პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათთვის არაფერი დაუნგრევიათ.... ამ ბავშვის ძმა ჩვენი მოსწავლეა" - რა ვიცით მამა-შვილზე, რომელთა ფოტომ "ფეისბუქი" მოიცვა
"მათთვის არაფერი დაუნგრევიათ.... ამ ბავშვის ძმა ჩვენი მოსწავლეა" - რა ვიცით მამა-შვილზე, რომელთა ფოტომ "ფეისბუქი" მოიცვა

აფ­რი­კის და­სახ­ლე­ბა­ში, სა­დაც თბი­ლი­სის მე­რი­ამ მშე­ნებ­ლო­ბე­ბის დე­მონ­ტა­ჟი და­ი­წყო, დღეს ხმა­უ­რი იყო. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.

რო­გორც ად­გილ­ზე შეკ­რე­ბი­ლე­ბი აცხა­დებ­დნენ, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის მხრი­დან, შე­ნო­ბე­ბის დან­გრე­ვის შე­სა­ხებ წი­ნას­წა­რი გაფრ­თხი­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა. თუმ­ცა სა­პი­რის­პი­როს ამ­ბობს თბი­ლი­სის მერი. კახა კა­ლა­ძის თქმით, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა არა­ერ­თი გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კა­ნონ­დარ­ღვე­ვა­ზე რე­ა­გი­რე­ბა არ მო­ახ­დი­ნეს.

"გვაქვს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ საქ­მე გვაქვს თაღ­ლი­თურ სქე­მას­თან, რომ­ლის უკან დგა­ნან გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ეკო­ნო­მი­კუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, უბიძ­გე­ბენ მო­ქა­ლა­ქე­ებს კა­ნონ­დარ­ღვე­ვის­კენ. თბი­ლი­სის მე­რია შე­სა­ბა­მის უწყე­ბას მი­აწ­ვდის ყვე­ლა მა­სა­ლას, რათა და­ი­წყოს საქ­მის მოკ­ვლე­ვა" - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

აფ­რი­კის და­სახ­ლე­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს მწვა­ვე შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი თბი­ლი­სის მე­რი­ას აკ­რი­ტი­კე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ ზამ­თარ­ში და მი­თუ­მე­ტეს პან­დე­მი­ის და ვირუ­სის არ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის ღია ცის ქვეშ და­ტო­ვე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია.

ასევე დაგაინტერესებთ
15:13 / 15-12-2020

აფრიკის დასახლებაში, სადაც მერიამ შენობების დემონტაჟი დაიწყო დაპირისპირებაა - "რატომ არჩევნებამდე არ დაიწყეს აწიოკება? ვთხოვ გამოგვიყონ თავშესაფარი"

18:26 / 15-12-2020

"ეჭვია, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან... გარკვეული პირები მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ უბიძგებენ" - კახა კალაძე შენობების დემონტაჟზე

20:21 / 15-12-2020

"რეალურად, ეგ მიწა ჩვენია... ბევრი ვიწვალეთ მის დასაბრუნებლად, მაგრამ ამაოდ" - რას წერს ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი ტერიტორიაზე, სადაც დემონტაჟი დაიწყო

22:46 / 15-12-2020

"საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი სიღარიბე, მაგრამ მშობლები მასწავლიდნენ, რომ რაც არ უნდა გამიჭირდეს, არ უნდა დავიტაცო" - კახა კალაძე

06:47 / 16-12-2020

კახა კალაძემ ბინა აჩუქა მამა-შვილს, რომლის ფოტომ “ფეისბუქი” მოიცვა

11:25 / 16-12-2020

"30 კვადრატულში 10 ადამიანი ვცხოვრობთ... მამას და ომარის ფოტო რომ ვნახე, სამსახურში ვიყავი" - როგორ ცხოვრობს ალუაშვილების ოჯახი, რომელსაც მერმა ბინა აჩუქა

"ფე­ის­ბუქ­ზე" გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რი ადა­მი­ა­ნი აზი­ა­რებს ფო­ტოს, რო­მელ­ზეც მამა-შვი­ლია გა­და­ღე­ბუ­ლი. თავ­და­პირ­ვე­ლად ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ დე­მონ­ტა­ჟი­სას მათი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლიც და­ინ­გრა. თუმ­ცა ცოტა ხნის წინ თბი­ლი­სის 131-ე სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა ხა­თუ­ნა ენუ­ქი­ძემ პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ ფო­ტო­ზე მისი მოს­წავ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან.

"სა­ინ­ტე­რე­სოა ამ ფო­ტოს ყვე­ლა არხი რა­ტომ აფ­რი­ა­ლებს, კი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხია და თა­ნად­გო­მა ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ამათ­თვის, არა­ვის, არა­ფე­რი და­უნ­გრე­ვია.... ერთი ბავ­შვი ამ ოჯა­ხი­დან ჩემი მოს­წავ­ლეა, ან იქ­ნებ სუ­ლაც არ სი­ა­მოვ­ნებთ ამ ოჯა­ხის წევ­რებს ამ ფო­ტოს ფრი­ა­ლი?!" - და­წე­რა ხა­თუ­ნა ენუ­ქი­ძემ.

