სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Covid 19 და მარიხუანა - რა პრობლემები ექმნებათ ინფიცირებულ მწეველებს: "მატულობს გულის შეტევის, ბრონქიტის რისკი, ქვეითდება იმუნიტეტი"
Covid 19 და მარიხუანა - რა პრობლემები ექმნებათ ინფიცირებულ მწეველებს: "მატულობს გულის შეტევის, ბრონქიტის რისკი, ქვეითდება იმუნიტეტი"

კო­ვი­დინ­ფექ­ცია ადა­მი­ანს არაფ­რის მი­ხედ­ვით ას­ხვა­ვებს, რად­გან ის ნე­ბის­მი­ერს შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვდეს. მისი მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში ხში­რად ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი სა­ხელ­დე­ბა, რო­ლებ­საც კო­ვიდ­ვირუ­სი ამ­წვა­ვებს. სა­ინ­ტე­რე­სოა, მა­რი­ხუ­ა­ნის მომ­ხმა­რე­ბელ პა­ცი­ენ­ტებ­ში ეს ვირუ­სი რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს, რა და­ა­ვა­დე­ბებს ამ­წვა­ვებს, რა კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი ხდე­ბი­ან მისი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და სა­ერ­თოდ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მისი მოხ­მა­რე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

ამ კი­თხვებს პა­სუ­ხობს შპს "ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის და ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის" ნარ­კო­ლო­გი­უ­რი სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ნინო გონ­გლი­აშ­ვი­ლი.

ექი­მის თქმით, რო­გორც აშშ-ს ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი აცხა­დებს, - კო­რო­ნა­ვირუ­სი შე­საძ­ლოა, გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი ფორ­მით თამ­ბა­ქოს და მა­რი­ხუ­ა­ნის მომ­ხმა­რებ­ლებ­ში გა­მოვ­ლინ­დეს. იმის გამო, რომ ის და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე იწ­ვის, მწე­ვე­ლი და­უწ­ვავ ნა­წი­ლა­კებ­საც შე­ი­სუნ­თქავს, რომ­ლე­ბიც ალერ­გი­ის მსგავ­სად, ფილ­ტვებს აღი­ზი­ა­ნებს. ამან შე­საძ­ლოა, მშრა­ლი ხვე­ლა გა­მო­იწ­ვი­ოს, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი სიმპტო­მია. ასეთ დროს და­ა­ვა­დე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია.

კვლე­ვის: Canadian Centre on Substance Use and Addiction - 2020 მი­ხედ­ვით - კა­ნა­ფის კვამ­ლი ქი­მი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებს შე­იც­ვას, რომ­ლე­ბიც, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ფილ­ტვებ­ზე უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს. რე­გუ­ლა­რულ­მა მო­წე­ვამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ხვე­ლა, ხი­ხი­ნი და შე­ამ­ცი­როს ფილ­ტვის ექ­სკურ­სი. კა­ნა­ფის ხან­გრძლი­ვად მო­წე­ვას ქრო­ნი­კუ­ლი ბრონ­ქი­ტის გა­მოწ­ვე­ვაც შე­უძ­ლია, იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის დათ­რგუნ­ვა, რაც ადა­მი­ანს ინ­ფექ­ცი­ი­სად­მი უფრო და­უც­ველს ხდის.

რო­გორც ექი­მი აღ­ნიშ­ნავს, ვე­ი­პინ­გის­თვის სა­ჭი­რო კა­ნა­ფის პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­ლე­გა­ლურ ბა­ზარ­ზე იშო­ვე­ბა, ფილ­ტვის მძი­მე და­ა­ვა­დე­ბებს იწ­ვევს და მისი გა­მო­ყე­ნე­ბა თა­ვი­დან უნდა იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი.

ამას­თან, მა­რი­ხუ­ა­ნა გუ­ლის­ცე­მის გახ­ში­რე­ბას იწ­ვევს. გუ­ლის კუნ­თის ჟანგბა­დით მო­მა­რა­გე­ბის შემ­ცი­რე­ბის გამო მა­ტუ­ლობს სტე­ნო­კარ­დი­უ­ლი შე­ტე­ვევ­ბის სიხ­ში­რე. ხში­რად მომ­ხმა­რებ­ლებ­ში კარ­დი­ო­მი­ო­პა­თია, ტა­ხი­კარ­დია, ბრა­დი­ა­რით­მია ვლინ­დე­ბა.

- რა­ტომ და რო­გორ ხდე­ბი­ან სა­ერ­თოდ ადა­მი­ა­ნე­ბი მა­რი­ხუ­ა­ნის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი?

- ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შვო­ბი­დან იწყე­ბა - გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ხა­ტუ­ლი ჰი­პე­რაქ­ტი­ვო­ბა, ყუ­რა­დღე­ბის დე­ფი­ცი­ტი, აგ­რე­სი­უ­ლო­ბა, მიდ­რე­კი­ლე­ბა იმ­პულ­სუ­რო­ბის­კენ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ნორ­მე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის­კენ სე­რი­ო­ზულ ყუ­რა­დღე­ბას სა­ჭი­რო­ებს, რად­გა­ნაც კვლე­ვე­ბით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ ასე­თი ბავ­შვე­ბი მო­მა­ვალ­ში ხში­რად ამა თუ იმ ფსი­ქო­აქ­ტი­ურ სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე ხდე­ბი­ან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­ჩე­ნი­ლი და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა უკვე პრობ­ლე­მას აღ­რმა­ვებს და რთუ­ლად გა­და­სა­ლა­ხი ბა­რი­ე­რი ჩნდე­ბა თვით­შე­ფა­სე­ბას, მო­თხოვ­ნი­ლე­ბებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს შო­რის. მო­ზარ­დი გა­რე­მოს ვერ ერ­გე­ბა და ცხოვ­რე­ბის საზ­რი­სის არ მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი თავ­შე­სა­ფარს წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში ან რა­ი­მე სხვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში ეძე­ბენ.

დღე­ის­თვის ახა­ლა­გაზ­რდე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად მო­იხ­მა­რენ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ფსი­ქო­დე­ლი­რი­უ­ლი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბას - კა­ნა­ბისს.

- რა არის ის?

- კა­ნა­ბი­სი კრე­ბი­თი ცნე­ბაა, რო­მე­ლიც მცე­ნა­რე კა­ნა­ფი­დან წარ­მო­ე­ბულ რამ­დე­ნი­მე ფსი­ქო­აქ­ტი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბას აერ­თი­ა­ნებს, რო­გო­რი­ცაა მა­რი­ხუ­ა­ნა, ჰა­ში­ში, ჰა­ში­შის ზეთი...

მა­რი­ხუ­ა­ნის მავ­ნედ მოხ­მა­რე­ბას ახლგაზ­რდა, მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში იწყებს. ძი­რი­თა­დად ეწე­ვი­ან ჯგუ­ფუ­რად, თა­ვი­დან კვი­რა­ში 1-2-ჯერ. სა­შუ­ა­ლოდ 1-2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყა­ლიბ­დე­ბა ე.წ. ჯგუ­ფუ­რი ფსი­ქი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­დე­საც მო­წე­ვის სურ­ვი­ლი ჩნდე­ბა მხო­ლოდ ჩვე­ულ წრე­ში მოხ­ვედ­რი­სას. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, 6-8 თვე­ში მო­წე­ვა ყო­ველ­დღი­ურ ხა­სი­ათს იღებს, რაც ფსი­ქი­კურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბად ყა­ლიბ­დე­ბა, ანუ ინ­დი­ვი­დი მაქ­სი­მა­ლურ ფსი­ქი­კურ კომ­ფორ­ტს ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ა­ში აღ­წევს...

- რა ხდე­ბა მოხ­მა­რე­ბის შე­წყვე­ტი­სას?

- აღი­ნიშ­ნე­ბა ას­თე­ნია, მო­დუ­ნე­ბა, ძი­ლი­ა­ნო­ბა, გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა და აფექ­ტუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ქრე­ბა ში­შის და ძი­ლის ფა­ზე­ბი, აღ­ქმის დარ­ღვე­ვა ძვე­ლე­ბუ­რად მკვეთრ ხა­სი­ათს აღარ ატა­რებს. შორსწა­სულ შემ­თხვე­ვებ­ში, ტო­ნუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, ნარ­კო­ტიკს დღის მან­ძილ­ზე მრა­ვალ­ჯე­რა­დად მი­მარ­თა­ვენ. ხში­რად ეწე­ვი­ან მარ­ტო, ამ­ხა­ნა­გე­ბის­გან მა­ლუ­ლად. მას შემ­დეგ, რაც მა­რი­ხუ­ა­ნა მას­ტი­მუ­ლი­რე­ბელ თვი­სე­ბებს იძენს, ინ­ტოქ­სი­კა­ცია არა­მარ­ტო ფსი­ქი­კუ­რი, ფი­ზი­კუ­რი კომ­ფორ­ტის ერ­თა­დერ­თი პი­რო­ბაც ხდე­ბა. ბოლო წლე­ბის გა­მოკ­ვლე­ვებ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ კა­ნა­ბი­სის მოხ­მარ­ბის შე­წყვე­ტა ფი­ზი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სინ­დრო­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას იწ­ვევს.

