მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ფოტოზე ის წამია ასახული, როცა გოჩა მიჰყავთ იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან" - რას წერდა წულუკიანი ბლოგში ლორთქიფანიძეზე, რომელიც მის შემცვლელად დასახელდა
"ამ ფოტოზე ის წამია ასახული, როცა გოჩა მიჰყავთ იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან" - რას წერდა წულუკიანი ბლოგში ლორთქიფანიძეზე, რომელიც მის შემცვლელად დასახელდა

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს მთავ­რო­ბის ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა წა­რედ­გი­ნა. დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში ახა­ლი სახე გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის პოსტს და­ი­კა­ვებს.

მთავ­რო­ბის და­ნარ­ჩე­ნი შე­მად­გენ­ლო­ბა უც­ვლე­ლია.

56 წლის ლორ­თქი­ფა­ნი­ძე იუ­რის­ტია, გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლო­სა და დას­ვლე­თის ქვეყ­ნე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, აქვს სა­მეც­ნი­ე­რო-პე­და­გო­გი­უ­რი მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ევ­რო­პი­სა და აშშ-ის წამ­ყვან კვლე­ვით ცენ­ტრებ­ში.

სხვა­დას­ხვა დროს მუ­შა­ობ­და რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, ისე - სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში. მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში კონ­ფლიქ­ტო­ლო­გი­ის, ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ე­ბის თა­ნა­მე­გობ­რო­ბის სა­კი­თხებ­ზე, არის სა­ქარ­თვე­ლო­სა და უცხო­ეთ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის ავ­ტო­რი.

1991-2005 წლებ­ში სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ობ­და, 2005 წელს და­ი­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩევ­ლად სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სა­კი­თხებ­ში; 2007-2010 წლებ­ში. კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­უ­ლი მკვლე­ვა­რი იყო, 2010-2013 წლებ­ში - ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ადი­უნ­ქტ-პრო­ფე­სო­რი; 2013 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და.

მის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს იუს­ტი­ცი­ის უკვე ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი სა­კუ­თარ ბლოგ­ში. სა­უ­ბა­რია 1993 წელს აფხა­ზეთ­ში მომ­ხდარ ფაქ­ტზე. მა­შინ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­ე­როს სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე იყო და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ის სოჭ­ში ტვირ­თის შე­ტა­ნა­ზე მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად გაგ­ზავ­ნა.

"ამ ფო­ტო­ზე 1993 წლის 30 იან­ვრის ის ერთი წა­მია ასა­ხუ­ლი, როცა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ბო­ე­ვიკს ჩემი მო­ად­გი­ლე, გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით ჯგუ­ფი­დან გა­მო­ურ­ჩე­ვია და მიჰ­ყავს იქით, სა­ი­და­ნაც აღარ ბრუნ­დე­ბი­ან.

ჩვენს და­ღუ­პულ გმი­რებ­თან ერ­თად დღეს იმა­თაც მსურს მი­ვა­გო პა­ტი­ვი, ვინც გა­დარ­ჩა და ბრძო­ლას აგ­რძე­ლებს. მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი ბრძო­ლა სულ სხვა ბრძო­ლაა. ეს არის ბრძო­ლა შე­რი­გე­ბის­თვის, ბრძო­ლა იმის­თვის, რომ ომი არა­სო­დეს არ გან­მე­ორ­დეს.

შე­რი­გე­ბის და გამ­თლი­ა­ნე­ბის იმედს კი სწო­რედ ეს ფოტო და მისი ის­ტო­რია იძ­ლე­ვა.

