მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პარტიას, რომლის დეპუტატებიც მანდატებზე უარს იტყვიან, დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება" - ხმაურიანი კანონპროექტი და ოპოზიციის მწვავე რეაქცია
"პარტიას, რომლის დეპუტატებიც მანდატებზე უარს იტყვიან, დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება" - ხმაურიანი კანონპროექტი და ოპოზიციის მწვავე რეაქცია

პარ­ტი­ას, რო­მელ­საც სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტე­ბი შე­უ­წყდე­ბა, ან რო­მე­ლიც სა­პარ­ლა­მენ­ტო მუ­შა­ო­ბა­ში არ ჩა­ერ­თვე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა შე­უ­წყდე­ბა ან ერთი წლით შე­უ­ჩერ­დე­ბა - შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის პა­კე­ტი პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­ა­ტი­ვის წე­სი­თაა შე­სუ­ლი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, იგი­ვე პარ­ტი­ე­ბი ვერ ისარ­გებ­ლე­ბენ მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი უფა­სო სა­ე­თე­რო დრო­ით.

"პირ­ველ რიგ­ში, გაც­ნო­ბებთ, რომ გუ­შინ პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­ა­ტი­ვის წე­სით შე­ვი­და კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის პა­კე­ტი, რო­მე­ლიც სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­ბო­ტა­ჟის წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­კე­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბის შე­წყვე­ტა­სა და შე­ჩე­რე­ბას იმ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც სრუ­ლად არ ით­ვი­სე­ბენ სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტებს ან რო­მელ­თა წარ­დგე­ნით არ­ჩე­უ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი არა­სა­პა­ტიო მი­ზე­ზით აც­დე­ნენ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, პარ­ტი­ას, რომ­ლის წევ­რებ­საც შე­უ­წყდე­ბათ სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტე­ბი ან რომ­ლე­ბიც სა­პარ­ლა­მენ­ტო მუ­შა­ო­ბა­ში არ ჩა­ერ­თვე­ბი­ან, სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა შე­უ­წყდე­ბათ ან ერთი წლით შე­უ­ჩერ­დე­ბათ. "სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში“ შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად კი, იგი­ვე პარ­ტი­ე­ბი ვერ ისარ­გებ­ლე­ბენ მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი უფა­სო სა­ე­თე­რო დრო­ით. გარ­და ამი­სა, პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­ნუ­ლე­ბას იმ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­ცერთ პლე­ნა­რულ სხდო­მას არ და­ეს­წრე­ბი­ან.

სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­ბო­ტა­ჟი, რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლე­ბენ რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი და მათი შან­ტა­ჟი­სა და ბუ­ლინ­გის ქვეშ მოქ­მე­დი სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი, არის სა­ხელ­მწი­ფოს და მისი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბა, რაც სა­თა­ნა­დო სა­მარ­თლებ­რივ რე­ა­გი­რე­ბას მო­ი­თხოვს.

სწო­რედ ამ­გვარ რე­ა­გი­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს ჩვენს მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის პა­კე­ტი, რო­მელ­საც პარ­ლა­მენ­ტი მო­მა­ვა­ლი კვი­რის ბო­ლომ­დე და­ამ­ტკი­ცებს.

გარ­და ამი­სა, პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­ა­ტი­ვის წე­სით შე­ვი­და კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს იმ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის სა­არ­ჩევ­ნო რე­გის­ტრა­ცი­ის გა­უქ­მე­ბას, რომ­ლის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცი­ა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რის რან­გში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს პირი, რო­მე­ლიც არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს აქ­ტი­უ­რი სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის კონ­სტი­ტუ­ცი­ით დად­გე­ნილ რო­მე­ლი­მე ცენზს. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ქმე­დით მე­ქა­ნიზმს აღ­ნიშ­ნულ არა­კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ქმე­დე­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბი­სათ­ვის. ბუ­ნებ­რი­ვია, 2000-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა, რო­მელ­საც მოქ­მე­დი „სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სი“ სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცი­ა­ში კონ­სტი­ტუ­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩარ­თუ­ლო­ბის­თვის აწე­სებს, არ არის საკ­მა­რი­სი იმ ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ­მა ფაქ­ტმა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ზე შე­იძ­ლე­ბა იქო­ნი­ოს. შე­სა­ბა­მი­სად, ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი „სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში“ არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზის გას­წო­რე­ბას და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­თხოვ­ნის სა­თა­ნა­დო აღ­სრუ­ლე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. ღრმად გვწამს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­თხოვ­ნის აღ­სრუ­ლე­ბას­თან ერ­თად, წარ­მა­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ხა­რის­ხის შემ­ცი­რე­ბა­სა და ჯან­სა­ღი ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან უმწვა­ვე­სი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი მოჰ­ყვა.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი რო­მან გო­ცი­რი­ძე აღ­ნიშ­ნავს, აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონ­პექ­ტი შე­საძ­ლოა, უპ­რე­ცე­დენ­ტო იყოს და მას სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა.

„ეს არის ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა. რო­დე­საც იზღუ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა და რო­დე­საც იზღუ­დე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქი­სა თუ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა, გა­მო­ხა­ტოს პრო­ტეს­ტი ამა თუ იმ ფორ­მით, მათ შო­რის პარ­ლა­მენ­ტის მუ­შა­ო­ბა­ში ბო­ი­კო­ტის სა­ხი­თაც. აი­ძუ­ლო, ძალ­და­ტა­ნე­ბით შე­ვიდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტში პარ­ტი­ე­ბი, რო­მელ­თაც მი­აჩ­ნი­ათ, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი არ გა­მო­ხა­ტავს ამომ­რჩე­ველ­თა თა­ვი­სუ­ფალ ნე­ბას, ნიშ­ნავს შე­ე­გუ­ონ და აღი­ა­რონ სი­ყალ­ბე და და­ნა­შა­უ­ლი. ამი­ტომ ამას მოყ­ვე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ა­გი­რე­ბა და შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს უპ­რე­ცე­დენ­ტო კა­ნონპ­რო­ექ­ტი და ეჭვი მე­პა­რე­ბა, მსგავ­სი რამ არ­სე­ბობ­დეს ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში, იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­ით­კე­ნაც მი­ვის­წრა­ფით - ევ­რო­კავ­შირ­ში, სა­დაც გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პი­რო­ბა არის სწო­რედ ევ­რო­პუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვა“, - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

ამას­თან, რო­გორც გო­ცი­რი­ძე აღ­ნიშ­ნავს, და­ფი­ნან­სე­ბის სა­კი­თხი პარ­ტი­ე­ბის პარ­ლა­მენ­ტში მუ­შა­ო­ბას­თან მიბ­მუ­ლი არაა. მი­სი­ვე თქმით, ეს არას­წო­რია და არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა არც ქარ­თულ და არც სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კას.

„მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნი­ა­ში 5%-იანი ბა­რი­ე­რია, მაგ­რამ და­ფი­ნან­სე­ბას ღე­ბუ­ლო­ბენ ის პარ­ტი­ე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­და­ლა­ხეს 1%-იანი ბა­რი­ე­რი, ანუ ღე­ბუ­ლო­ბენ ის პარ­ტი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც პარ­ლა­მენ­ტში არ მუ­შა­ო­ბენ. და­ფი­ნან­სე­ბა არ არის მიბ­მუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო მუ­შა­ო­ბას­თან, და­ფი­ნან­სე­ბის ერთ-ერთი ფორ­მუ­ლა არის მისი მიბ­მა ხმას­თან. შე­საძ­ლე­ბე­ლია, სხვა ფორ­მუ­ლაც ყო­ფი­ლი­ყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლო­შიც იყო ბა­რი­ე­რი 5%, თუმ­ცა და­ფი­ნან­სე­ბას ღე­ბუ­ლობ­და პარ­ტი­ე­ბი, ვი­საც არ ჰქონ­და 5% გა­და­ლა­ხუ­ლი და არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­პარ­ლა­მენ­ტო მუ­შა­ო­ბა­ში და და­ფი­ნან­სე­ბის მი­სა­ღე­ბად 3%-იანი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვაც საკ­მა­რი­სი იყო. ასე რომ, და­ფი­ნან­სე­ბის და სა­პარ­ლა­მენ­ტო მუ­შა­ო­ბის ერ­თმა­ნეთ­თან მიბ­მა არას­წო­რია და არ შე­ე­სა­ბა­მა­ე­ბა არც ქარ­თულ და არც სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კას. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ასე­თი კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი ხდე­ბი­ან ბიზ­ნე­სის და ოლი­გარ­ქე­ბის მძევ­ლე­ბი, ვი­ნა­ი­დან და­ფი­ნან­სე­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი პარ­ტი­ე­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო შემ­კვე­თი იქ­ნე­ბი­ან ფუ­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი. გვახ­სოვს, შე­ვარ­დნა­ძის პე­რი­ოდ­ში ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბი იყი­დე­ბო­და და თი­თო­ე­უ­ლი მუხ­ლის შესცვლას თა­ვი­სი ე.წ. სტავ­კა ჰქონ­და. ბიზ­ნე­სი ყი­დუ­ლობ­და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებს, დღეს კი ფაქ­ტობ­რი­ვად მთე­ლი ბიზ­ნე­სის მე­სა­კუთ­რე­ე­ბის ქო­ნე­ბა ერ­თად აღე­ბუ­ლი ვერ შე­ედ­რე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის ქო­ნე­ბას და ბუ­ნებ­რი­ვია, პარ­ტი­ე­ბის ერ­თა­დერ­თი დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. ფაქ­ტობ­რი­ვად იყი­დის პარ­ტი­ებს, რაც სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმაა ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი უკუ­და­ხე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ.

„ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რის ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ის­ტე­რი­უ­ლი რე­აქ­ცია აქვს, რად­გან ოპო­ზი­ცი­ის პარ­ლა­მენ­ტში შეყ­ვა­ნა ვერ შეძ­ლო და ერ­თპარ­ტი­უ­ლი, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­უ­ლი პარლ­მენ­ტი მი­ი­ღო. ნა­დი­რაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ნა­ბი­ჯით ივა­ნიშ­ვილს სურს, რომ გა­რე­თაც პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა იყოს ერ­თპარ­ტი­უ­ლი, ისე­ვე რო­გორც პარ­ლა­მენ­ტში.

„ეს არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ის­ტე­რი­უ­ლი რე­აქ­ცია იმა­ზე, რომ მან ვერ გა­ტე­ხა ოპო­ზი­ცია და ვერ შეძ­ლო პარ­ლა­მენ­ტში ოპო­ზი­ცი­ის შეყ­ვა­ნა და მი­ი­ღო ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი. მუ­ქა­რა, რომ შე­წყდე­ბა და­ფი­ნან­სე­ბა, ესაა შან­ტა­ჟის ენით სა­უ­ბა­რი, პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს და­ფი­ნან­სე­ბა აქვთ იმის­თვის, რომ იყოს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში, პლუ­რა­ლიზ­მი და იყოს დერ­მოკ­რა­ტია.

რო­დე­საც ამ ნა­ბი­ჯით იმუქ­რე­ბი, ეს ნიშ­ნავს, რომ გინ­და ერ­თპარ­ტი­უ­ლი იყოს გა­რე­თაც პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა, ისე­ვე რო­გორც ეს ხდე­ბა პარ­ლა­მენ­ტში.

რაც შე­ე­ხე­ბა მცდე­ლო­ბას, რომ გა­უ­უქ­მოს რე­გის­ტრა­ცია ყვე­ლა­ზე მსხვილ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას, ეს არის პირ­და­პი­რი ნა­ბი­ჯი პუ­ტი­ნის რუ­სე­თი­სა­კენ და ლუ­კა­შენ­კოს ბე­ლო­რუ­სი­სა­კენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ოპო­ზი­ცი­ის რე­აქ­ცი­ას, ალ­ბათ ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან ცალ­სა­ხა და ნა­თე­ლი, შან­ტა­ჟის ენით სა­უ­ბა­რი, და­ფი­ნან­სე­ბის შე­წყვე­ტა, მუ­ქა­რა რე­გის­ტრა­ცი­ე­ბის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ, ვერ შეც­ვლის ვი­თა­რე­ბას, რომ ქვე­ყა­ნა­ში არის ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი, ჩვენ არ შევ­ცვლით ჩვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის პარ­ლა­მენტს მო­უ­წევს თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის ამ სტილ­ში გა­აგ­რძე­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ნა­დი­რაშ­ვილ­მა.

