სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფეხზე კიდიათ ჩვენი სფერო! მართლა მშივრები ხომ არ დავიხოცებით?“ - ახალ წელს დაწესებული შეზღუდვების გამო მომღერლები მთავრობას აკრიტიკებენ
"ფეხზე კიდიათ ჩვენი სფერო! მართლა მშივრები ხომ არ დავიხოცებით?“ - ახალ წელს დაწესებული შეზღუდვების გამო მომღერლები მთავრობას აკრიტიკებენ

მომ­ღე­რა­ლი ოთო ნემ­სა­ძის კრი­ტი­კა ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლის, ნა­თია თურ­ნა­ვას დღე­ვან­დელ­მა გან­ცხა­დე­ბამ გა­მო­იწ­ვია. რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, ახალ წელს სას­ტუმ­რო­ებ­ში მა­ყუ­რებ­ლის დას­წრე­ბით კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­მარ­თვა იკ­რძა­ლე­ბა.

გან­ცხა­დე­ბას ოთო ნემ­სა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

“ამიხ­სნას ვინ­მემ თუ სას­ტუმ­რო­ებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის დას­ვე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­დაც ყვე­ლა ყო­ველ­დღე ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბა, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა ჩემი 50 - კა­ცი­ა­ნი კონ­ცერ­ტი ამა­ვე სას­ტუმ­რო­ში? ხმას არ ვი­ღებ ამ­დე­ნი ხა­ნია. ვე­მორ­ჩი­ლე­ბით ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცი­ას, ვე­მიჯ­ნე­ბი პო­ლი­ტი­კურ აურ­ზა­ურს... მარ­თლა მშივ­რე­ბი ხომ არ და­ვი­ხო­ცე­ბით?ან ის ხალ­ხი მა­ინ­ტე­რე­სებს სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტე­ბის გამო რომ გვლან­ძღავს და თვი­თონ ერთი წელი სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რი­დან ხელ­ფასს რომ იღებს. მე რა ვქნა, არც თვით­და­საქ­მე­ბულ­შიც რომ ვერ გავ­დი­ვარ. ამიხ­სნას ვინ­მემ !!!“- წერს ოთო ნემ­სა­ძე.

“მუ­ხა­ნა­თია“ - წერს პოს­ტის სა­პა­სუ­ხოდ კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი, იგი­ვე “მა­მუ­ლი­ჩა". პოსტს გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ნემ­სა­ძის კო­ლე­გე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის მხრი­დან მოჰ­ყვა.

“აი ზუს­ტად რა! მთე­ლი წელი არა­ვის უმუ­შა­ვია და ისე იღე­ბენ ხელ­ფასს!! და ჩვენ მარ­თლა ერთი ლა­რიც კი არ აგ­ვი­ღია არ­სა­ი­დან მთე­ლი ამ­დე­ნი თვე და ერთი კონ­ცერ­ტი რო­გორ არ უნდა შეგ­ვარ­გონ ახა­ლი წლის, ერთი დღე! ამა­ზე არ ფიქ­რო­ბენ იმი­ტომ, რო ფეხ­ზე კი­დი­ათ ჩვე­ნი სფე­რო, ვი­საც მხო­ლოდ ეს პრო­ფე­სია გვაქვს და სხვა და­მა­ტე­ბი­თი სამ­სა­ხუ­რი არა, ჩვენ ადა­მი­ა­ნე­ბად არ გვთვლი­ან?!“ - წერს მომ­ღე­რა­ლი ნა­თია დუმ­ბა­ძე.

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ნა­თია თურ­ნა­ვა სას­ტუმ­რო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­მარ­თავს და აცხა­დებს, რომ მკაც­რად მო­უ­წევთ და­იც­ვან დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მა­ყუ­რებ­ლის დას­წრე­ბით კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იკ­რძა­ლე­ბა.

"მო­დის ახა­ლი წელი და ბუ­ნებ­რი­ვია, ტუ­რის­ტუ­ლი ინ­დუსტრია, იქ სა­დაც შე­ზღუდ­ვე­ბი მას­ზე არ გავ­რცელ­და, ემ­ზა­დე­ბა ამის­თვის, მაგ­რამ ყვე­ლას შე­ვახ­სე­ნებ, გან­სა­კუთ­რე­ბით სას­ტუმ­რო­ებს ეხე­ბა ეს, რომ არ­სე­ბობს მთავ­რო­ბის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი, ეს არის იზო­ლა­ცი­ის და კა­რან­ტი­ნის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 23 მა­ი­სის 322-ე დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ­ლის თან­ხმა­დაც იკ­რძა­ლე­ბა კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მა­ყუ­რებ­ლის დას­წრე­ბით, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა სას­ტუმ­როს, ვინც სა­ა­ხალ­წლოდ ელო­დე­ბა სტუმ­რებს, შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეს შე­ზღუდ­ვა არის და­წე­სე­ბუ­ლი და მისი დაც­ვა მკაც­რად მოგ­ვი­წევს", - გა­ნა­ცხა­და ნა­თია თურ­ნა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 71 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ALONZO
5

