პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფრიკის დასახლებაში, სადაც მერიამ შენობების დემონტაჟი დაიწყო დაპირისპირებაა - "რატომ არჩევნებამდე არ დაიწყეს აწიოკება? ვთხოვ გამოგვიყონ თავშესაფარი"
აფრიკის დასახლებაში, სადაც მერიამ შენობების დემონტაჟი დაიწყო დაპირისპირებაა - "რატომ არჩევნებამდე არ დაიწყეს აწიოკება? ვთხოვ გამოგვიყონ თავშესაფარი"

აფ­რი­კის და­სახ­ლე­ბა­ში, სა­დაც თბი­ლი­სის მე­რი­ამ შე­ნო­ბე­ბის დე­მონ­ტა­ჟი და­ი­წყო სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბაა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მო­მუ­შა­ვე­ებს დე­მონ­ტა­ჟის გაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბიც.

რო­გორც ად­გილ­ზე შეკ­რე­ბი­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის მხრი­დან, შე­ნო­ბე­ბის დან­გრე­ვის შე­სა­ხებ წი­ნას­წა­რი გაფრ­თხი­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა.

„უც­ბად მო­ვიდ­ნენ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, გაფრ­თხი­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა, რა­ტომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე არ და­ი­წყეს აწი­ო­კე­ბა? ვთხოვ გა­მოგ­ვი­ყონ თავ­შე­სა­ფა­რი, რომ ბავ­შვებს სახ­ლი და და­სა­ძი­ნე­ბე­ლი ად­გი­ლი ჰქონ­დეთ“, - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა ად­გი­ლობ­რივ­მა.

რო­გორც თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე აფ­რი­კის და­სახ­ლე­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით აცხა­დებს, ის თა­ვი­სი მე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში არ და­უშ­ვებს, რომ სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის უკა­ნო­ნოდ და­ტა­ცე­ბა მოხ­დეს.

ასევე დაგაინტერესებთ
17:00 / 15-12-2020

"ვერავის ვერაფერს დავპირდებოდი, რაც არ ჯდება კანონის ფარგლებში" - სოზარ სუბარი აფრიკის დასახლებაში განვითარებულ პროცესებზე

18:26 / 15-12-2020

"ეჭვია, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან... გარკვეული პირები მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ უბიძგებენ" - კახა კალაძე შენობების დემონტაჟზე

20:21 / 15-12-2020

"რეალურად, ეგ მიწა ჩვენია... ბევრი ვიწვალეთ მის დასაბრუნებლად, მაგრამ ამაოდ" - რას წერს ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი ტერიტორიაზე, სადაც დემონტაჟი დაიწყო

21:40 / 15-12-2020

"მათთვის არაფერი დაუნგრევიათ.... ამ ბავშვის ძმა ჩვენი მოსწავლეა" - რა ვიცით მამა-შვილზე, რომელთა ფოტომ "ფეისბუქი" მოიცვა

„თქვენ გაქვთ აგა­რა­კი სად­მე? მიბ­რძან­დით, აა­შე­ნეთ! ეს მი­სა­ღე­ბია, მო­სუ­ლა? გა­მე­ცით პა­სუ­ხი, შე­იძ­ლე­ბა ამის გა­კე­თე­ბა? ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ვი­საც აქვთ სახ­ლე­ბი, ზოგს მი­წის ნაკ­ვე­თი აქვს, ზოგს რა­ი­ონ­ში სახ­ლი და ა.შ. სა­ნამ მე ვარ ქა­ლა­ქის მმარ­თვე­ლი, კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია და არ და­ვუშ­ვებთ იმას, რომ სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბე­ბის უკა­ნო­ნოდ და­ტა­ცე­ბე­ბი მოხ­დეს. ჩვენ ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს ვეხ­მა­რე­ბით, ბევრ ოჯახს ვცდი­ლობთ ხელი შე­ვუ­წყოთ და შე­ვუმ­სუ­ბუ­ქოთ არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, მაგ­რამ ეს მიდ­გო­მა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რომ მო­ვი­პა­როთ სა­ხელ­მწი­ფოს მი­წე­ბი, კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. ვი­საც სახ­ლი არ აქვს, არ­სე­ბობს თავ­შე­სა­ფა­რი, რო­მე­ლიც ნა­ხევ­რად ცა­რი­ე­ლია. ყვე­ლა­ნა­ი­რად უზ­რუნ­ველ­ვყოფთ მათ. ან მე­ო­რე ვა­რი­ან­ტია ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლებ­საც სახ­ლი და­ენგრათ, ამის­თვის გამ­გე­ო­ბე­ბი გა­მო­ყოფს თან­ხებს და შეგ­ვიძ­ლია ამ ოჯა­ხე­ბის იჯა­რით გაყ­ვა­ნა, რომ არ დარ­ჩნენ ქუ­ჩა­ში“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

დე­და­ქა­ლა­ქის მერი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის უკა­ნო­ნოდ მი­ტა­ცე­ბის უკან კონ­კრე­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბი იდ­გნენ, რომ­ლე­ბიც კა­ლა­ძის შე­ფა­სე­ბით, „ხელს ით­ბო­ბენ“.