“გირ­ჩის” ერთ-ერ­თმა წევ­რის სან­დრო რაქ­ვი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, კი "მუ­ქა­რა რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი გახ­და, რა­ღაც კა­ნონპ­რო­ექ­ტში". მი­სი­ვე თქმით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ქმე­დე­ბე­ბით, ოპო­ზი­ცი­ა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შან­სე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა ხდე­ბა.

„ფაქ­ტობ­რი­ვად ყვე­ლა ასე­თი ქმე­დე­ბა ეს ნიშ­ნავს იმას, რომ თუ რამე შან­სი იყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის, იმის გა­ნად­გუ­რე­ბა ხდე­ბა. ასე­თი გან­წყო­ბით მე მგო­ნია, რომ მო­ლა­პარ­კე­ბა აღარ გა­ი­მარ­თე­ბა. ყო­ველ­თვის არის შან­სი უკან და­ვი­ხი­ოთ და შევ­თან­ხმდეთ, მაგ­რამ არა­ფე­რი არ ეტყო­ბა „ქარ­თულ ოც­ნე­ბას”, რომ ისი­ნი უკან და­ხე­ვას აპი­რე­ბენ. გან­ცხა­დე­ბა იყო გა­კე­თე­ბუ­ლი წინა კვი­რას და მა­შინ ყვე­ლა პარ­ტი­ამ გან­ვა­ცხა­დეთ, რომ მი­უ­ღე­ბე­ლია ასე­თი ქცე­ვა და ასე იქ­ცე­ო­დეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს ერთ-ერთი მხა­რე და ახლა მუ­ქა­რა რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი გახ­და, რა­ღაც კა­ნონპ­რო­ექ­ტში. ამი­ტომ მე მგო­ნი შან­სე­ბი მცირ­დე­ბა, რომ სა­ერ­თოდ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი შედ­გე­ბა. რო­გორც კი პარ­ლა­მენტს 38 ადა­მი­ა­ნი მი­მარ­თავს მან­და­ტე­ბის შე­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვენც დავ­წერთ გან­ცხა­დე­ბას და ამით დამ­თავ­რდე­ბა ეს ის­ტო­რია. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” თუ ასე მო­იქ­ცე­ვა მით უფრო დი­დია ალ­ბა­თო­ბა იმის, რომ ორ კვი­რა­ში მი­ვი­ღებთ აბ­სურ­დულ პარ­ლა­მენტს, სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ აქამ­დე მი­ვე­დით”, - გა­ნა­ცხა­და რაქ­ვი­აშ­ვილ­მა.

„ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ კი­დევ ერთი ლი­დე­რის, გიგი უგუ­ლა­ვას შე­ფა­სე­ბით, პარ­ტი­ე­ბი­სათ­ვის და­ფი­ნან­სე­ბის შე­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბა სა­მარ­ცხვი­ნო იყო, ხოლო სი­ტყვა „სა­ბო­ტა­ჟი“, რომ­ლი­თაც ის გა­მო­ირ­ჩე­ო­და, აახ­ლო­ვებს ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟიმს სტა­ლი­ნის საბ­ჭო­თა რუ­სეთ­თან, ლუ­კა­შენ­კოს ბე­ლა­რუს­თან და პუ­ტი­ნის რუ­სეთ­თან.

რო­გორც უგუ­ლა­ვამ აღ­ნიშ­ნა, პარ­ტი­უ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა მეტი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბი­სა და პარ­ტი­ე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სათ­ვის არ­სე­ბობს, ხოლო მისი გა­უქ­მე­ბა არა­თუ შეც­ვლის ოპო­ზი­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, არა­მედ კი­დევ უფრო კონ­სო­ლი­დი­რე­ბულს გახ­დის მას.

„ჩვენ ვი­ხი­ლეთ შე­ში­ნე­ბუ­ლი ღლა­პის ვერ­ბა­ლუ­რი დი­ა­რეა, სი­ტყვებ­ში გა­მო­ხა­ტუ­ლი დი­ა­რეა, სა­მარ­ცხვი­ნო იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი, ერ­თა­დერ­თი სი­ტყვა გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ეს იყო სა­ბო­ტა­ჟი და ეს სი­ტყვა, სწო­რედ რომ გა­მო­არ­ჩევს და ამ­სგავ­სებს ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟიმს სტა­ლი­ნის საბ­ჭო­თა რუ­სეთ­თან, პუ­ტი­ნის რუ­სეთ­თან, ლუ­კა­შენ­კოს ბე­ლა­რუს­თან და ა.შ. ჩა­მო­ნათ­ვა­ლი არც თუ ისე სა­ხარ­ბი­ე­ლოა და ღირ­სე­უ­ლი იქ, სა­დაც და­ი­კა­ვებს ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი ად­გილს. ში­ნა­არს რაც შე­ე­ხე­ბა, არის ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი, ბოდ­ვა და თუ ის პარ­ტი­ებს გა­უ­უქ­მებს კუთ­ვნილ სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბას, რაც პარ­ტი­ე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვე­ბი­სათ­ვის არ­სე­ბობს, ეს კი­დევ ერთხელ მიგ­ვიყ­ვნას, უკვე დე ფაქ­ტო, ერ­თპარ­ტი­ულ სი­ტუ­ა­ცი­ამ­დე, პარ­ტი­ე­ბი არ გა­უქ­მდე­ბი­ან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ ასე­ვე ენმ-ის გა­უქ­მე­ბა და­ა­ა­ნონ­სეს, პარ­ტი­ე­ბი უფრო კონ­სო­ლი­დირ­დე­ბი­ან ამ ბრძო­ლა­ში.

