სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მდიდარი ქვეყნები "კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს დიდძალი რაოდენობით ყიდულობენ, რა ქნან ღარიბმა ქვეყნებმა?"
"მდიდარი ქვეყნები "კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს დიდძალი რაოდენობით ყიდულობენ, რა ქნან ღარიბმა ქვეყნებმა?"

ბრი­ტა­ნუ­ლი სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნი­ის ბი-ბი-სი“-ს რუ­სულ­მა სამ­სა­ხურ­მა («BBC russian) გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "მდი­და­რი ქვეყ­ნე­ბი "კო­ვიდ-19“-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნებს დი­დძა­ლი რა­ო­დე­ნო­ბით ყი­დუ­ლო­ბენ, რა ქნან ღა­რიბ­მა ქვეყ­ნებ­მა?“.

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ას მცი­რე შე­მოკ­ლე­ბით:

"მდი­და­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნებს დი­დძა­ლი რა­ო­დე­ნო­ბით ყი­დუ­ლო­ბენ, რაც იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, რომ სუს­ტი ეკო­ნო­მი­კის მქო­ნე ქვეყ­ნებს ვაქ­ცი­ნა არ ეყო­ფათ“, - ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა "სა­ხალ­ხო ვაქ­ცი­ნის ალი­ან­სმა“ (People's Vaccine Alliance), რომ­ლის მი­ზანს ყვე­ლა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის ვაქ­ცი­ნის უფა­სოდ მი­წო­დე­ბა წარ­მო­ად­გენს.

"სა­ხალ­ხო ვაქ­ცი­ნის ალი­ან­სში“ შე­დი­ან ისე­თი არა­კო­მერ­ცი­უ­ლი (არა­სამ­თავ­რო­ბო) ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა Amnesty International, Frontline AIDS, Global Justice Now, Oxfam და სხვე­ბი. ისი­ნი იმოწ­მე­ბენ კომ­პა­ნია Airfinity-ს მიერ ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვას, რო­მელ­შიც გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლია ის კონ­ტრაქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც და­დე­ბუ­ლია ვაქ­ცი­ნის მწარ­მო­ე­ბელ რვა კომ­პა­ნი­ა­სა და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბებს შო­რის.

ანა­ლი­ზის თა­ნახ­მად, გან­ვი­თა­რე­ბულ­მა ქვეყ­ნებ­მა, რომ­ლებ­შიც დე­და­მი­წის მო­სახ­ლე­ო­ბის 14% ცხოვ­რობს, ნო­ემ­ბრის თვის მდგო­მა­რე­ო­ბით, პერ­სპექ­ტი­უ­ლი ან­ტი­კო­ვი­დუ­რი ვაქ­ცი­ნის სა­ვა­რა­უ­დო მა­რა­გე­ბის 53% შე­ის­ყი­დეს. ამის გამო პლა­ნე­ტის 67 სა­ხელ­მწი­ფო ვაქ­ცი­ნის დე­ფი­ცი­ტის რის­კის ქვეშ ექ­ცე­ვა.

"სა­ხალ­ხო ვაქ­ცი­ნის ალი­ან­სის“ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, ამ მო­მენ­ტი­სათ­ვის გა­ყი­დუ­ლია Moderna-ს ვაქ­ცი­ნის თით­ქმის ყვე­ლა დოზა, ხოლო Pfizer/BioNTech-ისა - 96%. ვაქ­ცი­ნე­ბი შე­ის­ყი­დეს ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­მა, აშშ-მა, კა­ნა­დამ, ავ­სტრა­ლი­ამ, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა და ია­პო­ნი­ამ. კა­ნა­დამ, მა­გა­ლი­თად, იმ­დე­ნი პრე­პა­რა­ტი შე­ის­ყი­და, რო­მე­ლიც თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ხუთ­ჯერ აც­რას ეყო­ფა.

რის­კის ზო­ნა­ში რჩე­ბი­ან უკ­რა­ი­ნა, პა­კის­ტა­ნი, მი­ან­მა. ამ ქვეყ­ნე­ბის მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ან მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის ვაქ­ცი­ნე­ბი ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით დარ­ჩე­ბა - ერთი ვაქ­ცი­ნა ყო­ველ ათ მო­ქა­ლა­ქე­ზე.

