მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავი თუ არ გაქვს, იბრძოლო იმის წინააღმდეგ, რაც არ მიგაჩნია სწორად, აბა პოლიტიკური ბრძოლა რა არის?" - ბარამიძე ვაშაძის წასვლაზე
"თავი თუ არ გაქვს, იბრძოლო იმის წინააღმდეგ, რაც არ მიგაჩნია სწორად, აბა პოლიტიკური ბრძოლა რა არის?" - ბარამიძე ვაშაძის წასვლაზე

პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს თავი და უნა­რი თუ არ გაქვს, იბ­რძო­ლო იმის წი­ნა­აღ­მდეგ, რაც არ მი­გაჩ­ნია სწო­რად, აბა პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლა, პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა რა არის?, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა, გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ გი­ორ­გი ვა­შა­ძის პარ­ტი­ი­დან წას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ბა­რა­მი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" გა­ნა­ცხა­და, გი­ორ­გი ვა­შა­ძის საქ­ცი­ე­ლი "არ არის ის საქ­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც მარ­თებს ასეთ მწვა­ვე ბრძო­ლა­ში მყო­ფი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს".

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არის ასო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნის პარ­ტია, მხარ­დამ­ჭე­რე­ბი გვყავს და წევ­რე­ბი გვყავს, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდეს, ვი­საც მე არ მოვ­წონ­ვარ, ან ვინც მე არ მომ­წონს, მერე რა? პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეა, არ მოგ­წონს? გა­ა­ტა­რე - შენ შენი ავ­ტო­რი­ტე­ტი უნდა გქონ­დეს პარ­ტი­ა­ში, რომ თუ ვინ­მე ოდი­ო­ზუ­რი გა­მოჩ­ნდა და თვლი, რომ ვნებს პარ­ტი­ას ეს ოდი­ო­ზუ­რი პი­როვ­ნე­ბა, ის დარ­ჩეს უმ­ცი­რე­სო­ბა­ში და იმის­მა აზ­რმა არ გა­ი­მარ­ჯვოს.

პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს თავი და უნა­რი თუ არ გაქვს, იბ­რძო­ლო იმის წი­ნა­აღ­მდეგ, რაც არ მი­გაჩ­ნია სწო­რად, აბა პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლა, პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა რა არის? ვი­ღაც არ მო­ე­წო­ნა პარ­ტი­ა­ში, ამის გამო და­ვი­ხუ­რო ქუდი და სა­დღაც გა­ვიქ­ცე, არ არის ის საქ­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც მარ­თებს ასეთ მწვა­ვე ბრძო­ლა­ში მყო­ფი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს. ჩვენ ბრძო­ლა­ში ვართ მთე­ლი ეს წლე­ბია, რაც ეს პარ­ტია არ­სე­ბობს.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" იყო ოპო­ზი­ცი­ა­ში, მერე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და მა­ში­ნაც ვიბ­რძო­დით და ახლა მი­თუ­მე­ტეს, ვიბ­რძვით არა­მარ­ტო იმ პრობ­ლე­მებ­ზე რაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის და ქვეყ­ნის პრობ­ლე­მაა, პა­რა­ლე­ლუ­რად ჩვენ გვებ­რძვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. არ მო­ე­წო­ნა? შე­იძ­ლე­ბა მეც არ მომ­წონს იგი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი და ერ­თად უნდა გვებ­რძო­ლა, რა პრობ­ლე­მაა? მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლად ვის გუ­ლის­ხმობს, ეს მან უნდა თქვას“, - გა­ნა­ცხა­და ბა­რა­მი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, გრი­გოლ ვა­შა­ძე „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ტო­ვებს. რო­გორც ის აცხა­დებს, არ ეთან­ხმე­ბა პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ პარ­ტი­ის წევ­რებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­რე­შე არ­ჩე­ულ ტაქ­ტი­კას. ვა­შა­ძის თქმით, ის ასე­ვე ვერ შე­ე­გუ­ე­ბა იმას, რომ პარ­ტი­ის გარ­შე­მო და მის შიგ­ნი­თაც გა­მოჩ­ნდნენ ოდი­ო­ზუ­რი ფი­გუ­რე­ბი. გრი­გოლ ვა­შა­ძე ასე­ვე აღ­შფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამს სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თა წი­ნა­აღ­მდეგ "გა­ჩა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის კამ­პა­ნი­ის" გამო.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე მწარეა-არ დაბლოკოთ
19

ერთუჯრედიანი ბარამიძე პოლიტიკაში??

