სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქმეზე პრაქტიკულად დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებები - თამარ ბაჩალიაშვილთან მიმართებაში დანაშუალის ჩადენა არ დგინდება" - პროკურორი
"საქმეზე პრაქტიკულად დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებები - თამარ ბაჩალიაშვილთან მიმართებაში დანაშუალის ჩადენა არ დგინდება" - პროკურორი

გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მის პრო­კუ­რო­რის, და­ვით გუმ­ბე­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი­დან და ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საქ­მე­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

რო­გორც პრო­კუ­რო­რი გან­მარ­ტავს, უწყე­ბა­ში ოჯახ­თან გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ მათ რიგ გა­რე­მო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ. გუმ­ბე­რი­ძის თქმით­ვე, ად­ვო­კა­ტე­ბი გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს საქ­მი­დან ამო­ღე­ბულ ფრაგ­მენ­ტებს აც­ნობ­დნენ. პრო­კუ­რო­რი გან­მარ­ტავს, რომ ყვე­ლა კი­თხვა­ზე, რაც თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს ჰქონ­დათ, პრო­კუ­რა­ტუ­რამ დე­ტა­ლუ­რი პა­სუ­ხე­ბი გას­ცა.

„ამ საქ­მე­ზე კონ­კრე­ტუ­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი და სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი ოჯა­ხის წევ­რებს გა­ვა­ცა­ნით. კონ­კრე­ტუ­ლად იმ კი­თხვებ­ზე გა­ვე­ცით პა­სუ­ხი, რაც ოჯა­ხის წევ­რებს საქ­მეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში გა­აჩ­ნდათ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენ ამ საქ­მე­ზე საკ­მა­ოდ მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ვა­ტა­რეთ, საქ­მე­ზე და­კი­თხუ­ლია 600-ზე მეტი მოწ­მე და ჩა­ტა­რე­ბუ­ლია 40-ზე მეტი ექ­სპერ­ტი­ზა, ანუ ყვე­ლა ის კი­თხვა, რაც ოჯა­ხი­დან მო­დი­ო­და, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ პა­სუ­ხი გას­ცა.

დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე გა­მოჩ­ნდა ერთი გა­რე­მო­ე­ბა, რომ ოჯა­ხი გარ­კვე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე სწო­რად და დე­ტა­ლუ­რად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ არის, ად­ვო­კა­ტე­ბის მხრი­დან ხდე­ბა გარ­კვე­უ­ლი ფრაგ­მენ­ტე­ბის საქ­მი­დან ამო­ღე­ბა და მხო­ლოდ ამ გა­რე­მო­ე­ბე­ბის გაც­ნო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ქალ­ბა­ტონ თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილს და ბა­ტონ ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ თუნ­დაც, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც მათ დამ­ცველ­მა ად­ვო­კა­ტებ­მა მი­ა­წო­დეს.

ალ­ბათ, გა­ინ­ტე­რე­სებთ მი­ზე­ზი, თუ რა­ტომ და­ტო­ვა ბა­ტონ­მა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა შეხ­ვედ­რა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა და წინა შემ­თხვე­ვებ­შიც გვქონ­და მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი, ბა­ტო­ნი მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი გარ­კვე­ულ გა­რე­მო­ე­ბებს არას­წო­რად აც­ნობ­და ოჯა­ხის წევ­რებს და ექ­სპერ­ტი­ზის გარ­კვე­ულ დას­კვნებ­საც არას­წო­რად აფა­სებ­და. დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზეც კი, წარ­დგე­ნი­ლი იქნა ეს ექ­სპერ­ტი­ზა, გარ­კვე­უ­ლი იქნა ის გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რა­ზეც ბა­ტო­ნი მი­ხე­ი­ლი ოჯა­ხის წვე­რებს უთი­თებ­და და აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს არას­წო­რად იქნა აღ­ქმუ­ლი. სა­უ­ბა­რია, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ზე, რა­ზეც ბა­ტო­ნი მი­ხე­ი­ლი ოჯახ­თან აპე­ლი­რებ­და, რომ გარ­კვე­ულ­წი­ლად ისე­თი გა­რე­მო­ე­ბე­ბი ეწე­რა, რაც რე­ა­ლუ­რად დას­კვნა­ში ასა­ხუ­ლი არ იყო. როცა ასე­თი კა­ტე­გო­რი­ის საქ­მე­ზე ად­ვო­კა­ტია ჩარ­თუ­ლი და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ინ­ტე­რესს წარ­მო­ად­გენს, მეტი ყუ­რა­დღე­ბით და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბით უნდა მო­ე­კი­დოს სა­კუ­თარ მო­ვა­ლე­ო­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, ის ინ­ფორ­მა­ცია, რაც საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხი­თაა მო­პო­ვე­ბუ­ლი, დე­ტა­ლუ­რად მი­ა­წო­დოს ოჯა­ხის წევ­რებს.

საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბით და ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბით, მიგ­ვაჩ­ნია, რომ ამ საქ­მე­ზე პრაქ­ტი­კუ­ლად დას­რუ­ლე­ბუ­ლია სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ჩვენ­გან დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღებთ, იქ­ნე­ბა ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა გან­ხი­ლუ­ლი, რაც ამ საქ­მე­შია. კონ­კრე­ტუ­ლად რა­ზეც საქ­მე ძი­ე­ბა­შია, ვგუ­ლის­ხმობ, თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას - ამ მო­ცე­მუ­ლო­ბით, რო­მე­ლი­მე სუ­ბი­ექ­ტის და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბა­ში არ დგინ­დე­ბა. ყვე­ლა ის ვერ­სია, რაც ოჯა­ხის­გან მო­დი­ო­და და რაც გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე გა­მოვ­ლინ­და, ჩვენს მიერ დე­ტა­ლუ­რად იქნა შეს­წავ­ლი­ლი, ოჯახს გა­მო­ძი­ე­ბას­თან რა კი­თხვე­ბიც ჰქონ­და, დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე ყვე­ლა კი­თხვა­ზე მი­ი­ღეს პა­სუ­ხი. ერ­თია, ჩვენ­გან პა­სუ­ხის მი­ღე­ბა და მე­ო­რეა, რამ­დე­ნად გა­ი­ზი­ა­რე­ბენ ჩვენს პო­ზი­ცი­ას, თუმ­ცა, თუ დე­ტა­ლუ­რად შეძ­ლე­ბენ და ამ საქ­მის მა­სა­ლებს გა­ეც­ნო­ბი­ან, ფრაგ­მენ­ტულ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ მი­ი­ღე­ბენ რა­საც დამ­ცვე­ლი ად­ვო­კა­ტე­ბი აწ­ვდი­ან, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ისი­ნი ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არსს გა­ი­ზი­ა­რე­ბენ, რაც გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად ჩვენ მო­ვი­პო­ვეთ.

ის გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რაც სა­ეჭ­ვოდ იქნა ოჯა­ხის მიერ მიჩ­ნე­უ­ლი, გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი იქნა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი დე­ტა­ლუ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბის შე­დე­გად, სის­ხლის კვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით დად­გინ­და, რომ ეს კონ­კრე­ტუ­ლად სის­ხლის კვალს არ წარ­მო­ად­გენ­და, თუმ­ცა, ამა­ზე ვრცელ გან­ცხა­დე­ბას, რო­გორ, რა კვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რა ჩა­ტარ­და, მალე მი­ი­ღებთ. რაც შე­ე­ხე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­ძე­ნას, ეს კი­თხვა დღე­საც და­ის­ვა ოჯა­ხის წევ­რე­ბის მხრი­დან და საკ­მა­ოდ ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხი გა­ე­ცა“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით გუმ­ბე­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
EEEEEEEE
35

ერთი გოგო ათასჯერ მოკალით მშობლებმა თქვენი სისულეებით ადვოკატმა ამ სისულეებზე ვფული ქაჩა,72 უკვე მიცეს და დარჩენილსაც რაღაც მახინაციებით აიღებს...მაგი იცის მაგან,რამეს ააგორებს კიდე და..ამდენი ასასიიიი.ცოდვით დაიწვის სად წავა...

ბუბა
35

როგორ შეცდა ოჯახი, რომ მაგ უმაქნის პიჟონს ენდო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"საქმეზე პრაქტიკულად დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებები - თამარ ბაჩალიაშვილთან მიმართებაში დანაშუალის ჩადენა არ დგინდება" - პროკურორი

"საქმეზე პრაქტიკულად დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებები - თამარ ბაჩალიაშვილთან მიმართებაში დანაშუალის ჩადენა არ დგინდება" - პროკურორი

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის განცხადებით, ჩატარებული კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებებიდან და ექსპერტიზის დასკვნებიდან გამომდინარე, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები პრაქტიკულად დასრულებულია.

როგორც პროკურორი განმარტავს, უწყებაში ოჯახთან გამართული შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ მათ რიგ გარემოებებთან დაკავშირებით, არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ. გუმბერიძის თქმითვე, ადვოკატები გარდაცვლილის ოჯახის წევრებს საქმიდან ამოღებულ ფრაგმენტებს აცნობდნენ. პროკურორი განმარტავს, რომ ყველა კითხვაზე, რაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს ჰქონდათ, პროკურატურამ დეტალური პასუხები გასცა.

„ამ საქმეზე კონკრეტულად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, ექსპერტიზის დასკვნები და საბოლოო შედეგები ოჯახის წევრებს გავაცანით. კონკრეტულად იმ კითხვებზე გავეცით პასუხი, რაც ოჯახის წევრებს საქმესთან მიმართებაში გააჩნდათ. მოგეხსენებათ, ჩვენ ამ საქმეზე საკმაოდ მრავალრიცხოვანი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩავატარეთ, საქმეზე დაკითხულია 600-ზე მეტი მოწმე და ჩატარებულია 40-ზე მეტი ექსპერტიზა, ანუ ყველა ის კითხვა, რაც ოჯახიდან მოდიოდა, საქართველოს პროკურატურამ პასუხი გასცა.