  • უთა­ნას­წო­რო­ბა: ფუ­ლი­ა­ნებს - მეტი ვაქ­ცი­ნა, უფუ­ლო­ებს - ნაკ­ლე­ბი

ორ­გა­ნი­ზა­ცია Airfinity-ის ხელ­მძღვა­ნე­ლის რას­მუს ჰან­ჩე­სე­ნის თქმით, სამი პერ­სპექ­ტი­უ­ლი ვაქ­ცი­ნის - AstraZeneca-ს, Pfizer-ისა და Moderna-ს მწარ­მო­ებ­ლე­ბი 2021 წლი­სათ­ვის 5,3 მი­ლი­არ­დი დო­ზის გა­მოშ­ვე­ბას აპი­რე­ბენ. ეს რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა 2,6-დან 3,1 მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნის აც­რი­სათ­ვის (გა­აჩ­ნია აც­რის მე­თოდს).

ამას­თა­ნა­ვე, ვაქ­ცი­ნის წარ­მო­ე­ბი­სათ­ვის შეკ­ვე­თე­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ გან­ვი­თა­რე­ბულ­მა ქვეყ­ნებ­მა მი­ი­სა­კუთ­რეს - მა­გა­ლი­თად, Moderna გეგ­მავს 100-125 მი­ლი­ო­ნი დო­ზის წარ­მო­ე­ბას 2021 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში, რომ­ლი­და­ნაც 100 მი­ლი­ო­ნი დოზა მხო­ლოდ აშშ-სათ­ვის არის და­ჯავ­შნუ­ლი.

AstraZeneca-მ და Pfizer-მა ივალ­დე­ბუ­ლეს, რომ შე­და­რე­ბით სუს­ტად გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებს მათ მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი პრე­პა­რა­ტის 64%-ს მი­ა­წო­დე­ბენ. მო­მა­ვალ წელს კომ­პა­ნი­ე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 3 მი­ლი­არდ დო­ზას გა­მო­უშ­ვე­ბენ.

რუ­სულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა, რომ­ლე­ბიც ან­ტი­კო­ვი­დურ ვაქ­ცი­ნას "სპუტ­ნიკ V“-ს ძი­რი­თა­დად სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის აწარ­მო­ე­ბენ, გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ 500 მი­ლი­ონ დო­ზას გაგ­ზავ­ნი­ან, მაგ­რამ ეს რა­ო­დე­ნო­ბაც ვერ და­ფა­რავს იმ დე­ფი­ციტს, რაც სუს­ტად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბას ემუქ­რე­ბა.

რის­კის ზო­ნა­ში დარ­ჩე­ნი­ლი ქვეყ­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი მხო­ლოდ სა­ერ­თა­შო­რი­სო ინი­ცი­ა­ტი­ვის COVAX-ის იმე­დად რჩე­ბა, რო­მე­ლიც ჯან­მო-ს ფარ­გლებ­ში მოქ­მე­დებს.

  • პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე: იმე­დე­ბი, მაგ­რამ არა ყვე­ლა­სათ­ვის

ჯერ­ჯე­რო­ბით COVAX-მა მხო­ლოდ ვაქ­ცი­ნის 700 მი­ლი­ო­ნი დო­ზის შეკ­ვე­თა მო­ა­ხერ­ხა, რო­მე­ლიც პლა­ნე­ტის 92 ღა­რიბ ქვე­ყა­ნას უნდა გა­უ­ნა­წი­ლოს. ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ზა­ნია 2021 წლის ბო­ლო­სათ­ვის ვაქ­ცი­ნის 2 მი­ლი­არ­დი დო­ზის წარ­მო­ე­ბა და მი­წო­დე­ბა. ივ­ლის­ში დამ­ტკიც­და იმ ქვეყ­ნე­ბის სია, რომ­ლებ­საც COVAX-ის ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა აქვთ. მათ შო­რი­საა უკ­რა­ი­ნა, უზ­ბე­კე­თი, ტა­ჯი­კე­თი, ყირ­გი­ზე­თი და მოლ­დო­ვა. მათ თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად წა­რად­გი­ნეს გა­ნა­ცხა­დი COVAX-ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ვაქ­ცი­ნა ყვე­ლა­სათ­ვის საკ­მა­რი­სი არ არის. ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ვაქ­ცი­ნის დო­ზის ისეთ რა­ო­დე­ნო­ბას მი­ი­ღებს, რო­მე­ლიც მათი მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 20%-ს თუ ეყო­ფა.

