საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს..." - რაზე ისაუბრა დღეს პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე
"წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს..." - რაზე ისაუბრა დღეს პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე

ჩვენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, წელს ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლად უნდა შევ­ხვდეთ ახალ წელს, ჩვე­ნი სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა იყოს უფრო მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი, უფრო ოჯა­ხის წრე­ში, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ, მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, 28 ნო­ემ­ბრი­დან და­წე­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია. რო­გორც გა­ხა­რი­ამ მთავ­რო­ბის სხდო­მის და­წყე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, პირ­ვე­ლად ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში 17 ათას­ზე მეტი ტეს­ტის პი­რო­ბებ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის 3 ათას­ზე ნაკ­ლე­ბი შემ­თხვე­ვა გვაქვს, რაც მთავ­რო­ბას ფრთხი­ლი ოპ­ტი­მიზ­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს.

მან მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ში თავი აა­რი­დონ დიდ წვე­უ­ლე­ბებს. მი­სი­ვე თქმით, ქვე­ყა­ნა­ში მო­მა­ვა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­დგე­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა, მათ შო­რის იმას, თუ რო­გორ გა­ვარ­თმევთ თავს სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­უ­ლებს.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დღეს მე-20 დღეა 28 ნო­ემ­ბრი­დან, რო­დე­საც საბ­ჭომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მიზ­ნობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის შე­სა­ხებ ქვე­ყა­ნა­ში, დღეს ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, რო­გორც გარ­და­მა­ვა­ლი შე­დე­გი გან­ვა­ცხა­დოთ, რომ შევ­ძე­ლით ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბა, ტემ­პე­ბის შე­ჩე­რე­ბა, რა­მაც მოგ­ვცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ციფ­რე­ბი მი­უ­ხე­და­ვად ტეს­ტი­რე­ბის პრინ­ცი­პუ­ლად გაზ­რდი­ლი რა­ო­დე­ნო­ბი­სა ინ­ფი­ცი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლუ­რია. უფრო მე­ტიც, დღეს შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ პირ­ვე­ლად ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში 17 ათას­ზე მეტი ტეს­ტის პი­რო­ბებ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის 3 ათას­ზე ნაკ­ლე­ბი შემ­თხვე­ვა გვაქვს. ეს, რა თქმა უნდა, გვაძ­ლევს ფრთხი­ლი ოპ­ტი­მიზ­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. რა­მე­თუ ეს არის პირ­ვე­ლი შე­დე­გი, პირ­ვე­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, როცა ჩვენ ვამ­ბობ­დით , რომ პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნა გახ­ლდათ გავ­რცე­ლე­ბის სის­წრა­ფის შე­ჩე­რე­ბა, რაც ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

მისი თქმით, დღეს, რო­დე­საც ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა ევ­რო­პა­ში ახალ რე­კორ­დებს ამა­ყა­რებს, რო­დე­საც ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი სულ უფრო ამ­კაც­რე­ბენ სა­ა­ხალ­წლო შე­ზღუდ­ვებს, ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი ნა­ბი­ჯი იყოს პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი და გო­ნივ­რუ­ლი.

„ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ ეს გარ­და­მა­ვა­ლი მცი­რე­დი მიღ­წე­ვა, შე­დე­გი, რო­მე­ლიც ჩვენ დღეს გვაქვს, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და გა­ვუფრ­თხილ­დეთ ჩვენს ხან­დაზ­მუ­ლებს, მო­ხუ­ცებს და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მა­ტა­რებ­ლებს. ყვე­ლას უნდა გვეს­მო­დეს, რომ დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, ევ­რო­პის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რე­კორ­დე­ბი მყარ­დე­ბა, ისე­თი რე­კორ­დე­ბი, რო­მე­ლიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დგომ არ ყო­ფი­ლა. ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნა გახ­ლავთ ის, რომ გა­ვუფრ­თხილ­დეთ ჩვენს ხან­დაზ­მუ­ლებს და ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით რო­გორც სა­ხელ­მწი­ფომ, ასე­ვე კომ­პა­ნი­ებ­მა და ბიზ­ნეს­მა უნდა ვი­მოქ­მე­დოთ პირ­ველ რიგ­ში, სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­შიც... ყვე­ლას კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ ჩვენ ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, წელს ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლად უნდა შევ­ხვდეთ ახალ წელს. ჩვე­ნი სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა იყოს უფრო მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი, უფრო ოჯა­ხის წრე­ში და, რა თქმა უნდა, თავი უნდა ავა­რი­დოთ დიდ წვე­უ­ლე­ბებს, ჩვენ­თვის შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ულ დიდ წვე­უ­ლე­ბებს, მაგ­რამ უნდა გვეს­მო­დეს, რომ წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წე­ლია, გა­მოწ­ვე­ვე­ბით. დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა ჩვე­ნი შემ­დგო­მი ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­დგე­ნის­თვის თუ რო­გორ გა­ვარ­თმევთ თავს, პირ­ველ რიგ­ში, ამ სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­უ­ლებს,“ - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ქვე­ყა­ნა­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 65% გა­ი­ზარ­და, თუმ­ცა მი­ზა­ნია, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის 90-95%-მა ატა­როს ის ინ­ტენ­სი­უ­რად და მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი ეკო­ნო­მი­კის უფრო თა­მა­მად გახ­სნა.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ერთ-ერთი მიღ­წე­ვა, გარ­და­მა­ვა­ლი შე­დე­გი არის პირ­ბა­დის ტა­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. ის გაზ­რდი­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით, 65%-მდე, მაგ­რამ ესეც არ არის საკ­მა­რი­სი. ჩვე­ნი მი­ზა­ნი უნდა გახ­დეს 90-95% - ეს ის მო­ნა­ცე­მე­ბია, რო­დე­საც ჩვენ შეგ­ვეძ­ლე­ბა უკვე ეკო­ნო­მი­კის უფრო თა­მა­მად გახ­სნა. ყვე­ლამ ერ­თად უნდა ვიზ­რუ­ნოთ ჩვენს ხან­დაზ­მუ­ლებ­ზე, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბელ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე და ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ ჩვე­ნი მო­ბი­ლუ­რო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და­ბალ დო­ნე­ზე ან გავ­ზარ­დოთ მა­შინ, რო­დე­საც ყვე­ლა რის­კი გა­და­ზღვე­უ­ლი გვექ­ნე­ბა და გა­ვა­კე­თოთ ეს უაღ­რე­სად გო­ნივ­რუ­ლად, ეს არის ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
38

ახალი წელი კი არა დაეტიეთ სახლში, სწორს ამბობს პრემიერი, არ უნდა გაიხსნას არცერთი მაღაზია, რესტორანი და ა.შ. ტრანსპორტმაც მოიცადოს, არაა საჭირო ამდენი ხალხის მოძრაობა. დღეში 50 კაცი რომ კვდება იცით რამდენია ეს? ჩვეულებრივი სიკვდილიანობა საქართველოში ინფექციამდე საქართველოში იყო დღეში 120-130 კაცი, ანუ 40%-თ არის გაზრდილი, ძალიან ბევრია, ამოვწყდებით ისედაც ვერ ვმრავლდებით ასე თუ გაგრძელდა.

ნუგზარი
0

რა ახალ წელზეა ლაპარაკი, როდესაც ხალხი უცხო ვირუსით იღუპება და ჯერჯერობით საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. დავაწესოთ ავტომობილების გადაადგილებაზე შეზღუდვაც. გთავაზობთ, რომ თვის ლუწ რიცხვებში იაროს ავტომობილებმა, რომლებსაც ნომრის ლუწი დაბოლავება აქვს, ხოლო კენტ რიცხვებში- კენტი დაბოლავების მქონე ავტომობილებმა. ეს საგრძნობლად შეამცირეს ვირუსის გავრცელებას.( რა თქმა უნდა ეს არ შეეხება სპეცავტომობილებს)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს..." - რაზე ისაუბრა დღეს პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე

"წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს..." - რაზე ისაუბრა დღეს პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე

ჩვენ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს, ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, უფრო ოჯახის წრეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიას განცხადებით, 28 ნოემბრიდან დაწესებული რეგულაციებით ინფექციის გავრცელება შეჩერებულია. როგორც გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, პირველად ბოლო თვეების განმავლობაში 17 ათასზე მეტი ტესტის პირობებში ინფიცირების 3 ათასზე ნაკლები შემთხვევა გვაქვს, რაც მთავრობას ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას აძლევს.

მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ კორონავირუსით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სადღესასწაულო დღეებში თავი აარიდონ დიდ წვეულებებს. მისივე თქმით, ქვეყანაში მომავალი ეკონომიკური აღდგენისთვის მნიშვნელობა ექნება, მათ შორის იმას, თუ როგორ გავართმევთ თავს საახალწლო დღესასწაულებს.

"მოგეხსენებათ, დღეს მე-20 დღეა 28 ნოემბრიდან, როდესაც საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მიზნობრივი შეზღუდვების დაწესების შესახებ ქვეყანაში, დღეს ჩვენ შეგვიძლია, როგორც გარდამავალი შედეგი განვაცხადოთ, რომ შევძელით ინფექციის გავრცელების შეჩერება, ტემპების შეჩერება, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ ციფრები მიუხედავად ტესტირების პრინციპულად გაზრდილი რაოდენობისა ინფიცირების რაოდენობა შედარებით სტაბილურია. უფრო მეტიც, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველად ბოლო თვეების განმავლობაში 17 ათასზე მეტი ტესტის პირობებში ინფიცირების 3 ათასზე ნაკლები შემთხვევა გვაქვს. ეს, რა თქმა უნდა, გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას. რამეთუ ეს არის პირველი შედეგი, პირველი მიზნის მიღწევის შესაძლებლობა, როცა ჩვენ ვამბობდით , რომ პირველი ამოცანა გახლდათ გავრცელების სისწრაფის შეჩერება, რაც ჩვენ მოვახერხეთ", - აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, დღეს, როდესაც ინფექციის გავრცელება ევროპაში ახალ რეკორდებს ამაყარებს, როდესაც ევროპული სახელმწიფოები სულ უფრო ამკაცრებენ საახალწლო შეზღუდვებს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი იყოს პასუხისმგებლიანი და გონივრული.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს გარდამავალი მცირედი მიღწევა, შედეგი, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, შევინარჩუნოთ და გავუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულებს, მოხუცებს და ქრონიკული დაავადებების მატარებლებს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, სამწუხაროდ, ევროპის ბევრ ქვეყანაში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი რეკორდები მყარდება, ისეთი რეკორდები, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არ ყოფილა. ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ის, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულებს და ამ პასუხისმგებლობით როგორც სახელმწიფომ, ასევე კომპანიებმა და ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ პირველ რიგში, საახალწლო დღეებშიც... ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს. ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, უფრო ოჯახის წრეში და, რა თქმა უნდა, თავი უნდა ავარიდოთ დიდ წვეულებებს, ჩვენთვის შეიძლება ჩვეულ დიდ წვეულებებს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ წელს განსაკუთრებული წელია, გამოწვევებით. დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი შემდგომი ეკონომიკური აღდგენისთვის თუ როგორ გავართმევთ თავს, პირველ რიგში, ამ საახალწლო დღესასწაულებს,“ - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 65% გაიზარდა, თუმცა მიზანია, რომ მოსახლეობის 90-95%-მა ატაროს ის ინტენსიურად და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ეკონომიკის უფრო თამამად გახსნა.

„მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი მიღწევა, გარდამავალი შედეგი არის პირბადის ტარება ქვეყანაში. ის გაზრდილია, დაახლოებით, 65%-მდე, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. ჩვენი მიზანი უნდა გახდეს 90-95% - ეს ის მონაცემებია, როდესაც ჩვენ შეგვეძლება უკვე ეკონომიკის უფრო თამამად გახსნა. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ხანდაზმულებზე, ქრონიკული დაავადებების მატარებელ მოქალაქეებზე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი მობილურობა შევინარჩუნოთ დაბალ დონეზე ან გავზარდოთ მაშინ, როდესაც ყველა რისკი გადაზღვეული გვექნება და გავაკეთოთ ეს უაღრესად გონივრულად, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა გახარიამ.

"ისევ აღვირახსნილი მიმოსვლა წავიდა, რასაკვირველია, ავარდება ინფიცირებულების რიცხვი" - ივანე მაჭავარიანი

"კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან თებერვლამდე გამოიყოფა" - გიორგი გახარია

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"