ფაქ­ტი არის ერთი, რომ ბო­ი­კო­ტი შედ­გა და ივა­ნიშ­ვი­ლის ტკი­ვა თა­ვის გა­ყალ­ბე­ბა, ივა­ნიშ­ვი­ლი წუხს თა­ვის გა­ყალ­ბე­ბა­ზე, ივა­ნიშ­ვი­ლი ბორ­გავს თა­ვი­სი გა­ყალ­ბე­ბე­ბის გამო, ივა­ნიშ­ვი­ლი შფო­თავს და ასეთ ბოდ­ვით სავ­სე ბრი­ფინ­გებს ატა­რე­ბი­ნებს თა­ვის შიკ­რიკს და მო­ნას. ამ­რი­გად, ამით არა­ფე­რი იც­ვლე­ბა, ჩვე­ნი გეგ­მა უც­ვლე­ლია და რაც უფრო მეტი ასე­თი გან­ცხა­დე­ბა იქ­ნე­ბა, მით უფრო კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ოპო­ზი­ცია“, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

"უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რის დღე­ვან­დე­ლი გზავ­ნი­ლე­ბი იყო სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად სა­ხი­ფა­თო, ადა­მი­ა­ნუ­რად - სამ­წუ­ხა­რო, სა­მარ­თლებ­რი­ვად - ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რად - და­მარ­ცხე­ბუ­ლი ძა­ლის ხმა", - ასე შე­ა­ფა­სა „ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რმა ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რის მიერ დღეს წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი.

მისი თქმით, თუ უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი სა­ჯა­როდ მსგავ­სი და­მა­შან­ტა­ჟე­ბე­ლი ტო­ნით ესა­უბ­რე­ბა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ ლი­დე­რებს, კი­თხვებ­საც აღარ აჩენს, თუ რო­გორ ესა­უბ­რე­ბი­ან ისი­ნი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებ­სა და მათ­ზე დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ სხვა ადა­მი­ა­ნებს არ­ჩევ­ნებ­ში სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მიღ­წე­ვის მიზ­ნით.

„პირ­ველ რიგ­ში, რო­დე­საც ასე­თი ძა­ლა­დობ­რი­ვი და და­მა­შან­ტა­ჟე­ბე­ლი ტო­ნით ესა­უბ­რე­ბა უმარ­ვლე­სო­ბის ლი­დე­რი დღი­სით, მზი­სით მთე­ლი ქვეყ­ნი­ე­რე­ბის გა­სა­გო­ნად ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებს, ამის შემ­დეგ ვინ­მეს შე­იძ­ლე­ბა ეჭვი დარ­ჩეს იმას­თან მი­მარ­თე­ბით, და­ხუ­რულ კარს მიღ­მა რო­გორ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბა ეს პარ­ტია სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს, აი­პე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო თუ არა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­ში და­საქ­მე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­ზეც ზე­გავ­ლე­ნის ბერ­კე­ტე­ბი მათ აქვთ, რომ მათ­გან მი­ი­ღონ სა­არ­ჩევ­ნო მხარ­და­ჭე­რა? შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს კი­დევ დარ­ჩეს კი­თხვის ნი­შა­ნი, სა­დაც მე­დია არ არის და სა­დაც კონ­ტრო­ლი არ არის, იქ რა ტო­ნით და რა მი­მარ­თე­ბით აქვთ მათ ურ­თი­ერ­თო­ბა? ანუ ახლა ელა­პა­რა­კე­ბა ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებს და მათ­და­მი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ პი­რებს რო­გორ აი­ძუ­ლე­ბენ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თვას, რა­ზეც ჩვენ ამ­დე­ნი ხა­ნია ვსა­უბ­რობთ, ამა­ზე კი­თხვაც აღარ ჩნდე­ბა, იქ რას იზა­მენ, რომ თა­ვის სა­წა­დელს მი­აღ­წი­ონ. მე პი­რა­დად აღა­რა­ნა­ი­რი კი­თხვა აღარ მრჩე­ბა, თვი­თონ ხსნის ყვე­ლა ფრჩხილს და აჩ­ვე­ნებს ძა­ლა­დობ­რივ მუ­ქა­რა­სა და შან­ტაჟ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ბუ­ნე­ბას „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“, - გა­ნა­ცხა­და ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რო­დე­საც ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას ყო­ველ­დღი­უ­რად უწევს ბრძო­ლა გა­დარ­ჩე­ნის­თვის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლურ ამო­ცა­ნას ოპო­ზი­ცი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბა წარ­მო­ად­გენს.

„სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად ეს არის ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო სი­ტუ­ა­ცია, რო­დე­საც უმ­რავ­ლე­სო­ბა ამა­ზეა წამ­სვლე­ლი და მა­შინ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნას აქვს უმწვა­ვე­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს ყო­ველ­დღი­უ­რად უწევთ ბრძო­ლა ფი­ზი­კუ­რი და ემო­ცი­უ­რი გა­გე­ბით გა­დარ­ჩე­ნის­თვის, ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რად ამო­ცა­ნად უმ­რავ­ლე­სო­ბას და­სა­ხუ­ლი აქვს ოპო­ზი­ცი­ას­თან ბრძო­ლა. პო­ლი­ტი­კუ­რად გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ძალა ასე არ ლა­პა­რა­კობს, ეს არის და­მარ­ცხე­ბუ­ლი ძა­ლის ხმა. სა­მარ­თლებ­რი­ვა­დაც არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რია, რა­საც კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობს და აა­ნონ­სებს. კონ­სტი­ტუ­ცია მარ­ტო და­წე­რი­ლი ტექ­სტი ხომ არ არის, მას აქვს სუ­ლის­კვე­თე­ბა, ლო­გი­კა, პრინ­ცი­პე­ბი და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ყვე­ლას წი­ნა­აღ­მდეგ გა­ლაშ­ქრე­ბაა ეს, რა­საც აკე­თებს,“ - გა­ნა­ცხა­და ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

„სტარ­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის სერ­გო ჩიხ­ლა­ძის შე­ფა­სე­ბით კი, პარ­ტი­ე­ბის­თვის და­ფი­ნან­სე­ბის შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბა ქარ­თულ დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე, ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბილ ამომ­რჩე­ველ­ზე მო­რი­გი შე­ტე­ვაა. რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ეს არის მო­რი­გი შან­ტა­ჟი და მუ­ქა­რა, რაც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძი­სა და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან პირ­ვე­ლი არ არის.

