მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფაშინიანს მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს მხარს" - ხელისუფლებაში დარჩენის რა შანსი აქვს სომხეთის პრემიერს და რას ამბობენ სომეხი პოლიტოლოგები
"ფაშინიანს მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს მხარს" - ხელისუფლებაში დარჩენის რა შანსი აქვს სომხეთის პრემიერს და რას ამბობენ სომეხი პოლიტოლოგები

რამ­დე­ნი­მე დღეა ერე­ვან­ში, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით აქ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბა. 16-მა ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ამ უკვე წა­რად­გი­ნა ერ­თი­ა­ნი კან­დი­და­ტუ­რა ფა­ში­ნი­ა­ნის პოსტზე. ეს არის ვაზ­გენ მა­ნუ­კი­ა­ნი, რო­მელ­საც გა­სულ წლებ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი ეკა­ვა. მან ფა­ში­ნი­ანს 8 დე­კემ­ბრამ­დე მის­ცა ვადა გა­დად­გო­მის­თვის.

მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის 44-დღი­ა­ნი ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ფა­ში­ნი­ან­მა ინ­ტერ­ნეტ­ში გა­ავ­რცე­ლა მი­მარ­თვა სამმხრი­ვი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც "ძა­ლი­ან მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა" უწო­და. ოპო­ზი­ცი­ამ კი, სომ­ხე­თის­თვის "კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გის მომ­ტან შე­თან­ხმე­ბა­ზე" პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მთლი­ა­ნად ფა­ში­ნი­ანს და­ა­კის­რა და ერე­ვან­ში გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ე­ბით მას გა­დად­გო­მის­კენ მო­უ­წო­და.

ფა­ში­ნი­ა­ნი აცხა­დებს, რომ მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში გა­დად­გე­ბა, თუ ამას ხალ­ხი მო­ი­თხოვს და არა პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მზად არის დი­ა­ლო­გის­თვის, ჩვენ არ ჩა­მო­ვე­კი­დე­ბით სა­ვარ­ძლებს. თუ ხალ­ხი მო­ი­თხოვს ჩემს დახ­ვრე­ტას, მზად ვარ დამ­ხვრი­ტონ ან ჩა­მო­მახ­რჩონ, თუმ­ცა, ეს ხალ­ხის მო­საზ­რე­ბა უნდა იყოს და არა, რამ­დე­ნი­მე ცალ­კე­უ­ლი გუნ­დის. ის კი, რაც ახლა ერევ­ნის ცენ­ტრში ხდე­ბა არ მგო­ნია, მთლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის პრო­ტეს­ტი იყოს", - გა­ნა­ცხა­და ფა­ში­ნი­ან­მა.

AMBEBI.GE სომ­ხეთ­ში რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ტო­ლოგს და­უ­კავ­შირ­და, რათა მათ­გან მო­ეს­მი­ნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნის რა შან­სი აქვს ნი­კოლ ფა­ში­ნი­ანს.

გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­კი­თხებ­ში ანა­ლი­ტი­კუ­რი (სომ­ხე­თის გან­ყო­ფი­ლე­ბის) ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის სტე­ფან გრი­გო­რი­ა­ნის მო­საზ­რე­ბით, ახლა ფა­ში­ნი­ა­ნი­სა და მისი გუნ­დის გა­დად­გო­მას ითხო­ვენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თავს არ ზო­გავ­დნენ სომ­ხე­თი უფრო და უფრო მიბ­მუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო რუ­სეთ­ზე, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რად, ასე­ვე, ფი­ნან­სუ­რად და ეკო­ნო­მი­კუ­რად. არ ჰყო­ლო­და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი და არ ჰქო­ნო­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლო სამ­ხედ­რო სტრა­ტე­გია.

