მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენზე ჭკვიანები რომ იყვნენ, ისინი იქნებოდნენ ხელისუფლებაში... სააკაშვილმა იოცნებოს მაგაზე" - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე და პასუხი ექსპრეზიდენტს
"ჩვენზე ჭკვიანები რომ იყვნენ, ისინი იქნებოდნენ ხელისუფლებაში... სააკაშვილმა იოცნებოს მაგაზე" - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე და პასუხი ექსპრეზიდენტს

ჩვენ­ზე ჭკვი­ა­ნე­ბი რომ იყ­ვნენ, ისი­ნი იქ­ნე­ბოდ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და ჩვენ ვიქ­ნე­ბო­დით ოპო­ზი­ცი­ა­ში, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

"სწო­რედ იმის გამო, რომ ინ­ტე­ლექ­ტი არ ჰყოფ­ნის მა­გა­ლი­თად, ბო­კე­რი­ას, გვა­რა­მი­ას და ა.შ. ამი­ტომ არი­ან ისი­ნი დღემ­დე ოპო­ზი­ცი­ა­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი რე­სურ­სი აქვთ, მე­დი­ა­რე­სურ­სი, ფული აქვთ მი­ლი­ო­ნი მო­პა­რუ­ლი და იმას ხარ­ჯა­ვენ ყო­ველ არ­ჩევ­ნებ­ზე და ა.შ. ჭკუა რომ ჰყოფ­ნი­დეთ, თა­ვი­სი ჭკუ­ით მოგ­ვი­გებ­დნენ დიდი ხა­ნია", - აღ­ნიშ­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

კო­ბა­ხი­ძის თქმით, აქეთ არის მო­მა­ვა­ლი, პერ­სპექ­ტი­ვა, სი­ნათ­ლე, იქით - წარ­სუ­ლი, სიბ­ნე­ლე.

„რაც შე­ე­ხე­ბა რე­ა­ლურ ვი­თა­რე­ბას, ინ­ტე­ლექ­ტში არ­სე­ბი­თი სხვა­ო­ბაა და ესეც არის ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც ერი­დე­ბათ მათ პარ­ლა­მენ­ტში შე­მოს­ვლა, იმ­დე­ნად მძი­მე სუ­რა­თი აქვთ მათ და იმ­დე­ნად დი­დია სხვა­ო­ბა ვი­ზუ­ა­ლუ­რი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით უმ­რავ­ლე­სო­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის, რომ ისი­ნი ძა­ლი­ან მძი­მედ გა­მოჩ­ნდე­ბი­ან ამ ვი­თა­რე­ბა­ში. სა­მა­დაშ­ვი­ლის ცნო­ბი­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი გახ­სოვთ, აქეთ არის მო­მა­ვა­ლი, პერ­სპექ­ტი­ვა, სი­ნათ­ლე, იქით არის წარ­სუ­ლი, სიბ­ნე­ლე. სა­ინ­ტე­რე­სო შე­ფა­სე­ბე­ბი ჰქონ­და და ყვე­ლა­ფერ­ში ვე­თან­ხმე­ბით. ეს არის კონ­ტრას­ტი და თვი­თო­ნაც აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, ამი­ტომ უჭირთ მათ პარ­ლა­მენ­ტში შე­მოს­ვლა, არ უნ­დათ ეს კონ­ტრას­ტი თვალ­ნა­თე­ლი იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, რაც კი­დევ უფრო მე­ტად და­ამ­ძი­მებს მათ ისე­დაც მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ას.

სა­მა­დაშ­ვილს რაც შე­ე­ხე­ბა, ის გა­რეთ სხვა რა­მეს სა­უბ­რობ­და, აღ­მოჩ­ნდა, რომ სხვა რა­მეს ფიქ­რობ­და. გვე­ძახ­და, რომ ვი­ყა­ვით პრო­რუ­სუ­ლი, ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი, რეგ­რე­სუ­ლი და სი­ნამ­დვი­ლე­ში გა­ირ­კვა, რომ ფიქ­რობ­და სულ სხვა რა­მეს, რომ არც პრო­რუ­სუ­ლი ვართ, და­სავ­ლე­თის­კენ მივ­დი­ვართ, ახა­ლი სა­ხე­ე­ბი გვყავს, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია ვართ და .ა.შ.

რაც შე­ე­ხე­ბა ვა­შა­ძეს, გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, გა­ე­მიჯ­ნა. გა­მიჯნ­ვას რაც შე­ე­ხე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო რა არის, ჩვენ მუდ­მი­ვად ვსა­უბ­რობ­დით, რომ ეს ოპო­ზი­ცია იყო და­სუს­ტე­ბუ­ლი, და­საშ­ლე­ლი და ა.შ. რაც ჩვენ ბო­ლომ­დე უნდა მიგ­ვეყ­ვა­ნა, ეს საქ­მე ახლა თვი­თონ მიჰ­ყავთ. ბო­კე­რი­ამ ძა­ლი­ან დიდი საქ­მე გა­უ­კე­თა ქარ­თულ დე­მოკ­რა­ტი­ას, ასე­ვე სა­ა­კაშ­ვილ­მა და გვა­რა­მი­ამ, ისი­ნი შლი­ან თან­და­თა­ნო­ბით ამ რა­დი­კა­ლურ და მარ­გი­ნა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას, ჯერ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ ჩა­მო­ან­გრია თვი­თონ, სა­კუ­თა­რი პარ­ტია, მერე „გირ­ჩი“ და­შა­ლეს, ახლა „ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ და­შა­ლეს“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ყო­ფი­ლი­ყო, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ მი­ნი­მუმ, 50%-ს აი­ღებ­და.

