საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
#სასწაულიწიგნებშია - რა ვაჩუქოთ სადღესასწაულოდ 6-8 წლის ბავშვებს
#სასწაულიწიგნებშია - რა ვაჩუქოთ სადღესასწაულოდ 6-8 წლის ბავშვებს

ახა­ლი წლის მო­ახ­ლო­ე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად პა­ტა­რებს უხა­რი­ათ. ამ სი­ხა­რულს კი სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბი აორ­მა­გებს. ისი­ნი სა­დღე­სას­წა­უ­ლოდ სას­წა­ულს ელი­ან. სას­წა­უ­ლი კი წიგ­ნებ­შია. დღე­სას­წა­უ­ლი არის იქ, სა­დაც წიგ­ნე­ბია. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა. არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა რომ გა­გი­მარ­ტივ­დეთ, გთა­ვა­ზობთ ტოპ 5 წიგნს, რომ­ლე­ბიც 6-8 წლის ბავ­შვებს გა­ა­ხა­რებს და მარ­თლაც ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­რო­ში ამოგ­ზა­უ­რებს.

ლელა ცუც­ქი­რი­ძე - თოვ­ლის გუნ­და და პა­ტა­რა თეთ­რი ბუ ტუ­სუ­რა

ეს თოვ­ლის გუნ­დას ახა­ლი თავ­გა­და­სა­ვი­ლია. ამ ზღა­პარ­ში გუნ­და მე­გობ­რის პოვ­ნას ცდი­ლობს, დედა ბუს კი თა­ვი­სი შვი­ლი, სა­ხე­ლად ტუ­სუ­რა და­კარ­გვია და მის მო­სა­ძებ­ნად მი­ე­შუ­რე­ბა.

„თოვ­ლის გუნ­და და პა­ტა­რა თეთ­რი ბუ ტუ­სუ­რა“ ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ბავ­შვო და საყ­მაწ­ვი­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მი­ის გმარ­ჯვე­ბუ­ლე­ბია ნო­მი­ნა­ცი­ა­ში „სა­უ­კე­თე­სო პრო­ზა­უ­ლი წიგ­ნი“.

დი­ა­ნა ან­ფი­მი­ა­დი - თოვ­ლზე ნა­წე­რი წე­რი­ლე­ბი

ეს სი­კე­თი­სა და გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბის სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვია. ახა­ლი წელი ახ­ლოვ­დე­ბა და გიოს ოჯახ­შიც წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო ფუს­ფუ­სი და სამ­ზა­დი­სია. მაგ­რამ ბი­ჭუ­ნა ნაღ­ვლი­ა­ნია, რად­გან იცის, რომ სა­დღაც შორს, ცხე­ლი უდაბ­ნოს ერთ-ერთ ქვე­ყა­ნა­ში ომია და ამ ომმა ერთ პა­ტა­რა გო­გო­ნას ყვე­ლა­ფე­რი წა­არ­თვა...

ვინ მი­უ­ლო­ცავს ამ გო­გო­ნას ახალ წელს? წა­ი­კი­თხავ, რას მო­ი­ფიქ­რებს გიო, რო­გორ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ჩა­ნა­ფიქ­რს და რით და რო­გორ გა­ა­ხა­რებს გო­გო­ნას - ამას პა­ტა­რა მკი­თხვე­ლი წიგ­ნი­დან შე­ი­ტყობს.

ვინი პუ­ჰის თავ­გა­და­სავ­ლე­ბი

ვინი პუჰი მხი­ა­რუ­ლი, კე­თი­ლი და მსუ­ნა­გი და­თუ­ნი­აა. მას თა­ვი­სი მე­გობ­რე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარს და გიჟ­დე­ბა თაფლზე. და­თუ­ნია პუ­ჰის თავ­გა­და­სავ­ლე­ბი ხა­ლი­სი­თაა სავ­სე.წიგნ­ში პა­ტა­რა მკი­თხვე­ლი გა­იც­ნობს ვი­ნის მე­გობ­რებს: კურ­დღელს, გო­ჭუ­ნას, ბუს, ვირუ­კე­ლა იო-იოს, კენგს, ვე­ფხვსა და ბი­ჭუ­ნა კრის­ტო­ფერ რო­ბინს. ისი­ნი სულ პუ­ჰის გვერ­დით არი­ან და ხში­რად, და­იხ­სნი­ან ხოლ­მე და­თუ­ნი­ას გა­სა­ჭი­რი­დან. თა­ვის მხრივ, არც ვინი პუჰი იხევს უკან, როცა მე­გო­ბა­რი მო­წყე­ნი­ლია, ან დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