დე­ტა­ლე­ბის­თვის AMBEBI.GE ხა­თუ­ნა ენუ­ქი­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

რო­გორც მან ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, ფო­ტო­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ბავ­შვი, სკო­ლის მოს­წავ­ლე არ არის, მაგ­რამ მერ­ვე კლას­შია მისი ძმა, რო­მე­ლიც 131-ე სკო­ლა­ში სწავ­ლობს და რო­გორც დი­რექ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, და­ზუს­ტე­ბით იცის, რომ ოჯა­ხის­თვის ის სახ­ლი არ და­უნ­გრე­ვი­ათ.

- თუ შე­ეხ­მი­ა­ნეთ ამ ფო­ტოს გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ ოჯახს?

- არა, არ შევ­ხმი­ა­ნე­ბი­ვარ. ჩვე­ნი მოს­წავ­ლე უფ­რო­სი ძმის­გან შე­მო­დის დის­ტან­ცი­ურ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე, ის მგო­ნი სხვა­გან ცხოვ­რობს, ზუს­ტად არ ვიცი უფ­რო­სი ძმის მო­ნა­ცე­მე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დვალთელი
46

ეგრეც იქნება ასიანი.

მარინა
90

ყოჩაღ დირექტორს როგორ სასწრაფოდ გამოეხმაურა. კარგად არის დამუშავებული ხელისუფლების მიერ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"მათთვის არაფერი დაუნგრევიათ.... ამ ბავშვის ძმა ჩვენი მოსწავლეა" - რა ვიცით მამა-შვილზე, რომელთა ფოტომ "ფეისბუქი" მოიცვა

"მათთვის არაფერი დაუნგრევიათ.... ამ ბავშვის ძმა ჩვენი მოსწავლეა" - რა ვიცით მამა-შვილზე, რომელთა ფოტომ "ფეისბუქი" მოიცვა

აფრიკის დასახლებაში, სადაც თბილისის მერიამ მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო, დღეს ხმაური იყო. სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც ადგილზე შეკრებილები აცხადებდნენ, მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან, შენობების დანგრევის შესახებ წინასწარი გაფრთხილება არ ყოფილა. თუმცა საპირისპიროს ამბობს თბილისის მერი. კახა კალაძის თქმით, მოქალაქეებმა არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კანონდარღვევაზე რეაგირება არ მოახდინეს.

"გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან, რომლის უკან დგანან გარკვეული პირები, რომლებიც ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით, უბიძგებენ მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ. თბილისის მერია შესაბამის უწყებას მიაწვდის ყველა მასალას, რათა დაიწყოს საქმის მოკვლევა" - აღნიშნა კალაძემ.

აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებს მწვავე შეფასებები მოჰყვა სოციალურ ქსელში. საზოგადოების დიდი ნაწილი თბილისის მერიას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ზამთარში და მითუმეტეს პანდემიის და ვირუსის არსებობის პირობებში ადამიანების ღია ცის ქვეშ დატოვება დაუშვებელია.

"ფეისბუქზე" განსაკუთრებით ბევრი ადამიანი აზიარებს ფოტოს, რომელზეც მამა-შვილია გადაღებული. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დემონტაჟისას მათი საცხოვრებელი სახლიც დაინგრა. თუმცა ცოტა ხნის წინ თბილისის 131-ე სკოლის დირექტორმა ხათუნა ენუქიძემ პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ფოტოზე მისი მოსწავლის ოჯახის წევრები არიან.

"საინტერესოა ამ ფოტოს ყველა არხი რატომ აფრიალებს, კი გაჭირვებული ოჯახია და თანადგომა ჭირდება, მაგრამ ამათთვის, არავის, არაფერი დაუნგრევია.... ერთი ბავშვი ამ ოჯახიდან ჩემი მოსწავლეა, ან იქნებ სულაც არ სიამოვნებთ ამ ოჯახის წევრებს ამ ფოტოს ფრიალი?!" - დაწერა ხათუნა ენუქიძემ.

დეტალებისთვის AMBEBI.GE ხათუნა ენუქიძეს დაუკავშირდა.

როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ფოტოზე გადაღებული ბავშვი, სკოლის მოსწავლე არ არის, მაგრამ მერვე კლასშია მისი ძმა, რომელიც 131-ე სკოლაში სწავლობს და როგორც დირექტორი აღნიშნავს, დაზუსტებით იცის, რომ ოჯახისთვის ის სახლი არ დაუნგრევიათ.

- თუ შეეხმიანეთ ამ ფოტოს გავრცელების შემდეგ ოჯახს?

- არა, არ შევხმიანებივარ. ჩვენი მოსწავლე უფროსი ძმისგან შემოდის დისტანციურ გაკვეთილებზე, ის მგონი სხვაგან ცხოვრობს, ზუსტად არ ვიცი უფროსი ძმის მონაცემები.

"მოკლეები და კოტიტა, ბოროტი ხალხი დაისვენებთ" - რამ გაანაწყენა ალექსანდრა პაიჭაძე, რომელიც "ფეისბუქგვერდებს" დახურვით ემუქრება

"ამაზრზენია, სასიკვდილოდ გაიმეტო 24 წლის ბიჭი, რომელმაც ნიღბის გაკეთება მოთხოვა" - რას წერს ნინო კუზანოვა "ვივამედში" მომხდარ ინციდენტზე

"დღევანდელი საქციელისთვის კი გულწრფელი მადლობა!" - პაატა ბურჭულაძე კახა კალაძეს მიმართავს