მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოჯახის წევრებს როგორ ექცევა ასე?! შემდეგი ვინც ლუკმას მიაწვდის, ისიც უნდა დაიჭირონ და ის შორიდან უყურებს?!" - რას ჰყვება ბადრი ესებუას ოჯახის ახლობელი
"ოჯახის წევრებს როგორ ექცევა ასე?! შემდეგი ვინც ლუკმას მიაწვდის, ისიც უნდა დაიჭირონ და ის შორიდან უყურებს?!" - რას ჰყვება ბადრი ესებუას ოჯახის ახლობელი

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძებ­ნილ ბად­რი ესე­ბუ­ას ძმა, ბი­ძი­ნა ესე­ბუა, პო­ლი­ცი­ამ, ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის, ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბი­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა.

უწყე­ბის ცნო­ბით, ბი­ძი­ნა ესე­ბუ­ას უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ, რად­გან, ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ მას ძებ­ნილ ძმას­თან კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და და სხვა­დას­ხვა და­ნი­შუ­ლე­ბის ნივ­თე­ბის გა­და­ცე­მას გეგ­მავ­და.

ბი­ძი­ნა ესე­ბუ­ამ მი­მალ­ვა სცა­და, რა დრო­საც ის პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა. მისი კუთ­ვნი­ლი “ბემ­ვეს" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნის ჩხრე­კი­სას ამო­ი­ღეს 2 ხელ­ყუმ­ბა­რა, ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ვაზ­ნა, სა­ძი­ლე ტო­მა­რა, კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი და ტან­საც­მე­ლი...

გა­მო­ძი­ე­ბის არ სჯე­რა, ბი­ძი­ნა ესე­ბუ­ას მა­მას, ტა­რი­ელ ესე­ბუ­ას. მისი თქმით, არ სჯე­რა, რომ მის შვილს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა ჰქონ­და და ის არც იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას უშ­ვებს, რომ ია­რა­ღი მისი ძებ­ნი­ლი ძმის­თვის, ბად­რი ესე­ბუ­ას­თვის უნდა გა­და­ე­ცა. ის ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მისი ოჯა­ხის წევ­რებ­მა ბად­რი ესე­ბუ­ას ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი არ იცი­ან და აღარც კონ­ტაქ­ტი ჰქო­ნი­ათ მას­თან. “ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ვი­გე, რომ და­კა­ვე­ბუ­ლია. სხვა არა­ფე­რი არ ვიცი. არ ვიცი, ეს (ია­რა­ღი) სა­ი­დან ამო­ი­ღეს, სახ­ლი­დან არ ამო­უ­ღი­ათ“, - გა­ნუ­ცხა­და მან ჟურ­ნა­ლის­ტებს.

AMBEBI.GE –ს ესე­ბუ­ე­ბის ოჯა­ხის ახ­ლო­ბელს ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ შე­საძ­ლოა, ბი­ძი­ნა ესე­ბუ­ას ძმას­თან ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი, თუმ­ცა, არ სჯე­რა, რომ მას ჰქონ­და ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ნივ­თე­ბი.

“ძნე­ლია, ძმა სა­დღაც ტყე­ში, ან კაც­მა არ იცის სად, უპატ­რო­ნოდ, მში­ერ-მწყურ­ვა­ლი გე­გუ­ლე­ბო­დეს და მშვი­დად იყო. მეს­მის, რომ ძებ­ნი­ლია, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნუ­რა­დაც მეს­მის მისი ძმის, დედ-მა­მიშ­ვი­ლი მწა­რეა, რა უნდა თქმა, სა­ხე­ზე ეტყო­ბათ, რაც მათ გულ­ში დუღს... ასი წლით და­ბერ­და დედ-მამა.

ვუ­ყუ­რებთ ამ ოჯახს და ვხე­დავთ, რომ თვალს და ხელს შუა ილე­ვა მთე­ლი ოჯა­ხი, პირ­ველ რიგ­ში, დედ-მამა. მა­მა­მი­სი არის კაცი, რომ­ლის სი­ტყვა­საც ფასი აქვს, ყვე­ლას­თვის პა­ტივ­სა­ცე­მი კა­ცია... რა გი­თხრათ, და­ი­ღუ­პა თავი და თუ ძმაც რო­გორ­ღაც გა­რია, ეს პა­ტი­ო­სა­ნი ოჯა­ხიც და­უ­ღუ­პავს და ეგ არის. ვერც ვი­ჯე­რებთ, რომ ბომ­ბე­ბი და ტყვი­ე­ბი იშო­ვა, არ არის ასე­თი ტიპი. თუმ­ცა, კაც­მა არ იცის, რა მოხ­და და კი­დევ რა მოხ­დე­ბა.