„ვხე­დავთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პრო­ცე­სე­ბის რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ის­კენ მი­დის. ოპო­ზი­ცი­უ­რი მხა­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ის მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი არ არის, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბამ და­დე­ბი­თი შე­დე­გი გა­მო­ი­ღოს. ეს არის მო­რი­გი შან­ტა­ჟი, მუ­ქა­რა, რაც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძი­სა და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან პირ­ვე­ლი არ არის. ჩვე­ნი პო­ზი­ცია არის, რომ სა­ერ­თოდ არ შევ­ყვე­ბით ამ შან­ტაჟ­ში, ისე­თი წი­ნა­და­დე­ბე­ბის გან­ხილ­ვა­ში, რა­საც და­ფი­ნან­სე­ბა ჰქვია, რად­გან ამ მო­მენ­ტის­თვის ქვე­ყა­ნა არის გა­და­სარ­ჩე­ნი. „ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ არა­ვი­თარ და­ფი­ნან­სე­ბა­ზე სა­უ­ბარს და დის­კუ­სი­ა­ში შეს­ვლას ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებთ. ეს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ას, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ისე­თი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა, რაც არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას აუ­ა­რე­სებს, მათ შო­რის პარ­ტი­ე­ბის­თვის. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ეს და­ფი­ნან­სე­ბა არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით სა­ერ­თოდ გა­მიჯ­ნუ­ლია პარ­ლა­მენ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის­გან. ეს არის იმის­თვის, რომ პარ­ტი­ამ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა გა­აგ­რძე­ლოს და სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი გან­ვი­თარ­დეს. ამით ის მარ­ტო პარ­ტი­ებს კი არ უუქ­მებს და­ფი­ნან­სე­ბას, ქვე­ყა­ნა­ში სა­ერ­თოდ დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცე­სებს კლავს.

ბა­ტო­ნი კო­ბა­ხი­ძე და­ფი­ნან­სე­ბის ერ­თა­დერ­თი წყა­როს გა­და­კეტ­ვას უპი­რებს პარ­ტი­ებს, რაც ქარ­თულ დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე, ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბილ ამომ­რჩე­ველ­ზე მო­რი­გი შე­ტე­ვაა. გარ­და იმი­სა, რომ მას კა­ნო­ნის ძალა არ გა­აჩ­ნია, ეს არის კა­ნო­ნე­ბის ჭრა-კერ­ვა იმის­და მი­ხედ­ვით, რო­მე­ლი ინ­დი­ვი­დი ან პარ­ტი­ის წევ­რი მოს­წონს თუ არ მოს­წონს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს. ეს არის სრუ­ლი უკა­ნო­ნო­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, უკვე ერთი კა­ცის დიქ­ტა­ტუ­რის პირ­და­პი­რი გა­ფორ­მე­ბა ხდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ჩიხ­ლა­ძემ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მმარ­თველ­მა გუნ­დმა შან­ტა­ჟი­თა და მუ­ქა­რით მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცე­სი უკვე და­ა­ზი­ა­ნა. თუმ­ცა, რო­გორც სერ­გო ჩიხ­ლა­ძე გან­მარ­ტავს, ოპო­ზი­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მე­ხუ­თე რა­უნ­დის­თვის მა­ინც მზად არის.

„მი­უ­ხე­და­ვად ამის, ჩვენ მზად ვართ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის, მაგ­რამ შან­ტა­ჟი, მუ­ქა­რა და და­ში­ნე­ბა, რე­გის­ტრა­ცი­ი­დან მოხ­სნა, რა თქმა უნდა, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცესს ხელს არ უწყობს. ყვე­ლა კარ­გად ხე­დავს, რომ ეს მთავ­რო­ბის მხრი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. ეს უკვე მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხია, თუ რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ჩიხ­ლა­ძემ.

მისი შე­ფა­სე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი­დან გა­მო­სას­ვლე­ლად ერ­თა­დერ­თი გზა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­ნახ­ლე­ბა და ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბაა.

მკითხველის კომენტარები / 155 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???????????????
186

ნადირაშვილ უწიგნურს ფული აკლია???????????

Georgia
176

ე, მოგიგრიხათ კისერი არქიფომ?! უარესის ღირსი ხართ, მე თუ მკითხავს კაცი ...

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"პარტიას, რომლის დეპუტატებიც მანდატებზე უარს იტყვიან, დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება" - ხმაურიანი კანონპროექტი და ოპოზიციის მწვავე რეაქცია

"პარტიას, რომლის დეპუტატებიც მანდატებზე უარს იტყვიან, დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება" - ხმაურიანი კანონპროექტი და ოპოზიციის მწვავე რეაქცია

პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება - შესაბამისი კანონპროექტების პაკეტი პარლამენტში ინიციატივის წესითაა შესული, რომლის შესახებაც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კანონპროექტების მიხედვით, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.

"პირველ რიგში, გაცნობებთ, რომ გუშინ პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ არის მიმართული. აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს. აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. "საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილების თანახმად კი, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით. გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

საპარლამენტო საბოტაჟი, რომელსაც ახორციელებენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და მათი შანტაჟისა და ბულინგის ქვეშ მოქმედი სხვა პოლიტიკური გაერთიანებები, არის სახელმწიფოს და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც სათანადო სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს.

სწორედ ამგვარ რეაგირებას ითვალისწინებს ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტების პაკეტი, რომელსაც პარლამენტი მომავალი კვირის ბოლომდე დაამტკიცებს.

