სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც ოჯახის პრობლემას, ასე ვიღებ თითოეულის გასაჭირს" - ვინ არის ახალგაზრდა, რომლიც უამრავ ინფიცირებულს დაეხმარა
"როგორც ოჯახის პრობლემას, ასე ვიღებ თითოეულის გასაჭირს" - ვინ არის ახალგაზრდა, რომლიც უამრავ ინფიცირებულს დაეხმარა

უკვე ერთი თვეა, რაც შე­იქ­მნა ფე­ის­ბუ­კჯ­გუ­ფი "მედ­გი­დი", სა­დაც შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ რჩე­ვე­ბი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექი­მე­ბის­გან. ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რა­ვი პოს­ტი იდე­ბა - ზოგი მშობ­ლის გა­დაყ­ვა­ნას ვერ ახერ­ხებს კლი­ნი­კა­ში, ზოგი - ბე­ბია-ბა­ბუ­ის, დედ­მა­მიშ­ვი­ლის, მე­გობ­რის... თით­ქმის ყვე­ლა დახ­მა­რე­ბას ითხოვს და თით­ქმის ყვე­ლა პოსტთან მხვდე­ბა კო­მენ­ტა­რი:

"და­უ­რე­კეთ სოფო ჯა­ფა­რი­ძეს, ის და­გეხ­მა­რე­ბათ." ჯგუ­ფის წევ­რე­ბი უდი­დეს მად­ლი­ე­რე­ბა­სა და სით­ბოს გა­მო­ხა­ტა­ვენ სო­ფოს მი­მართ, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, უფრო ახ­ლოს გაგ­ვეც­ნო მკი­თხვე­ლის­თვის სოფო ჯა­ფა­რი­ძე - ექი­მი-სტო­მა­ტო­ლო­გი, რო­მელ­მაც შეძ­ლო და ბევრ ადა­მი­ანს ჩა­უ­სა­ხა იმე­დი.

- ვმუ­შა­ობ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, კა­თედ­რა­ზე, მყავს სტუ­დენ­ტე­ბი, თან პრაქ­ტი­კო­სი ექი­მი ვარ. ექი­მე­ბის ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე, დე­დი­სა და მა­მის მხრი­დან ოთხი თა­ო­ბა ყვე­ლა ექი­მი იყო და ვერც კი წარ­მო­მედ­გი­ნა, თუ სხვა პრო­ფე­სია არ­სე­ბობ­და. ბა­ბუა, ვახ­ტანგ ყი­ფი­ა­ნი, სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­რექ­ტო­რი გახ­ლდათ. სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იყო და, ალ­ბათ, ამ ყვე­ლა­ფერ­მა დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე. სწო­რედ მისი გაზ­რდი­ლე­ბი არი­ან ის ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს წინა ხაზ­ზე იბ­რძვი­ან. მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა ისიც, რა­საც დღეს ვა­კე­თებ.

- ექი­მის გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბას ბევ­რი რამ შე­უძ­ლია. ტყუ­ი­ლად ხომ არ ამ­ბო­ბენ, რომ ზოგ­ჯერ ექი­მის სი­ტყვაც კი კურ­ნავს...

- მე არ ვარ ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი, არც თე­რა­პევ­ტი, მაგ­რამ რო­დე­საც პა­ნი­კა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი მი­რე­კა­ვენ და მე­უბ­ნე­ბი­ან, რა აწუ­ხებთ (ბევ­რს სწო­რედ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად უჭირს ამ ყვე­ლაფ­რის აღ­ქმა), მე მათ ვამ­შვი­დებ - ეს ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია დღეს.

ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა მომ­წე­რა, რო­დე­საც "კო­ვი­დი" და­მი­დას­ტურ­და, პა­ნი­კა­ში ვი­ყა­ვი, არ ვი­ცო­დი, რა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ "მედ­გიდ­ში" გა­წევ­რე­ბის შემ­დეგ ვნა­ხე, რამ­დენ ადა­მი­ანს ეხ­მა­რე­ბით და დავ­მშვიდ­დიო. აი, ალ­ბათ ამი­ტომ ამ­ბო­ბენ, რომ ზოგ­ჯერ ექი­მის სი­ტყვა­საც კი შე­უძ­ლია მორ­ჩე­ნა. მი­ხა­რია, თუ ჩვე­ნი ჯგუ­ფის სა­ხით ადა­მი­ა­ნებს იმე­დი გა­უჩ­ნდათ და მშვი­დად არი­ან.

- პოს­ტის და­დე­ბის­თა­ნა­ვე აუ­ცი­ლებ­ლად ჩნდე­ბო­და ან თქვე­ნი კო­მენ­ტა­რი, და­მი­რე­კეთ, და­გეხ­მა­რე­ბი­თო, ან სხვი­სი - და­უ­რე­კეთ სოფო ჯა­ფა­რი­ძეს, ის და­გეხ­მა­რე­ბა­თო. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ხა­ტავ­და მად­ლი­ე­რე­ბას. მიკ­ვირ­და, რო­გორ შე­ეძ­ლო ერთ ადა­მი­ანს ამ­დე­ნი და ვინ იყო ეს ახალ­გაზ­რდა ექი­მი...

