მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბატონი კახიც აღიარებს, რომ ხელოვანები დავიჩაგრეთ... მგონი, გულს არავის დაწყვეტენ, ეს ჰონორარი შეგვეშველება" - სოფო ბედია საახალწლო კონცერტზე
"ბატონი კახიც აღიარებს, რომ ხელოვანები დავიჩაგრეთ... მგონი, გულს არავის დაწყვეტენ, ეს ჰონორარი შეგვეშველება" - სოფო ბედია საახალწლო კონცერტზე

"გა­ვა­უქ­მოთ ახა­ლი წელი? კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი არ არი­ან? - არ მი­გაჩ­ნი­ათ ისი­ნი ადა­მი­ა­ნე­ბად და გგო­ნი­ათ, პრობ­ლე­მე­ბი არ აქვთ?" - ასე უპა­სუ­ხა თბი­ლი­სის მერ­მა ჟურ­ნა­ლი­ტის კი­თხვას, რო­მე­ლიც წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ კონ­ცერ­ტის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნის ლა­რის და­ხარ­ჯვას ეხე­ბო­და.

მარ­თა­ლია, ქვე­ყა­ნა­ში შე­ზღუდ­ვე­ბი ისევ მოქ­მე­დებს და წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არც 24 დე­კემ­ბრის შემ­დეგ შემ­სუ­ბუქ­დე­ბა, მაგ­რამ 31 დე­კემ­ბერს დე­კო­რი­რე­ბულ სცე­ნა­ზე, მომ­ღერ­ლე­ბი მა­ინც გა­მოვ­ლენ, ოღონდ ამ ყვე­ლა­ფერს მა­ყუ­რე­ბე­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ით ნა­ხავს.

კონ­ცერ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა მე­რი­ას 491 თასი ლარი უჯ­დე­ბა. კახი კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით კონ­ცერ­ტე­ბის სე­რია გარ­და იმი­სა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას კარგ გან­წყო­ბას შე­უქ­მნის, ასე­ვე მომ­ღერ­ლე­ბის­თვის ერ­თგვა­რი შე­ღა­ვა­თი და თა­ნად­გო­მა იქ­ნე­ბა მე­რი­ის მხრი­დან გა­დახ­დი­ლი ჰო­ნო­რა­რე­ბი.

კონ­ცერ­ტი სამ დღეს მო­ი­ცავს - 31 დე­კემ­ბერს, 7 იან­ვარს და 14 იან­ვარს. სოფო ბე­დია AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ არ იცის, თა­ვად რო­მელ დღეს გა­მო­ვა სცე­ნა­ზე, თუმ­ცა რო­გორც კუ­ლუ­ა­რებ­ში ამ­ბო­ბენ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ყვე­ლას მომ­ღე­რა­ლი მი­ი­ღებს.

- ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა მომ­ღე­რა­ლი და­კავ­დე­ბა კონ­ცერ­ტებ­ში. მე ჯერ კი­დევ არ ვიცი, რო­მელ დღეს გა­მა­ნა­წი­ლე­ბენ. ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი. ვინც ჩვენ პრო­ფე­სი­ა­ზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი, სხვა შე­მოს­ვა­ა­ლი არ გვაქვს. ამი­სი არც და­მალ­ვა შე­იძ­ლე­ბა და არც ხე­ლის გა­და­ფა­რე­ბა.

- თქვე­ნი კო­ლე­გე­ბი რას ამ­ბო­ბენ, რო­დე­საც გი­კავ­შირ­დე­ბი­ან...

- ძა­ლი­ან ცუ­დად არი­ან, ყვე­ლას პრობ­ლე­მე­ბი აქვს. ერ­თმა­ნეთ­საც ვე­ღარ ვნა­ხუ­ლობთ პან­დე­მი­ის გამო. მარ­ტში და­ი­წყო ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი, მე­ცხრე თვეა სცე­ნა­ზე არ ვმდგარ­ვართ. ძა­ლი­ან ცუდი მდგო­მა­რე­ო­ბაა და იმე­დი მაქვს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დრო­ე­ბი­თი იქ­ნე­ბა.

- კახი კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ ესტრა­და ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია... რო­გორ ფიქ­რობთ, ეს ჰო­ნო­რა­რი შე­ეშ­ვე­ლე­ბა მომ­ღერ­ლებს?

- ვე­თან­ხმე­ბი, თუმ­ცა რაც შე­ე­ხე­ბა ჰო­ნო­რარს არ ვიცი, რამ­დე­ნი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა მა­ინც სტი­მუ­ლია, რომ ამ­დე­ნი ხსნის შემ­დეგ ხე­ლო­ვა­ნებს გვექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ჩვენ საყ­ვა­რელ საქ­მეს სცე­ნი­დან მო­ვემ­სა­ხუ­როთ. ყვე­ლა­ნა­ი­რია სტი­მუ­ლია, რო­გორც მომ­ღერ­ლის, ასე­ვე ფი­ნან­სუ­რი.

- რო­გორ ფიქ­რობ, წელს არ იქ­ნე­ბი­ან უკ­მა­ყო­ფი­ლო მომ­ღერ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც არ და­უ­ძა­ხეს კონ­ცერ­ტზე?