აღ­ნიშ­ნულს კო­ბა­ხი­ძემ ასე უპა­სუ­ხა: „იოც­ნე­ბოს მა­გა­ზე“.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
5555
69

რამდენიც არ უნდა კბინო მაინც ვერ წვდები.... კატა ვერ მიწვდა ძეხვსაო ....

ლაშა
59

ეპ ჩვენი საწყალი საქართველო ამათ ხელში....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჩვენზე ჭკვიანები რომ იყვნენ, ისინი იქნებოდნენ ხელისუფლებაში... სააკაშვილმა იოცნებოს მაგაზე" - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე და პასუხი ექსპრეზიდენტს

"ჩვენზე ჭკვიანები რომ იყვნენ, ისინი იქნებოდნენ ხელისუფლებაში... სააკაშვილმა იოცნებოს მაგაზე" - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე და პასუხი ექსპრეზიდენტს

ჩვენზე ჭკვიანები რომ იყვნენ, ისინი იქნებოდნენ ხელისუფლებაში და ჩვენ ვიქნებოდით ოპოზიციაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

"სწორედ იმის გამო, რომ ინტელექტი არ ჰყოფნის მაგალითად, ბოკერიას, გვარამიას და ა.შ. ამიტომ არიან ისინი დღემდე ოპოზიციაში, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული რესურსი აქვთ, მედიარესურსი, ფული აქვთ მილიონი მოპარული და იმას ხარჯავენ ყოველ არჩევნებზე და ა.შ. ჭკუა რომ ჰყოფნიდეთ, თავისი ჭკუით მოგვიგებდნენ დიდი ხანია", - აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, აქეთ არის მომავალი, პერსპექტივა, სინათლე, იქით - წარსული, სიბნელე.

„რაც შეეხება რეალურ ვითარებას, ინტელექტში არსებითი სხვაობაა და ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ერიდებათ მათ პარლამენტში შემოსვლა, იმდენად მძიმე სურათი აქვთ მათ და იმდენად დიდია სხვაობა ვიზუალური, ინტელექტუალური თვალსაზრისით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, რომ ისინი ძალიან მძიმედ გამოჩნდებიან ამ ვითარებაში. სამადაშვილის ცნობილი შეფასებები გახსოვთ, აქეთ არის მომავალი, პერსპექტივა, სინათლე, იქით არის წარსული, სიბნელე. საინტერესო შეფასებები ჰქონდა და ყველაფერში ვეთანხმებით. ეს არის კონტრასტი და თვითონაც აცნობიერებენ, ამიტომ უჭირთ მათ პარლამენტში შემოსვლა, არ უნდათ ეს კონტრასტი თვალნათელი იყოს საზოგადოებისთვის, რაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს მათ ისედაც მძიმე სიტუაციას.

სამადაშვილს რაც შეეხება, ის გარეთ სხვა რამეს საუბრობდა, აღმოჩნდა, რომ სხვა რამეს ფიქრობდა. გვეძახდა, რომ ვიყავით პრორუსული, ჩამორჩენილი, რეგრესული და სინამდვილეში გაირკვა, რომ ფიქრობდა სულ სხვა რამეს, რომ არც პრორუსული ვართ, დასავლეთისკენ მივდივართ, ახალი სახეები გვყავს, ცივილიზებული პოლიტიკური პარტია ვართ და .ა.შ.

რაც შეეხება ვაშაძეს, განცხადება გააკეთა, გაემიჯნა. გამიჯნვას რაც შეეხება, საინტერესო რა არის, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით, რომ ეს ოპოზიცია იყო დასუსტებული, დასაშლელი და ა.შ. რაც ჩვენ ბოლომდე უნდა მიგვეყვანა, ეს საქმე ახლა თვითონ მიჰყავთ. ბოკერიამ ძალიან დიდი საქმე გაუკეთა ქართულ დემოკრატიას, ასევე სააკაშვილმა და გვარამიამ, ისინი შლიან თანდათანობით ამ რადიკალურ და მარგინალურ ოპოზიციას, ჯერ „ევროპული საქართველო“ ჩამოანგრია თვითონ, საკუთარი პარტია, მერე „გირჩი“ დაშალეს, ახლა „ნაცმოძრაობა“ დაშალეს“, - განაცხადა კობახიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ის საქართველოში რომ ყოფილიყო, „ნაციონალური მოძრაობა“ მინიმუმ, 50%-ს აიღებდა.

აღნიშნულს კობახიძემ ასე უპასუხა: „იოცნებოს მაგაზე“.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"გამიხარდებოდა საკრებულოში რომ ყოფილიყვნენ, ცოტას გავერთობოდით" - კახა კალაძე ოპოზიციაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"