კა­ნა­ბი­სის მა­ღა­ლი დო­ზე­ბის ხან­გრძლი­ვი მოხ­მა­რე­ბი­სას ყა­ლიბ­დე­ბა ე.წ. „ამო­ტი­ვა­ცი­უ­რი სინ­დრო­მი“. მომ­ხმა­რე­ბე­ლი ყვე­ლაფ­რის მი­მართ გულ­გრი­ლია. ინ­ტე­რესს მხო­ლოდ მა­რი­ხუ­ა­ნას შოვ­ნი­სად­მი იჩენს. არის აპა­თი­უ­რი, არაპ­რო­დუქ­ტი­უ­ლი, პა­სი­უ­რი. არ სურს და არ ძა­ლუძს სწავ­ლა, მუ­შა­ო­ბა, ან რა­ი­მე ქმდე­ბა, რაც ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს. ქვე­ით­დე­ბა გეგ­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბის უნა­რი, ყუ­რა­დღე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია, მეხ­სი­ე­რე­ბა, გაძ­ნე­ლე­ბუ­ლია ჩვე­უ­ლი აქ­ტი­უ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

კა­ნა­ბი­სის ხან­გრძლი­ვი მოხ­მა­რე­ბა იწ­ვევს - ენერ­გე­ტი­კუ­ლი რე­სურ­სე­ბის პროგ­რე­სულ დაქ­ვე­ი­თე­ბას, სო­ცი­ა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ე­ბი­სა და კავ­ში­რე­ბის და­კარ­გვას, ჭკუ­ა­სუს­ტო­ბას, ფსი­ქო­პა­ტი­ზა­ცი­ას, ინ­ტელ­ქტუ­ა­ლურ - მნეს­ტი­კუ­რი ფუნ­ქცი­ე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბას, მო­რა­ლურ დეგ­რა­და­ცი­ას და ქრო­ნი­კულ ფსი­ქო­ზებს...

- პა­ცი­ენ­ტე­ბი რა მი­ზე­ზით, ჩი­ვი­ლე­ბით გა­კი­თხა­ვენ?

- ბოლო 3 წე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბოლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სტა­ცი­ო­ნარ­ში საგ­რძნობ­ლად იმა­ტა პა­ცი­ენ­ტე­ბის (17-30 წლამ­დე) მო­მარ­თვი­ა­ნო­ბამ კა­ნა­ბი­ნო­ი­დე­ბის მოხ­მა­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ფსი­ქო­ზუ­რი აშ­ლი­ლო­ბე­ბით (ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი, ბოდ­ვი­თი იდე­ე­ბი, გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბის აშ­ლი­ლო­ბა, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მა­ნი­ა­კა­ლუ­რი ან დეპ­რე­სი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, აბ­ნე­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, აა­რა­დექ­ვა­ტუ­რი ემო­ცი­ე­ბი და სხვ.).

დიდი დრო და ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბა ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას - დე­ტოქ­სი­კა­ცია, ან­ტიფ­სი­ქო­ზუ­რი თე­რა­პია და ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. პირ­ველ რიგ­ში სირ­თუ­ლე გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმა­ში, რომ ეს პა­ცი­ენ­ტე­ბი არ აკ­რი­ტი­კე­ბენ სა­კუ­თარ მდგო­მა­რე­ო­ბას, მა­რი­ხუ­ა­ნას ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბად არ მი­იჩ­ნე­ვენ, არ თვლი­ან, რომ მათი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია ამ ნივ­თი­ე­რე­ბის მოხ­მა­რე­ბით და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, უგუ­ლე­ბელ­ყო­ფენ სტა­ცი­ო­ნა­რი­დან გა­წე­რი­სას ექი­მის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბას, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სის გავ­ლას, რაც რე­ცი­დი­ვის სა­წინ­და­რია.

რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, კა­ნა­ბი­სი იწ­ვევს ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბე­ბის (ში­ზოფ­რე­ნია, ბი­პო­ლა­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა და სხვ.) მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ას. ამ დროს გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია თან­და­ყო­ლი­ლი მიდ­რე­კი­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა. ასე­თი ტი­პის პა­ცი­ენ­ტებს, ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თობ­ლი­ვად მარ­თავს ფსი­ქი­ატ­რი და ნარ­კო­ლო­გი.

***

ნინო გოგნ­ლი­აშ­ვი­ლის თქმით, კა­ნა­ბი­ნო­ი­დე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებ­ში, სხვა­დას­ხვა პა­თო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი და­მო­კი­დე­ბუ­ლია: მოხ­მა­რე­ბუ­ლი მა­რი­ხუ­ა­ნის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, მოხ­მა­რე­ბის სიხ­ში­რი­ზე და ხან­გრძლი­ვო­ბა­ზე.

მა­რი­ხუ­ა­ნას ქრო­ნი­კულ მომ­ხმა­რებ­ლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რია სა­სუნ­თქი ორ­გა­ნო­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ხში­რია ქრო­ნი­კუ­ლი ბრონ­ქი­ტე­ბი, ხვე­ლა, ნახ­ვე­ლის გაძ­ნე­ლე­ბუ­ლი გა­მო­ყო­ფით; მძი­მე, ხმა­უ­რი­ა­ნი სუნ­თქვა. მა­რი­ხუ­ა­ნის რე­გუ­ლა­რუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბი­სას აღ­წე­რი­ლია ქრო­ნი­კუ­ლი სი­ნუ­სი­ტე­ბის, ფა­რინ­გი­ტე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი.

