სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გავაუქმოთ ახალი წელი? კულტურის წარმომადგენლები თქვენთვის ადამიანები არ არიან?" - მერია საახალწლო კონცერტში 491 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს
"გავაუქმოთ ახალი წელი? კულტურის წარმომადგენლები თქვენთვის ადამიანები არ არიან?" - მერია საახალწლო კონცერტში 491 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 31 დე­კემ­ბერს, თე­მა­ტუ­რად დე­კო­რი­რე­ბულ სცე­ნა­ზე გალა კონ­ცერ­ტი, მა­ყუ­რებ­ლის გა­რე­შე პირ­და­პი­რი ეთე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ი­მარ­თე­ბა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 491 ათა­სი ლარი იქ­ნე­ბა და მას მე­რია ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი "ლო­ქ­და­უ­ნის" მი­უ­ხე­და­ვად გა­მარ­თავს. სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის სა­ა­გენ­ტოს ვებგ­ვერ­დის თა­ნახ­მად, მე­რია ამ მომ­სა­ხუ­რე­ბის შეს­ყიდ­ვას გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი გზით გეგ­მავს. შეს­ყიდ­ვის გა­ნა­ცხად­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ კონ­ცერ­ტმა მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა უნდა შე­უქ­მნას.

თუმ­ცა დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ა­ში ამ­ბო­ბენ, რომ სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ბო­ლო­ოდ მი­ღე­ბუ­ლი არ აქვს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, გა­ი­მარ­თე­ბა თუ არა 31 დე­კემ­ბერს სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტი ან მო­ე­წყო­ბა თუ არა გა­სუ­ლი წლე­ბის მსგავ­სად, სა­შო­ბაო სო­ფე­ლი, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

"სა­ა­ხალ­წლო სო­ფელ­თან და ახა­ლი წლის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ­ჯე­რო­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ არის მი­ღე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ სად და რა ფორ­მით გა­ი­მარ­თე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, გა­ვავ­რცე­ლებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე“, - აცხა­დე­ბენ დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ა­ში.

ამის პა­რა­ლე­ლუ­რად გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძე­მაც.

"გა­ვა­უქ­მოთ ახა­ლი წელი? კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თქვენ­თვის ადა­მი­ა­ნე­ბი არ არი­ან? არ მი­გაჩ­ნი­ათ ისი­ნი ადა­მი­ა­ნე­ბად და გგო­ნი­ათ, პრობ­ლე­მე­ბი არ აქვთ?" - ასე უპა­სუ­ხა თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვას რა­ტომ ხარ­ჯავს თბი­ლი­სის მე­რია სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ ლა­რამ­დე თან­ხას მა­შინ, რო­დე­საც პან­დე­მი­ის გამო მო­სახ­ლე­ო­ბას სხვა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი აქვს.

რო­გორც კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს ის პრობ­ლე­მე­ბის პი­რის­პირ მარ­ტო არ და­ტო­ვებს.

"გა­ვა­უქ­მოთ ახა­ლი წელი? კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თქვენ­თვის ადა­მი­ა­ნე­ბი არ არი­ან? არ მი­გაჩ­ნი­ათ ისი­ნი ადა­მი­ა­ნე­ბად და გგო­ნი­ათ, პრობ­ლე­მე­ბი არ აქვთ? ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა არის კულ­ტუ­რის სფე­რო, რო­მელ­საც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა პან­დე­მი­ის გამო. მე ადა­მი­ა­ნებს არ დავ­ტო­ვებ ამ პრობ­ლე­მე­ბის პი­რის­პირ. მათ მაქ­სი­მა­ლუ­რად ექ­ნე­ბათ ჩვენ­გან ხელ­შე­წყო­ბა, მაქ­სი­მა­ლუ­რად ექ­ნე­ბათ თა­ნად­გო­მა. რო­დე­საც სო­ლი­და­რო­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ერ­თმა­ნეთს და­ვუდ­გეთ გვერ­დით ამ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში.

მომ­ღერ­ლე­ბი, ესტრა­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­აბ­ში და ისი­ნი მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტში, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას შე­უქ­მნან კარ­გი გან­წყო­ბა. კი­დევ უფრო მეტი და­ი­ხარ­ჯე­ბა. ეს არ არის ერთი კონ­ცერ­ტი. იქ­ნე­ბა ასე­ვე კონ­ცერ­ტე­ბი შო­ბას და ძვე­ლით ახალ წელს. ყვე­ლას მი­ე­ცე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მოხ­დეს მათი ანა­ზღა­უ­რე­ბა, რათა ამ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში რა­ღაც­ნა­ი­რად იყოს ჩვე­ნი მხრი­დან თა­ნად­გო­მა და ხელ­შე­წყო­ბა. გარ­და ამი­სა, 2021 წლის ბი­უ­ჯეტ­ში გა­მო­ყო­ფი­ლია 350 მი­ლი­ო­ნი ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვეხ­მა­როთ და ხელი შე­ვუ­წყოთ იმ ოჯახ­სებს და ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც გა­უ­ჭირ­და ამ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
35