თბი­ლი­სის მე­რი­ამ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა და აღ­ნიშ­ნა, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ სამ­გო­რის რა­ი­ონ­ში, აფ­რი­კის და­სახ­ლე­ბა­ში უკა­ნო­ნოდ აშე­ნე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბის დე­მონ­ტა­ჟი და­ი­წყო. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­სპექ­ტი­რე­ბის შე­დე­გად, სა­ხელ­მწი­ფოს სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ მი­წის ნაკ­ვეთ­ზე, სამ­შე­ნებ­ლო სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის 12 ფაქ­ტი გა­მოვ­ლინ­და, რო­მელ­ზეც თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ მიმ­დი­ნა­რე წელს მოკ­ვლე­ვა და­ი­წყო. მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ აღ­ნიშ­ნულ მი­სა­მარ­თზე შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი უნე­ბარ­თვოდ იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. მუ­ნი­ცი­პა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის და­ვა­ლე­ბით, მათი დე­მონ­ტა­ჟის პრო­ცე­სი და­ი­წყო.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
37

ჯერ სად ხართ......

კიკუა-პიჟუა !
91

მალე-დაგხვევინებთ სამტრდსკი-გოიმო !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

აფრიკის დასახლებაში, სადაც მერიამ შენობების დემონტაჟი დაიწყო დაპირისპირებაა - "რატომ არჩევნებამდე არ დაიწყეს აწიოკება? ვთხოვ გამოგვიყონ თავშესაფარი"

აფრიკის დასახლებაში, სადაც მერიამ შენობების დემონტაჟი დაიწყო დაპირისპირებაა - "რატომ არჩევნებამდე არ დაიწყეს აწიოკება? ვთხოვ გამოგვიყონ თავშესაფარი"

აფრიკის დასახლებაში, სადაც თბილისის მერიამ შენობების დემონტაჟი დაიწყო სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირებაა. ადგილობრივები მომუშავეებს დემონტაჟის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, არიან დაკავებულებიც.

როგორც ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან, შენობების დანგრევის შესახებ წინასწარი გაფრთხილება არ ყოფილა.

„უცბად მოვიდნენ არჩევნების შემდეგ, გაფრთხილება არ ყოფილა, რატომ არჩევნებამდე არ დაიწყეს აწიოკება? ვთხოვ გამოგვიყონ თავშესაფარი, რომ ბავშვებს სახლი და დასაძინებელი ადგილი ჰქონდეთ“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, ის თავისი მერობის პერიოდში არ დაუშვებს, რომ სახელმწიფო ქონების უკანონოდ დატაცება მოხდეს.

„თქვენ გაქვთ აგარაკი სადმე? მიბრძანდით, ააშენეთ! ეს მისაღებია, მოსულა? გამეცით პასუხი, შეიძლება ამის გაკეთება? ეს ადამიანები არიან, ვისაც აქვთ სახლები, ზოგს მიწის ნაკვეთი აქვს, ზოგს რაიონში სახლი და ა.შ. სანამ მე ვარ ქალაქის მმართველი, კატეგორიულად მიუღებელია და არ დავუშვებთ იმას, რომ სახელმწიფო ქონებების უკანონოდ დატაცებები მოხდეს. ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს ვეხმარებით, ბევრ ოჯახს ვცდილობთ ხელი შევუწყოთ და შევუმსუბუქოთ არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ ეს მიდგომა და დამოკიდებულება, რომ მოვიპაროთ სახელმწიფოს მიწები, კატეგორიულად მიუღებელია. ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია. ყველანაირად უზრუნველვყოფთ მათ. ან მეორე ვარიანტია ადამიანების, რომლებსაც სახლი დაენგრათ, ამისთვის გამგეობები გამოყოფს თანხებს და შეგვიძლია ამ ოჯახების იჯარით გაყვანა, რომ არ დარჩნენ ქუჩაში“, - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერი არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფო ქონების უკანონოდ მიტაცების უკან კონკრეტული ჯგუფები იდგნენ, რომლებიც კალაძის შეფასებით, „ხელს ითბობენ“.

თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო. მათი ინფორმაციით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.

ცნობილია, ვინ იქნებიან "ქართული ოცნების" სამდივნოს შემადგენლობაში

"დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი - გაწითლებული ხარო" - რას წერს გიგი უგულავა "ფეისბუქზე"

"200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე და ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ" - ზურაბ ჯაფარიძე