უკ­რა­ი­ნა, სა­დაც ვირუ­სის აქ­ტი­უ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა 400 ათა­სი ერ­თე­უ­ლის დო­ნე­ზე რჩე­ბა, COVAX-ის ინი­ცი­ა­ტი­ვით, 8 მი­ლი­ო­ნი დო­ზის მი­ღე­ბას გეგ­მავს, რაც ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით ერთ მე­ხუ­თედს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

უზ­ბე­კე­თი, COVAX-ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მი­ღე­ბულ დო­ზებ­თან ერ­თად, რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნის "სპუტ­ნიკ V“-ის 35 მი­ლი­ონ დო­ზას მი­ი­ღებს - 10 მი­ლი­ონს ამ წლის ბო­ლომ­დე და კი­დევ 25 მი­ლი­ონს - მო­მა­ვალ 2021 წელს. გარ­და ამი­სა, ტაშ­კენ­ტში ცდებს აწარ­მო­ე­ბენ ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ზეც. სხვა­თა შო­რის, უზ­ბე­კეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი საკ­მა­ოდ მცი­რეა - ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მკურ­ნა­ლობს მხო­ლოდ ორი ათა­სამ­დე მო­ქა­ლა­ქე.

ყირ­გი­ზე­თი COVAX-ის ინი­ცი­ა­ტი­ვას სექ­ტემ­ბერ­ში მი­უ­ერ­თდა. რო­გორც ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა აი­ნურ ახ­მა­ტო­ვამ ამ დრე­ებ­ში გა­ნა­ცხა­და, ქვე­ყა­ნა COVAX-სა­გან იმ­დენ ვაქ­ცი­ნას მი­ი­ღებს, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის 20%-ის­თვის იქ­ნე­ბა გან­კუთ­ვნი­ლი. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ყირ­გი­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა 6,3 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს შე­ად­გენს, მა­შინ ლა­პა­რა­კია და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­ონ დო­ზა­ზე.

მოლ­დო­ვამ COVAX-ის ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დი მხო­ლოდ 9 დე­კემ­ბერს წა­რად­გი­ნა. მთავ­რო­ბა იმე­დოვ­ნებს, რომ ვაქ­ცი­ნას ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ერთი მე­ხუ­თე­დი ნა­წი­ლის­თვის მი­ი­ღებს. პირ­ველ რიგ­ში, ვაქ­ცი­ნის დო­ზე­ბით დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბი­ან მა­ღა­ლი რის­კის ადა­მი­ა­ნე­ბი - ექი­მე­ბი, მო­ხუ­ცე­ბი და ქრო­ნი­კუ­ლი ავად­მყო­ფე­ბი.

ტა­ჯი­კეთს ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ნა­ცხა­დი არ წა­რუდ­გე­ნია. რამ­დე­ნი­მე თვის წინ ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ ტა­ჯი­კე­თი რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნის შე­ძე­ნას მა­ნამ არ აპი­რებს, სა­ნამ მისი ეფექ­ტუ­რო­ბა არ დამ­ტკიც­დე­ბაო. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ტა­ჯი­კეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის ძალ­ზე და­ბა­ლი რა­ო­დე­ნო­ბაა - დღე-ღა­მე­ში მხო­ლოდ ასამ­დე შემ­თხვე­ვა.

  • გა­უ­ზი­ა­რე­ბენ თუ არა მდიდ­რე­ბი ღა­რი­ბებს ვაქ­ცი­ნის წარ­მო­ე­ბის სა­ი­დუმ­ლოს?

"არა­ვის არ უნდა ვუ­თხრათ უარი მა­ცო­ცხლე­ბელ ვაქ­ცი­ნა­ზე იმის გამო, რომ იგი ღა­რიბ ქვე­ყა­ნა­შია და­ბა­დე­ბუ­ლი და იქ ცხოვ­რობს, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბას ჯი­ბე­ში საკ­მა­რი­სი ფული არ აქვს“, - ამ­ბობს ბრი­ტა­ნუ­ლი არა­კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის Oxfam-ის მე­ნე­ჯე­რი ანა მე­რი­ო­ტი, - "რა­ი­მე თუ არ შე­იც­ვლე­ბა სა­სი­კე­თოდ, მა­შინ მი­ლი­არ­დო­ბით ადა­მი­ა­ნი მსოფ­ლი­ო­ში ვაქ­ცი­ნას რამ­დე­ნი­მე წელი ვერ მი­ი­ღებს“.