მა­რი­ხუ­ა­ნა ტოკ­სი­კუ­რად მოქ­მე­დებს ღვიძლზე. ხში­რად ვლინ­დე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი ტოკ­სი­კუ­რი ჰე­პა­ტი­ტი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­საძ­ლოა, გან­ვი­თარ­დეს ღვიძ­ლის ცი­რო­ზი.

და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ტჰკ-ს ქრო­ნი­კულ მომ­ხმა­რებ­ლებ­ში იწ­ვევს სპერ­მის პრო­დუქ­ცი­ის შემ­ცი­რე­ბას. მა­მა­კა­ცებ­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნე­ბა სა­თეს­ლე ჯირ­კვლე­ბი­სა და პროს­ტა­ტის ზო­მის შემ­ცი­რე­ბა, ქა­ლებ­ში ოვუ­ლა­ცი­ის ბლო­კი­რე­ბა. რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის დარ­ღვე­ვე­ბი მა­მა­კა­ცებ­ში ვლინ­დე­ბა ლი­ბი­დოს დაქ­ვე­ი­თე­ბით, იმ­პო­ტენ­ცი­ით, უნა­ყო­ფო­ბით, ქა­ლებ­ში კი ამე­ნო­რე­ით. თუმ­ცა ეს ცვლი­ლე­ბე­ბი შექ­ცე­ვა­დია მა­რი­ხუ­ა­ნის მავ­ნედ მოხ­მა­რე­ბის შე­წყვე­ტი­სას.

- ორ­სულ­ლე­ბის შე­თხვე­ვა­ში რა ცვლი­ლე­ბე­ბი მი­დის მათ ორ­გა­ნიზ­მში?

- ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მა­რი­ხუ­ა­ნას მავ­ნედ მოხ­მა­რე­ბა იწ­ვევს ნა­ყო­ფის ჰი­პოქ­სი­ას, აფერ­ხებს მის ზრდას. ამან შე­იძ­ლე­ბა შემ­დგომ­ში გა­მო­იწ­ვი­ოს ბავ­შვის ქცე­ვის დარ­ღვე­ვა და გო­ნებ­რი­ვი შრო­მის უნა­რის დაქ­ვე­ი­თე­ბა.

მა­რი­ხუ­ა­ნის მძი­მე მომ­ხმა­რებ­ლებ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი.

- რა საპ­რე­ვენ­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს ამ ყვე­ლაფ­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ?

- ზო­გა­დად, უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პრე­ვენ­ცია, გა­ნათ­ლე­ბა და მო­ზარ­დე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, მათი მოხ­მა­რე­ბის შე­დე­გად და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის და გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. მხო­ლოდ ამის შემ­დგომ, მან თვი­თონ უნდა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა: რა არის მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - ჯან­მრთე­ლო­ბა, პერ­სპექ­ტი­ვე­ბი თუ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ავად­მყო­ფო­ბა.

ამ პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­ფხვრა­ში, ფხი­ზე­ლი ცხოვ­რე­ბის სწავ­ლა­ში, მო­მა­ვა­ლი პო­ზი­ტი­უ­რი გეგ­მე­ბის და­სახ­ვა­ში, ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს და­ეხ­მა­რე­ბი­ან სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი და ფსი­ქო­ლო­გე­ბი (ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და ჯგუ­ფუ­რი ფსი­ქო­თე­რა­პი­უ­ლი სე­ან­სე­ბი) ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლურ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტრებ­ში.

სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­ჟა­მად არ არის რე­ზი­დენ­ტუ­ლი (24-სა­ა­თი­ა­ნი) რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტრე­ბი.

ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე პი­რებს, შე­ეძ­ლი­ათ მოგ­ვმარ­თოთ შპს „ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის და ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრს“, სა­დაც კვა­ლი­ფი­ცი­ურ დახ­მა­რე­ბას გა­გი­წე­ვენ გა­მოც­დი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექი­მე­ბი და ფსი­ქო­ლო­გე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
3

დიდება უფალს, ეს ის შემთხვევაა წესიერადაც არ წამიკითხავს სტატია, ისე გადავავლე თავალი, მაგრამ უცბად თავში გამიევლა აზრმა, რომ სად ნახულობს ამ ექიმებს ლალი ფაცია საქართველოში? გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ აკრძალულ ნარკოტიკულ ნივთიერებათა სიიდან მარიხუანა სწორედ სამედიცინო მკურნალობის დანიშნულების გამო ამოიღო, ხოლო ბრძოლა მისი აკრძალულ ნივთიერებათა სიიდან ამოღებაზე მაღალი რანგის ექიმებმა აწარმოეს დუნიაზე. არც მის აკრძალვაზე გაუცია ამერიკის სამედიცინო ასოციაციას დასკვნა 1937 წელს, ხოლო აკრძალვას მხარი დაუჭირა ამერიკის ფარმაკოლოგთა ასოციაციამ და ხე ტყის გაერთიანებულმა ასოციაციამ, რადგან კანაფი ამარცხებდა მას ბევრი სახის სასაქონლო ბაზარზე. ამერიკის პირველი კონსტიტუცია კანაფისგან წარმოებულ ქაღალდზეა დაბეჭდილი. სხვა ყველაფერი პოლიტიკის ნიშნით მოხდა. კანაფი ისეთივე მცენარე იყო ადამიანისათვის, როგორც ღომი და ხორბალი, ხოლო ისტორიას არ ახსოვს მის გამო ეთნოსს, ან ქვეყანას შექმნოდა პრობლემა, შეექმნა დეგრადირება საზოგადოებისა და წაეგო ომი>>>>>>>რაც შეეხება სამედიცინო ასპექტს საქმისა აუცილებლად მოგვიანებით იქნება კომენტარი.

