა, ჩემს მისვლას და ამ შემთხვევაში ამბობდა, რომ ჩაბარდებოდა. იმის ფიქრიც ჰქონდა, რომ რაიმე არ ჩაედოთ, ან ქმედების დამძიმება არ მომხდარიყო. ასე რომ, პირველი მე შევედი, ხელები ასწია, ტანზე გაიხადა და მერე უკვე პოლიციაც შემომყვა - 50 მეტრის დაშორება იყო. ამ დროს მე ვიდექი უკვე მის გვერდით და მას საფრთხე არ ემუქრებოდა - არსებობენ პირები, რომლებიც პოლიციას მტრად აღიქვამენ, ასეთი ფიქრები ჰქონდა და ამიტომ ითხოვდა ჩემს მისვლას . არაფერი არ ჰქონდა ხელში აბსოლუტურად. არც არაფერია ჩხრეკის შედეგად ამოღებული. ძალიან სულელი იქნებოდა რაიმე ჰქონოდა ხელში“, - აცხადებს თამარ აბესაძე.

მისივე თქმით, როცა ის სახლში შევიდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მარტო იმყოფებოდა.

„საქმე არის დაწყებული მეუღლესთან კონფქლიტზე. ცოლ-ქმარი ცხოვრობენ თემქაზე, კონფლიქტი რომ მოუვიდათ, ეს ბიჭი გაერიდა და წავიდა ბიძამისთან გლდანში. ეს ბიჭი იყო გლდანში და როგორც ვიცი, მეუღლემ დაუწერა საჩივარი“ , - განაცხადა აბესაძემ.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, 1991 წელს დაბადებული, ამჟამად ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ. მუქარის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ გ.მ., რომელიც გლდანის რაიონში, ახლობელთან სტუმრად იმყოფებოდა, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, თანნაქონი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მუქარას გულისხმობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სად  წავა? დღეს არა, ხვალ დავაკავებთ..." - ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე

გიორგი მერაბიშვილს, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, პატიმრობა შეეფარდა

"ჩემი ჭიშკრიდან მისდევდა სროლით... ტყუილია, რომ მფარველები არ ჰყავდა" - რა დეტალებს იხსენებს დედა ზურაბ ტარყაშვილზე, რომლის მკვლელობაში ბრალდებულიც წლების შემდეგ დააკავეს