მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი კვლევის მიუხედავად, "ხელჩასაჭიდი“ ვერ ვიპოვნეთ. ვინერვიულეთ ბევრი" - რა პრობლემა აქვს ვახო სანაიას და თამუნა ყურაშვილის სრულიად ჯანმრთელ ბიჭს?
"ბევრი კვლევის მიუხედავად, "ხელჩასაჭიდი“ ვერ ვიპოვნეთ. ვინერვიულეთ ბევრი" - რა პრობლემა აქვს ვახო სანაიას და თამუნა ყურაშვილის სრულიად ჯანმრთელ ბიჭს?

ვახო სა­ნა­ი­ამ და თა­მუ­ნა ყუ­რაშ­ვილ­მა ცხოვ­რე­ბა ერ­თმა­ნეთს რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­უ­კავ­ში­რეს. ვახო ჟურ­ნა­ლის­ტია, თა­მუ­ნა - ექი­მი. ორი­ვეს ჰყავს შვი­ლე­ბი წინა ქორ­წი­ნე­ბი­დან, ვა­ხოს - 3 გო­გო­ნა, თა­მუ­ნას კი - 2. ერთი წლის წინ წყვილს ვაჟი შე­ე­ძე­ნა, სანი, რო­მელ­მაც ყვე­ლას ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა.

რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ ხოლ­მე, ეს გახ­ლავთ ბავ­შვი, რო­მელ­საც ამ ასაკ­ში უკვე თა­ვი­სი კონ­სტი­ტუ­ცია აქვს, დე­დას ცო­ტას ანერ­ვი­უ­ლებს, მაგ­რამ რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ჯან­მრთე­ლი ბი­ჭია. რა პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებს ჟურ­ნა­ლის­ტი­სა და ექი­მის შვილს, რა­ტომ იყ­ვნენ მისი კვლე­ვე­ბი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხებ­ში ჩარ­თუ­ლი ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი ექი­მე­ბი და რა გა­ირ­კვა კონ­სი­ლი­უ­მე­ბის შემ­დეგ, ამის თა­ო­ბა­ზე თა­მუ­ნა mshoblebi.ge-ს გულ­წრფე­ლად ესა­უბ­რა.

- სანი ჩემი მე­სა­მე შვი­ლია. იდე­ა­ლუ­რი ორ­სუ­ლო­ბა მქონ­და. ახალ­გაზ­რდა მშო­ბი­ა­რედ არ ვით­ვლე­ბო­დი, რად­გან 39 წლის ვი­ყა­ვი, როცა სანი გა­ა­ვა­ჩი­ნე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 28 წლის შემ­დეგ ქალი ხან­დაზ­მუ­ლად ით­ვლე­ბა მშო­ბი­ა­რო­ბის­თვის. სა­კე­ის­რო ყო­ველ­გვა­რი გარ­თუ­ლე­ბის გარ­შე წა­რი­მარ­თა, იყო პლა­ცენ­ტის აშ­რე­ვე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა, არ გავ­რის­კეთ და სა­კე­ის­რო 38-ე კვი­რა­ზე გა­მი­კე­თეს.

- ბავ­შვი რა წო­ნის და­ი­ბა­და?