beso
1

 

1. ერს თუ არ უნდა მსოფლმხედველობა გააჩნდეს ის კანაფის მოხმარებას, მისი წამლის სახით გამოყენებას კი არა ვერაფერს ისწავლი;

2. ერს და მოსახლეობას, თუ მოშლილი აქვს უცროს უფროსის გაგება იქ შეგონებას ან სწავლას გაგება არ გააჩნია;

3. ერში სადაც მარიხუანას ან დაბოლებისათვის ხმარობენ, ან დამოკიდებულებაში, მას კომპეტენციაში მყოფმა ადამიანებმა უნდა უტაროს სახალხო ლექციები;

4. მოსახლეობას წამალი უნდა მიეწოდებოდეს აფთიაქის საშუალებით, როგორც ეს ურუგვაიაშია, სადაც მომხმარებელმა პროდუქტზე აუცილებელი ინფორმაცია უნდა მიიღოს. განსაკუთრებით ეს აუცილებელია მარიხუანას შემთხვევაში.

5. მარიხუანას ნივთიერებები ორგანიზმში ახდენენ მეტაბოლიზმის ცვლილებას, იზრდება მეტაბოლიზმის ინტენსივობა, შედეგად ადამიანს უნდა გააჩნდეს ცოდნა სხეულის შესაბამისი მომზადებისა და კვებისა;

6. მისი იმ სახით მოხმარება, რასაც ექიმი აღწერს უკულტურობას წარმოადგენს. ადამიანმა, რომელსაც არ გააჩნია სხეულის გაგება, რომელიც ყველას უნდა გააჩნდეს გაუცნობიერებლად არ უნდა მოკიდოს ხელი ასეთი პროდუქტის მოხმარებას;

7. მარიხუანა არის პროდუქტი, რომლის ნივთიერებებს სხეული, ტვინი თავად გამოიმუშავებს და მისი დეფიციტის შემთხვევაში სხეულს ეწყება დეპრესია, ფსიქოლოგიური დავადებანი, ხოლო ის უხსოვარი დროიდან მედიცინაში ამ სახით გამოიყენებოდა. ის არის მკურნალობის საშუალება და არა სიმპტომატიკის წამალი;

8. მარიხუანა დღეს არსებითად გამოიყენება ონკოლოგიური დავადებების, გაფანტული სკლეროზისა და სხვა მძიმე დავადებათა მკურნალობაში. მას გააჩნია ციტოკინ თერაპიის უნარიც და ხსნის სხეულში აკისლიტელნ სტრესს, რაც არის მიზეზი სხეულის ყველა დავადებებისა;

9. ონკოლოგიურ დავადებათა ქიმიოთერაპიის დროს ეძლევა პაციენტს ქინიოთერაპიის პარალელურად ღებინების შემთხვევაში, რაც არსებითად გამოწვეულია სხეულის ინტოკსიკაციითა და მე-3 ჩაკრაში სპაზმებით(მუცლის არეში 150 მილიონი ნერვული დაბოლოების გაჩერებით, ინფორმაციის გადაცემა მოშლილია, ანუ ინფორმაციული ველია ბლოკირებაში, რაც სხეულისათვის საშინელებას წარმოადგენს). ანალოგიურ შემთხვევას ქმნის კოვიდის ვირულენტულობა მე-3 და პირველ ჩაკრაში. მარიხუანას ორივე შემთხვევაში შეუძლია მოხსნას სპაზმები სხეულში.

10. სხეულის ჩაკრების სპაზმები არის აქილევსის ქუსლი კოვიდთან შეხებაში. მე მას ნებისმიერი ასეთი ნიშნის გამოჩენის დროს ვუხსნი სხეულის მამაპაპური წესით, ოფლის მოდენით შუბლის არიდან. ამას ჩავდივარ არა მარტო მაშინ, არამედ კომპიტერთან ინტენსიური მუშაობის შემთხვევაში, საიდანაც მარტო სპაზმები, სხეულის ანთებები იხსნება, არამედ აკისლიტელნი სტრესიც, პოდნოსოვოე პაზუხების არეალის ანთებაც და სხეულის ინფორმაციული ველი თავისუფლდება სხვა ყველა ნივთიერების ზეგავლენისაგან. თუ სამუშაო ოთახის მაგიდაზე კომბოსტო არ მიდევს, მაშინ უკმაყოფილოდ ვგრძნობ თავს.