"სა­ხალ­ხო ვაქ­ცი­ნის ალი­ან­სი“ მო­უ­წო­დებს ფარ­მა­ცევ­ტულ კორ­პო­რა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც ვაქ­ცი­ნის წარ­მო­ე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბენ, უარი თქვან ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა­ზე და თა­ვი­ან­თი კვლე­ვე­ბი სხვა ქვეყ­ნე­ბის მეც­ნი­ე­რებ­საც გა­უ­ზი­ა­რონ. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მათ ვაქ­ცი­ნა სა­კუ­თარ ქვეყ­ნებ­შიც გა­მო­უშ­ვან და დე­ფი­ცი­ტი აღ­მო­ფხვრან.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ამ მიზ­ნით სპე­ცი­ა­ლუ­რი პლატ­ფორ­მა შე­იქ­მნა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ვაქ­ცი­ნის მწარ­მო­ე­ბე­ლი მსხვი­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კორ­პო­რა­ცი­ე­ბი არ იღე­ბენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რომ თა­ვი­ან­თი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი სხვებ­საც გა­უ­ზი­ა­რონ. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბადრი
1

მთავარია რეალურად ნებაყოფლობითი იყოს.სანქცირებით ვაქცინაცია არასანდო იქნება.

აკი
1

ძალიან კარგი, ღმერთმა შეარგოთ, ტვინები გამოირეცხონ მაგით, არცეთი ვაქცინა ჯერ არ არის სანდო. ფრანგებმა დღეს კიდევ ერთი ვაქცინა შეაჩერეს.

ავტორი:

"მდიდარი ქვეყნები "კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს დიდძალი რაოდენობით ყიდულობენ, რა ქნან ღარიბმა ქვეყნებმა?"

"მდიდარი ქვეყნები "კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს დიდძალი რაოდენობით ყიდულობენ, რა ქნან ღარიბმა ქვეყნებმა?"

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა («BBC russian) გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: "მდიდარი ქვეყნები "კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს დიდძალი რაოდენობით ყიდულობენ, რა ქნან ღარიბმა ქვეყნებმა?“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

"მდიდარი სახელმწიფოები კორონავირუსის ვაქცინებს დიდძალი რაოდენობით ყიდულობენ, რაც იმის მანიშნებელია, რომ სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს ვაქცინა არ ეყოფათ“, - ასეთი განცხადება გააკეთა "სახალხო ვაქცინის ალიანსმა“ (People's Vaccine Alliance), რომლის მიზანს ყველა ქვეყნის მოქალაქეებისათვის ვაქცინის უფასოდ მიწოდება წარმოადგენს.

"სახალხო ვაქცინის ალიანსში“ შედიან ისეთი არაკომერციული (არასამთავრობო) ორგანიზაციები, როგორებიცაა Amnesty International, Frontline AIDS, Global Justice Now, Oxfam და სხვები. ისინი იმოწმებენ კომპანია Airfinity-ს მიერ ჩატარებულ კვლევას, რომელშიც გაანალიზებულია ის კონტრაქტები, რომლებიც დადებულია ვაქცინის მწარმოებელ რვა კომპანიასა და განვითარებული ქვეყნების მთავრობებს შორის.

ანალიზის თანახმად, განვითარებულმა ქვეყნებმა, რომლებშიც დედამიწის მოსახლეობის 14% ცხოვრობს, ნოემბრის თვის მდგომარეობით, პერსპექტიული ანტიკოვიდური ვაქცინის სავარაუდო მარაგების 53% შეისყიდეს. ამის გამო პლანეტის 67 სახელმწიფო ვაქცინის დეფიციტის რისკის ქვეშ ექცევა.

"სახალხო ვაქცინის ალიანსის“ განცხადებაში ნათქვამია, ამ მომენტისათვის გაყიდულია Moderna-ს ვაქცინის თითქმის ყველა დოზა, ხოლო Pfizer/BioNTech-ისა - 96%. ვაქცინები შეისყიდეს ევროკავშირის ქვეყნებმა, აშშ-მა, კანადამ, ავსტრალიამ, დიდმა ბრიტანეთმა და იაპონიამ. კანადამ, მაგალითად, იმდენი პრეპარატი შეისყიდა, რომელიც თითოეული მოქალაქის ხუთჯერ აცრას ეყოფა.