"რუ­სეთ­მა, ჩვენ­მა მთა­ვარ­მა მო­კავ­ში­რემ ზურ­გი გვაქ­ცია და თურ­ქე­თის პი­რის­პირ მარ­ტო დაგვტო­ვა, მისი პო­ლი­ტი­კის მომ­ხრე­ე­ბი კი ერევ­ნის ცენ­ტრში ფა­ში­ნი­ა­ნის გუნ­დის გა­დად­გო­მას ითხო­ვენ. 44-დღი­ან ომში ფა­ში­ნი­ა­ნის ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს გუნ­დი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­თან ერ­თად ყა­რა­ბა­ღის კო­რუფ­ცი­ულ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ასაზ­რდო­ებ­და. ახლა კი, ყვე­ლა­ფერ­ზე მი­დი­ან, რო­გორ­მე ძვე­ლი გავ­ლე­ნე­ბი და­იბ­რუ­ნონ და ცხა­დია, არც ანაღ­ვლებთ, რომ ახლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლით გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას მო­ვის­პობთ. ფა­ში­ნი­ანს მო­სახ­ლე­ო­ბის საკ­მა­ოდ დიდი ნა­წი­ლი უჭერს მხარს და მისი წას­ვლა-დარ­ჩე­ნა კო­რუფ­ცი­უ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ნება-სურ­ვილ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა გრი­გო­რი­ან­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

პო­ლი­ტო­ლოგ სტე­პან და­ნი­ე­ლი­ა­ნის მო­საზ­რე­ბით, ფა­ში­ნი­ან­სა და მის გუნდს მთი­ან ყა­რა­ბაღ­თან და­კავ­ში­რე­ბით გეგ­მა არ ჰქო­ნი­ათ, რაც მათ არ უნდა ეპა­ტი­ოთ.

"ნი­კო­ლი და "ახა­ლი სომ­ხე­თი" არი­ან გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი სომ­ხუ­რი პო­ლი­ტი­კის რე­ა­ლუ­რი სახე, ამი­ტომ მისი პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლა არის მხო­ლოდ დრო­ის ამ­ბა­ვი. არის თუმ­ცა, მათი მო­საზ­რე­ბე­ბი სრუ­ლი­ად აც­დე­ნი­ლია სო­მე­ხი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­საზ­რე­ბებს. საქ­მე ის არის, რომ გლო­ბა­ლუ­რად ორი გეგ­მა გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, პირ­ვე­ლი - არ­ცა­ხი (მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი) გა­და­ე­ცათ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის სომ­ხე­ბის გა­რე­შე და სამ­ხრეთ კავ­კა­სია რუ­სე­თის გავ­ლე­ნის ზო­ნი­დან უნდა გა­სუ­ლი­ყო, ამის შემ­დეგ, და­ი­წყე­ბო­და ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სი რუ­სე­თი­სა და ირა­ნის შე­სა­ვიწ­რო­ებ­ლად. ეს იყო და­სავ­ლე­თის გეგ­მა.

მე­ო­რე კი იყო ის, რომ არ­ცა­ხი დრჩე­ნი­ლი­ყო სა­და­ვო ტე­რი­ტო­რი­ად, იქ შე­მო­სუ­ლიყ­ვნენ რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი და შე­ე­ნა­ურ­ჩუ­ნე­ბი­ნათ თა­ვი­ან­თი გავ­ლე­ნე­ბი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში, იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და და ამ ფარ­გლებ­ში არ­ცა­ხი დარ­ჩე­ნი­ლი­ყო სტა­ტუ­სით ან მის გა­რეთ. ეს იყო რუ­სე­თის გეგ­მა.

რო­გორც ვხე­დავთ, თა­ვად სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ ჰქონ­და არა­ვი­თა­რი გეგ­მა, თუნ­დაც ომის და­წყე­ბამ­დე არ­სე­ბუ­ლი სტა­ტუს-კვოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. სო­მე­ხი ხალ­ხი ამას ვე­რა­ვის ვერ აპა­ტი­ებს", - ამ­ბობს პო­ლი­ტო­ლო­გი.

კი­დევ ერთი პო­ლი­ტო­ლო­გის არ­მენ ვარ­და­ნი­ა­ნის თქმით, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის მცდე­ლო­ბა - შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, გან­წი­რუ­ლია.