11. სხვა წერას აზრი არა აქვს, რადგან ასეთი სტატიების ერა სხვაგან დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. პოზიტიურში წერეთ, რომ ადამიანს სარგებელი მიეცეს. რა რატომ და როგორ? ვწუხვარ, რომ თავიდანვე სხვა მინდოდა და ამით შემოვიფარგლე. სხვა სხვა მზაობის შემთხვევაში. ამ პროდუქტს ძალიან ბევრი მნიშვნელობით ვიცნობ, ხოლო არ შეიძლება ეს ისაუბრო მხოლოდ დაბოლებაში, რაც უკულტურობაა, ხოლო ასეთი ქცევა კოსტანტინე გამსახურდიამ მეფე გიორგისაც მიაწერა.

12. ბუნებრივია, რახან ექპერმენტატორი ვარ უფრო მეტი ვიცი პროდუქტების სარგებლობისა სხვადასხვა შემთხვევებისათვის, მაგრამ ამის წერას აქ აზრი არ გააჩნია. შეცვალეთ პოლიტიკა და მეტი სარგებლობაც მიეცემა ჩემგანაც.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

Covid 19 და მარიხუანა - რა პრობლემები ექმნებათ ინფიცირებულ მწეველებს: "მატულობს გულის შეტევის, ბრონქიტის რისკი, ქვეითდება იმუნიტეტი"

Covid 19 და მარიხუანა - რა პრობლემები ექმნებათ ინფიცირებულ მწეველებს: "მატულობს გულის შეტევის, ბრონქიტის რისკი, ქვეითდება იმუნიტეტი"

კოვიდინფექცია ადამიანს არაფრის მიხედვით ასხვავებს, რადგან ის ნებისმიერს შეიძლება შეხვდეს. მისი მკურნალობის პროცესში ხშირად ქრონიკული დაავადებები სახელდება, როლებსაც კოვიდვირუსი ამწვავებს. საინტერესოა, მარიხუანის მომხმარებელ პაციენტებში ეს ვირუსი როგორ მიმდინარეობს, რა დაავადებებს ამწვავებს, რა კატეგორიის ადამიანები ხდებიან მისი მომხმარებლები და საერთოდ, როგორ შეიძლება მისი მოხმარებისგან გათავისუფლება.

ამ კითხვებს პასუხობს შპს "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" ნარკოლოგიური სტაციონარული განყოფილების უფროსი ნინო გონგლიაშვილი.

ექიმის თქმით, როგორც აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი აცხადებს, - კორონავირუსი შესაძლოა, განსაკუთრებით რთული ფორმით თამბაქოს და მარიხუანის მომხმარებლებში გამოვლინდეს. იმის გამო, რომ ის დაბალ ტემპერატურაზე იწვის, მწეველი დაუწვავ ნაწილაკებსაც შეისუნთქავს, რომლებიც ალერგიის მსგავსად, ფილტვებს აღიზიანებს. ამან შესაძლოა, მშრალი ხველა გამოიწვიოს, რომელიც კორონავირუსის ინფექციის ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომია. ასეთ დროს დაავადების დიფერენცირება ძალიან რთულია.

კვლევის: Canadian Centre on Substance Use and Addiction - 2020 მიხედვით - კანაფის კვამლი ქიმიურ ნივთიერებებს შეიცვას, რომლებიც, როგორც ცნობილია, ფილტვებზე უარყოფითად მოქმედებს. რეგულარულმა მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს ხველა, ხიხინი და შეამციროს ფილტვის ექსკურსი. კანაფის ხანგრძლივად მოწევას ქრონიკული ბრონქიტის გამოწვევაც შეუძლია, იმუნური სისტემის დათრგუნვა, რაც ადამიანს ინფექციისადმი უფრო დაუცველს ხდის.

როგორც ექიმი აღნიშნავს, ვეიპინგისთვის საჭირო კანაფის პროდუქტები, რომლებიც არალეგალურ ბაზარზე იშოვება, ფილტვის მძიმე დაავადებებს იწვევს და მისი გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

ამასთან, მარიხუანა გულისცემის გახშირებას იწვევს. გულის კუნთის ჟანგბადით მომარაგების შემცირების გამო მატულობს სტენოკარდიული შეტევევბის სიხშირე. ხშირად მომხმარებლებში კარდიომიოპათია, ტახიკარდია, ბრადიარითმია ვლინდება.

- რატომ და როგორ ხდებიან საერთოდ ადამიანები მარიხუანის მომხმარებლები?

