საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება" - ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი პარალელურ დათვლაზე და თეა წულუკიანის მწვავე პოსტი, რომელიც NGO-სგან ბოდიშს ითხოვს
"მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება" - ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი პარალელურ დათვლაზე და თეა წულუკიანის მწვავე პოსტი, რომელიც NGO-სგან ბოდიშს ითხოვს

"ბევ­რის­თვის შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო ეს გან­ცხა­დე­ბა. ჩვენ ყვე­ლა­ზე კარ­გად გვეს­მის ეს მდგო­მა­რე­ო­ბა. თუმ­ცა, ეს არის რე­ა­ლო­ბა, რაც არ უნდა მძი­მე იყოს", - ამის შე­სა­ხებ სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის (ISFED) აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ელე­ნე ნი­ჟა­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

რო­გორც ნი­ჟა­რა­ძე აღ­ნიშ­ნავს, ორ­გა­ნი­ზა­ცია შე­ე­ცა­და მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი და­ეც­ვა და რა­ღა­ცებ­ზე თვა­ლი არ და­ე­ხუ­ჭა.

„ძა­ლი­ან მძი­მე იყო ამ გან­ცხა­დე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა. ISFED-ის­თვის, რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის და მისი თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის­თვის ეხლა ყვე­ლა­ზე მძი­მე და სტრე­სუ­ლი პე­რი­ო­დია. მე რაც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ვარ, 2012 წლი­დან ასე­თი მძი­მე გა­მოწ­ვე­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას არ ჰქო­ნია. მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს მხნე­ო­ბი­სა და გამ­ძლე­ო­ბის­თვის.

პი­რა­დად ჩემი და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ხე­ლით უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც სტა­ტუ­სით თუ სხვა სა­ხით მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტა და გვერ­დში გვიდ­გას.

ძა­ლი­ან ვა­ფა­სებთ და ყვე­ლა­ზე მე­ტად ახლა გვჭირ­დე­ბა ეს მხარ­და­ჭე­რა.

ვიცი, რომ ბევ­რის­თვის შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო ეს გან­ცხა­დე­ბა. ჩვენ ყვე­ლა­ზე კარ­გად გვეს­მის ეს მდგო­მა­რე­ო­ბა. თუმ­ცა, ეს არის რე­ა­ლო­ბა, რაც არ უნდა მძი­მე იყოს. სამ­წუ­ხა­როდ, გვი­წევს ხოლ­მე ასეთ მძი­მე ფაქ­ტებ­თან შე­ჯა­ხე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში და ამ დროს, ეტყო­ბა, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს რე­ა­ლო­ბა მი­ვი­ღოთ და რო­გორ­ღაც გა­ვუმკლავ­დეთ. ძა­ლი­ან მა­ღა­ლი სტან­დარ­ტია, მაგ­რამ შე­ვე­ცა­დეთ ეს მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი დაგ­ვეც­ვა და თვა­ლი არ დაგ­ვე­ხუ­ჭა რა­ღა­ცა­ზე“, - წერს ნი­ჟა­რა­ძე.

ელე­ნე ნი­ჟა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსლე­ში ეხ­მა­უ­რე­ბა იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და უკვე გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი:

"ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, მაგ­რამ ეს გან­ცხა­დე­ბა საკ­მა­რი­სი არაა! კი­ნა­ღამ ქვე­ყა­ნა აყი­რა­ვეთ ამ "შეც­დო­მით"! და, თქვე­ნი ეს მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა "მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა", ხოლო თქვე­ნი "შეც­დო­მის" გამო ცეს­კო­ზე (რო­მე­ლიც, თქვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, არა უბ­რა­ლოდ ნჯო, არა­მედ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტია!) სა­ძა­გე­ლი და უზ­რდე­ლი თავ­დას­ხმე­ბი მათ­თვის სა­ვა­რა­უ­დოდ ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო პე­რი­ო­დი იყო?! ხომ აღ­მოჩ­ნდა, რომ თქვენ­მა პა­რა­ლე­ლურ­მა დათ­ვლამ (ანუ დათ­ვლა იმა­ვე ოქ­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით!) ზუს­ტად იგი­ვე შე­დე­გი აჩ­ვე­ნა ყვე­ლა პარ­ტი­ის შემ­თხვე­ვა­ში, რაც ცეს­კოს დათ­ვლამ? მა­შინ რა­ტომ შე­უ­წყვეთ ხელი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტის ნგრე­ვის მცდე­ლო­ბებს? მო­ი­ხა­დეთ ბო­დი­ში "ხარ­ვე­ზი­სათ­ვის" (what a sexy name!), რო­მელ­საც ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ეყ­რდნო­ბო­და ოპო­ზი­ცია, იძახ­და რომ გა­ყალბ­და და გეგ­მავ­და ამ ძლივს სტა­ბი­ლუ­რად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბულ და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვე­ყა­ნა­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას! ეგებ აღიდ­გი­ნოთ ნდო­ბა მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის!" - წერს წუ­ლუ­კი­ა­ნი.