გარდა ამისა, პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს. როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ქმედით მექანიზმს აღნიშნულ არაკონსტიტუციურ ქმედებაზე რეაგირებისათვის. ბუნებრივია, 2000-ლარიანი ჯარიმა, რომელსაც მოქმედი „საარჩევნო კოდექსი“ საარჩევნო აგიტაციაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისთვის აწესებს, არ არის საკმარისი იმ ნეგატიური გავლენის გასანეიტრალებლად, რომელიც აღნიშნულმა ფაქტმა საარჩევნო პროცესზე შეიძლება იქონიოს. შესაბამისად, ინიცირებული კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსში“ არსებული ხარვეზის გასწორებას და კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას ისახავს მიზნად. ღრმად გვწამს, რომ აღნიშნული კანონპროექტი, კონსტიტუციური მოთხოვნის აღსრულებასთან ერთად, წარმატებით უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებასა და ჯანსაღი ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გაძლიერებას“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან უმწვავესი გამოხმაურებები მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე აღნიშნავს, აღნიშნული კანონპექტი შესაძლოა, უპრეცედენტო იყოს და მას სერიოზული საერთაშორისო რეაგირება მოჰყვება.

„ეს არის ავტორიტარიზმისკენ მიმავალი გზა. როდესაც იზღუდება პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და როდესაც იზღუდება კონსტიტუციური უფლება თითოეული მოქალაქისა თუ პოლიტიკური გაერთიანებისა, გამოხატოს პროტესტი ამა თუ იმ ფორმით, მათ შორის პარლამენტის მუშაობაში ბოიკოტის სახითაც. აიძულო, ძალდატანებით შევიდნენ პარლამენტში პარტიები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ არჩევნების შედეგები არ გამოხატავს ამომრჩეველთა თავისუფალ ნებას, ნიშნავს შეეგუონ და აღიარონ სიყალბე და დანაშაული. ამიტომ ამას მოყვება სერიოზული საერთაშორისო რეაგირება და შეიძლება ეს იყოს უპრეცედენტო კანონპროექტი და ეჭვი მეპარება, მსგავსი რამ არსებობდეს ევროპის რომელიმე ქვეყანაში, იმ ქვეყნებში, საითკენაც მივისწრაფით - ევროკავშირში, სადაც გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი პირობა არის სწორედ ევროპული დემოკრატიული სტანდარტების დაცვა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთან, როგორც გოცირიძე აღნიშნავს, დაფინანსების საკითხი პარტიების პარლამენტში მუშაობასთან მიბმული არაა. მისივე თქმით, ეს არასწორია და არ შეესაბამება არც ქართულ და არც საერთაშორისო პრაქტიკას.

„მაგალითად, გერმანიაში 5%-იანი ბარიერია, მაგრამ დაფინანსებას ღებულობენ ის პარტიები, რომლებმაც გადალახეს 1%-იანი ბარიერი, ანუ ღებულობენ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ მუშაობენ. დაფინანსება არ არის მიბმული საპარლამენტო მუშაობასთან, დაფინანსების ერთ-ერთი ფორმულა არის მისი მიბმა ხმასთან. შესაძლებელია, სხვა ფორმულაც ყოფილიყო გამოყენებული.

საქართველოშიც იყო ბარიერი 5%, თუმცა დაფინანსებას ღებულობდა პარტიები, ვისაც არ ჰქონდა 5% გადალახული და არ მონაწილეობდა საპარლამენტო მუშაობაში და დაფინანსების მისაღებად 3%-იანი ბარიერის გადალახვაც საკმარისი იყო. ასე რომ, დაფინანსების და საპარლამენტო მუშაობის ერთმანეთთან მიბმა არასწორია და არ შეესაბამაება არც ქართულ და არც საერთაშორისო პრაქტიკას. საბოლოო ჯამში, ასეთი კანონპროექტებით პოლიტიკური პარტიები ხდებიან ბიზნესის და ოლიგარქების მძევლები, ვინაიდან დაფინანსებას მოკლებული პარტიების საკანონმდებლო შემკვეთი იქნებიან ფულიანი ადამიანები. გვახსოვს, შევარდნაძის პერიოდში ისეთი შემთხვევები, როდესაც კანონპროექტები იყიდებოდა და თითოეული მუხლის შესცვლას თავისი ე.წ. სტავკა ჰქონდა. ბიზნესი ყიდულობდა საკანონმდებლო ცვლილებებს, დღეს კი ფაქტობრივად მთელი ბიზნესის მესაკუთრეების ქონება ერთად აღებული ვერ შეედრება ივანიშვილის ქონებას და ბუნებრივია, პარტიების ერთადერთი დამფინანსებელი იქნება ბიძინა ივანიშვილი. ფაქტობრივად იყიდის პარტიებს, რაც სერიოზული დარტყმაა ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის განვითარების საქმეში და ძალიან სერიოზული უკუდახევა“, - განაცხადა გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს" წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ისტერიული რეაქცია აქვს, რადგან ოპოზიციის პარლამენტში შეყვანა ვერ შეძლო და ერთპარტიული, ჩრდილოეთ კორეული პარლმენტი მიიღო. ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით ივანიშვილს სურს, რომ გარეთაც პოლიტიკური ვითარება იყოს ერთპარტიული, ისევე როგორც პარლამენტში.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის ისტერიული რეაქცია იმაზე, რომ მან ვერ გატეხა ოპოზიცია და ვერ შეძლო პარლამენტში ოპოზიციის შეყვანა და მიიღო ერთპარტიული პარლამენტი. მუქარა, რომ შეწყდება დაფინანსება, ესაა შანტაჟის ენით საუბარი, პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსება აქვთ იმისთვის, რომ იყოს მრავალფეროვნება პოლიტიკაში, პლურალიზმი და იყოს დერმოკრატია.

როდესაც ამ ნაბიჯით იმუქრები, ეს ნიშნავს, რომ გინდა ერთპარტიული იყოს გარეთაც პოლიტიკური ვითარება, ისევე როგორც ეს ხდება პარლამენტში.

რაც შეეხება მცდელობას, რომ გაუუქმოს რეგისტრაცია ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, ეს არის პირდაპირი ნაბიჯი პუტინის რუსეთისაკენ და ლუკაშენკოს ბელორუსისაკენ.