- ყველაფერი ბავშვობიდან იწყება - განსაკუთრებით გამოხატული ჰიპერაქტივობა, ყურადღების დეფიციტი, აგრესიულობა, მიდრეკილება იმპულსურობისკენ, საზოგადოებრივი ნორმების უგულებელყოფისკენ სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს, რადგანაც კვლევებით დამტკიცებულია, რომ ასეთი ბავშვები მომავალში ხშირად ამა თუ იმ ფსიქოაქტიურ საშუალებაზე ხდებიან დამოკიდებულები. მოგვიანებით, მოზარდობის პერიოდში გაჩენილი დაბალი თვითშეფასება უკვე პრობლემას აღრმავებს და რთულად გადასალახი ბარიერი ჩნდება თვითშეფასებას, მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობებს შორის. მოზარდი გარემოს ვერ ერგება და ცხოვრების საზრისის არ მქონე ადამიანები თავშესაფარს წამალდამოკიდებულებაში ან რაიმე სხვა დამოკიდებულებაში ეძებენ.

დღეისთვის ახალაგაზრდები ყველაზე ხშირად მოიხმარენ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ფსიქოდელირიული თვისებების მქონე ნარკოტიკულ საშუალებას - კანაბისს.

- რა არის ის?

- კანაბისი კრებითი ცნებაა, რომელიც მცენარე კანაფიდან წარმოებულ რამდენიმე ფსიქოაქტიურ ნივთიერებას აერთიანებს, როგორიცაა მარიხუანა, ჰაშიში, ჰაშიშის ზეთი...

მარიხუანის მავნედ მოხმარებას ახლგაზრდა, მოზარდობის ასაკში იწყებს. ძირითადად ეწევიან ჯგუფურად, თავიდან კვირაში 1-2-ჯერ. საშუალოდ 1-2 წლის განმავლობაში ყალიბდება ე.წ. ჯგუფური ფსიქიკური დამოკიდებულება, როდესაც მოწევის სურვილი ჩნდება მხოლოდ ჩვეულ წრეში მოხვედრისას. მოგვიანებით კი, 6-8 თვეში მოწევა ყოველდღიურ ხასიათს იღებს, რაც ფსიქიკურ დამოკიდებულებად ყალიბდება, ანუ ინდივიდი მაქსიმალურ ფსიქიკურ კომფორტს ინტოქსიკაციაში აღწევს...

- რა ხდება მოხმარების შეწყვეტისას?

- აღინიშნება ასთენია, მოდუნება, ძილიანობა, გუნება-განწყობის დაქვეითება და აფექტური გამოვლინებები. დროთა განმავლობაში ქრება შიშის და ძილის ფაზები, აღქმის დარღვევა ძველებურად მკვეთრ ხასიათს აღარ ატარებს. შორსწასულ შემთხვევებში, ტონუსის შესანარჩუნებლად, ნარკოტიკს დღის მანძილზე მრავალჯერადად მიმართავენ. ხშირად ეწევიან მარტო, ამხანაგებისგან მალულად. მას შემდეგ, რაც მარიხუანა მასტიმულირებელ თვისებებს იძენს, ინტოქსიკაცია არამარტო ფსიქიკური, ფიზიკური კომფორტის ერთადერთი პირობაც ხდება. ბოლო წლების გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ კანაბისის მოხმარბის შეწყვეტა ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომის ჩამოყალიბებას იწვევს.

კანაბისის მაღალი დოზების ხანგრძლივი მოხმარებისას ყალიბდება ე.წ. „ამოტივაციური სინდრომი“. მომხმარებელი ყველაფრის მიმართ გულგრილია. ინტერესს მხოლოდ მარიხუანას შოვნისადმი იჩენს. არის აპათიური, არაპროდუქტიული, პასიური. არ სურს და არ ძალუძს სწავლა, მუშაობა, ან რაიმე ქმდება, რაც ძალისხმევას მოითხოვს. ქვეითდება გეგმების შესრულების უნარი, ყურადღების კონცენტრაცია, მეხსიერება, გაძნელებულია ჩვეული აქტიურობის შენარჩუნება.

კანაბისის ხანგრძლივი მოხმარება იწვევს - ენერგეტიკული რესურსების პროგრესულ დაქვეითებას, სოციალური ფუნქციებისა და კავშირების დაკარგვას, ჭკუასუსტობას, ფსიქოპატიზაციას, ინტელქტუალურ - მნესტიკური ფუნქციების დაქვეითებას, მორალურ დეგრადაციას და ქრონიკულ ფსიქოზებს...

- პაციენტები რა მიზეზით, ჩივილებით გაკითხავენ?

- ბოლო 3 წელია, განსაკუთრებით, ბოლო წლის განმავლობაში სტაციონარში საგრძნობლად იმატა პაციენტების (17-30 წლამდე) მომართვიანობამ კანაბინოიდების მოხმარებით გამოწვეული ფსიქოზური აშლილობებით (ჰალუცინაციები, ბოდვითი იდეები, გუნება-განწყობის აშლილობა, რომელიც გამოიხატება მანიაკალური ან დეპრესიული მდგომარეობით, აბნეული აზროვნება, აარადექვატური ემოციები და სხვ.).

დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება ასეთი პაციენტების მკურნალობას - დეტოქსიკაცია, ანტიფსიქოზური თერაპია და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. პირველ რიგში სირთულე გამოიხატება იმაში, რომ ეს პაციენტები არ აკრიტიკებენ საკუთარ მდგომარეობას, მარიხუანას ნარკოტიკული საშუალებად არ მიიჩნევენ, არ თვლიან, რომ მათი მდგომარეობა გამოწვეულია ამ ნივთიერების მოხმარებით და ხშირ შემთხვევაში, უგულებელყოფენ სტაციონარიდან გაწერისას ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღებას, რეაბილიტაციის კურსის გავლას, რაც რეციდივის საწინდარია.

რიგ შემთხვევებში, კანაბისი იწვევს ფსიქიკური აშლილობების (შიზოფრენია, ბიპოლარული აშლილობა და სხვ.) მანიფესტაციას. ამ დროს გასათვალისწინებელია თანდაყოლილი მიდრეკილების არსებობა. ასეთი ტიპის პაციენტებს, ცხოვრების განმავლობაში ერთობლივად მართავს ფსიქიატრი და ნარკოლოგი.

***

ნინო გოგნლიაშვილის თქმით, კანაბინოიდების მომხმარებლებში, სხვადასხვა პათოლოგიის განვითარების რისკი დამოკიდებულია: მოხმარებული მარიხუანის რაოდენობაზე, მოხმარების სიხშირიზე და ხანგრძლივობაზე.

მარიხუანას ქრონიკულ მომხმარებლებში განსაკუთრებით ხშირია სასუნთქი ორგანოების დაავადებები. ხშირია ქრონიკული ბრონქიტები, ხველა, ნახველის გაძნელებული გამოყოფით; მძიმე, ხმაურიანი სუნთქვა. მარიხუანის რეგულარული გამოყენებისას აღწერილია ქრონიკული სინუსიტების, ფარინგიტების შემთხვევები.

მარიხუანა ტოკსიკურად მოქმედებს ღვიძლზე. ხშირად ვლინდება ქრონიკული ტოკსიკური ჰეპატიტი. დროთა განმავლობაში შესაძლოა, განვითარდეს ღვიძლის ციროზი.

დადასტურებულია, რომ ტჰკ-ს ქრონიკულ მომხმარებლებში იწვევს სპერმის პროდუქციის შემცირებას. მამაკაცებში ასევე აღნიშნება სათესლე ჯირკვლებისა და პროსტატის ზომის შემცირება, ქალებში ოვულაციის ბლოკირება. რეპროდუქციული სისტემის დარღვევები მამაკაცებში ვლინდება ლიბიდოს დაქვეითებით, იმპოტენციით, უნაყოფობით, ქალებში კი ამენორეით. თუმცა ეს ცვლილებები შექცევადია მარიხუანის მავნედ მოხმარების შეწყვეტისას.

- ორსულლების შეთხვევაში რა ცვლილებები მიდის მათ ორგანიზმში?

- ორსულობის პერიოდში მარიხუანას მავნედ მოხმარება იწვევს ნაყოფის ჰიპოქსიას, აფერხებს მის ზრდას. ამან შეიძლება შემდგომში გამოიწვიოს ბავშვის ქცევის დარღვევა და გონებრივი შრომის უნარის დაქვეითება.

მარიხუანის მძიმე მომხმარებლებში გამოვლენილია ჰორმონალური დარღვევები.

- რა საპრევენციო ღონისძიებები უნდა ჩატარდეს ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ?

- ზოგადად, უნდა ვიცოდეთ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია პრევენცია, განათლება და მოზარდების ინფორმირება ფსიქოაქტიური საშუალებების შესახებ, მათი მოხმარების შედეგად დამოკიდებულების ჩამოყალიბების და გამოწვეული გართულებების შესახებ. მხოლოდ ამის შემდგომ, მან თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება: რა არის მისთვის მნიშვნელოვანი - ჯანმრთელობა, პერსპექტივები თუ დამოკიდებულება და ავადმყოფობა.

ამ პრობლემების აღმოფხვრაში, ფხიზელი ცხოვრების სწავლაში, მომავალი პოზიტიური გეგმების დასახვაში, ბენეფიციარებს დაეხმარებიან სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები (ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპიული სეანსები) ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციის ცენტრებში.

სამწუხაროდ, საქართველოში ამჟამად არ არის რეზიდენტული (24-საათიანი) რეაბილიტაციის ცენტრები.

ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებულ პრობლემების მქონე პირებს, შეეძლიათ მოგვმართოთ შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს“, სადაც კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევენ გამოცდილი პროფესიონალი ექიმები და ფსიქოლოგები.

"თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, არ ჯობია პატარა მოკვდე?!" - ქადაგება, რომელმაც სოციალური ქსელი აღაშფოთა

742 ახალი ინფიცირებული და 12 გარდაცვლილი - როგორია მონაცემები რეგიონების მიხედვით?

დღეს ნინოობაა - დღესასწაულის რელიგიური და ისტორიული ასპექტები, რომლებიც უნდა ვიცოდეთ