რისკის ზონაში რჩებიან უკრაინა, პაკისტანი, მიანმა. ამ ქვეყნების მრავალმილიონიან მოსახლეობისათვის ვაქცინები ძალიან მცირე რაოდენობით დარჩება - ერთი ვაქცინა ყოველ ათ მოქალაქეზე.

  • უთანასწორობა: ფულიანებს - მეტი ვაქცინა, უფულოებს - ნაკლები

ორგანიზაცია Airfinity-ის ხელმძღვანელის რასმუს ჰანჩესენის თქმით, სამი პერსპექტიული ვაქცინის - AstraZeneca-ს, Pfizer-ისა და Moderna-ს მწარმოებლები 2021 წლისათვის 5,3 მილიარდი დოზის გამოშვებას აპირებენ. ეს რაოდენობა საკმარისი იქნება 2,6-დან 3,1 მილიარდი ადამიანის აცრისათვის (გააჩნია აცრის მეთოდს).

ამასთანავე, ვაქცინის წარმოებისათვის შეკვეთების უფლება მხოლოდ განვითარებულმა ქვეყნებმა მიისაკუთრეს - მაგალითად, Moderna გეგმავს 100-125 მილიონი დოზის წარმოებას 2021 წლის პირველ კვარტალში, რომლიდანაც 100 მილიონი დოზა მხოლოდ აშშ-სათვის არის დაჯავშნული.

AstraZeneca-მ და Pfizer-მა ივალდებულეს, რომ შედარებით სუსტად განვითარებულ ქვეყნებს მათ მიერ წარმოებული პრეპარატის 64%-ს მიაწოდებენ. მომავალ წელს კომპანიები დაახლოებით 3 მილიარდ დოზას გამოუშვებენ.

რუსულმა კომპანიებმა, რომლებიც ანტიკოვიდურ ვაქცინას "სპუტნიკ V“-ს ძირითადად საკუთარი მოსახლეობისათვის აწარმოებენ, განაცხადეს, რომ საზღვარგარეთ 500 მილიონ დოზას გაგზავნიან, მაგრამ ეს რაოდენობაც ვერ დაფარავს იმ დეფიციტს, რაც სუსტად განვითარებული ქვეყნების მოსახლეობას ემუქრება.

რისკის ზონაში დარჩენილი ქვეყნების დიდი ნაწილი მხოლოდ საერთაშორისო ინიციატივის COVAX-ის იმედად რჩება, რომელიც ჯანმო-ს ფარგლებში მოქმედებს.

  • პოსტსაბჭოთა სივრცე: იმედები, მაგრამ არა ყველასათვის

ჯერჯერობით COVAX-მა მხოლოდ ვაქცინის 700 მილიონი დოზის შეკვეთა მოახერხა, რომელიც პლანეტის 92 ღარიბ ქვეყანას უნდა გაუნაწილოს. ინიციატივის მიზანია 2021 წლის ბოლოსათვის ვაქცინის 2 მილიარდი დოზის წარმოება და მიწოდება. ივლისში დამტკიცდა იმ ქვეყნების სია, რომლებსაც COVAX-ის ვაქცინის მიღების უფლება აქვთ. მათ შორისაა უკრაინა, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და მოლდოვა. მათ თითქმის ერთდროულად წარადგინეს განაცხადი COVAX-ში მონაწილეობაზე, მაგრამ ჯერჯერობით ვაქცინა ყველასათვის საკმარისი არ არის. ქვეყნების უმრავლესობა ვაქცინის დოზის ისეთ რაოდენობას მიიღებს, რომელიც მათი მოსახლეობის მხოლოდ 20%-ს თუ ეყოფა.

უკრაინა, სადაც ვირუსის აქტიური გამოვლინება 400 ათასი ერთეულის დონეზე რჩება, COVAX-ის ინიციატივით, 8 მილიონი დოზის მიღებას გეგმავს, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ერთ მეხუთედს დააკმაყოფილებს.

