პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ზურაბ ჯაფარიძემ „საბედისწერო შეცდომა” დაუშვა.
როგორც იაგო ხვიჩია ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, ის თავს იკავებს ზურაბ ჯაფარიძის საჯარო კრიტიკისგან.
"არ მინდა საჯაროდ ზურაბ ჯაფარიძის კრიტიკა, მე ვერიდები ამას. მე მგონია, რომ ის ცდება. ჩემი აზრით, მან საბედისწერო შეცდომა დაუშვა ამ ყველაფრით. მაგრამ ვნახოთ, პროცესი გვაჩვენებს. „გირჩი“ 4 წლის წინ იყო პარლამენტში ვერშესული, გამოგდებული ადამიანების ერთობლიობა, რომელსაც ფული არ ჰქონდა და დასაშლელად იყო განწირული. ამ ერთობამ, ფაქტობრივად სამი ადამიანის ერთობამ, ან 4 ადამიანის, შეძლო ის, რომ 3% აიღო ფაქტობრივად ფულის და დანახარჯების გარეშე ამ არჩევნებში. თუ ზურაბ ჯაფარიძე ამას თვლის წარუმატებლად, მე მგონია, რომ ეს არასწორია, თუ თვლის ამას მხოლოდ საკუთარ ღვაწლად, ასევე არასწორია," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სამ თანაპარტიელს ემიჯნება. როგორც მან განაცხადა, პარტიულ საქმიანობას სანდრო რაქვიაშვილთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან აღარ გააგრძელებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯაფარიძემ რამდენიმე დღის წინ დაწერა.
ამათ შორის მტყუან-მართლის გარკვევას არ შევუდგები, მაგრამ, სავარაუდოდ, განხეთქილების მიზეზად იქცა პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი.
აბა ტრუხა რო შეტენეთ, ვერ მიხვდებოდა?