გოჩა ამ დროს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­ე­როს სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეა. ტყვარ­ჩე­ლი ქარ­თველ მე­ომ­რებს ალ­ყა­ში ჰყავთ. გა­ე­რო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თის შე­ტა­ნას ცდი­ლობს ალ­ყა­ში მოხ­ვედ­რი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. გო­ჩას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ავა­ლებს სოჭ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი აწა­მო­ოს ტვირ­თის შე­ტა­ნის პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ. გო­ჩაც, იღებს თა­ვის დიპ­ლო­მატს, რო­მელ­შიც სა­წე­რი ქა­ღალ­დე­ბი უწყვია, და მი­დის ვა­ზი­ა­ნი­დან სოჭ­ში. დიდი ხნის რთუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ, რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი, გა­ე­როს შვე­დი გე­ნე­რა­ლი, წი­თე­ლი ჯვა­რი და გოჩა ფორ­მატ­ზე თან­ხმდე­ბი­ან. ფორ­მა­ტი ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ტვირთთან ერ­თად ყვე­ლა ამ მხა­რის ტყვარ­ჩელ­ში შეფ­რე­ნას გუ­ლის­ხმობს.

მო­ლა­პა­რა­კე­ბა სა­კუ­თა­რი სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მიზ­ნე­ბი­სათ­ვის, ესაა ის, რა­შიც გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე სოჭ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ღე­ბუ­ლობს და თან­ხმდე­ბა. სა­გა­რე­ომ ეს შე­დე­გი არ იცის, იცის მხო­ლოდ ის, რომ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მი­ავ­ლი­ნა მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე.

ტყვარ­ჩელ­ში დაფ­რე­ნილ სამ ვერ­ტმფრენს აფხა­ზე­ბის გამ­წა­რე­ბუ­ლი ტალ­ღა შე­მო­ერ­ტყა გარს და იქი­დან გად­მო­სუ­ლი პი­რე­ბი აი­ტა­ცა. გოჩა რომ ქარ­თვე­ლია ეს იცი­ან. მთავ­რო­ბას რომ წარ­მო­ად­გენს ესეც. რუს­მა გე­ნე­რალ­მა გამ­წა­რე­ბულ აფხა­ზებს გა­და­უ­ლა­პა­რა­კა, რას მერ­ჩით, ია ჟე ნე გრუ­ზინ, რე­ბი­ა­ტაო. მთა­ვა­რი აგ­რე­სია გო­ჩა­ზეა და წი­თე­ლი ჯვრის ქარ­თველ წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე, ვოვა მეს­ხზე, მაგ­რამ თუ მოკ­ლეს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია მა­ინც მო­ი­თხოვს მას­ზე პა­სუხს, რაც მა­ინც შე­ღა­ვა­თია.

ტვირ­თი ჩა­მო­ი­ცა­ლა, მარ­გამ ხალ­ხი მა­ინც აგ­რე­სი­უ­ლია და პა­სუხს ითხოვს ქარ­თუ­ლი მთავ­რო­ბი­სა­გან. მთავ­რო­ბა კი გო­ჩაა. მიგ­ვიშ­ვი­თო, იძა­ხი­ან. უცებ, სა­ი­დან­ღაც გო­ჩას ჯგუ­ფე­ლი სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან, აფხა­ზი თე­მურ ერ­ქვა­ნია გა­მოჩ­ნდა, ავ­ტო­მა­ტით ხელ­ში და მის­კენ გა­მო­ე­მარ­თა. ქარ­თუ­ლი სის­ხლი აქვს ხე­ლებ­ზე, გა­ი­ფიქ­რა გო­ჩამ, რომ­ლის­თვი­საც სიკ­ვდი­ლი ამ დროს სი­ბე­რეს­თან უკვე აღა­რაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ერ­ქვა­ნი­ას­გან მარ­ჯვე­ნა ხელი წა­მო­ვი­და ავ­ტო­მა­ტის გა­რე­შე, გა­მარ­ჯო­ბის ნიშ­ნად, რო­მელ­საც გო­ჩამ სა­კუ­თა­რი შე­ა­გე­ბა და უთხრა : “ანცშ­ვამ გან­გვსა­ჯოს”. პა­სუ­ხად ერ­ქვა­ნი­ამ თა­ვი­სი ჯგუ­ფე­ლი დაც­ვის ქვეშ აიყ­ვა­ნა და გა­გი­ჟე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ბის­თვის რომ მო­ე­რი­დე­ბი­ნა, აე­როდ­რო­მის შე­ნო­ბა­ში შე­ა­ცი­ლა. მაგ­რამ ერ­ქვა­ნია წა­ვი­და, საქ­მე აქვს და არ სცა­ლია, ქა­ლა­ქი ალ­ყა­შია... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად ბლოგ­ზე

