სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქვეყანაში კლინიკური ვაკჰანალიაა... შეზღუდვების მოხსნა მიზანშეწონილი არ არის" - ექიმი ვახტანგ კალოიანი
"ქვეყანაში კლინიკური ვაკჰანალიაა... შეზღუდვების მოხსნა მიზანშეწონილი არ არის" - ექიმი ვახტანგ კალოიანი

ექი­მის, ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი­ი­სა და კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის ასო­ცი­ა­ცი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლის, ვახ­ტანგ კა­ლო­ი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, 24 დე­კემ­ბრი­დან რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის.

რო­გორც კა­ლო­ი­ან­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „რე­ზი­უ­მე­ში“ აღ­ნიშ­ნა, ქვე­ყა­ნა­ში მო­ბი­ლო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი ხა­რის­ხით გაზ­რდა სა­ხი­ფა­თოა.

"შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის. ჩვე­ნი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა საკ­მა­ოდ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­დატ­ვირ­თუ­ლია კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის და რე­ა­ნი­მა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბით და მე არ მგო­ნია, რომ სის­ტე­მამ უსაფრ­თხოდ გა­უძ­ლოს იგი­ვეს, რაც იყო დე­კემ­ბრის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში ან სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს ბა­თუმ­ში.

ჩემი აზ­რით, არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა. არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ გახ­სნის შემ­თხვე­ვა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ა­ხერ­ხებს ადეკ­ვა­ტუ­რად მარ­თოს ნა­კა­დე­ბი და მარ­თოს იმ შე­ზღუდ­ვე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, რაც იქ­ნე­ბა დარ­ჩე­ნი­ლი. ამის ბევ­რი მა­გა­ლი­თი გვაქვს, კა­ტას­ტრო­ფუ­ლი „შავი პა­რას­კე­ვი“, არ­ჩევ­ნე­ბი და ბევ­რი მსგავ­სი ფაქ­ტია, რო­მე­ლიც არ გვაძ­ლევს იმა­ზე ფიქ­რის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მოხ­სნის შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია უსაფრ­თხოდ ვი­ყოთ. ჩემი აზ­რით, იან­ვარ-თე­ბერ­ვა­ლი მოგ­ვი­წევს მეტ-ნაკ­ლე­ბი შე­ზღუდ­ვე­ბის რე­ჟიმ­ში ცხოვ­რე­ბა, რათა უსაფრ­თხოდ ვი­ყოთ. დღეს 18 დე­კემ­ბე­რია, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მარ­თვის რო­გორ ფან­ტას­ტი­ურ და უსაფრ­თხო სის­ტე­მას­თან გვაქვს საქ­მე, რომ ერთ კვი­რა­ში უნდა გა­დავ­წყვი­ტოთ გავ­ხსნით თუ არა სა­ა­ხალ­წლოდ ქვე­ყა­ნას და ახლა უნდა წარ­მო­ად­გი­ნონ მო­ლებ­მა გეგ­მა, შეძ­ლე­ბენ თუ არა ისი­ნი რი­გე­ბის მარ­თვას“,- გა­ნა­ცხა­და კა­ლო­ი­ან­მა.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში "კლი­ნი­კუ­რი ვაკ­ჰა­ნა­ლი­აა".

"ასე­თი კლი­ნი­კუ­რი ვაკ­ჰა­ნა­ლია, რაც ჩვენ გვაქვს სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან კო­ვი­დის მარ­თვა­ში, მე ბევ­რი არ მახ­სოვს. ბევ­რი პან­დე­მია, ომი და სხვა­დას­ხვა ჯან­დაც­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­მივ­ლია ჩემი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და ასე­თი გა­უ­გებ­რო­ბა და „დომ­ხა­ლი“ არ მახ­სოვს. ძა­ლი­ან ბევ­რი კლი­ნი­კუ­რი პრო­ტო­კო­ლი და სა­კი­თხი არ გვაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. რე­ა­ლუ­რად, თან­მიმ­დევ­რუ­ლად და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად არც არა­ფე­რი არ კეთ­დე­ბა. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში, კლი­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის ლი­დე­რი ამ­ბობს - რა ვქნა, ახლა იმი­ტომ კვდე­ბა ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი, რომ არ მცა­ლია ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტი ვნა­ხოო და ეს უკვე მე­ტყვე­ლებს, სის­ტე­მა რო­გორ გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლო­ი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰმ
0

რა საინტერესო მოსაზრებაა

ექიმი არ უნდა გამოდიოდეს პოლიტიკური შეფასებებით

და ასეთი პანდემია გახსოვთ ბატონო ვახტანგ?

