სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ხარვეზი გახდა რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის საყრდენი" - კობახიძე ISFED-ისგან მოითხოვს წარადგინოს იმ უბნების ჩამონათვალი, სადაც ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა
"ეს ხარვეზი გახდა რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის საყრდენი" - კობახიძე ISFED-ისგან მოითხოვს წარადგინოს იმ უბნების ჩამონათვალი, სადაც ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის­გან მო­ი­თხოვს, უმოკ­ლეს ვა­დებ­ში წარ­მო­ად­გი­ნოს იმ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის (8%-ის) ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­დაც მათი მტკი­ცე­ბით, ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის სი­ჭარ­ბე გა­მოვ­ლინ­და.

რო­გორც მან პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა უნდა აღი­ა­როს კი­დევ ერთი უხე­ში ხარ­ვე­ზი და ბო­დი­ში მო­უ­ხა­დოს ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს უხე­შად მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბი­სა და რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რის ხელ­შე­წყო­ბის­თვის.

"რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მარ­თლი­ან­მა არ­ჩევ­ნებ­მა“ გა­ავ­რცე­ლა სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა და აღი­ა­რა უხე­ში ხარ­ვე­ზი ხმის პა­რა­ლე­ლურ დათ­ვლა­ში, ე.წ. PVT-ში. გუ­შინ ამ გან­ცხა­დე­ბას და­ე­მა­ტა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის კი­დევ უფრო სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ მან უხე­ში ხარ­ვე­ზის შე­სა­ხებ, ჯერ კი­დევ ნო­ემ­ბრის ბო­ლოს, ყვე­ლა­ფე­რი იცო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ PVT-ზე დაყ­რდნო­ბით რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია, მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვი­თა­რე­ბის კრი­ზის­ში შეყ­ვა­ნას ყო­ველ­დღი­უ­რად ცდი­ლობ­და, "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი მომ­დევ­ნო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში PVT-ის სი­ყალ­ბეს სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავ­და, რაც და­მე­თან­ხმე­ბით, უკი­დუ­რე­სად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ფაქ­ტია.

ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვე­ცა­დეთ, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის აგ­ვე­რი­დე­ბი­ნა რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზი გახ­და რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რის უმ­თავ­რე­სი საყ­რდე­ნი, ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად რბი­ლი გან­ცხა­დე­ბით გა­მო­ვეხ­მა­უ­რეთ სკან­და­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას. სა­ჯა­როდ შეგ­ნე­ბუ­ლად არ გა­მოვ­თქვით სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ვა­რა­უ­დი PVT-ის მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­საც და­ხუ­რულ შეხ­ვედ­რებ­ზე ვა­ფიქ­სი­რებ­დით.

თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა ჩვენს თა­ვა­ზი­ან მიდ­გო­მას და­უ­პი­რის­პი­რა არა­სა­თა­ნა­დო პა­სუ­ხი, რაც კი­დევ უფრო სამ­წუ­ხა­როა, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ხე­ლით გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში მან შე­ი­ტა­ნა ორი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს, რო­გორც უხე­შად მცდა­რი.

პირ­ვე­ლი - გან­ცხა­დე­ბა­ში აღი­ნიშ­ნა, რომ თით­ქოს, შეს­წო­რე­ბა არ ახ­დენს გავ­ლე­ნას მან­და­ტე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა­ზე, მა­შინ, რო­დე­საც PVT-ის პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ჯა­მუ­რად 4-ით ნაკ­ლე­ბი სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტი ერ­გე­ბო­და.

მე­ო­რე, ბევ­რად უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცია უკავ­შირ­დე­ბა ოქ­მებ­ში და­ფიქ­სი­რე­ბულ დის­ბა­ლანსს - კერ­ძოდ, "სა­მარ­თლი­ან­მა არ­ჩევ­ნებ­მა“ კი­დევ ერთხელ გა­ი­მე­ო­რა პირ­ველ გან­ცხა­დე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შემ­დე­გი მცდა­რი შე­ფა­სე­ბა: "გა­მოკ­ვე­თი­ლი ტენ­დენ­ცი­ის სახე ჰქონ­და შე­მა­ჯა­მე­ბელ ოქ­მებ­ში დის­ბა­ლან­სის ისეთ შემ­თხვე­ვებს, როცა ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა აღე­მა­ტე­ბო­და ამომ­რჩე­ველ­თა ხელ­მო­წე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, რაც დარ­ღვე­ვას წარ­მო­ად­გენს. ამას­თან, რიგ უბ­ნებ­ზე მო­ცე­მუ­ლი დის­ბა­ლან­სი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აჭარ­ბებ­და ერ­თე­ულ შემ­თხვე­ვებს. მო­ცე­მუ­ლი დარ­ღვე­ვა სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის 8%-ზე და­ფიქ­სირ­და“,- ეს არის მათი ცი­ტა­ტა.