"თუმ­ცა, ის ახლა ცდი­ლობს რო­გორ­მე ყუ­რა­დღე­ბა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ი­ტა­ნოს, თუნ­დაც ლა­ჩი­ნის დე­რეფ­ნის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის გა­და­ცე­მა­ზე. არა­და, მისი სტა­ტუ­სი სამი წლის შემ­დეგ შე­იც­ვლე­ბა. ამი­ტო­მაც, ის არ ახ­დენს გავ­ლე­ნას ფა­ში­ნი­ა­ნის შიდა შან­სებ­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია, 1 დე­კემ­ბერს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებ­მა და­ი­კა­ვეს. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი რუსი მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბის კონ­ტრო­ლის ქვეშ არის, თუმ­ცა, ისი­ნი თავს უსაფრ­თხოდ მა­ინც ვერ გრძნო­ბენ, რად­გან ად­გი­ლობ­რივ ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას მათ­თვის არ გა­ნუ­მარ­ტავს, თუ რა პი­რო­ბებ­ში, ვისი კონ­ტრო­ლის ქვეშ მო­უ­წევთ ცხოვ­რე­ბა. 6 დე­კემ­ბერს ერე­ვან­ში გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე, სწო­რედ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რებ­ლე­ბის სა­კი­თხი და­ა­ყე­ნეს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მოს­თხო­ვეს გა­ნე­მარ­ტათ მათ­თვის - ვისი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბის ქვეშ არი­ან", - აღ­ნიშ­ნა პო­ლი­ტო­ლოგ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

"მთი­ან ყა­რა­ბაღ­თან და­კავ­ში­რე­ბით სომ­ხე­თის ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ ლი­დერს ერ­თნა­ი­რი მიდ­გო­მა ჰქონ­და. ყვე­ლამ იცო­და, რა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და კონ­ფლიქ­ტის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად. ამ კონ­კრე­ტულ შეთმხვე­ვა­ში, ფა­ში­ა­ნი­ანს უნდა ეფიქ­რა იმა­ზე, რო­გორ­მე აე­ცი­ლე­ბი­ნა ომი, თუმ­ცა, ვერ შეძ­ლო. არა­და, ამის შან­სი ჰქონ­და. ამას­თან უნდა გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის უკან თურ­ქე­თი დგას და სომ­ხე­თი მის წი­ნა­შე პი­რის­პირ დარ­ჩე­ბო­და", - ამ­ბობს პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლი ნა­ი­რა აუ­რუ­მი­ა­ნი.

მი­სი­ვე თქმით, ფა­ში­ნი­ა­ნი ვერ შეძ­ლებს თა­ვი­სი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბას.

"ახლა კი, ყვე­ლა­ნა­ი­რი წი­ნა­პი­რო­ბა არ­სე­ბობს იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბა, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ვა­დე­ბის ვა­რა­უ­დი შე­უძ­ლე­ბე­ლია, შე­საძ­ლოა, ეს ორ თვე­ში ან უფრო მეტ ხან­ში მოხ­დეს. მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბიც ამა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. ერ­თა­დერ­თი, ფა­ში­ნი­ანს ისღა დარ­ჩე­ნია გა­ნა­ცხა­დოს, რომ მხო­ლოდ ის არ არის მო­ღა­ლა­ტე, ეს სცე­ნა­რი ჯერ კი­დევ მის მოს­ვლამ­დე და­ი­წე­რა და ეს მარ­თლაც ასეა", - ამ­ბობს ის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ფაშინიანს მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს მხარს" - ხელისუფლებაში დარჩენის რა შანსი აქვს სომხეთის პრემიერს და რას ამბობენ სომეხი პოლიტოლოგები

"ფაშინიანს მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს მხარს" - ხელისუფლებაში დარჩენის რა შანსი აქვს სომხეთის პრემიერს და რას ამბობენ სომეხი პოლიტოლოგები

რამდენიმე დღეა ერევანში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება. 16-მა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე წარადგინა ერთიანი კანდიდატურა ფაშინიანის პოსტზე. ეს არის ვაზგენ მანუკიანი, რომელსაც გასულ წლებში პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის თანამდებობები ეკავა. მან ფაშინიანს 8 დეკემბრამდე მისცა ვადა გადადგომისთვის.