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
36

ეს რეალური ისტორიაა. საოცრად მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია. თავისი უთქმელობით გაცილებით მეტს აკეთებდა ყოველთვის, დარწმუნებული ვარ ასეა ახლაც. მასში ძალიან ღრმად ცოცხლობს გულანთებული ქართველი, რომელსაც გარეგნულად არსოდეს ამჟღავნებს. უნდა ენდო, რომ გაიგო,რამდენად კარგი ადამიანია. მიხარია რომ მას ნდობა გამოუცხადეს.

.
13

ჩემი ლექტორი.ძალიან კარგი ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ამ ფოტოზე ის წამია ასახული, როცა გოჩა მიჰყავთ იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან" - რას წერდა წულუკიანი ბლოგში ლორთქიფანიძეზე, რომელიც მის შემცვლელად დასახელდა

"ამ ფოტოზე ის წამია ასახული, როცა გოჩა მიჰყავთ იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან" - რას წერდა წულუკიანი ბლოგში ლორთქიფანიძეზე, რომელიც მის შემცვლელად დასახელდა

საქართველოს პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინა. დოკუმენტის თანახმად, მინისტრთა კაბინეტში ახალი სახე გოჩა ლორთქიფანიძე იქნება, რომელიც იუსტიციის მინისტრის პოსტს დაიკავებს.

მთავრობის დანარჩენი შემადგენლობა უცვლელია.

56 წლის ლორთქიფანიძე იურისტია, განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და დასვლეთის ქვეყნების უნივერსიტეტებში, აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება ევროპისა და აშშ-ის წამყვან კვლევით ცენტრებში.

სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც სახელმწიფო, ისე - საერთაშორისო ორგანიზაციებში. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში კონფლიქტოლოგიის, ევროპის უსაფრთხოების, საქართველოსა და ევროატლანტიკური დემოკრატიების თანამეგობრობის საკითხებზე, არის საქართველოსა და უცხოეთში გამოცემული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი.

1991-2005 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, 2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში; 2007-2010 წლებში. კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი იყო, 2010-2013 წლებში - ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი; 2013 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

მის შესახებ საინტერესო ისტორიას იხსენებს იუსტიციის უკვე ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი საკუთარ ბლოგში. საუბარია 1993 წელს აფხაზეთში მომხდარ ფაქტზე. მაშინ ლორთქიფანიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროს სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო და ხელმძღვანელობამ ის სოჭში ტვირთის შეტანაზე მოსალაპარაკებლად გაგზავნა.

"ამ ფოტოზე 1993 წლის 30 იანვრის ის ერთი წამია ასახული, როცა შეიარაღებულ ბოევიკს ჩემი მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე ეთნიკური ნიშნით ჯგუფიდან გამოურჩევია და მიჰყავს იქით, საიდანაც აღარ ბრუნდებიან.

ჩვენს დაღუპულ გმირებთან ერთად დღეს იმათაც მსურს მივაგო პატივი, ვინც გადარჩა და ბრძოლას აგრძელებს. მაგრამ დღევანდელი ბრძოლა სულ სხვა ბრძოლაა. ეს არის ბრძოლა შერიგებისთვის, ბრძოლა იმისთვის, რომ ომი არასოდეს არ განმეორდეს.

შერიგების და გამთლიანების იმედს კი სწორედ ეს ფოტო და მისი ისტორია იძლევა.