ძალიანაც კარგი, ტელევიზორში ხომ ვიყურებთ.რამდენი მომღერალი დარჩა უმუშევარი, მათაც მიიღონ ცოტა ჯამაგირი

nene
9

სავარაუდოდ 24-დან არაფერი შეიცვლება, ისევ შეზღუდვები იქნება და ვის ჭირდება ამდენი თანხის გადახდა. ეგ თანხა დაურიგეთ იმ ხალხს, ვისაც ეს ჭირდება, თუკი არაფერი იხსნება, თუკი ტრანსპორტი არ იმუშავებს( ისე გაუგებარია რისთვის შემოიყვანეთ ის ლურჯი მარშუტკები ვერ გავიგე, თუკი არ იმუშავებენ)ცხოვრება ჩაკვდა, გაჩერდა ყველაფერი და ამდენი თანხის ხარჯვა, იქნება ?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"გავაუქმოთ ახალი წელი? კულტურის წარმომადგენლები თქვენთვის ადამიანები არ არიან?" - მერია საახალწლო კონცერტში 491 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს

"გავაუქმოთ ახალი წელი? კულტურის წარმომადგენლები თქვენთვის ადამიანები არ არიან?" - მერია საახალწლო კონცერტში 491 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს

გავრცელებული ინფორმაციით, 31 დეკემბერს, თემატურად დეკორირებულ სცენაზე გალა კონცერტი, მაყურებლის გარეშე პირდაპირი ეთერის საშუალებით გაიმართება, რომლის ღირებულება 491 ათასი ლარი იქნება და მას მერია ქვეყანაში არსებული "ლოქდაუნის" მიუხედავად გამართავს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, მერია ამ მომსახურების შესყიდვას გამარტივებული გზით გეგმავს. შესყიდვის განაცხადში მითითებულია, რომ კონცერტმა მოქალაქეებს საახალწლო განწყობა უნდა შეუქმნას.

თუმცა დედაქალაქის მერიაში ამბობენ, რომ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული არ აქვს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, გაიმართება თუ არა 31 დეკემბერს საახალწლო კონცერტი ან მოეწყობა თუ არა გასული წლების მსგავსად, საშობაო სოფელი, ჯერჯერობით უცნობია.

"საახალწლო სოფელთან და ახალი წლის ღონისძიებებთან დაკავშირებით ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული. შესაბამისად, ოფიციალურ ინფორმაციას, თუ სად და რა ფორმით გაიმართება ღონისძიებები, გავავრცელებთ გადაწყვეტილების მიღებისთანავე“, - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

ამის პარალელურად განცხადება გააკეთა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემაც.

"გავაუქმოთ ახალი წელი? კულტურის წარმომადგენლები თქვენთვის ადამიანები არ არიან? არ მიგაჩნიათ ისინი ადამიანებად და გგონიათ, პრობლემები არ აქვთ?" - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას რატომ ხარჯავს თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებში ნახევარ მილიონ ლარამდე თანხას მაშინ, როდესაც პანდემიის გამო მოსახლეობას სხვა უფრო მნიშვნელოვანი საჭიროებები აქვს.

როგორც კალაძემ განაცხადა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ის პრობლემების პირისპირ მარტო არ დატოვებს.

"გავაუქმოთ ახალი წელი? კულტურის წარმომადგენლები თქვენთვის ადამიანები არ არიან? არ მიგაჩნიათ ისინი ადამიანებად და გგონიათ, პრობლემები არ აქვთ? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის კულტურის სფერო, რომელსაც სერიოზული პრობლემები შეექმნა პანდემიის გამო. მე ადამიანებს არ დავტოვებ ამ პრობლემების პირისპირ. მათ მაქსიმალურად ექნებათ ჩვენგან ხელშეწყობა, მაქსიმალურად ექნებათ თანადგომა. როდესაც სოლიდარობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით ამ რთულ ვითარებაში.

მომღერლები, ესტრადის წარმომადგენლები არიან ძალიან ცუდ მდგომარეოაბში და ისინი მიიღებენ მონაწილეობას საახალწლო კონცერტში, რომ მოსახლეობას შეუქმნან კარგი განწყობა. კიდევ უფრო მეტი დაიხარჯება. ეს არ არის ერთი კონცერტი. იქნება ასევე კონცერტები შობას და ძველით ახალ წელს. ყველას მიეცემა შესაძლებლობა, რომ მოხდეს მათი ანაზღაურება, რათა ამ რთულ ვითარებაში რაღაცნაირად იყოს ჩვენი მხრიდან თანადგომა და ხელშეწყობა. გარდა ამისა, 2021 წლის ბიუჯეტში გამოყოფილია 350 მილიონი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ იმ ოჯახსებს და ადამიანებს, ვისაც გაუჭირდა ამ რთულ ვითარებაში“, - განაცხადა კალაძემ.

კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა და 4 599 განკურნებული - როგორია ინფიცირების მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით

მეუფე იობს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისში საახალწლო განათებები 21:00 საათის შემდეგაც აღარ გამოირთვება - "კოვიდი ახალ წელს ვერ მოკლავს, ვერ ჩააქრობს სინათლეს"