სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინურმა კოსმოსურმა ხომალდმა დედამიწაზე მთვარის ნიადაგის ნიმუშები ჩამოიტანა - რა საიდუმლოს მალავს კოსმოსური მისია?
ჩინურმა კოსმოსურმა ხომალდმა დედამიწაზე მთვარის ნიადაგის ნიმუშები ჩამოიტანა - რა საიდუმლოს მალავს კოსმოსური მისია?

ჩი­ნუ­რი კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი Changye 5, ბორტზე მთვა­რის ნი­ა­და­გის ნი­მუ­შე­ბით, ჩრდი­ლო­ეთ ჩი­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკვე და­ეშ­ვა. 300 კგ კაფ­სუ­ლის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა უკვე ნა­პოვ­ნია.

ამ­რი­გად, ჩი­ნე­თი გახ­და მსოფ­ლი­ო­ში მე­სა­მე ქვე­ყა­ნა აშშ - ს და სსრკ - ს შემ­დეგ, რო­მელ­მაც დე­და­მი­წა­ზე მთვა­რის ნი­ა­და­გის ნი­მუ­შე­ბის ჩა­მო­ტა­ნა შეძ­ლო. გეგ­მის თა­ნახ­მად, კაფ­სუ­ლა­ში უნდა შეგ­რო­ვე­ბუ­ლი­ყო და­ახ­ლო­ე­ბით 2 კი­ლოგ­რა­მი ნი­მუ­ში, მაგ­რამ დე­ტა­ლებს ჩი­ნუ­რი მხა­რე არ ასა­ჯა­რო­ებს.

Changye-5 კოს­მოს­ში 24 ნო­ემ­ბერს გა­ვი­და, მთვა­რის ზე­და­პირს ერთი კვი­რის შემ­დეგ 1-ლ დე­კემ­ბერს მი­აღ­წია და ე.წ. შტორ­მის ოკე­ა­ნე­ში შეძ­ლო დაშ­ვე­ბა. კა­ცობ­რი­ო­ბა მთვა­რის ამ მხა­რეს პირ­ვე­ლად შე­ის­წავ­ლის.

6 დე­კემ­ბერს, რო­ბოტ­მა აიღო მთვა­რის ზე­და­პი­რი­დან ნი­მუ­შე­ბი, და­ეყ­რდნო ორ­ბი­ტა­ლურ მო­დულს და დე­და­მი­წა­ზე დაბ­რუნ­და.

მთვა­რის კლდის ახალ ნი­მუ­შებ­ზე მეც­ნი­ე­რებს 44 წლის შემ­დეგ, პირ­ვე­ლად ექ­ნე­ბათ წვდო­მა. ბო­ლოს მთვა­რის ნი­ა­და­გი დე­და­მი­წა­ზე 1976 წელს, საბ­ჭო­თა აპა­რატ­მა Luna-24-მა ჩა­მო­ი­ტა­ნა.

"მთვა­რე დრო­ის ერ­თგვა­რი კაფ­სუ­ლაა. კლდის ნი­მუ­შე­ბი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა უკეთ გა­ვი­გოთ მზის სის­ტე­მის გვი­ან­დე­ლი ის­ტო­რი­ის გარ­კვე­უ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი. Changye 5-ის ნი­მუ­შე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­ფარ­თო­ებს ჩვენს ცოდ­ნას დე­და­მი­წა-მთვა­რის სის­ტე­მის შე­სა­ხებ და სა­ერ­თოდ მზის სის­ტე­მის შე­სა­ხებ", - აცხა­დებს ბრი­ტა­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი კოს­მო­სუ­რი აკა­დე­მი­ის დი­რექ­ტო­რი ანუ ოჯა.

  • გაგ­ვი­ზი­ა­რე­ბენ თუ არა?

ვის და რამ­დე­ნად ექ­ნე­ბა წვდო­მა ამ უნი­კა­ლურ ნი­მუ­შებ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით გა­უ­გე­ბა­რია. ჩი­ნეთ­მა კოს­მო­სუ­რი კვლე­ვა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფოს­თან და ევ­რო­პის კოს­მო­სურ სა­ა­გენ­ტოს­თან ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. უფრო მე­ტიც, Changye-5 ფრე­ნის ფა­ზას სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ევ­რო­პი­დან ადევ­ნებ­დნენ თვალ­ყურს.