აქამ­დე კი ვამ­ბობ­დით ყვე­ლა­ნი, არ გვჯე­რა, ბევ­რი რამ არ ემ­თხვე­ვა და და­აბ­რა­ლე­სო, მაგ­რამ მარ­თლა ასე რომ ყო­ფი­ლი­ყო, რა­ღაც გზას იპო­ვი­და თა­ვი­სი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, ირან­ში ხომ არ ვცხოვ­რობთ?! ყვე­ლა­ზე გო­ნივ­რუ­ლი იქ­ნე­ბო­და, ვიდ­რე მის ძმა­საც გა­რევ­და, ჩა­ბა­რე­ბო­და, რო­გორც ეს მა­მა­მის­მა ურ­ჩია.

აბ­რა­გო­ბის წლე­ბი ხომ არ არის, სა­დღაც-სა­დღაც იცხოვ­როს და ვე­რა­ვინ იპო­ვოს?! რო­გო­რია დედ-მა­მის­თვის ამ ქარ­სა და ყინ­ვა­ში შვი­ლი სად არის რომ არ იცი­ან. ცოტა გაბ­რა­ზე­ბუ­ლიც კი ვართ ბად­რი­ზე, ბან­კში შეს­ვლის გამ­ბე­და­ო­ბა თუ ჰქონ­და, მერე რაც მოჰ­ყვა იმა­ზეც აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. თა­ვი­სი თავი გა­ი­მე­ტა, მაგ­რამ ოჯა­ხის წევ­რებს რო­გორ ექ­ცე­ვა ასე?! შემ­დე­გი ვინც ლუკ­მას მი­აწ­ვდის, ისიც უნდა და­ი­ჭი­რონ და ის შო­რი­დან უყუ­რებს?!" - ამ­ბობს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

ცნო­ბის­თვის, ბად­რი ესე­ბუ­ას ბრა­ლი ედე­ბა ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ფი­ლი­ალ­ზე თავ­დას­ხმა­ში. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დამ­სხმე­ლი, რო­მელ­საც, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გარ­და, ხელ­ყუმ­ბა­რა ეკა­ვა, 21 ოქ­ტომ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით, 14:00 სა­ა­თის­თვის შე­იჭ­რა ბან­კში და 43 ადა­მი­ა­ნი მძევ­ლად აიყ­ვა­ნა. მძევ­ლე­ბის ეტა­პობ­რი­ვად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ნიღ­ბი­ან­მა პირ­მა, რო­მე­ლიც 500 ათას დო­ლარს და უსაფრ­თხოდ გა­და­ად­გი­ლე­ბას მო­ი­თხოვ­და, სამ მძე­ვალ­თან ერ­თად და­ტო­ვა ბან­კის შე­ნო­ბა. ისი­ნი ზუგ­დი­დი­დან ავ­ტო­მან­ქა­ნით გვი­ან ღა­მით გა­ემ­გზავრნენ, გამ­თე­ნი­ი­სას კი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა, რომ ყვე­ლა მძე­ვა­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია, მათ სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბო­და. ბად­რი ესე­ბუ­ას და­სა­კა­ვებ­ლად ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო და სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოოოოო
8

მუშნი ზარანდია უნდა ამ საქმეს 

ჰა ჰა.
30

ერთი ფილმი მახსენდება, მუშები ოქროს ზოდებს იპოვიან ძველ სახლში და რა უყონ არ იციან, მშივრები დადიან, სანამ არ დაიჭერენ. ისეა ბადრი ესებუას საქმე. კაცს ნახევარი მილიონი გაქვს და ძმას თხოვს ღომის მოტანას?

 

ავტორი:

"ოჯახის წევრებს როგორ ექცევა ასე?! შემდეგი ვინც ლუკმას მიაწვდის, ისიც უნდა დაიჭირონ და ის შორიდან უყურებს?!" - რას ჰყვება ბადრი ესებუას ოჯახის ახლობელი

"ოჯახის წევრებს როგორ ექცევა ასე?! შემდეგი ვინც ლუკმას მიაწვდის, ისიც უნდა დაიჭირონ და ის შორიდან უყურებს?!" - რას ჰყვება ბადრი ესებუას ოჯახის ახლობელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძებნილ ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა, პოლიციამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავა.