რაც შეეხება ოპოზიციის რეაქციას, ალბათ ეს იქნება ძალიან ცალსახა და ნათელი, შანტაჟის ენით საუბარი, დაფინანსების შეწყვეტა, მუქარა რეგისტრაციების გაუქმების შესახებ, ვერ შეცვლის ვითარებას, რომ ქვეყანაში არის ერთპარტიული პარლამენტი, ჩვენ არ შევცვლით ჩვენს გადაწყვეტილებებს და ჩრდილოეთ კორეის პარლამენტს მოუწევს თავისი საქმიანობის ამ სტილში გააგრძელება", - განაცხადა ნადირაშვილმა.

“გირჩის” ერთ-ერთმა წევრის სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, კი "მუქარა რეალიზებული გახდა, რაღაც კანონპროექტში". მისივე თქმით, „ქართული ოცნების” ქმედებებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების გაგრძელების შანსების განადგურება ხდება.

„ფაქტობრივად ყველა ასეთი ქმედება ეს ნიშნავს იმას, რომ თუ რამე შანსი იყო მოლაპარაკებების გაგრძელების, იმის განადგურება ხდება. ასეთი განწყობით მე მგონია, რომ მოლაპარკება აღარ გაიმართება. ყოველთვის არის შანსი უკან დავიხიოთ და შევთანხმდეთ, მაგრამ არაფერი არ ეტყობა „ქართულ ოცნებას”, რომ ისინი უკან დახევას აპირებენ. განცხადება იყო გაკეთებული წინა კვირას და მაშინ ყველა პარტიამ განვაცხადეთ, რომ მიუღებელია ასეთი ქცევა და ასე იქცეოდეს მოლაპარაკებების დროს ერთ-ერთი მხარე და ახლა მუქარა რეალიზებული გახდა, რაღაც კანონპროექტში. ამიტომ მე მგონი შანსები მცირდება, რომ საერთოდ მოლაპარაკებები შედგება. როგორც კი პარლამენტს 38 ადამიანი მიმართავს მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ჩვენც დავწერთ განცხადებას და ამით დამთავრდება ეს ისტორია. „ქართული ოცნება” თუ ასე მოიქცევა მით უფრო დიდია ალბათობა იმის, რომ ორ კვირაში მივიღებთ აბსურდულ პარლამენტს, სამწუხაროა, მაგრამ აქამდე მივედით”, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შეფასებით, პარტიებისათვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადება სამარცხვინო იყო, ხოლო სიტყვა „საბოტაჟი“, რომლითაც ის გამოირჩეოდა, აახლოვებს ივანიშვილის რეჟიმს სტალინის საბჭოთა რუსეთთან, ლუკაშენკოს ბელარუსთან და პუტინის რუსეთთან.

როგორც უგულავამ აღნიშნა, პარტიული დაფინანსება მეტი დემოკრატიულობისა და პარტიების მრავალფეროვნებისათვის არსებობს, ხოლო მისი გაუქმება არათუ შეცვლის ოპოზიციის გადაწყვეტილებას, არამედ კიდევ უფრო კონსოლიდირებულს გახდის მას.

„ჩვენ ვიხილეთ შეშინებული ღლაპის ვერბალური დიარეა, სიტყვებში გამოხატული დიარეა, სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი, ერთადერთი სიტყვა გამოირჩეოდა, ეს იყო საბოტაჟი და ეს სიტყვა, სწორედ რომ გამოარჩევს და ამსგავსებს ივანიშვილის რეჟიმს სტალინის საბჭოთა რუსეთთან, პუტინის რუსეთთან, ლუკაშენკოს ბელარუსთან და ა.შ. ჩამონათვალი არც თუ ისე სახარბიელოა და ღირსეული იქ, სადაც დაიკავებს ივანიშვილის რეჟიმი ადგილს. შინაარს რაც შეეხება, არის ანტიკონსტიტუციური, ბოდვა და თუ ის პარტიებს გაუუქმებს კუთვნილ საბიუჯეტო დაფინანსებას, რაც პარტიების მრავალფეროვებისათვის არსებობს, ეს კიდევ ერთხელ მიგვიყვნას, უკვე დე ფაქტო, ერთპარტიულ სიტუაციამდე, პარტიები არ გაუქმდებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ასევე ენმ-ის გაუქმება დააანონსეს, პარტიები უფრო კონსოლიდირდებიან ამ ბრძოლაში.

ფაქტი არის ერთი, რომ ბოიკოტი შედგა და ივანიშვილის ტკივა თავის გაყალბება, ივანიშვილი წუხს თავის გაყალბებაზე, ივანიშვილი ბორგავს თავისი გაყალბებების გამო, ივანიშვილი შფოთავს და ასეთ ბოდვით სავსე ბრიფინგებს ატარებინებს თავის შიკრიკს და მონას. ამრიგად, ამით არაფერი იცვლება, ჩვენი გეგმა უცვლელია და რაც უფრო მეტი ასეთი განცხადება იქნება, მით უფრო კონსოლიდირებული იქნება ოპოზიცია“, - განაცხადა უგულავამ.

"უმრავლესობის ლიდერის დღევანდელი გზავნილები იყო სახელმწიფოებრივად სახიფათო, ადამიანურად - სამწუხარო, სამართლებრივად - ანტიკონსტიტუციური და პოლიტიკურად - დამარცხებული ძალის ხმა", - ასე შეაფასა „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა უმრავლესობის ლიდერის მიერ დღეს წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები.

მისი თქმით, თუ უმრავლესობის ლიდერი საჯაროდ მსგავსი დამაშანტაჟებელი ტონით ესაუბრება ოპოზიციონერ ლიდერებს, კითხვებსაც აღარ აჩენს, თუ როგორ ესაუბრებიან ისინი საჯარო მოხელეებსა და მათზე დაქვემდებარებულ სხვა ადამიანებს არჩევნებში სასურველი შედეგის მიღწევის მიზნით.