გუ­რამ პეტ­რი­აშ­ვი­ლი - პა­ტა­რა ქა­ლა­ქის ზღაპ­რე­ბი

ეს არის წიგ­ნი პა­ტა­რა ქა­ლაქ­ზე, სა­დაც შეხ­ვდე­ბით ყვე­ლას გარ­და ბო­რო­ტი ჯა­დოქ­რე­ბი­სა და კუ­დი­ა­ნე­ბი­სა. აქ ცხოვ­რობს კაცი, რო­მელ­მაც ქარი და­ი­მორ­ჩი­ლა, მხი­ა­რუ­ლი მღე­ბა­ვიც ამ ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც ბავ­შვე­ბის ოთა­ხებს ფე­რა­დი ყვა­ვი­ლე­ბი­თა და მხი­ა­რუ­ლი ფი­გუ­რე­ბით ახა­ლი­სებს. აქ ბა­ლე­რი­ნა­საც შეხ­ვდე­ბით, რო­მე­ლიც სცე­ნას და­ემ­შვი­დო­ბა, მაგ­რამ მა­ინც ძვე­ლე­ბუ­რად უყ­ვარს ცეკ­ვა. პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში უამ­რავ გან­სხვა­ვე­ბულ პერ­სო­ნაჟს შეხ­ვდე­ბით და ყვე­ლა ერ­თად სა­ო­ცარ ზღაპ­რებს მო­გიყ­ვე­ბი­ან.

ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ზღაპ­რე­ბი

ამ ჯა­დოს­ნუ­რი ზღაპ­რე­ბის ავ­ტო­რი ქარ­თვე­ლი ხალ­ხია. ას­ფურ­ცე­ლა, კომბლე, სიზ­მა­რა, კოკ­რო­ჭი­ნა, ხუთ­კუნ­ჭუ­ლა, თავ­და­დე­ბუ­ლი წი­ქა­რა, შე­უ­პო­ვა­რი დედა-გვრი­ტი... ისი­ნი პა­ტა­რა მკი­თხველს და­უ­მე­გობ­რდე­ბი­ან და ას­წავ­ლი­ან, საზ­რი­ა­ნო­ბით, სი­ყო­ჩა­ღით, სი­კე­თი­თა და მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­ი­მარ­ჯვონ ყვე­ლა­ზე და­უ­ჯე­რე­ბელ და ხი­ფა­თი­ან თავ­გა­და­სავ­ლებ­ში.

თი­თო­ე­უ­ლი წიგ­ნი გა­ფორ­მე­ბუ­ლია ფე­რა­დი ილუსტრა­ცი­ე­ბით, რაც ბავ­შვს სი­უ­ჟე­ტის აღ­ქმას გა­უ­ად­ვი­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

#სასწაულიწიგნებშია - რა ვაჩუქოთ სადღესასწაულოდ 6-8 წლის ბავშვებს

#სასწაულიწიგნებშია - რა ვაჩუქოთ სადღესასწაულოდ 6-8 წლის ბავშვებს

ახალი წლის მოახლოება ყველაზე მეტად პატარებს უხარიათ. ამ სიხარულს კი საახალწლო საჩუქრები აორმაგებს. ისინი სადღესასწაულოდ სასწაულს ელიან. სასწაული კი წიგნებშია. დღესასწაული არის იქ, სადაც წიგნებია. ლიტერატურული თავგადასავლები ბავშვებისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება. არჩევანის გაკეთება რომ გაგიმარტივდეთ, გთავაზობთ ტოპ 5 წიგნს, რომლებიც 6-8 წლის ბავშვებს გაახარებს და მართლაც ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს.

ლელა ცუცქირიძე - თოვლის გუნდა და პატარა თეთრი ბუ ტუსურა

ეს თოვლის გუნდას ახალი თავგადასავილია. ამ ზღაპარში გუნდა მეგობრის პოვნას ცდილობს, დედა ბუს კი თავისი შვილი, სახელად ტუსურა დაკარგვია და მის მოსაძებნად მიეშურება.