!!!
12

დიდი სიშორიდან ვგრძნობდი, რომ ვაშაძე ხალხის ინტერესებთან და პრობლემებთან ჩავლილიც არ იყო. ცხოვრობდა მისი "საინტერესო და უზრუნველი " ცხოვრებით! ეგ იყო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

"თავი თუ არ გაქვს, იბრძოლო იმის წინააღმდეგ, რაც არ მიგაჩნია სწორად, აბა პოლიტიკური ბრძოლა რა არის?" - ბარამიძე ვაშაძის წასვლაზე

"თავი თუ არ გაქვს, იბრძოლო იმის წინააღმდეგ, რაც არ მიგაჩნია სწორად, აბა პოლიტიკური ბრძოლა რა არის?" - ბარამიძე ვაშაძის წასვლაზე

პარტიის თავმჯდომარეს თავი და უნარი თუ არ გაქვს, იბრძოლო იმის წინააღმდეგ, რაც არ მიგაჩნია სწორად, აბა პოლიტიკური ბრძოლა, პოლიტიკური საქმიანობა რა არის?, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ბარამიძემ გიორგი ვაშაძის პარტიიდან წასვლასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც ბარამიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, გიორგი ვაშაძის საქციელი "არ არის ის საქციელი, რომელიც მართებს ასეთ მწვავე ბრძოლაში მყოფი პარტიის თავმჯდომარეს".

"ნაციონალური მოძრაობა“ არის ასობით ათასი ადამიანის პარტია, მხარდამჭერები გვყავს და წევრები გვყავს, უამრავი ადამიანი შეიძლება გამოჩნდეს, ვისაც მე არ მოვწონვარ, ან ვინც მე არ მომწონს, მერე რა? პარტიის თავმჯდომარეა, არ მოგწონს? გაატარე - შენ შენი ავტორიტეტი უნდა გქონდეს პარტიაში, რომ თუ ვინმე ოდიოზური გამოჩნდა და თვლი, რომ ვნებს პარტიას ეს ოდიოზური პიროვნება, ის დარჩეს უმცირესობაში და იმისმა აზრმა არ გაიმარჯვოს.

პარტიის თავმჯდომარეს თავი და უნარი თუ არ გაქვს, იბრძოლო იმის წინააღმდეგ, რაც არ მიგაჩნია სწორად, აბა პოლიტიკური ბრძოლა, პოლიტიკური საქმიანობა რა არის? ვიღაც არ მოეწონა პარტიაში, ამის გამო დავიხურო ქუდი და სადღაც გავიქცე, არ არის ის საქციელი, რომელიც მართებს ასეთ მწვავე ბრძოლაში მყოფი პარტიის თავმჯდომარეს. ჩვენ ბრძოლაში ვართ მთელი ეს წლებია, რაც ეს პარტია არსებობს.

"ნაციონალური მოძრაობა" იყო ოპოზიციაში, მერე ხელისუფლებაში და მაშინაც ვიბრძოდით და ახლა მითუმეტეს, ვიბრძვით არამარტო იმ პრობლემებზე რაც საქართველოს მოსახლეობის და ქვეყნის პრობლემაა, პარალელურად ჩვენ გვებრძვის ხელისუფლება. არ მოეწონა? შეიძლება მეც არ მომწონს იგივე ადამიანები და ერთად უნდა გვებრძოლა, რა პრობლემაა? მაგრამ კონკრეტულად ვის გულისხმობს, ეს მან უნდა თქვას“, - განაცხადა ბარამიძემ.

ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. როგორც ის აცხადებს, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ "გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის" გამო.

"ივანიშვილი დანიშნავს არჩევნებს ან ოპოზიცია დაიწყებს აქციებისთვის მზადებას, პროტესტი რევოლუციაში გადაიზრდება" - მელია

"საქართველოში ვნახე "ცხელების ცენტრები", ონლაინ კლინიკები და კოვიდსასტუმროები, რომელიც შეიძლება გამოდგეს, როგორც მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის" - ჰანს კლუგე

მიხეილ სააკაშვილი ყირგიზეთს რეფორმების გატარებაში დაეხმარება? - რას წერს ადგილობრივი პრესა