- 2,600, რაც ჩემ­თვის უჩ­ვე­უ­ლო იყო, რად­გან ექოს­კო­პი­ა­ზე ბევ­რად დიდ წო­ნას მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. გარ­და ამი­სა, ჩემი პირ­ვე­ლი შვი­ლი და­ი­ბა­და 4,200 კგ, მე­ო­რე - 3,800 (იღი­მის). თა­ნა­მედ­რო­ვე გა­იდ­ლა­ი­ნე­ბით 2,600 ნორ­მად ით­ვლე­ბა, 2,400-ის ქვე­მოთ უკვე მცი­რე­წო­ნი­ა­ნია. სამ­წუ­ხა­როდ, არც ერთ შვილ­ზე არ ვი­ყა­ვი უხვრძი­ა­ნი დედა და სა­ნის შემ­თხვე­ვა­შიც სამ­შო­ბი­ა­რო­ში­ვე მოგ­ვი­წია და­მა­ტე­ბის მი­ცე­მა. ვიცი, რომ ბუ­ნებ­რი­ვი კვე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ისე არ გა­მო­დის, რო­გორც გვინ­და. 2 თვე ბავ­შვს სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით ვკვე­ბავ­დით და არა­ნა­ირ პრობ­ლე­მას არ შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვართ, ჰქონ­და კარ­გი კი არა, ზედ­მე­ტი მა­ტე­ბაც კი. ღამე კარ­გად ეძი­ნა და მე თუ არ გა­ვაღ­ვი­ძებ­დი, რომ ეჭა­მა, თვი­თონ არ იღ­ვი­ძებ­და. 2 თვის შემ­დეგ უკლო ჭა­მას, 90 გრა­მის ნაც­ვლად - 60 გრამს ჭამ­და, მი­ვიყ­ვა­ნე ექიმ­თან და აღ­მოჩ­ნდა, რომ თუ აქამ­დე დღე­ში 40 გრამს იმა­ტებ­და, ახლა მა­ტე­ბა მხო­ლოდ 15 გრა­მი იყო.

მი­ზე­ზი საკ­ვე­ბის სიმ­ცი­რე გახ­ლდათ, არ ჭამ­და მის­თვის გან­კუთ­ვნილ ულუ­ფას. ნევ­რო­ლო­გი­უ­რად ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში ჰქონ­და. და­ვი­წყეთ კვლე­ვა. პირ­ვე­ლი იყო ახალ­შო­ბილ­თა სკრი­ნინ­გი მე­ტა­ბო­ლურ დარ­ღვე­ვა­ზე, ანა­ლი­ზე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში გავ­გზავ­ნეთ, შემ­დეგ გა­მო­ვიკ­ვლი­ეთ კა­ლი­უ­მი, მაგ­ნი­უ­მი და ზო­გა­დად, ყვე­ლა­ფე­რი, რაც შე­იძ­ლე­ბა მი­ზე­ზი გამ­ხდა­რი­ყო სა­ნის უმა­დო­ბის. პა­სუ­ხე­ბი ყვე­ლა­ფერ­ზე და­დე­ბი­თი მოგ­ვი­ვი­და, ანუ ყვე­ლა­ფე­რი მწყობ­რში იყო. ვცა­დეთ სხვა­დას­ხვა კა­ლო­რი­უ­ლი კვე­ბა, არც ერ­თის გემო არ მოს­წონ­და, არ ჭამ­და, ამი­ტომ სა­დი­აგ­ნოს­ტი­კოდ დავ­წე­ქით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, რომ ზონ­დით მიგ­ვე­ცა მა­ღალ­კა­ლო­რი­უ­ლი, სპე­ცი­ა­ლუ­რი კვე­ბა, რომ­ლის 1 გრამ­ში 1 კა­ლო­რი­აა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ბევრი კვლევის მიუხედავად, "ხელჩასაჭიდი“ ვერ ვიპოვნეთ. ვინერვიულეთ ბევრი" - რა პრობლემა აქვს ვახო სანაიას და თამუნა ყურაშვილის სრულიად ჯანმრთელ ბიჭს?

"ბევრი კვლევის მიუხედავად, "ხელჩასაჭიდი“ ვერ ვიპოვნეთ. ვინერვიულეთ ბევრი" - რა პრობლემა აქვს ვახო სანაიას და თამუნა ყურაშვილის სრულიად ჯანმრთელ ბიჭს?

ვახო სანაიამ და თამუნა ყურაშვილმა ცხოვრება ერთმანეთს რამდენიმე წლის წინ დაუკავშირეს. ვახო ჟურნალისტია, თამუნა - ექიმი. ორივეს ჰყავს შვილები წინა ქორწინებიდან, ვახოს - 3 გოგონა, თამუნას კი - 2. ერთი წლის წინ წყვილს ვაჟი შეეძენა, სანი, რომელმაც ყველას ცხოვრება შეცვალა.