ჩი­ნე­თის კოს­მო­სუ­რი სა­ძი­ე­ბო პროგ­რა­მა შე­და­რე­ბით ახალ­გაზ­რდაა. ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქვეყ­ნის სწრა­ფი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩი­ნელ მეც­ნი­ე­რებს და­სავ­ლე­თი ექ­სპერ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბა მა­ინც სჭირ­დე­ბათ. კოს­მო­სურ ინ­დუსტრი­ა­ში ჩი­ნე­თი დიდ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ახორ­ცი­ე­ლებს. სწო­რედ ამის გამო გა­სულ წელს გახ­და პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, ვინც მთვა­რის ამ შო­რე­ულ მხა­რე­ში მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტი გაგ­ზავ­ნა.

კოს­მო­სის კვლე­ვას პრე­ზი­დენ­ტი სი ძინ­პი­ნი მხარს უჭერს. ჩი­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო ”კოს­მო­სურ ოც­ნე­ბას” ეროვ­ნუ­ლი აღორ­ძი­ნე­ბის­კენ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯად რე­გუ­ლა­რუ­ლად მო­იხ­სე­ნი­ებს.

ჩი­ნე­თი ასე­ვე მუ­შა­ობს ას­ტრო­ნავ­ტე­ბის მთვა­რე­ზე და შემ­დეგ მარსზე გაგ­ზავ­ნის­თვის.

  • სა­ი­დუმ­ლო კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი

4 სექ­ტემ­ბერს ჩრდი­ლო­ეთ ჩი­ნეთ­ში, ჯი­უ­კუ­ა­ნის კოს­მოდ­რო­მი­დან კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი გა­უშ­ვეს. ის ორი დღის შემ­დეგ დე­და­მი­წა­ზე უსაფრ­თხოდ დაბ­რუნ­და.

6 სექ­ტემ­ბერს, ფრე­ნის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტომ Xinhua- მ მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა.

"წარ­მა­ტე­ბულ­მა ფრე­ნამ ქვე­ყა­ნას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიღ­წე­ვე­ბი მო­უ­ტა­ნა მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბა­დი კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დე­ბის კვლე­ვა­ში, რაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, სივ­რცის მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის კომ­ფორ­ტულ და იაფ ტრან­სპორ­ტს უზ­რუნ­ველ­ყოფს“, - ნათ­ქვა­მია მოხ­სე­ნე­ბა­ში

ჩი­ნე­თის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი კოს­მო­სუ­რი მი­სი­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამ “იაფი ტრან­სპორ­ტის“ შე­სა­ხებ ძა­ლი­ან ცოტა დე­ტა­ლი გახ­და ცნო­ბი­ლი. არ ვრცელ­დე­ბა ფო­ტო­ე­ბიც.

არ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლა გაშ­ვე­ბი­სა და ლო­კა­ცი­ა­ზე დაშ­ვე­ბის ზუს­ტი დრო, ისე­ვე, რო­გორც სა­დე­სან­ტო ად­გი­ლი.

ოფი­ცი­ა­ლურ­მა მე­მო­რან­დუმ­მა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და, სა­ი­ტის პერ­სო­ნა­ლი და სტუმ­რე­ბი გა­აფრ­თხი­ლა, კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დის აფ­რე­ნა არ გა­და­ე­ღოთ და ეს სა­კი­თხი ინ­ტერ­ნეტ­ში არ გა­ნე­ხი­ლათ.

გა­ურ­კვე­ვე­ლია ჩი­ნუ­რი კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დის ზომა და ფორ­მა, მაგ­რამ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს არის X-37B ორ­ბი­ტა­ლუ­რი საც­დე­ლი მან­ქა­ნის მსგავ­სი ერ­თგვა­რი უპი­ლო­ტო კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი, რო­მელ­საც აშშ-ს სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბი მარ­თა­ვენ. თუ ასეა, მა­შინ ჩი­ნე­თი გახ­დე­ბა მე­სა­მე ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც მო­ა­ხერ­ხა მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბა­დი კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დის შექ­მნა.

აშშ-ის X-37B ორ­ბი­ტა­ზე მა­ი­სის ბო­ლო­დან იმ­ყო­ფე­ბა. ეს მისი მე­ექ­ვსე ფრე­ნაა. ამე­რი­კუ­ლი კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ცოტა რამ არის ცნო­ბი­ლი, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ვა­რა­უ­დი, რომ ეს თვითმფრი­ნა­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას ჯა­შუ­შუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ან კოს­მო­სუ­რი ია­რა­ღის ტეს­ტი­რე­ბის­თვის.