უწყების ცნობით, ბიძინა ესებუას უთვალთვალებდნენ, რადგან, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ვარაუდობდნენ, რომ მას ძებნილ ძმასთან კონტაქტი ჰქონდა და სხვადასხვა დანიშულების ნივთების გადაცემას გეგმავდა.

ბიძინა ესებუამ მიმალვა სცადა, რა დროსაც ის პოლიციამ დააკავა. მისი კუთვნილი “ბემვეს" მარკის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი...

გამოძიების არ სჯერა, ბიძინა ესებუას მამას, ტარიელ ესებუას. მისი თქმით, არ სჯერა, რომ მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჰქონდა და ის არც იმის შესაძლებლობას უშვებს, რომ იარაღი მისი ძებნილი ძმისთვის, ბადრი ესებუასთვის უნდა გადაეცა. ის ირწმუნება, რომ მისი ოჯახის წევრებმა ბადრი ესებუას ადგილსამყოფელი არ იციან და აღარც კონტაქტი ჰქონიათ მასთან. “ტელევიზიით გავიგე, რომ დაკავებულია. სხვა არაფერი არ ვიცი. არ ვიცი, ეს (იარაღი) საიდან ამოიღეს, სახლიდან არ ამოუღიათ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

AMBEBI.GE –ს ესებუების ოჯახის ახლობელს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ შესაძლოა, ბიძინა ესებუას ძმასთან ჰქონდა კონტაქტი, თუმცა, არ სჯერა, რომ მას ჰქონდა ზემოთ ჩამოთვლილი ნივთები.

“ძნელია, ძმა სადღაც ტყეში, ან კაცმა არ იცის სად, უპატრონოდ, მშიერ-მწყურვალი გეგულებოდეს და მშვიდად იყო. მესმის, რომ ძებნილია, მაგრამ ადამიანურადაც მესმის მისი ძმის, დედ-მამიშვილი მწარეა, რა უნდა თქმა, სახეზე ეტყობათ, რაც მათ გულში დუღს... ასი წლით დაბერდა დედ-მამა.

ვუყურებთ ამ ოჯახს და ვხედავთ, რომ თვალს და ხელს შუა ილევა მთელი ოჯახი, პირველ რიგში, დედ-მამა. მამამისი არის კაცი, რომლის სიტყვასაც ფასი აქვს, ყველასთვის პატივსაცემი კაცია... რა გითხრათ, დაიღუპა თავი და თუ ძმაც როგორღაც გარია, ეს პატიოსანი ოჯახიც დაუღუპავს და ეგ არის. ვერც ვიჯერებთ, რომ ბომბები და ტყვიები იშოვა, არ არის ასეთი ტიპი. თუმცა, კაცმა არ იცის, რა მოხდა და კიდევ რა მოხდება.

აქამდე კი ვამბობდით ყველანი, არ გვჯერა, ბევრი რამ არ ემთხვევა და დააბრალესო, მაგრამ მართლა ასე რომ ყოფილიყო, რაღაც გზას იპოვიდა თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, ირანში ხომ არ ვცხოვრობთ?! ყველაზე გონივრული იქნებოდა, ვიდრე მის ძმასაც გარევდა, ჩაბარებოდა, როგორც ეს მამამისმა ურჩია.

აბრაგობის წლები ხომ არ არის, სადღაც-სადღაც იცხოვროს და ვერავინ იპოვოს?! როგორია დედ-მამისთვის ამ ქარსა და ყინვაში შვილი სად არის რომ არ იციან. ცოტა გაბრაზებულიც კი ვართ ბადრიზე, ბანკში შესვლის გამბედაობა თუ ჰქონდა, მერე რაც მოჰყვა იმაზეც აიღოს პასუხისმგებლობა. თავისი თავი გაიმეტა, მაგრამ ოჯახის წევრებს როგორ ექცევა ასე?! შემდეგი ვინც ლუკმას მიაწვდის, ისიც უნდა დაიჭირონ და ის შორიდან უყურებს?!" - ამბობს ოჯახის ახლობელი.

ცნობისთვის, ბადრი ესებუას ბრალი ედება ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში. შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელსაც, ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ხელყუმბარა ეკავა, 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:00 საათისთვის შეიჭრა ბანკში და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ, შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. ბადრი ესებუას დასაკავებლად ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თეთრიწყაროში 82 წლის მამაკაცი 87 წლის მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს - "ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში მიაყენა ჭრილობა"

შსს - აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით 6 პირია დაკავებული