გიორგი
0
ბატონო ვახტანგ! თქვენს ისტორიულ სამშობლოში, ანუ ჩვენს მეზობელ სასომხეთში როგორი მდგომარეობაა კორონავირუსით დაავადებულთა მხრივ?
რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ქვეყანაში კლინიკური ვაკჰანალიაა... შეზღუდვების მოხსნა მიზანშეწონილი არ არის" - ექიმი ვახტანგ კალოიანი

"ქვეყანაში კლინიკური ვაკჰანალიაა... შეზღუდვების მოხსნა მიზანშეწონილი არ არის" - ექიმი ვახტანგ კალოიანი

ექიმის, ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებლის, ვახტანგ კალოიანის განცხადებით, 24 დეკემბრიდან რეგულაციების შემსუბუქება მიზანშეწონილი არ არის.

როგორც კალოიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აღნიშნა, ქვეყანაში მობილობის ნებისმიერი ხარისხით გაზრდა სახიფათოა.

"შეზღუდვების მოხსნა მიზანშეწონილი არ არის. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, განსაკუთრებით გადატვირთულია კრიტიკული მედიცინის და რეანიმაციის განყოფილებები მძიმე პაციენტებით და მე არ მგონია, რომ სისტემამ უსაფრთხოდ გაუძლოს იგივეს, რაც იყო დეკემბრის პირველ ნახევარში, ოქტომბრის დასაწყისში ან სექტემბრის ბოლოს ბათუმში.

ჩემი აზრით, არ არის მიზანშეწონილი შეზღუდვების მოხსნა. არ ვარ დარწმუნებული, რომ გახსნის შემთხვევაში ხელისუფლება მოახერხებს ადეკვატურად მართოს ნაკადები და მართოს იმ შეზღუდვების შესრულება, რაც იქნება დარჩენილი. ამის ბევრი მაგალითი გვაქვს, კატასტროფული „შავი პარასკევი“, არჩევნები და ბევრი მსგავსი ფაქტია, რომელიც არ გვაძლევს იმაზე ფიქრის საშუალებას, რომ მოხსნის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია უსაფრთხოდ ვიყოთ. ჩემი აზრით, იანვარ-თებერვალი მოგვიწევს მეტ-ნაკლები შეზღუდვების რეჟიმში ცხოვრება, რათა უსაფრთხოდ ვიყოთ. დღეს 18 დეკემბერია, წარმოიდგინეთ, მართვის როგორ ფანტასტიურ და უსაფრთხო სისტემასთან გვაქვს საქმე, რომ ერთ კვირაში უნდა გადავწყვიტოთ გავხსნით თუ არა საახალწლოდ ქვეყანას და ახლა უნდა წარმოადგინონ მოლებმა გეგმა, შეძლებენ თუ არა ისინი რიგების მართვას“,- განაცხადა კალოიანმა.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში "კლინიკური ვაკჰანალიაა".

"ასეთი კლინიკური ვაკჰანალია, რაც ჩვენ გვაქვს სახელმწიფოს მხრიდან კოვიდის მართვაში, მე ბევრი არ მახსოვს. ბევრი პანდემია, ომი და სხვადასხვა ჯანდაცვითი პრობლემები გამომივლია ჩემი კარიერის განმავლობაში და ასეთი გაუგებრობა და „დომხალი“ არ მახსოვს. ძალიან ბევრი კლინიკური პროტოკოლი და საკითხი არ გვაქვს გაკეთებული. რეალურად, თანმიმდევრულად და ორგანიზებულად არც არაფერი არ კეთდება. ერთ-ერთ ინტერვიუში, კლინიკური ჯგუფის ლიდერი ამბობს - რა ვქნა, ახლა იმიტომ კვდება ამდენი ადამიანი, რომ არ მცალია ყველა პაციენტი ვნახოო და ეს უკვე მეტყველებს, სისტემა როგორ გამართულად მუშაობს“, - განაცხადა კალოიანმა.

Mastercard Kings Georgia-სთან თანამშრომლობას იწყებს

დღეს ნიკოლოზობაა - პატრიარქი წირვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს

"საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება ადრე დაიწყოს ვაქცინაცია" - თამარ გაბუნია