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებთ, რომ ეს შე­ფა­სე­ბა არის ისე­თი­ვე უხე­შად მცდა­რი, რო­გო­რიც იყო PVT-ის პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი. ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის მე­ტო­ბა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სა­ბო­ლო­ოდ და­ფიქ­სირ­და 3847-დან მხო­ლოდ 19 უბან­ზე და ჭარ­ბი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის ჯა­მუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა იყო 2 მი­ლი­ო­ნამ­დე ბი­უ­ლე­ტე­ნი­დან 25 ბი­უ­ლე­ტე­ნი. გარ­და ამი­სა, ჩვენ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ მიერ შე­ტა­ნი­ლი სარ­ჩე­ლე­ბი­სა და გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი უბ­ნე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ანა­ლი­ზი და და­ვად­გი­ნეთ, რომ ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის სი­ჭარ­ბე ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ დათ­ვლი­ლი სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის არა­თუ 8, 1%-შიც კი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

PVT-ის დე­ტა­ლუ­რი ან­გა­რი­შის თა­ნახ­მა­დაც, ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის მე­ტო­ბა 1000-მდე დათ­ვლი­ლი უბ­ნი­დან მხო­ლოდ 8 უბან­ზე აღი­ნიშ­ნა, სა­ი­და­ნაც მეტ-ნაკ­ლე­ბად არ­სე­ბი­თი დის­ბა­ლან­სი მხო­ლოდ 3 უბან­ზე და­ფიქ­სირ­და. ამას­თან, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ამ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბით, ცეს­კომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ ყვე­ლა სარ­ჩე­ლი, უზ­რუნ­ველ­ყო შე­დე­გე­ბის გა­დათ­ვლა და ხარ­ვე­ზის გას­წო­რე­ბა. 17 ნო­ემ­ბერს გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე და მოგ­ვი­ა­ნე­ბი­თაც, ჩვენ არა­ერ­თხელ ვთხო­ვეთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს, მო­ე­ცა გან­მარ­ტე­ბა ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ 8%-იან მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვა­შიც, მისი პა­სუ­ხე­ბი ისე­თი­ვე სუს­ტი იყო, რო­გორც PVT-სთან და­კავ­ში­რე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, PVT-ის გა­და­მოწ­მე­ბის მსგავ­სად, ამ ხარ­ვე­ზის გა­და­მოწ­მე­ბა­სა და შე­სა­ბა­მი­სი უბ­ნე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­საც ზუს­ტად ერთი დღე ესა­ჭი­რო­ე­ბა.

"იმე­დი გვაქვს, წინა შემ­თხვე­ვის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამ მო­ნა­ცე­მე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა­სა და უხე­ში ხარ­ვე­ზის აღი­ა­რე­ბას ისი­ნი 3-4 კვი­რას არ მო­ან­დო­მე­ბენ. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დო­ნო­რებს ვთხოვთ, და­ინ­ტე­რეს­დნენ "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ მიერ კი­დევ ერთი უხე­შად მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მი­ზე­ზი­თა და მო­ტი­ვით", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
SIBORO
43

იძახეთ ახლა, გაყალბდაო და გააბრიყვეთ ახალგაზრდები

mimino
276

შენ თუ იცოდე არითმეტიკა.... რაც გინდა თქვი... ,,ფბრ" - ს ალბათ დაწყებული აქვს გამოძიება და მალე მოვლენ თქვენსას.... ბიძგვინა გაამზადე ბარგი.... სხვები მოემზადეთ სხვადასხვა მრავალწლიანი სასჯელისათვის...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ეს ხარვეზი გახდა რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის საყრდენი" - კობახიძე ISFED-ისგან მოითხოვს წარადგინოს იმ უბნების ჩამონათვალი, სადაც ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა

"ეს ხარვეზი გახდა რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის საყრდენი" - კობახიძე ISFED-ისგან მოითხოვს წარადგინოს იმ უბნების ჩამონათვალი, სადაც ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნება" "სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელისგან მოითხოვს, უმოკლეს ვადებში წარმოადგინოს იმ საარჩევნო უბნების (8%-ის) ჩამონათვალი, სადაც მათი მტკიცებით, ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უნდა აღიაროს კიდევ ერთი უხეში ხარვეზი და ბოდიში მოუხადოს ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის ხელშეწყობისთვის.

"როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა“ გაავრცელა სკანდალური განცხადება და აღიარა უხეში ხარვეზი ხმის პარალელურ დათვლაში, ე.წ. PVT-ში. გუშინ ამ განცხადებას დაემატა ორგანიზაციის ხელმძღვანელის კიდევ უფრო სკანდალური განცხადება იმის შესახებ, რომ მან უხეში ხარვეზის შესახებ, ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს, ყველაფერი იცოდა. მიუხედავად იმისა, რომ PVT-ზე დაყრდნობით რადიკალური ოპოზიცია, მთელი ამ დროის განმავლობაში, ვითარების კრიზისში შეყვანას ყოველდღიურად ცდილობდა, "სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში PVT-ის სიყალბეს საგულდაგულოდ მალავდა, რაც დამეთანხმებით, უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტია.

ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, არასამთავრობო ორგანიზაციისთვის აგვერიდებინა რეპუტაციული ზიანი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციის მიერ დაშვებული ხარვეზი გახდა რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის უმთავრესი საყრდენი, ჩვენ მაქსიმალურად რბილი განცხადებით გამოვეხმაურეთ სკანდალურ ინფორმაციას. საჯაროდ შეგნებულად არ გამოვთქვით საფუძვლიანი ვარაუდი PVT-ის მანიპულაციასთან დაკავშირებით, რასაც დახურულ შეხვედრებზე ვაფიქსირებდით.

თუმცა, სამწუხაროდ, "სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ჩვენს თავაზიან მიდგომას დაუპირისპირა არასათანადო პასუხი, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ განცხადებაში მან შეიტანა ორი ინფორმაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც უხეშად მცდარი.

პირველი - განცხადებაში აღინიშნა, რომ თითქოს, შესწორება არ ახდენს გავლენას მანდატების განაწილებაზე, მაშინ, როდესაც PVT-ის პირველადი მონაცემების მიხედვით, "ქართულ ოცნებას“ ჯამურად 4-ით ნაკლები საპარლამენტო მანდატი ერგებოდა.

მეორე, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მცდარი ინფორმაცია უკავშირდება ოქმებში დაფიქსირებულ დისბალანსს - კერძოდ, "სამართლიანმა არჩევნებმა“ კიდევ ერთხელ გაიმეორა პირველ განცხადებაში გავრცელებული შემდეგი მცდარი შეფასება: "გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა“,- ეს არის მათი ციტატა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს შეფასება არის ისეთივე უხეშად მცდარი, როგორიც იყო PVT-ის პირველადი მონაცემები. ბიულეტენების მეტობა მთელი ქვეყნის მასშტაბით საბოლოოდ დაფიქსირდა 3847-დან მხოლოდ 19 უბანზე და ჭარბი ბიულეტენების ჯამური რაოდენობა იყო 2 მილიონამდე ბიულეტენიდან 25 ბიულეტენი. გარდა ამისა, ჩვენ განვახორციელეთ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ შეტანილი სარჩელებისა და გასაჩივრებული უბნების მონაცემების საფუძვლიანი ანალიზი და დავადგინეთ, რომ ბიულეტენების სიჭარბე ამ ორგანიზაციის მიერ დათვლილი საარჩევნო უბნების არათუ 8, 1%-შიც კი არ დაფიქსირებულა.

PVT-ის დეტალური ანგარიშის თანახმადაც, ბიულეტენების მეტობა 1000-მდე დათვლილი უბნიდან მხოლოდ 8 უბანზე აღინიშნა, საიდანაც მეტ-ნაკლებად არსებითი დისბალანსი მხოლოდ 3 უბანზე დაფიქსირდა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ამ საარჩევნო უბნებთან მიმართებით, ცესკომ დააკმაყოფილა "სამართლიანი არჩევნების“ ყველა სარჩელი, უზრუნველყო შედეგების გადათვლა და ხარვეზის გასწორება. 17 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე და მოგვიანებითაც, ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, მოეცა განმარტება ზემოაღნიშნულ 8%-იან მაჩვენებელთან დაკავშირებით, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, მისი პასუხები ისეთივე სუსტი იყო, როგორც PVT-სთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, PVT-ის გადამოწმების მსგავსად, ამ ხარვეზის გადამოწმებასა და შესაბამისი უბნების მონაცემების გამოქვეყნებასაც ზუსტად ერთი დღე ესაჭიროება.

"იმედი გვაქვს, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ამ მონაცემების გასაჯაროებასა და უხეში ხარვეზის აღიარებას ისინი 3-4 კვირას არ მოანდომებენ. ორგანიზაციის დონორებს ვთხოვთ, დაინტერესდნენ "სამართლიანი არჩევნების“ მიერ კიდევ ერთი უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელების მიზეზითა და მოტივით", - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, 90%-ით დარწმუნებულია, რომ "სტრატეგია აღმაშენებელი" "გირჩის" წინადადებას მიიღებს

"განვიხილეთ სამიზნე, პრიორიტეტული ჯგუფები და ყველა ის ვაქცინა, რომლის გამოყენებაც მოხდება" - რაზე ისაუბრეს დღეს პრემიერთან სამედიცინო სფეროს სპეციალისტებმა

"ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი ზოგიერთი სუბიექტის განცხადება არ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი პროცესის განვითარების საფუძველი" - ვოლსკი