მთიანი ყარაბაღის 44-დღიანი ომის დასრულების შემდეგ, ფაშინიანმა ინტერნეტში გაავრცელა მიმართვა სამმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ, რომელსაც "ძალიან მძიმე გადაწყვეტილება" უწოდა. ოპოზიციამ კი, სომხეთისთვის "კატასტროფული შედეგის მომტან შეთანხმებაზე" პასუხისმგებლობა მთლიანად ფაშინიანს დააკისრა და ერევანში გამართული აქციებით მას გადადგომისკენ მოუწოდა.

ფაშინიანი აცხადებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგება, თუ ამას ხალხი მოითხოვს და არა პოლიტიკურად ანგაჟირებული ოპოზიცია.

"ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის, ჩვენ არ ჩამოვეკიდებით სავარძლებს. თუ ხალხი მოითხოვს ჩემს დახვრეტას, მზად ვარ დამხვრიტონ ან ჩამომახრჩონ, თუმცა, ეს ხალხის მოსაზრება უნდა იყოს და არა, რამდენიმე ცალკეული გუნდის. ის კი, რაც ახლა ერევნის ცენტრში ხდება არ მგონია, მთლიანი მოსახლეობის პროტესტი იყოს", - განაცხადა ფაშინიანმა.

AMBEBI.GE სომხეთში რამდენიმე პოლიტოლოგს დაუკავშირდა, რათა მათგან მოესმინა, ხელისუფლებაში დარჩენის რა შანსი აქვს ნიკოლ ფაშინიანს.

გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებში ანალიტიკური (სომხეთის განყოფილების) ცენტრის ხელმძღვანელის სტეფან გრიგორიანის მოსაზრებით, ახლა ფაშინიანისა და მისი გუნდის გადადგომას ითხოვენ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში თავს არ ზოგავდნენ სომხეთი უფრო და უფრო მიბმული ყოფილიყო რუსეთზე, როგორც პოლიტიკურად, ასევე, ფინანსურად და ეკონომიკურად. არ ჰყოლოდა განვითარებული შეიარაღებული ძალები და არ ჰქონოდა დამოუკიდებელო სამხედრო სტრატეგია.

"რუსეთმა, ჩვენმა მთავარმა მოკავშირემ ზურგი გვაქცია და თურქეთის პირისპირ მარტო დაგვტოვა, მისი პოლიტიკის მომხრეები კი ერევნის ცენტრში ფაშინიანის გუნდის გადადგომას ითხოვენ. 44-დღიან ომში ფაშინიანის ბრალეულობაზე საუბრობს გუნდი, რომელიც რუსეთთან ერთად ყარაბაღის კორუფციულ ხელმძღვანელობას წლების განმავლობაში ასაზრდოებდა. ახლა კი, ყველაფერზე მიდიან, როგორმე ძველი გავლენები დაიბრუნონ და ცხადია, არც ანაღვლებთ, რომ ახლა ხელისუფლების შეცვლით განვითარების პერსპექტივას მოვისპობთ. ფაშინიანს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი უჭერს მხარს და მისი წასვლა-დარჩენა კორუფციული ოპოზიციის ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული", - აღნიშნა გრიგორიანმა AMBEBI.GE-სთან საუბარში.

პოლიტოლოგ სტეპან დანიელიანის მოსაზრებით, ფაშინიანსა და მის გუნდს მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით გეგმა არ ჰქონიათ, რაც მათ არ უნდა ეპატიოთ.

"ნიკოლი და "ახალი სომხეთი" არიან განადგურებული სომხური პოლიტიკის რეალური სახე, ამიტომ მისი პოლიტიკიდან წასვლა არის მხოლოდ დროის ამბავი. არის თუმცა, მათი მოსაზრებები სრულიად აცდენილია სომეხი საზოგადოების მოსაზრებებს. საქმე ის არის, რომ გლობალურად ორი გეგმა განიხილებოდა, პირველი - არცახი (მთიანი ყარაბაღი) გადაეცათ აზერბაიჯანისთვის სომხების გარეშე და სამხრეთ კავკასია რუსეთის გავლენის ზონიდან უნდა გასულიყო, ამის შემდეგ, დაიწყებოდა ხანგრძლივი პროცესი რუსეთისა და ირანის შესავიწროებლად. ეს იყო დასავლეთის გეგმა.