გოჩა ამ დროს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროს სამმართველოს უფროსის მოადგილეა. ტყვარჩელი ქართველ მეომრებს ალყაში ჰყავთ. გაერო ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას ცდილობს ალყაში მოხვედრილი მოსახლეობისთვის. გოჩას ხელმძღვანელობა ავალებს სოჭში მოლაპარაკებები აწამოოს ტვირთის შეტანის პირობების შესახებ. გოჩაც, იღებს თავის დიპლომატს, რომელშიც საწერი ქაღალდები უწყვია, და მიდის ვაზიანიდან სოჭში. დიდი ხნის რთული მოლაპარაკებების შემდეგ, რუსი სამხედროები, გაეროს შვედი გენერალი, წითელი ჯვარი და გოჩა ფორმატზე თანხმდებიან. ფორმატი ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად ყველა ამ მხარის ტყვარჩელში შეფრენას გულისხმობს.

მოლაპარაკება საკუთარი სიკვდილის შესახებ ჰუმანიტარული მიზნებისათვის, ესაა ის, რაშიც გოჩა ლორთქიფანიძე სოჭში მონაწილეობას ღებულობს და თანხმდება. საგარეომ ეს შედეგი არ იცის, იცის მხოლოდ ის, რომ წარმომადგენელი მიავლინა მოლაპარაკებებზე.

ტყვარჩელში დაფრენილ სამ ვერტმფრენს აფხაზების გამწარებული ტალღა შემოერტყა გარს და იქიდან გადმოსული პირები აიტაცა. გოჩა რომ ქართველია ეს იციან. მთავრობას რომ წარმოადგენს ესეც. რუსმა გენერალმა გამწარებულ აფხაზებს გადაულაპარაკა, რას მერჩით, ია ჟე ნე გრუზინ, რებიატაო. მთავარი აგრესია გოჩაზეა და წითელი ჯვრის ქართველ წარმომადგენელზე, ვოვა მესხზე, მაგრამ თუ მოკლეს, საერთაშორისო ორგანიზაცია მაინც მოითხოვს მასზე პასუხს, რაც მაინც შეღავათია.

ტვირთი ჩამოიცალა, მარგამ ხალხი მაინც აგრესიულია და პასუხს ითხოვს ქართული მთავრობისაგან. მთავრობა კი გოჩაა. მიგვიშვითო, იძახიან. უცებ, საიდანღაც გოჩას ჯგუფელი სოხუმის უნივერსიტეტიდან, აფხაზი თემურ ერქვანია გამოჩნდა, ავტომატით ხელში და მისკენ გამოემართა. ქართული სისხლი აქვს ხელებზე, გაიფიქრა გოჩამ, რომლისთვისაც სიკვდილი ამ დროს სიბერესთან უკვე აღარაა დაკავშირებული. ერქვანიასგან მარჯვენა ხელი წამოვიდა ავტომატის გარეშე, გამარჯობის ნიშნად, რომელსაც გოჩამ საკუთარი შეაგება და უთხრა : “ანცშვამ განგვსაჯოს”. პასუხად ერქვანიამ თავისი ჯგუფელი დაცვის ქვეშ აიყვანა და გაგიჟებული მოსახლებისთვის რომ მოერიდებინა, აეროდრომის შენობაში შეაცილა. მაგრამ ერქვანია წავიდა, საქმე აქვს და არ სცალია, ქალაქი ალყაშია... წაიკითხეთ სრულად ბლოგზე

"12-დან 2 ბავშვი რეანიმაციაში მკურნალობს" - როდის და როგორ ვლინდება მოზარდებში ე.წ. მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც კორონავირუსის გართულებად მიიჩნევა

"თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ - აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?" - კახა კალაძე "ნაგვის ურნების" შესახებ კრიტიკას პასუხობს

"ვწუხვართ, რომ ბატონ მამუკა ხაზარაძეს შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს მომხდარი ინციდენტი იყო წინასწარ დაგეგმილი" -  "ღამის კურიერის" განცხადება