პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კანონს, რომლის თანახმად მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარება შეუძლია, მოქმედების ვადა 6 თვით უგრძელდება
კანონს, რომლის თანახმად მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარება შეუძლია, მოქმედების ვადა 6 თვით უგრძელდება

მმარ­თვე­ლი გუნ­დი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბის ვა­დის 6 თვით გა­ხან­გრძლი­ვე­ბას გეგ­მას. შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ ისა­უბ­რა.

მისი თქმით, კა­ნო­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის შე­სა­ხებ სა­ა­ხელ­მწი­ფოს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი უფრო დიდი ზი­ა­ნი აი­ცი­ლოს თა­ვი­დან, რაც ხუნ­და­ძის თქმით, ქვეყ­ნი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ამას­თა­ნა­ვე, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბის ვა­დის გაზ­რდა შემ­დგომ­ში სა­ჭი­რო აღარ გახ­დე­ბა, რად­გან 6 თვე არის ის გო­ნივ­რუ­ლი ვადა, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა ხელ­მი­საწ­ვდო­მი უნდა გახ­დეს.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს, ისე­ვე, რო­გორც მთელ მსოფ­ლი­ოს, ჯერ კი­დევ პან­დე­მი­ის რე­ჟიმ­ში უწევს ცხოვ­რე­ბა. ამ გა­მოწ­ვე­ვას, პრაქ­ტი­კუ­ლად, ვერც ერ­თმა ქვე­ყა­ნამ ზი­ა­ნის გა­რე­შე ვერ გა­არ­თვა თავი. რომ არა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს ეფექ­ტუ­რი მუ­შა­ო­ბა, რო­მელ­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია, ზი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­შიც გა­ცი­ლე­ბით დიდი იქ­ნე­ბო­და.

მი­უ­ხე­და­ვად ჩვენ მიერ წი­ნას­წარ პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი მე­ო­რე ტალ­ღის პი­კუ­რი ეტა­პი­სა, ბოლო დღე­ებ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა პო­ზი­ტი­უ­რი ტენ­დენ­ცია, რაც უდა­ვოდ მთავ­რო­ბის მიერ და­წე­სე­ბულ­მა შე­ზღუდ­ვებ­მა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დამ­ყო­ლო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას, მაქ­სი­მა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ვი­კი­დოთ და­წე­სე­ბულ შე­ზღუდ­ვებს, რათა, ერთი მხრივ, გა­ვუფრ­თხილ­დეთ ერ­თმა­ნე­თის ჯან­მრთე­ლო­ბას და მე­ო­რე მხრივ, და­ვეხ­მა­როთ ექი­მებ­სა და ზო­გა­დად მედ­პერ­სო­ნალს, რომ ზედ­მე­ტი სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­რე­შე და­იც­ვან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა, რისი კე­თე­ბაც მათ, ზოგ­ჯერ, სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად უწევთ.

ბოლო პე­რი­ო­დის ეპი­დტენ­ცია ადას­ტუ­რებს იმას, რომ სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­რე­ვა და გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა დრო­უ­ლი და რე­ლე­ვან­ტუ­რი იყო. ამ ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გო­მის სა­შუ­ა­ლე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის შე­სა­ხებ კა­ნონ­მა მის­ცა, რომ­ლის მოქ­მე­დე­ბის ვადა, რო­გორც გახ­სოვთ, იან­ვრამ­დე გა­ნი­სა­ზღვრა. ეს ვადა სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში იწუ­რე­ბა, რის შემ­დე­გაც, პრო­ცე­სის მარ­თვა მის გა­რე­შე გაძ­ნელ­დე­ბა. ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩვენ ვა­ი­ნი­ცი­რებთ კა­ნონპ­რო­ექტს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბის დრო 6 თვით გა­ხან­გრძლივ­დე­ბა. ხაზ­გას­მით ვა­ცხა­დებ, რომ ეს ქვეყ­ნი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ცი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს ეხე­ბა კა­ნონს, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბას აძ­ლევს პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში კრი­ზი­სის ეფექ­ტუ­რად მარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. კი­დევ ერთხელ შე­გახ­სე­ნებთ ყვე­ლას, რომ სწო­რედ ამ კა­ნონ­მა მის­ცა სა­ხელ­მწი­ფოს სა­შუ­ა­ლე­ბა, კი­დევ უფრო დიდი შე­საძ­ლო ზი­ა­ნი თა­ვი­დან აე­ცი­ლე­ბი­ნა. იმე­დი გვაქვს, რომ შემ­დგომ­ში ამ კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბის ვა­დის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა აღარ მოგ­ვი­წევს, რად­გან 6 თვე არის ის გო­ნივ­რუ­ლი დრო, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნა ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა. ამავდრო­უ­ლად, კი წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის მი­ნი­მი­ზა­ცი­ას შევ­ძლებთ და შე­ვა­ჩე­რებთ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მზარდ ნე­გა­ტი­ურ ტენ­დენ­ცი­ას. ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავ, რომ სა­ხელ­მწი­ფო მო­სახ­ლე­ო­ბის გვერ­დით დგას და ამ მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რათა პან­დე­მი­ით შექ­მნილ ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სი­ცოც­ლის რის­კებ­თან ერ­თად, ეკო­ნო­მი­კუ­რი რის­კე­ბიც მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ვამ­ცი­როთ, რომ ქვე­ყა­ნა, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად, და­უბ­რუნ­დეს გან­ვი­თა­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს,“- გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ.

