საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავადმყოფი კაცი ვარ, ვნერვიულობ, მკვდარია, ცოცხალია... ბიძინას რომ ენახა, მეტყოდა" - ტარიელ ესებუა დაკავებულ და ძებნილ შვილებზე
"ავადმყოფი კაცი ვარ, ვნერვიულობ, მკვდარია, ცოცხალია... ბიძინას რომ ენახა, მეტყოდა" - ტარიელ ესებუა დაკავებულ და ძებნილ შვილებზე

"სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე" თავ­დას­ხმის­თვის ძებ­ნი­ლი ბად­რი ესე­ბუ­ას მამა, ტა­რი­ელ ესე­ბუა გა­მო­რი­ცხავს, რომ ბი­ძი­ნა ესე­ბუ­ას ძმას­თან რა­ი­მე კონ­ტაქ­ტი ჰქო­ნო­და და ოჯახ­ში ამის შე­სა­ხებ არ ეთ­ქვა.

რო­გორც "ტვ პირ­ველ­თან" სა­უ­ბარ­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მამა ამ­ბობს, ასე­ვე არას­წო­რია ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბი­ძი­ნა ესე­ბუ­ას საბ­რძო­ლო მა­სა­ლა ჰქო­ნო­და თან.

"ბი­ძი­ნას საბ­რძო­ლო მა­სა­ლა სა­ი­დან ექ­ნე­ბო­და? რაში ჭირ­დე­ბო­და? მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი ჰყავ­და... ამის­თვის ეცა­ლა? ძმას­თან 25 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ არ ჰქო­ნია რა­ი­მე კონ­ტაქ­ტი და რომც ჰქო­ნო­და აუ­ცი­ლებ­ლად მე­ტყო­და.

ავად­მყო­ფი კაცი ვარ, ვნერ­ვი­უ­ლობ, მკვდა­რია, ცო­ცხა­ლია... რომ ენა­ხა ბი­ძი­ნას, მე­ტყო­და, აქ არის ნუ გე­ში­ნი­აო. ჩვენს ოჯახს მას­თან კონ­ტაქ­ტი არ აქვს" - ამ­ბობს ტა­რი­ელ ესე­ბუა.

ის ასე­ვე ზუგ­დიდ­ში მომ­ხდარ ხმა­უ­რი­ან თავ­დას­ხმა­ზეც სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ნა­ნა­ხი პირი მის შვილს არ ჰგავს.

"მსგავ­სე­ბას ვერ ვხე­დავ, თვა­ლე­ბი ჩემს შვილს უფრო წვრი­ლი აქვს. სი­მაღ­ლე­შიც არ ემ­თხვე­ვი­ან. ჩემი შვი­ლი უფრო და­ბა­ლია. ვე­რაფ­რით ვამ­სგავ­სებ ბად­რის. რაც შე­ე­ხე­ბა ხმას, არც ეს ემ­თხვე­ვა. ვფიქ­რობ ის ჩემი შვი­ლი არ არის" - ამ­ბობს ტა­რი­ელ ესე­ბუა.

მისი თქმით, ბანკზე თავ­დას­ხმის მე­ო­რე დღეს მისი შვი­ლი სახ­ლში მი­ვი­და და ღა­მეც გა­ა­თე­ნა, დი­ლით კი ზუგ­დი­დის ცენ­ტრში, დე­ი­დას­თან მი­ვი­და. ბრალ­დე­ბუ­ლის მა­მის გან­ცხა­დე­ბით, ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა იმის­თვის, რომ მისი შვი­ლი და­ნა­შა­ულ­თან კავ­შირ­ში არ არის.

"ამის გამ­კე­თე­ბე­ლი ზუგ­დიდ­ში გა­ჩერ­დე­ბო­და. არ ვიცი რა­ტომ არ ჩნდე­ბა ახლა. რა­ღა­ცის ეში­ნია ალ­ბათ, რისი ეში­ნი არ ვიცი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბად­რი ესე­ბუა ზუგ­დიდ­ში „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ და­ყა­ჩა­ღე­ბის­თვი­საა ძებ­ნი­ლი.

ამას­თან, შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ამ ბად­რი ესე­ბუ­ას ძმა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის შე­ძე­ნა- შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა.

“ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, ვი­ნა­ი­დან არ­სე­ბობ­და ვა­რა­უ­დი, რომ ბ.ე.-ს მი­მალ­ვა­ში მყოფ ძმას­თან ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი და მის­თვის უნდა გა­და­ე­ცა სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბი, პო­ლი­ცი­ის მიერ მის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა - ვი­ზუ­ა­ლუ­რი კონ­ტრო­ლი. ღო­ნის­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ბ.ე.-მ მი­მალ­ვა სცა­და, რა დრო­საც პო­ლი­ცი­ამ ის და­ა­კა­ვა. და­კა­ვე­ბუ­ლის კუთ­ვნი­ლი „ბმვ“-ს მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნის ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლია 2 ხელ­ყუმ­ბა­რა, ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ვაზ­ნე­ბი, სა­ძი­ლე ტო­მა­რა, კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი და ტან­საც­მე­ლი”,- აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
22

ძმასთან კონტაქტი თუ ქონდა ფარული თვალთვალით გაყოლოდნენ და კვალზე გავიდოდნენ. რაღაც " ნე ტო".

დვალთელი
27

ცოცხალი იქნება აბა რა მოკლავს ნახევარ მილიონს ჩახუტებულ კაცს, ისე არ იღორა, მილიონი რო არ მოითხოვა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ავადმყოფი კაცი ვარ, ვნერვიულობ, მკვდარია, ცოცხალია... ბიძინას რომ ენახა, მეტყოდა" - ტარიელ ესებუა დაკავებულ და ძებნილ შვილებზე

"ავადმყოფი კაცი ვარ, ვნერვიულობ, მკვდარია, ცოცხალია... ბიძინას რომ ენახა, მეტყოდა" - ტარიელ ესებუა დაკავებულ და ძებნილ შვილებზე

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა გამორიცხავს, რომ ბიძინა ესებუას ძმასთან რაიმე კონტაქტი ჰქონოდა და ოჯახში ამის შესახებ არ ეთქვა.

როგორც "ტვ პირველთან" საუბარში ბრალდებულის მამა ამბობს, ასევე არასწორია ინფორმაცია, რომ ბიძინა ესებუას საბრძოლო მასალა ჰქონოდა თან.

"ბიძინას საბრძოლო მასალა საიდან ექნებოდა? რაში ჭირდებოდა? მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავდა... ამისთვის ეცალა? ძმასთან 25 ნოემბრის შემდეგ არ ჰქონია რაიმე კონტაქტი და რომც ჰქონოდა აუცილებლად მეტყოდა.

ავადმყოფი კაცი ვარ, ვნერვიულობ, მკვდარია, ცოცხალია... რომ ენახა ბიძინას, მეტყოდა, აქ არის ნუ გეშინიაო. ჩვენს ოჯახს მასთან კონტაქტი არ აქვს" - ამბობს ტარიელ ესებუა.

ის ასევე ზუგდიდში მომხდარ ხმაურიან თავდასხმაზეც საუბრობს და ამბობს, რომ გავრცელებულ კადრებში ნანახი პირი მის შვილს არ ჰგავს.

"მსგავსებას ვერ ვხედავ, თვალები ჩემს შვილს უფრო წვრილი აქვს. სიმაღლეშიც არ ემთხვევიან. ჩემი შვილი უფრო დაბალია. ვერაფრით ვამსგავსებ ბადრის. რაც შეეხება ხმას, არც ეს ემთხვევა. ვფიქრობ ის ჩემი შვილი არ არის" - ამბობს ტარიელ ესებუა.

მისი თქმით, ბანკზე თავდასხმის მეორე დღეს მისი შვილი სახლში მივიდა და ღამეც გაათენა, დილით კი ზუგდიდის ცენტრში, დეიდასთან მივიდა. ბრალდებულის მამის განცხადებით, ეს მტკიცებულებაა იმისთვის, რომ მისი შვილი დანაშაულთან კავშირში არ არის.

"ამის გამკეთებელი ზუგდიდში გაჩერდებოდა. არ ვიცი რატომ არ ჩნდება ახლა. რაღაცის ეშინია ალბათ, რისი ეშინი არ ვიცი.

შეგახსენებთ, რომ ბადრი ესებუა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებისთვისაა ძებნილი.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ბადრი ესებუას ძმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა- შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.

“ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბ.ე.-ს მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბ.ე.-მ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა. დაკავებულის კუთვნილი „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი”,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზუგდიდში, დისტიბურციის მანქანით გაუჩინარებული მამაკაცი შალვა გულუა სახლში დაბრუნდა

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისა და კიდევ ერთი პირის დაჭრის საქმეზე ბრალდებულ სამართალდამცავს პატიმრობა შეეფარდა

სამტრედიაში დააკავეს პირი, რომელმაც მეზობელი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა - რა განცხადებას ავრცელებს შსს მომხდარის შესახებ