„პირველ რიგში, როდესაც ასეთი ძალადობრივი და დამაშანტაჟებელი ტონით ესაუბრება უმარვლესობის ლიდერი დღისით, მზისით მთელი ქვეყნიერების გასაგონად ოპოზიციის ლიდერებს, ამის შემდეგ ვინმეს შეიძლება ეჭვი დარჩეს იმასთან მიმართებით, დახურულ კარს მიღმა როგორ დაელაპარაკება ეს პარტია საჯარო მოხელეებს, აიპების თანამშრომლებსა და სხვადასხვა სახელმწიფო თუ არა სახელმწიფო ინსტიტუციებში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებზეც ზეგავლენის ბერკეტები მათ აქვთ, რომ მათგან მიიღონ საარჩევნო მხარდაჭერა? შეიძლება ვინმეს კიდევ დარჩეს კითხვის ნიშანი, სადაც მედია არ არის და სადაც კონტროლი არ არის, იქ რა ტონით და რა მიმართებით აქვთ მათ ურთიერთობა? ანუ ახლა ელაპარაკება ოპოზიციის ლიდერებს და მათდამი დაქვემდებარებულ პირებს როგორ აიძულებენ საარჩევნო პროცესებში ჩართვას, რაზეც ჩვენ ამდენი ხანია ვსაუბრობთ, ამაზე კითხვაც აღარ ჩნდება, იქ რას იზამენ, რომ თავის საწადელს მიაღწიონ. მე პირადად აღარანაირი კითხვა აღარ მრჩება, თვითონ ხსნის ყველა ფრჩხილს და აჩვენებს ძალადობრივ მუქარასა და შანტაჟზე დაფუძნებულ ბუნებას „ქართული ოცნების“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც ქვეყნის მოსახლეობას ყოველდღიურად უწევს ბრძოლა გადარჩენისთვის, „ქართული ოცნების“ ეგზისტენციალურ ამოცანას ოპოზიციასთან დაპირისპირება წარმოადგენს.

„სახელმწიფოებრივად ეს არის ძალიან სახიფათო სიტუაცია, როდესაც უმრავლესობა ამაზეა წამსვლელი და მაშინ, როდესაც ქვეყანას აქვს უმწვავესი გამოწვევები და ქვეყნის მოქალაქეებს ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა ფიზიკური და ემოციური გაგებით გადარჩენისთვის, ეგზისტენციალურად ამოცანად უმრავლესობას დასახული აქვს ოპოზიციასთან ბრძოლა. პოლიტიკურად გამარჯვებული ძალა ასე არ ლაპარაკობს, ეს არის დამარცხებული ძალის ხმა. სამართლებრივადაც არაკონსტიტუციურია, რასაც კობახიძე ამბობს და აანონსებს. კონსტიტუცია მარტო დაწერილი ტექსტი ხომ არ არის, მას აქვს სულისკვეთება, ლოგიკა, პრინციპები და ღირებულებები და ყველას წინააღმდეგ გალაშქრებაა ეს, რასაც აკეთებს,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„სტარტეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის შეფასებით კი, პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე ირაკლი კობახიძის განცხადება ქართულ დემოკრატიაზე, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველზე მორიგი შეტევაა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეს არის მორიგი შანტაჟი და მუქარა, რაც ირაკლი კობახიძისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან პირველი არ არის.

„ვხედავთ, რომ ხელისუფლება პროცესების რადიკალიზაციისკენ მიდის. ოპოზიციური მხარისგან განსხვავებით, ის მოწადინებული არ არის, რომ მოლაპარაკებამ დადებითი შედეგი გამოიღოს. ეს არის მორიგი შანტაჟი, მუქარა, რაც ირაკლი კობახიძისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან პირველი არ არის. ჩვენი პოზიცია არის, რომ საერთოდ არ შევყვებით ამ შანტაჟში, ისეთი წინადადებების განხილვაში, რასაც დაფინანსება ჰქვია, რადგან ამ მომენტისთვის ქვეყანა არის გადასარჩენი. „ქართულ ოცნებასთან“ არავითარ დაფინანსებაზე საუბარს და დისკუსიაში შესვლას ნამდვილად არ ვაპირებთ. ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რომელშიც ნათქვამია, რომ არ შეიძლება ისეთი კანონის მიღება, რაც არსებულ ვითარებას აუარესებს, მათ შორის პარტიებისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ეს დაფინანსება არსებული კანონმდებლობით საერთოდ გამიჯნულია პარლამენტის საქმიანობისგან. ეს არის იმისთვის, რომ პარტიამ ფუნქციონირება გააგრძელოს და საქართველოში დემოკრატიული პროცესები განვითარდეს. ამით ის მარტო პარტიებს კი არ უუქმებს დაფინანსებას, ქვეყანაში საერთოდ დემოკრატიულ პროცესებს კლავს.

ბატონი კობახიძე დაფინანსების ერთადერთი წყაროს გადაკეტვას უპირებს პარტიებს, რაც ქართულ დემოკრატიაზე, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველზე მორიგი შეტევაა. გარდა იმისა, რომ მას კანონის ძალა არ გააჩნია, ეს არის კანონების ჭრა-კერვა იმისდა მიხედვით, რომელი ინდივიდი ან პარტიის წევრი მოსწონს თუ არ მოსწონს ირაკლი კობახიძეს. ეს არის სრული უკანონობა. ფაქტობრივად, უკვე ერთი კაცის დიქტატურის პირდაპირი გაფორმება ხდება“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მმართველმა გუნდმა შანტაჟითა და მუქარით მოლაპარაკებების პროცესი უკვე დააზიანა. თუმცა, როგორც სერგო ჩიხლაძე განმარტავს, ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდისთვის მაინც მზად არის.

„მიუხედავად ამის, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ შანტაჟი, მუქარა და დაშინება, რეგისტრაციიდან მოხსნა, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების პროცესს ხელს არ უწყობს. ყველა კარგად ხედავს, რომ ეს მთავრობის მხრიდან მომდინარეობს. ეს უკვე მათი პასუხისმგებლობის საკითხია, თუ როგორ წარიმართება მოლაპარაკებები“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ერთადერთი გზა მოლაპარაკებების განახლება და ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა.

"რა დამარცხებაზე ვსაუბრობთ?.. ჩანს, რომ ეს ჟურნალისტები ივანიშვილის დაფინანსებას იღებენ" - სააკაშვილი უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"