როგორც თავად ამბობენ ხოლმე, ეს გახლავთ ბავშვი, რომელსაც ამ ასაკში უკვე თავისი კონსტიტუცია აქვს, დედას ცოტას ანერვიულებს, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ჯანმრთელი ბიჭია. რა პრობლემები აწუხებს ჟურნალისტისა და ექიმის შვილს, რატომ იყვნენ მისი კვლევებისა და ჯანმრთელობის საკითხებში ჩართული ქართველი და უცხოელი ექიმები და რა გაირკვა კონსილიუმების შემდეგ, ამის თაობაზე თამუნა mshoblebi.ge-ს გულწრფელად ესაუბრა.

- სანი ჩემი მესამე შვილია. იდეალური ორსულობა მქონდა. ახალგაზრდა მშობიარედ არ ვითვლებოდი, რადგან 39 წლის ვიყავი, როცა სანი გაავაჩინე. მოგეხსენებათ, 28 წლის შემდეგ ქალი ხანდაზმულად ითვლება მშობიარობისთვის. საკეისრო ყოველგვარი გართულების გარშე წარიმართა, იყო პლაცენტის აშრევების საშიშროება, არ გავრისკეთ და საკეისრო 38-ე კვირაზე გამიკეთეს.

- ბავშვი რა წონის დაიბადა?

- 2,600, რაც ჩემთვის უჩვეულო იყო, რადგან ექოსკოპიაზე ბევრად დიდ წონას მეუბნებოდნენ. გარდა ამისა, ჩემი პირველი შვილი დაიბადა 4,200 კგ, მეორე - 3,800 (იღიმის). თანამედროვე გაიდლაინებით 2,600 ნორმად ითვლება, 2,400-ის ქვემოთ უკვე მცირეწონიანია. სამწუხაროდ, არც ერთ შვილზე არ ვიყავი უხვრძიანი დედა და სანის შემთხვევაშიც სამშობიაროშივე მოგვიწია დამატების მიცემა. ვიცი, რომ ბუნებრივი კვება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველთვის ისე არ გამოდის, როგორც გვინდა. 2 თვე ბავშვს სტანდარტების მიხედვით ვკვებავდით და არანაირ პრობლემას არ შევუწუხებივართ, ჰქონდა კარგი კი არა, ზედმეტი მატებაც კი. ღამე კარგად ეძინა და მე თუ არ გავაღვიძებდი, რომ ეჭამა, თვითონ არ იღვიძებდა. 2 თვის შემდეგ უკლო ჭამას, 90 გრამის ნაცვლად - 60 გრამს ჭამდა, მივიყვანე ექიმთან და აღმოჩნდა, რომ თუ აქამდე დღეში 40 გრამს იმატებდა, ახლა მატება მხოლოდ 15 გრამი იყო.

მიზეზი საკვების სიმცირე გახლდათ, არ ჭამდა მისთვის განკუთვნილ ულუფას. ნევროლოგიურად ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. დავიწყეთ კვლევა. პირველი იყო ახალშობილთა სკრინინგი მეტაბოლურ დარღვევაზე, ანალიზები გერმანიაში გავგზავნეთ, შემდეგ გამოვიკვლიეთ კალიუმი, მაგნიუმი და ზოგადად, ყველაფერი, რაც შეიძლება მიზეზი გამხდარიყო სანის უმადობის. პასუხები ყველაფერზე დადებითი მოგვივიდა, ანუ ყველაფერი მწყობრში იყო. ვცადეთ სხვადასხვა კალორიული კვება, არც ერთის გემო არ მოსწონდა, არ ჭამდა, ამიტომ სადიაგნოსტიკოდ დავწექით საავადმყოფოში, რომ ზონდით მიგვეცა მაღალკალორიული, სპეციალური კვება, რომლის 1 გრამში 1 კალორიაა. განაგრძეთ კითხვა

რატომ აჩუქა მაკა ასათიანის ქმარმა პაატა იმნაძეს სახლი - იმნაძე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულს იხსენიებს - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ წმინდანის შესახებ

"ნუ უსმენთ ბოდვებს, რომ საქართველოს კოვიდი არ შეეხება. სწორედ ამ ავადმყოფური ფანატიზმის შედეგია ის, რაც გვჭირს" - პეტრე კოლხი