მეორე კი იყო ის, რომ არცახი დრჩენილიყო სადავო ტერიტორიად, იქ შემოსულიყვნენ რუსული ჯარები და შეენაურჩუნებინათ თავიანთი გავლენები სამხრეთ კავკასიაში, იმდენად, რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა და ამ ფარგლებში არცახი დარჩენილიყო სტატუსით ან მის გარეთ. ეს იყო რუსეთის გეგმა.

როგორც ვხედავთ, თავად სომხეთის ხელისუფლებას არ ჰქონდა არავითარი გეგმა, თუნდაც ომის დაწყებამდე არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება. სომეხი ხალხი ამას ვერავის ვერ აპატიებს", - ამბობს პოლიტოლოგი.

კიდევ ერთი პოლიტოლოგის არმენ ვარდანიანის თქმით, ნიკოლ ფაშინიანის მცდელობა - შეინარჩუნოს ხელისუფლება, განწირულია.

"თუმცა, ის ახლა ცდილობს როგორმე ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოს, თუნდაც ლაჩინის დერეფნის აზერბაიჯანისთვის გადაცემაზე. არადა, მისი სტატუსი სამი წლის შემდეგ შეიცვლება. ამიტომაც, ის არ ახდენს გავლენას ფაშინიანის შიდა შანსებზე. აღნიშნული ტერიტორია, 1 დეკემბერს აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილებმა დაიკავეს. ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი რუსი მშვიდობისმყოფელების კონტროლის ქვეშ არის, თუმცა, ისინი თავს უსაფრთხოდ მაინც ვერ გრძნობენ, რადგან ადგილობრივ ე.წ. ხელმძღვანელობას მათთვის არ განუმარტავს, თუ რა პირობებში, ვისი კონტროლის ქვეშ მოუწევთ ცხოვრება. 6 დეკემბერს ერევანში გამართულ აქციაზე, სწორედ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებლების საკითხი დააყენეს და ხელისუფლებას მოსთხოვეს განემარტათ მათთვის - ვისი დაქვემდებარების ქვეშ არიან", - აღნიშნა პოლიტოლოგმა AMBEBI.GE-სთან საუბარში.

"მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით სომხეთის ყველა პოლიტიკურ ლიდერს ერთნაირი მიდგომა ჰქონდა. ყველამ იცოდა, რა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა კონფლიქტის დასარეგულირებლად. ამ კონკრეტულ შეთმხვევაში, ფაშიანიანს უნდა ეფიქრა იმაზე, როგორმე აეცილებინა ომი, თუმცა, ვერ შეძლო. არადა, ამის შანსი ჰქონდა. ამასთან უნდა გაეთვალისწინებინა, რომ აზერბაიჯანის უკან თურქეთი დგას და სომხეთი მის წინაშე პირისპირ დარჩებოდა", - ამბობს პოლიტიკური მიმომხილველი ნაირა აურუმიანი.

მისივე თქმით, ფაშინიანი ვერ შეძლებს თავისი რეპუტაციის შეჩერებას.

"ახლა კი, ყველანაირი წინაპირობა არსებობს იმისა, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება, თუმცა ჯერჯერობით ვადების ვარაუდი შეუძლებელია, შესაძლოა, ეს ორ თვეში ან უფრო მეტ ხანში მოხდეს. მსოფლიოში არსებული ფაქტორებიც ამაზე მიანიშნებს. ერთადერთი, ფაშინიანს ისღა დარჩენია განაცხადოს, რომ მხოლოდ ის არ არის მოღალატე, ეს სცენარი ჯერ კიდევ მის მოსვლამდე დაიწერა და ეს მართლაც ასეა", - ამბობს ის.

ყარაბაღში შეტაკებების შედეგად, 4 სამხედრო დაიღუპა, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ - მთიან ყარაბაღში ვითარება კვლავ დაიძაბა

"რუსულმა სპეცსამსახურებმა ნავალნის ლიკვიდაცია მაშინაც სცადეს, როდესაც ის კომატოზურ მდგომარეობაში ომსკის კლინიკაში იმყოფებოდა" - რას წერს ბრიტანული გამოცემა

ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ტრამპის მომხრეები ბაიდენის პრეზიდენტად მიღებას "არ აპირებენ"