„თოვლის გუნდა და პატარა თეთრი ბუ ტუსურა“ იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გმარჯვებულებია ნომინაციაში „საუკეთესო პროზაული წიგნი“.

დიანა ანფიმიადი - თოვლზე ნაწერი წერილები

ეს სიკეთისა და გულისხმიერების საოცარი ამბავია. ახალი წელი ახლოვდება და გიოს ოჯახშიც წინასაახალწლო ფუსფუსი და სამზადისია. მაგრამ ბიჭუნა ნაღვლიანია, რადგან იცის, რომ სადღაც შორს, ცხელი უდაბნოს ერთ-ერთ ქვეყანაში ომია და ამ ომმა ერთ პატარა გოგონას ყველაფერი წაართვა...

ვინ მიულოცავს ამ გოგონას ახალ წელს? წაიკითხავ, რას მოიფიქრებს გიო, როგორ განახორციელებს ჩანაფიქრს და რით და როგორ გაახარებს გოგონას - ამას პატარა მკითხველი წიგნიდან შეიტყობს.

ვინი პუჰის თავგადასავლები

ვინი პუჰი მხიარული, კეთილი და მსუნაგი დათუნიაა. მას თავისი მეგობრები ძალიან უყვარს და გიჟდება თაფლზე. დათუნია პუჰის თავგადასავლები ხალისითაა სავსე.წიგნში პატარა მკითხველი გაიცნობს ვინის მეგობრებს: კურდღელს, გოჭუნას, ბუს, ვირუკელა იო-იოს, კენგს, ვეფხვსა და ბიჭუნა კრისტოფერ რობინს. ისინი სულ პუჰის გვერდით არიან და ხშირად, დაიხსნიან ხოლმე დათუნიას გასაჭირიდან. თავის მხრივ, არც ვინი პუჰი იხევს უკან, როცა მეგობარი მოწყენილია, ან დახმარება სჭირდება.

გურამ პეტრიაშვილი - პატარა ქალაქის ზღაპრები

ეს არის წიგნი პატარა ქალაქზე, სადაც შეხვდებით ყველას გარდა ბოროტი ჯადოქრებისა და კუდიანებისა. აქ ცხოვრობს კაცი, რომელმაც ქარი დაიმორჩილა, მხიარული მღებავიც ამ ქალაქში ცხოვრობს, რომელიც ბავშვების ოთახებს ფერადი ყვავილებითა და მხიარული ფიგურებით ახალისებს. აქ ბალერინასაც შეხვდებით, რომელიც სცენას დაემშვიდობა, მაგრამ მაინც ძველებურად უყვარს ცეკვა. პატარა ქალაქში უამრავ განსხვავებულ პერსონაჟს შეხვდებით და ყველა ერთად საოცარ ზღაპრებს მოგიყვებიან.

ქართული ხალხური ზღაპრები

ამ ჯადოსნური ზღაპრების ავტორი ქართველი ხალხია. ასფურცელა, კომბლე, სიზმარა, კოკროჭინა, ხუთკუნჭულა, თავდადებული წიქარა, შეუპოვარი დედა-გვრიტი... ისინი პატარა მკითხველს დაუმეგობრდებიან და ასწავლიან, საზრიანობით, სიყოჩაღით, სიკეთითა და მეგობრების დახმარებით როგორ შეიძლება გაიმარჯვონ ყველაზე დაუჯერებელ და ხიფათიან თავგადასავლებში.

თითოეული წიგნი გაფორმებულია ფერადი ილუსტრაციებით, რაც ბავშვს სიუჟეტის აღქმას გაუადვილებს.

„დეტექტივობანა“ 90-იანების გზამკვლევი იქნება“ –  დებიუტანტი ავტორის დავით ჩომახიძის კრიმინალური თრილერი უკვე გამოიცა

როგორ დაიპყრო პატარა კახმა დიდი სპარსეთი – რას წერდა ინგლისური პრესა ქართველების შესახებ

იკითხე კლასიკა - ლიტერატურული თავგადასავლები, რომლებიც არ ბერდება