- არ ვიცი, ჩემ­თვის არა­ვის და­უ­რე­კავს ჯერ, რო­დის გა­მო­ვალ, მაგ­რამ კუ­ლუ­ა­რუ­ლად ვიცი, რომ ყვე­ლა მომ­ღე­რა­ლი და­კავ­დე­ბა. ბა­ტო­ნი კახი და ყვე­ლა აღი­ა­რებს, რომ ხე­ლო­ვა­ნი ად­მა­ი­ა­ნე­ბი პან­დე­მი­ის დროს ძა­ლი­ან და­ვი­ჩაგ­რეთ. მგო­ნი, გულს არა­ვის დას­წყვე­ტენ და მეც მინ­და, რომ ყვე­ლა მომ­ღე­რა­ლი და­კავ­დეს და ეს ჰო­ნო­რა­რიც, რაც იქ­ნე­ბა ნა­წი­ლობ­რივ ალ­ბათ შე­ეშ­ვე­ლე­ბათ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
10

ტუჩები გაასწორე სიხარულო

იმერი
12

ეგ კახია თუ კახა ვეღარ გავიგე?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ბატონი კახიც აღიარებს, რომ ხელოვანები დავიჩაგრეთ... მგონი, გულს არავის დაწყვეტენ, ეს ჰონორარი შეგვეშველება" - სოფო ბედია საახალწლო კონცერტზე

"ბატონი კახიც აღიარებს, რომ ხელოვანები დავიჩაგრეთ... მგონი, გულს არავის დაწყვეტენ, ეს ჰონორარი შეგვეშველება" - სოფო ბედია საახალწლო კონცერტზე

"გავაუქმოთ ახალი წელი? კულტურის წარმომადგენლები ადამიანები არ არიან? - არ მიგაჩნიათ ისინი ადამიანებად და გგონიათ, პრობლემები არ აქვთ?" - ასე უპასუხა თბილისის მერმა ჟურნალიტის კითხვას, რომელიც წინასაახალწლოდ კონცერტის ჩასატარებლად ნახევარი მილიონის ლარის დახარჯვას ეხებოდა.

მართალია, ქვეყანაში შეზღუდვები ისევ მოქმედებს და წინასწარი ინფორმაციით, განსაკუთრებულად არც 24 დეკემბრის შემდეგ შემსუბუქდება, მაგრამ 31 დეკემბერს დეკორირებულ სცენაზე, მომღერლები მაინც გამოვლენ, ოღონდ ამ ყველაფერს მაყურებელი ტელევიზიით ნახავს.

კონცერტის ღირებულება მერიას 491 თასი ლარი უჯდება. კახი კალაძის განცხადებით კონცერტების სერია გარდა იმისა, რომ მოსახლეობას კარგ განწყობას შეუქმნის, ასევე მომღერლებისთვის ერთგვარი შეღავათი და თანადგომა იქნება მერიის მხრიდან გადახდილი ჰონორარები.

კონცერტი სამ დღეს მოიცავს - 31 დეკემბერს, 7 იანვარს და 14 იანვარს. სოფო ბედია AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ არ იცის, თავად რომელ დღეს გამოვა სცენაზე, თუმცა როგორც კულუარებში ამბობენ, მონაწილეობას ყველას მომღერალი მიიღებს.

- ჩემი ინფორმაციით, ყველა მომღერალი დაკავდება კონცერტებში. მე ჯერ კიდევ არ ვიცი, რომელ დღეს გამანაწილებენ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ ხელოვანი ადამიანები. ვინც ჩვენ პროფესიაზე ვართ დამოკიდებულები, სხვა შემოსვაალი არ გვაქვს. ამისი არც დამალვა შეიძლება და არც ხელის გადაფარება.

- თქვენი კოლეგები რას ამბობენ, როდესაც გიკავშირდებიან...

- ძალიან ცუდად არიან, ყველას პრობლემები აქვს. ერთმანეთსაც ვეღარ ვნახულობთ პანდემიის გამო. მარტში დაიწყო ჩვენი პრობლემები, მეცხრე თვეა სცენაზე არ ვმდგარვართ. ძალიან ცუდი მდგომარეობაა და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი დროებითი იქნება.

- კახი კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ესტრადა ცუდ მდგომარეობაშია... როგორ ფიქრობთ, ეს ჰონორარი შეეშველება მომღერლებს?

- ვეთანხმები, თუმცა რაც შეეხება ჰონორარს არ ვიცი, რამდენი იქნება. თუმცა მაინც სტიმულია, რომ ამდენი ხსნის შემდეგ ხელოვანებს გვექნება საშუალება, რომ ჩვენ საყვარელ საქმეს სცენიდან მოვემსახუროთ. ყველანაირია სტიმულია, როგორც მომღერლის, ასევე ფინანსური.

- როგორ ფიქრობ, წელს არ იქნებიან უკმაყოფილო მომღერლები, რომლებსაც არ დაუძახეს კონცერტზე?

- არ ვიცი, ჩემთვის არავის დაურეკავს ჯერ, როდის გამოვალ, მაგრამ კულუარულად ვიცი, რომ ყველა მომღერალი დაკავდება. ბატონი კახი და ყველა აღიარებს, რომ ხელოვანი ადმაიანები პანდემიის დროს ძალიან დავიჩაგრეთ. მგონი, გულს არავის დასწყვეტენ და მეც მინდა, რომ ყველა მომღერალი დაკავდეს და ეს ჰონორარიც, რაც იქნება ნაწილობრივ ალბათ შეეშველებათ.

გამყრელიძის თქმით, განცხადება ჩინური ვაქცინების ეფექტიანობაზე  ეხებოდა არა "სინოფარმს“, არამედ "სინოვაკს“

ვინ არის "5/35-ოქროს ბურთის’’ ჯეკპოტის, 211 084 ლარის გამარჯვებული?

ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას ითხოვს