დღევანდელ შეხვედრაზე გამოჩნდა ერთი გარემოება, რომ ოჯახი გარკვეული მტკიცებულებების თაობაზე სწორად და დეტალურად ინფორმირებული არ არის, ადვოკატების მხრიდან ხდება გარკვეული ფრაგმენტების საქმიდან ამოღება და მხოლოდ ამ გარემოებების გაცნობა, შესაბამისად, ქალბატონ თეონა თამაზაშვილს და ბატონ ჯუმბერ ბაჩალიაშვილს არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ თუნდაც, ექსპერტიზის დასკვნებთან დაკავშირებით, რაც მათ დამცველმა ადვოკატებმა მიაწოდეს.

ალბათ, გაინტერესებთ მიზეზი, თუ რატომ დატოვა ბატონმა მიხეილ რამიშვილმა შეხვედრა. როგორც აღმოჩნდა და წინა შემთხვევებშიც გვქონდა მსგავსი ფაქტები, ბატონი მიხეილ რამიშვილი გარკვეულ გარემოებებს არასწორად აცნობდა ოჯახის წევრებს და ექსპერტიზის გარკვეულ დასკვნებსაც არასწორად აფასებდა. დღევანდელ შეხვედრაზეც კი, წარდგენილი იქნა ეს ექსპერტიზა, გარკვეული იქნა ის გარემოებები, რაზეც ბატონი მიხეილი ოჯახის წვერებს უთითებდა და აღმოჩნდა, რომ ეს არასწორად იქნა აღქმული. საუბარია, ექსპერტიზის დასკვნაზე, რაზეც ბატონი მიხეილი ოჯახთან აპელირებდა, რომ გარკვეულწილად ისეთი გარემოებები ეწერა, რაც რეალურად დასკვნაში ასახული არ იყო. როცა ასეთი კატეგორიის საქმეზე ადვოკატია ჩართული და დაზარალებულის ინტერესს წარმოადგენს, მეტი ყურადღებით და კვალიფიციურობით უნდა მოეკიდოს საკუთარ მოვალეობას და შესაბამისად, ის ინფორმაცია, რაც საქმეზე მტკიცებულების სახითაა მოპოვებული, დეტალურად მიაწოდოს ოჯახის წევრებს.

საქმეზე ჩატარებული კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზის დასკვნებით, მიგვაჩნია, რომ ამ საქმეზე პრაქტიკულად დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ამასთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში ჩვენგან დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ, იქნება ყველა მტკიცებულება და ექსპერტიზის დასკვნა განხილული, რაც ამ საქმეშია. კონკრეტულად რაზეც საქმე ძიებაშია, ვგულისხმობ, თვითმკვლელობამდე მიყვანას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას - ამ მოცემულობით, რომელიმე სუბიექტის დანაშაულის ჩადენა თამარ ბაჩალიაშვილთან მიმართებაში არ დგინდება. ყველა ის ვერსია, რაც ოჯახისგან მოდიოდა და რაც გამოძიების ეტაპზე გამოვლინდა, ჩვენს მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი, ოჯახს გამოძიებასთან რა კითხვებიც ჰქონდა, დღევანდელ შეხვედრაზე ყველა კითხვაზე მიიღეს პასუხი. ერთია, ჩვენგან პასუხის მიღება და მეორეა, რამდენად გაიზიარებენ ჩვენს პოზიციას, თუმცა, თუ დეტალურად შეძლებენ და ამ საქმის მასალებს გაეცნობიან, ფრაგმენტულ ინფორმაციას არ მიიღებენ რასაც დამცველი ადვოკატები აწვდიან, დარწმუნებული ვარ, ისინი ყველა დოკუმენტის შინაარსს გაიზიარებენ, რაც გამოძიების შედეგად ჩვენ მოვიპოვეთ.

ის გარემოებები, რაც საეჭვოდ იქნა ოჯახის მიერ მიჩნეული, გამოძიებული იქნა ჩატარებული დეტალური ექსპერტიზების შედეგად, სისხლის კვალთან დაკავშირებით დადგინდა, რომ ეს კონკრეტულად სისხლის კვალს არ წარმოადგენდა, თუმცა, ამაზე ვრცელ განცხადებას, როგორ, რა კვლევის შედეგად დადგინდა, რა ჩატარდა, მალე მიიღებთ. რაც შეეხება მედიკამენტების შეძენას, ეს კითხვა დღესაც დაისვა ოჯახის წევრების მხრიდან და საკმაოდ ამომწურავი პასუხი გაეცა“, - განაცხადა დავით გუმბერიძემ.

"ვივამედის" დაცვის თანამშრომლის დაჭრის საქმეზე ორი პირი დააკავეს - შსს-ს განცხადება

აფრიკის დასახლებაში დაკავებულ ერთ-ერთ პირს სასამართლომ 10 000 - ლარიანი გირაო შეუფარდა - ადვოკატი

"ვივამედიში" გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები შეიჭრნენ და დაცვის თანამშრომელი დაჭრეს