ავტორი:

კანონს, რომლის თანახმად მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარება შეუძლია, მოქმედების ვადა 6 თვით უგრძელდება

კანონს, რომლის თანახმად მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარება შეუძლია, მოქმედების ვადა 6 თვით უგრძელდება

მმართველი გუნდი საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მოქმედების ვადის 6 თვით გახანგრძლივებას გეგმას. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, კანონი საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ საახელმწიფოს საშუალებას აძლევს, კორონავირუსით გამოწვეული უფრო დიდი ზიანი აიცილოს თავიდან, რაც ხუნდაძის თქმით, ქვეყნისა და საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამასთანავე, დიმიტრი ხუნდაძემ იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მოქმედების ვადის გაზრდა შემდგომში საჭირო აღარ გახდება, რადგან 6 თვე არის ის გონივრული ვადა, როდესაც ქვეყანაში ვაქცინა ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

"მოგეხსენებათ, რომ საქართველოს, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოს, ჯერ კიდევ პანდემიის რეჟიმში უწევს ცხოვრება. ამ გამოწვევას, პრაქტიკულად, ვერც ერთმა ქვეყანამ ზიანის გარეშე ვერ გაართვა თავი. რომ არა საკოორდინაციო საბჭოს ეფექტური მუშაობა, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ზიანი საქართველოშიც გაცილებით დიდი იქნებოდა.

მიუხედავად ჩვენ მიერ წინასწარ პროგნოზირებადი მეორე ტალღის პიკური ეტაპისა, ბოლო დღეებში შეინიშნება პოზიტიური ტენდენცია, რაც უდავოდ მთავრობის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა და საზოგადოების დამყოლობამ განაპირობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოვიკიდოთ დაწესებულ შეზღუდვებს, რათა, ერთი მხრივ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და მეორე მხრივ, დავეხმაროთ ექიმებსა და ზოგადად მედპერსონალს, რომ ზედმეტი სირთულეების გარეშე დაიცვან მოქალაქეების ჯანმრთელობა, რისი კეთებაც მათ, ზოგჯერ, საკუთარი სიცოცხლის ფასად უწევთ.

ბოლო პერიოდის ეპიდტენცია ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფოს ჩარევა და გარკვეული შეზღუდვების დაწესება დროული და რელევანტური იყო. ამ ქმედითი ნაბიჯების გადადგომის საშუალება, ხელისუფლებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონმა მისცა, რომლის მოქმედების ვადა, როგორც გახსოვთ, იანვრამდე განისაზღვრა. ეს ვადა სულ რამდენიმე დღეში იწურება, რის შემდეგაც, პროცესის მართვა მის გარეშე გაძნელდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ვაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მოქმედების დრო 6 თვით გახანგრძლივდება. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ეს ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ეხება კანონს, რომელიც მთავრობას აძლევს პანდემიის პირობებში კრიზისის ეფექტურად მართვის შესაძლებლობას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას, რომ სწორედ ამ კანონმა მისცა სახელმწიფოს საშუალება, კიდევ უფრო დიდი შესაძლო ზიანი თავიდან აეცილებინა. იმედი გვაქვს, რომ შემდგომში ამ კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივება აღარ მოგვიწევს, რადგან 6 თვე არის ის გონივრული დრო, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება. ამავდროულად, კი წერტილოვანი შეზღუდვებით დაინფიცირების შემთხვევების მინიმიზაციას შევძლებთ და შევაჩერებთ ვირუსის გავრცელების მზარდ ნეგატიურ ტენდენციას. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სახელმწიფო მოსახლეობის გვერდით დგას და ამ მძიმე ვითარებაში ყველაფერს აკეთებს, რათა პანდემიით შექმნილ ჯანმრთელობისა და სიცოცლის რისკებთან ერთად, ეკონომიკური რისკებიც მინიმუმამდე შევამციროთ, რომ ქვეყანა, რაც შეიძლება სწრაფად, დაუბრუნდეს განვითარების ჩვეულ რიტმს,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

წვიმა, თოვლი, ქარბუქი... - საქართველოში ამინდი გაუარესდება

"სანამ ჟანგბადდამოკიდებული არ გავხდები, სტაციონარს არ დავიკავებ..." - ალექსანდრე გოგინავა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, სახლში მკურნალობს

"ეჭვია, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან... გარკვეული პირები მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ უბიძგებენ" - კახა კალაძე შენობების დემონტაჟზე