ანა­ლო­გი­უ­რი ეჭ­ვე­ბი გაჩ­ნდა ჩი­ნე­თის შემ­თხვე­ვა­შიც. და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ცნო­ბე­ბით, აპა­რა­ტის კოს­მოს­ში გაშ­ვე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბით გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბამ, წარ­მოშ­ვა ვა­რა­უ­დი, რომ მას შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს რა­ი­მე სა­ხის სამ­ხედ­რო გა­მო­ყე­ნე­ბა.

ლეს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კოს­მო­სუ­რი პო­ლი­ტი­კის სპე­ცი­ა­ლის­ტის ბლე­დინ ბო­უ­ე­ნის თა­ნახ­მად, "ჩი­ნე­თი ხდე­ბა ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი კოს­მო­სუ­რი ძალა, რო­მე­ლიც, ომის­თვის, გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და პრეს­ტი­ჟის­თვის კოს­მო­სურ ტექ­ნო­ლო­გი­ას იყე­ნებს". წყა­რო

მო­ამ­ზა­და: თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
cicikore
3

gh;neblia malepirvelobasac gamokravs xels.daimaxsovret.

კოკო
8

ქართველები გაასწრებენ ... ჯერ არჩევნებს მორჩნენ, მერე ნახეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ჩინურმა კოსმოსურმა ხომალდმა დედამიწაზე მთვარის ნიადაგის ნიმუშები ჩამოიტანა - რა საიდუმლოს მალავს კოსმოსური მისია?

ჩინურმა კოსმოსურმა ხომალდმა დედამიწაზე მთვარის ნიადაგის ნიმუშები ჩამოიტანა - რა საიდუმლოს მალავს კოსმოსური მისია?

ჩინური კოსმოსური ხომალდი Changye 5, ბორტზე მთვარის ნიადაგის ნიმუშებით, ჩრდილოეთ ჩინეთის ტერიტორიაზე უკვე დაეშვა. 300 კგ კაფსულის ადგილმდებარეობა უკვე ნაპოვნია.

ამრიგად, ჩინეთი გახდა მსოფლიოში მესამე ქვეყანა აშშ - ს და სსრკ - ს შემდეგ, რომელმაც დედამიწაზე მთვარის ნიადაგის ნიმუშების ჩამოტანა შეძლო. გეგმის თანახმად, კაფსულაში უნდა შეგროვებულიყო დაახლოებით 2 კილოგრამი ნიმუში, მაგრამ დეტალებს ჩინური მხარე არ ასაჯაროებს.

Changye-5 კოსმოსში 24 ნოემბერს გავიდა, მთვარის ზედაპირს ერთი კვირის შემდეგ 1-ლ დეკემბერს მიაღწია და ე.წ. შტორმის ოკეანეში შეძლო დაშვება. კაცობრიობა მთვარის ამ მხარეს პირველად შეისწავლის.

6 დეკემბერს, რობოტმა აიღო მთვარის ზედაპირიდან ნიმუშები, დაეყრდნო ორბიტალურ მოდულს და დედამიწაზე დაბრუნდა.

მთვარის კლდის ახალ ნიმუშებზე მეცნიერებს 44 წლის შემდეგ, პირველად ექნებათ წვდომა. ბოლოს მთვარის ნიადაგი დედამიწაზე 1976 წელს, საბჭოთა აპარატმა Luna-24-მა ჩამოიტანა.

"მთვარე დროის ერთგვარი კაფსულაა. კლდის ნიმუშები დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ მზის სისტემის გვიანდელი ისტორიის გარკვეული მახასიათებლები. Changye 5-ის ნიმუშები მნიშვნელოვნად გააფართოებს ჩვენს ცოდნას დედამიწა-მთვარის სისტემის შესახებ და საერთოდ მზის სისტემის შესახებ", - აცხადებს ბრიტანეთის ეროვნული კოსმოსური აკადემიის დირექტორი ანუ ოჯა.

  • გაგვიზიარებენ თუ არა?

ვის და რამდენად ექნება წვდომა ამ უნიკალურ ნიმუშებზე ჯერჯერობით გაუგებარია. ჩინეთმა კოსმოსური კვლევა გაერთიანებულ სამეფოსთან და ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან ერთად განახორციელა. უფრო მეტიც, Changye-5 ფრენის ფაზას სპეციალისტები ევროპიდან ადევნებდნენ თვალყურს.

ჩინეთის კოსმოსური საძიებო პროგრამა შედარებით ახალგაზრდაა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ქვეყნის სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების მიუხედავად, ჩინელ მეცნიერებს დასავლეთი ექსპერტების დახმარება მაინც სჭირდებათ. კოსმოსურ ინდუსტრიაში ჩინეთი დიდ ინვესტიციებს ახორციელებს. სწორედ ამის გამო გასულ წელს გახდა პირველი ქვეყანა, ვინც მთვარის ამ შორეულ მხარეში მფრინავი ობიექტი გაგზავნა.