უზბეკეთი, COVAX-ში მონაწილეობით მიღებულ დოზებთან ერთად, რუსული ვაქცინის "სპუტნიკ V“-ის 35 მილიონ დოზას მიიღებს - 10 მილიონს ამ წლის ბოლომდე და კიდევ 25 მილიონს - მომავალ 2021 წელს. გარდა ამისა, ტაშკენტში ცდებს აწარმოებენ ჩინური ვაქცინის ეფექტიანობაზეც. სხვათა შორის, უზბეკეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი საკმაოდ მცირეა - ოფიციალური მონაცემებით, მკურნალობს მხოლოდ ორი ათასამდე მოქალაქე.

ყირგიზეთი COVAX-ის ინიციატივას სექტემბერში მიუერთდა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა აინურ ახმატოვამ ამ დრეებში განაცხადა, ქვეყანა COVAX-საგან იმდენ ვაქცინას მიიღებს, რაც მოსახლეობის 20%-ისთვის იქნება განკუთვნილი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყირგიზეთის მოსახლეობა 6,3 მილიონ ადამიანს შეადგენს, მაშინ ლაპარაკია დაახლოებით მილიონ დოზაზე.

მოლდოვამ COVAX-ის ინიციატივაში მონაწილეობაზე განაცხადი მხოლოდ 9 დეკემბერს წარადგინა. მთავრობა იმედოვნებს, რომ ვაქცინას ქვეყნის მოსახლეობის ერთი მეხუთედი ნაწილისთვის მიიღებს. პირველ რიგში, ვაქცინის დოზებით დაკმაყოფილდებიან მაღალი რისკის ადამიანები - ექიმები, მოხუცები და ქრონიკული ავადმყოფები.

ტაჯიკეთს ჯერჯერობით განაცხადი არ წარუდგენია. რამდენიმე თვის წინ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ტაჯიკეთი რუსული ვაქცინის შეძენას მანამ არ აპირებს, სანამ მისი ეფექტურობა არ დამტკიცდებაო. ოფიციალური მონაცემებით, ტაჯიკეთში კორონავირუსით დაინფიცირებულების ძალზე დაბალი რაოდენობაა - დღე-ღამეში მხოლოდ ასამდე შემთხვევა.

  • გაუზიარებენ თუ არა მდიდრები ღარიბებს ვაქცინის წარმოების საიდუმლოს?

"არავის არ უნდა ვუთხრათ უარი მაცოცხლებელ ვაქცინაზე იმის გამო, რომ იგი ღარიბ ქვეყანაშია დაბადებული და იქ ცხოვრობს, სადაც მოსახლეობას ჯიბეში საკმარისი ფული არ აქვს“, - ამბობს ბრიტანული არაკომერციული ორგანიზაციის Oxfam-ის მენეჯერი ანა მერიოტი, - "რაიმე თუ არ შეიცვლება სასიკეთოდ, მაშინ მილიარდობით ადამიანი მსოფლიოში ვაქცინას რამდენიმე წელი ვერ მიიღებს“.

"სახალხო ვაქცინის ალიანსი“ მოუწოდებს ფარმაცევტულ კორპორაციებს, რომლებიც ვაქცინის წარმოებაზე მუშაობენ, უარი თქვან ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე და თავიანთი კვლევები სხვა ქვეყნების მეცნიერებსაც გაუზიარონ. ეს საშუალებას მისცემს მათ ვაქცინა საკუთარ ქვეყნებშიც გამოუშვან და დეფიციტი აღმოფხვრან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამ მიზნით სპეციალური პლატფორმა შეიქმნა, მაგრამ ჯერჯერობით ვაქცინის მწარმოებელი მსხვილი ფარმაცევტული კორპორაციები არ იღებენ ვალდებულებას, რომ თავიანთი კვლევის შედეგები სხვებსაც გაუზიარონ. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

ყარაბაღში შეტაკებების შედეგად, 4 სამხედრო დაიღუპა, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ - მთიან ყარაბაღში ვითარება კვლავ დაიძაბა

"რუსულმა სპეცსამსახურებმა ნავალნის ლიკვიდაცია მაშინაც სცადეს, როდესაც ის კომატოზურ მდგომარეობაში ომსკის კლინიკაში იმყოფებოდა" - რას წერს ბრიტანული გამოცემა

ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ტრამპის მომხრეები ბაიდენის პრეზიდენტად მიღებას "არ აპირებენ"