საქმით დაკავდით, საქმით

z
2

ერთი რამ ვერ გავიგე, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენი, გადამხდელების ფულს რომ აძლევენ ისე რომ არც გვეკითხებიან, პირდაპირ შეუთანხმებლად ამის უფლებას თავის თავს რატომ აძლევენ. საკუთარი ჯიბიდან ვისაც გინდა იმას მიეცი, ბიუჯეტს ნუ ეპოტინებით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ფეხზე კიდიათ ჩვენი სფერო! მართლა მშივრები ხომ არ დავიხოცებით?“ - ახალ წელს დაწესებული შეზღუდვების გამო მომღერლები მთავრობას აკრიტიკებენ

"ფეხზე კიდიათ ჩვენი სფერო! მართლა მშივრები ხომ არ დავიხოცებით?“ - ახალ წელს დაწესებული შეზღუდვების გამო მომღერლები მთავრობას აკრიტიკებენ

მომღერალი ოთო ნემსაძის კრიტიკა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის, ნათია თურნავას დღევანდელმა განცხადებამ გამოიწვია. როგორც ცნობილი გახდა, ახალ წელს სასტუმროებში მაყურებლის დასწრებით კულტურული ღონისძიებების გამართვა იკრძალება.

განცხადებას ოთო ნემსაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

“ამიხსნას ვინმემ თუ სასტუმროებში ადამიანების დასვენება შესაძლებელია, სადაც ყველა ყოველდღე ერთმანეთს ხვდება, რატომ არ შეიძლება ჩემი 50 - კაციანი კონცერტი ამავე სასტუმროში? ხმას არ ვიღებ ამდენი ხანია. ვემორჩილებით ყველა რეგულაციას, ვემიჯნები პოლიტიკურ აურზაურს... მართლა მშივრები ხომ არ დავიხოცებით?ან ის ხალხი მაინტერესებს საახალწლო კონცერტების გამო რომ გვლანძღავს და თვითონ ერთი წელი სახელმწიფო სამსახურიდან ხელფასს რომ იღებს. მე რა ვქნა, არც თვითდასაქმებულშიც რომ ვერ გავდივარ. ამიხსნას ვინმემ !!!“- წერს ოთო ნემსაძე.

“მუხანათია“ - წერს პოსტის საპასუხოდ კახა მამულაშვილი, იგივე “მამულიჩა". პოსტს გამოხმაურება ნემსაძის კოლეგებისა და მეგობრების მხრიდან მოჰყვა.

“აი ზუსტად რა! მთელი წელი არავის უმუშავია და ისე იღებენ ხელფასს!! და ჩვენ მართლა ერთი ლარიც კი არ აგვიღია არსაიდან მთელი ამდენი თვე და ერთი კონცერტი როგორ არ უნდა შეგვარგონ ახალი წლის, ერთი დღე! ამაზე არ ფიქრობენ იმიტომ, რო ფეხზე კიდიათ ჩვენი სფერო, ვისაც მხოლოდ ეს პროფესია გვაქვს და სხვა დამატებითი სამსახური არა, ჩვენ ადამიანებად არ გვთვლიან?!“ - წერს მომღერალი ნათია დუმბაძე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა სასტუმროების წარმომადგენლებს მიმართავს და აცხადებს, რომ მკაცრად მოუწევთ დაიცვან დადგენილება, რომლის თანახმადაც მაყურებლის დასწრებით კულტურული ღონისძიებები იკრძალება.

"მოდის ახალი წელი და ბუნებრივია, ტურისტული ინდუსტრია, იქ სადაც შეზღუდვები მასზე არ გავრცელდა, ემზადება ამისთვის, მაგრამ ყველას შევახსენებ, განსაკუთრებით სასტუმროებს ეხება ეს, რომ არსებობს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები, ეს არის იზოლაციის და კარანტინის შესახებ საქართველოს მთავრობის 23 მაისის 322-ე დადგენილება, რომლის თანხმადაც იკრძალება კულტურული ღონისძიებები მაყურებლის დასწრებით, აქედან გამომდინარე, ყველა სასტუმროს, ვინც საახალწლოდ ელოდება სტუმრებს, შეგახსენებთ, რომ ეს შეზღუდვა არის დაწესებული და მისი დაცვა მკაცრად მოგვიწევს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ზურა ყიფშიძე რობერტ დე ნიროსთან გადაღებულ უცნობ ფოტოებს აქვეყნებს, კადრში ჩანს მისი ახალგაზრდა მეუღლე

"დღემდე არ ვიცი, როგორ ვითამაშე ისე, რომ ბევრმა ვერ შენიშნა, რა მჭირდა" - მსახიობი არტისტების ოჯახიდან, რომელმაც სპექტაკლი გაწყვეტილი მყესებით ითამაშა

ზურა დოიჯაშვილი ტაძრიდან მის მიერ შესრულებული სიმღერით, "მელიქიშვილის გამზირის" ფონზე გამოასვენეს