კოსმოსის კვლევას პრეზიდენტი სი ძინპინი მხარს უჭერს. ჩინეთის სახელმწიფო ”კოსმოსურ ოცნებას” ეროვნული აღორძინებისკენ გადადგმულ ნაბიჯად რეგულარულად მოიხსენიებს.

ჩინეთი ასევე მუშაობს ასტრონავტების მთვარეზე და შემდეგ მარსზე გაგზავნისთვის.

  • საიდუმლო კოსმოსური ხომალდი

4 სექტემბერს ჩრდილოეთ ჩინეთში, ჯიუკუანის კოსმოდრომიდან კოსმოსური ხომალდი გაუშვეს. ის ორი დღის შემდეგ დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდა.

6 სექტემბერს, ფრენის შესახებ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ Xinhua- მ მწირი ინფორმაცია გაავრცელა.

"წარმატებულმა ფრენამ ქვეყანას მნიშვნელოვანი მიღწევები მოუტანა მრავალჯერადი გამოყენებადი კოსმოსური ხომალდების კვლევაში, რაც, სავარაუდოდ, სივრცის მშვიდობიანი გამოყენებისთვის კომფორტულ და იაფ ტრანსპორტს უზრუნველყოფს“, - ნათქვამია მოხსენებაში

ჩინეთის ბოლოდროინდელი გახმაურებული კოსმოსური მისიებისგან განსხვავებით, ამ “იაფი ტრანსპორტის“ შესახებ ძალიან ცოტა დეტალი გახდა ცნობილი. არ ვრცელდება ფოტოებიც.

არ გახმაურებულა გაშვებისა და ლოკაციაზე დაშვების ზუსტი დრო, ისევე, როგორც სადესანტო ადგილი.

ოფიციალურმა მემორანდუმმა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, საიტის პერსონალი და სტუმრები გააფრთხილა, კოსმოსური ხომალდის აფრენა არ გადაეღოთ და ეს საკითხი ინტერნეტში არ განეხილათ.

გაურკვეველია ჩინური კოსმოსური ხომალდის ზომა და ფორმა, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის X-37B ორბიტალური საცდელი მანქანის მსგავსი ერთგვარი უპილოტო კოსმოსური ხომალდი, რომელსაც აშშ-ს საჰაერო ძალები მართავენ. თუ ასეა, მაშინ ჩინეთი გახდება მესამე ქვეყანა, რომელმაც მოახერხა მრავალჯერადი გამოყენებადი კოსმოსური ხომალდის შექმნა.

აშშ-ის X-37B ორბიტაზე მაისის ბოლოდან იმყოფება. ეს მისი მეექვსე ფრენაა. ამერიკული კოსმოსური ხომალდის საქმიანობის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, რამაც გამოიწვია ვარაუდი, რომ ეს თვითმფრინავები შეიძლება გამოყენებულ იქნას ჯაშუშური საქმიანობისთვის ან კოსმოსური იარაღის ტესტირებისთვის.

ანალოგიური ეჭვები გაჩნდა ჩინეთის შემთხვევაშიც. დაუდასტურებელი ცნობებით, აპარატის კოსმოსში გაშვების განსაკუთრებით გასაიდუმლოებამ, წარმოშვა ვარაუდი, რომ მას შეიძლება ჰქონდეს რაიმე სახის სამხედრო გამოყენება.

ლესტერის უნივერსიტეტის კოსმოსური პოლიტიკის სპეციალისტის ბლედინ ბოუენის თანახმად, "ჩინეთი ხდება ყოვლისმომცველი კოსმოსური ძალა, რომელიც, ომისთვის, განვითარებისთვის და პრესტიჟისთვის კოსმოსურ ტექნოლოგიას იყენებს". წყარო

მოამზადა: თეონა რამაზაშვილმა

"გადმოგცემთ ჩემს შვილს, ყველა ტყვეს სანაცვლოდ" - რა შეუთვალა ნიკოლ ფაშინიანი ილჰამ ალიევს?

"მწვანე ბარათის" გათამაშების ათასობით გამარჯვებული ბაიდენის ადმინისტრაციას უჩივის - რას აცხადებს დაზარალებულთა ადვოკატი

რატომ გაათავისუფლეს პატიმრობიდან იტალიური "მაფიის ბოსი" - ვინ არის ჯოვანი ბრუსკა, რომლის სახელსაც 100-ზე მეტი მკვლელობა უკავშირდება