- ჩემ­ზე რა გი­თხრათ - მყავს მე­უღ­ლე და სამი ბიჭი. უფ­რო­სი 11 წლი­საა, შუ­ა­თა­ნა - 5-ის და ნა­ბო­ლა­რა - ერ­თის. მე­უღ­ლე ამ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ყვე­ლა­ნა­ი­რად მი­წყობს ხელს. პა­ტა­რე­ბი ბევ­რს ვე­რა­ფერს ხვდე­ბი­ან, მაგ­რამ უფ­რო­სი მე­უბ­ნე­ბა, დე­დი­კო, ასეთ მა­გარ საქ­მეს რომ აკე­თებ, იცი, მე რა ამა­ყი ვარო?! გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nini
0

ბედნიერებაა ასეთი ადამიანების არსებობა! წარმატებები ყველას! ანგარიშის ნომერიც გაგვაგებინეთ, ერთი ლარიც რომ გადაირიცხოს ბევრის მიერ, საქმეც წინ წაიწევს!

გიორგი
0
არ ჰგავს ,არა, სოფო ჯაფარიძე იმ ცინიკოს და გესლიან ქართველ ექიმებს, რომლებიც უცხოეთიდან ხარობენ საქართველოში ეპიდემიის გავრცელებით და შხამიან პოსტებს დებენ სოციალურ ქსელებში? ღმერთი დალოცავს სოფოს!
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"როგორც ოჯახის პრობლემას, ასე ვიღებ თითოეულის გასაჭირს" - ვინ არის ახალგაზრდა, რომლიც უამრავ ინფიცირებულს დაეხმარა

"როგორც ოჯახის პრობლემას, ასე ვიღებ თითოეულის გასაჭირს" - ვინ არის ახალგაზრდა, რომლიც უამრავ ინფიცირებულს დაეხმარა

უკვე ერთი თვეა, რაც შეიქმნა ფეისბუკჯგუფი "მედგიდი", სადაც შეგიძლიათ მიიღოთ რჩევები პროფესიონალი ექიმებისგან. ყოველდღიურად უამრავი პოსტი იდება - ზოგი მშობლის გადაყვანას ვერ ახერხებს კლინიკაში, ზოგი - ბებია-ბაბუის, დედმამიშვილის, მეგობრის... თითქმის ყველა დახმარებას ითხოვს და თითქმის ყველა პოსტთან მხვდება კომენტარი:

"დაურეკეთ სოფო ჯაფარიძეს, ის დაგეხმარებათ." ჯგუფის წევრები უდიდეს მადლიერებასა და სითბოს გამოხატავენ სოფოს მიმართ, ამიტომ გადავწყვიტეთ, უფრო ახლოს გაგვეცნო მკითხველისთვის სოფო ჯაფარიძე - ექიმი-სტომატოლოგი, რომელმაც შეძლო და ბევრ ადამიანს ჩაუსახა იმედი.

- ვმუშაობ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, კათედრაზე, მყავს სტუდენტები, თან პრაქტიკოსი ექიმი ვარ. ექიმების ოჯახში გავიზარდე, დედისა და მამის მხრიდან ოთხი თაობა ყველა ექიმი იყო და ვერც კი წარმომედგინა, თუ სხვა პროფესია არსებობდა. ბაბუა, ვახტანგ ყიფიანი, სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი გახლდათ. საოცარი ადამიანი იყო და, ალბათ, ამ ყველაფერმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. სწორედ მისი გაზრდილები არიან ის ექიმები, რომლებიც დღეს წინა ხაზზე იბრძვიან. მისი დამსახურებაა ისიც, რასაც დღეს ვაკეთებ.

- ექიმის გულისხმიერებას ბევრი რამ შეუძლია. ტყუილად ხომ არ ამბობენ, რომ ზოგჯერ ექიმის სიტყვაც კი კურნავს...

- მე არ ვარ ინფექციონისტი, არც თერაპევტი, მაგრამ როდესაც პანიკაში მყოფი ადამიანები მირეკავენ და მეუბნებიან, რა აწუხებთ (ბევრს სწორედ ფსიქოლოგიურად უჭირს ამ ყველაფრის აღქმა), მე მათ ვამშვიდებ - ეს ყველაზე მთავარია დღეს.

ერთმა ქალბატონმა მომწერა, როდესაც "კოვიდი" დამიდასტურდა, პანიკაში ვიყავი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, მაგრამ "მედგიდში" გაწევრების შემდეგ ვნახე, რამდენ ადამიანს ეხმარებით და დავმშვიდდიო. აი, ალბათ ამიტომ ამბობენ, რომ ზოგჯერ ექიმის სიტყვასაც კი შეუძლია მორჩენა. მიხარია, თუ ჩვენი ჯგუფის სახით ადამიანებს იმედი გაუჩნდათ და მშვიდად არიან.

- პოსტის დადებისთანავე აუცილებლად ჩნდებოდა ან თქვენი კომენტარი, დამირეკეთ, დაგეხმარებითო, ან სხვისი - დაურეკეთ სოფო ჯაფარიძეს, ის დაგეხმარებათო. უამრავი ადამიანი გამოხატავდა მადლიერებას. მიკვირდა, როგორ შეეძლო ერთ ადამიანს ამდენი და ვინ იყო ეს ახალგაზრდა ექიმი...

- ჩემზე რა გითხრათ - მყავს მეუღლე და სამი ბიჭი. უფროსი 11 წლისაა, შუათანა - 5-ის და ნაბოლარა - ერთის. მეუღლე ამ რთულ სიტუაციაში ყველანაირად მიწყობს ხელს. პატარები ბევრს ვერაფერს ხვდებიან, მაგრამ უფროსი მეუბნება, დედიკო, ასეთ მაგარ საქმეს რომ აკეთებ, იცი, მე რა ამაყი ვარო?! გააგრძელეთ კითხვა

"ჰერმესის დახლიდარები" – "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის" ჟიურისა და ხალხის რჩეული რომანი უკვე გამოიცა

მსახიობი რუსლან მიქაბერიძე გარდაიცვალა

გიორგი ვაშაძის მამა გარდაიცვალა