ცეს­კო-ს სა­ბო­ლოო მო­ნა­ცე­მე­ბით, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ხმა­თა 48,22% აქვს მი­ღე­ბუ­ლი. ამას­თან, „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ მიერ გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლის და­ზუს­ტე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გი 48,3%-ია, მი­ნი­მა­ლუ­რი კი - 46,9%. ამ­დე­ნად, „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლის და­ზუს­ტე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი, ცდო­მი­ლე­ბის ხა­რის­ხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ცეს­კო-ს სა­ბო­ლოო შე­დე­გებს ემ­თხვე­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ პირ­ველ ნო­ემ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლის შე­დე­გე­ბით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გი 46.5% იყო, მი­ნი­მა­ლუ­რი კი - 45.1%.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვერმიცანა
0

არა სამთავრობო ორგანიზაციები, ვინც შემჩნეული იქნებიან სახელმწიფოში დესტაბილიზაციის ხელშეწყობაში, უნდა გაუუქმდეს რეგისტრაცია და მისი ხელმძღვანელები და დამფინანსებლები მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ყველა დემოკრატიული სახელმწიფო ასე იცავს თავს, მარტო საქართველოში პარპაშობს უცხო ქვეყნის აგენტურა!

 

!
31

და პლუს, რაც ფული დაიხარჯა გადათვლა–გადმოთვლა აუდიტი–შმაუდიტისთვის, ამოასხით ის ფული უკან ბიუჯეტში!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება" - ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი პარალელურ დათვლაზე და თეა წულუკიანის მწვავე პოსტი, რომელიც NGO-სგან ბოდიშს ითხოვს

"მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება" - ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი პარალელურ დათვლაზე და თეა წულუკიანის მწვავე პოსტი, რომელიც NGO-სგან ბოდიშს ითხოვს

"ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო ეს განცხადება. ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ეს მდგომარეობა. თუმცა, ეს არის რეალობა, რაც არ უნდა მძიმე იყოს", - ამის შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნიჟარაძე აღნიშნავს, ორგანიზაცია შეეცადა მაღალი სტანდარტი დაეცვა და რაღაცებზე თვალი არ დაეხუჭა.

„ძალიან მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება. ISFED-ისთვის, როგორც ორგანიზაციისთვის და მისი თითოეული თანამშრომლისთვის ეხლა ყველაზე მძიმე და სტრესული პერიოდია. მე რაც ორგანიზაციაში ვარ, 2012 წლიდან ასეთი მძიმე გამოწვევა ორგანიზაციას არ ჰქონია. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თანამშრომელს მხნეობისა და გამძლეობისთვის.

პირადად ჩემი და ორგანიზაციის სახელით უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც სტატუსით თუ სხვა სახით მხარდაჭერა გამოხატა და გვერდში გვიდგას.

ძალიან ვაფასებთ და ყველაზე მეტად ახლა გვჭირდება ეს მხარდაჭერა.

ვიცი, რომ ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო ეს განცხადება. ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ეს მდგომარეობა. თუმცა, ეს არის რეალობა, რაც არ უნდა მძიმე იყოს. სამწუხაროდ, გვიწევს ხოლმე ასეთ მძიმე ფაქტებთან შეჯახება ცხოვრებაში და ამ დროს, ეტყობა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს რეალობა მივიღოთ და როგორღაც გავუმკლავდეთ. ძალიან მაღალი სტანდარტია, მაგრამ შევეცადეთ ეს მაღალი სტანდარტი დაგვეცვა და თვალი არ დაგვეხუჭა რაღაცაზე“, - წერს ნიჟარაძე.

ელენე ნიჟარაძის განცხადებას სოციალურ ქსლეში ეხმაურება იუსტიციის ყოფილი მინისტრი და უკვე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი:

"ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს განცხადება საკმარისი არაა! კინაღამ ქვეყანა აყირავეთ ამ "შეცდომით"! და, თქვენი ეს მძიმე მდგომარეობა "მძიმე მდგომარეობაა", ხოლო თქვენი "შეცდომის" გამო ცესკოზე (რომელიც, თქვენგან განსხვავებით, არა უბრალოდ ნჯო, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტია!) საძაგელი და უზრდელი თავდასხმები მათთვის სავარაუდოდ ძალიან სახალისო პერიოდი იყო?! ხომ აღმოჩნდა, რომ თქვენმა პარალელურმა დათვლამ (ანუ დათვლა იმავე ოქმებზე დაყრდნობით!) ზუსტად იგივე შედეგი აჩვენა ყველა პარტიის შემთხვევაში, რაც ცესკოს დათვლამ? მაშინ რატომ შეუწყვეთ ხელი სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევის მცდელობებს? მოიხადეთ ბოდიში "ხარვეზისათვის" (what a sexy name!), რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ეყრდნობოდა ოპოზიცია, იძახდა რომ გაყალბდა და გეგმავდა ამ ძლივს სტაბილურად შენარჩუნებულ დამოუკიდებელ ქვეყანაში დესტაბილიზაციას! ეგებ აღიდგინოთ ნდობა მომავალი არჩევნებისთვის!" - წერს წულუკიანი.

ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 48,22% აქვს მიღებული. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გუშინ გავრცელებული პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 48,3%-ია, მინიმალური კი - 46,9%. ამდენად, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 46.5% იყო, მინიმალური კი - 45.1%.