საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას პასუხობს გიგი უგულავა "მაგიდის აყირავების" შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებას
რას პასუხობს გიგი უგულავა "მაგიდის აყირავების" შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებას

ერთ-ერთი მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის­თვის რე­გის­ტრა­ცი­ის გა­უქ­მე­ბის მუ­ქა­რა მა­გი­დის და­ვარ­ცხნაა თუ სუფ­რის გაშ­ლა მო­ლა­პა­რა­კე­ბის­თვის?, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რი გიგი უგუ­ლა­ვა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბე­ბის „მა­გი­დის აყი­რა­ვე­ბის“ თა­ო­ბა­ზე.

გიგი უგუ­ლა­ვას გან­მარ­ტე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­თო­ბა­ზე არც გა­სულ წელს მი­დი­ო­და თუმ­ცა, ბრძო­ლამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დათ­მო­ბა­ზე არც შარ­შან არ მო­დი­ო­და, ვიბ­რძო­ლეთ, ცი­ხე­შიც წა­ვე­დით, სა­ერ­თა­შო­რი­სო წნე­ხიც იყო, პი­კე­ტე­ბიც, სირ­ცხვი­ლის კო­რი­დო­რე­ბიც და მი­ვაღ­წი­ეთ რა­ღა­ცას. მახ­სოვს, მა­ში­ნაც ბევ­რი სკეპ­ტი­კო­სი. სა­ერ­თა­შო­რი­სო ზე­წო­ლა არ მო­დის ცი­დან ზე­ცი­უ­რი მა­ნა­ნა­სა­ვით, ზე­წო­ლა მო­დის მა­შინ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი არის მტკი­ცე და მებ­რძო­ლი. ბო­ი­კო­ტი ჯერ არ და­წყე­ბუ­ლა, ბო­ი­კო­ტი იწყე­ბა ხვალ და გა­ფორმ­დე­ბა, რო­დე­საც დავ­წერთ წე­რილს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ. ბო­ი­კო­ტის მუ­ქა­რამ და არა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა მუ­ქა­რამ მო­ი­ტა­ნა ეს ყვე­ლა­ფე­რი, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ბო­ი­კო­ტი მიგ­ვიყ­ვანს იქამ­დე, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ითხოვს. ახლა გვაქვს შან­სი, თუ მტკი­ცედ ვიდ­გე­ბით და ვი­ტყვით, რომ აღარ იყოს ეს გა­ყალ­ბე­ბა და 30- წლი­ან მრუ­დე წრებ­რუნ­ვას და­ვუს­ვამთ წერ­ტილს და შევ­ძლებთ, რომ ხა­რის­ხობ­რი­ვად ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი მი­ვი­ღოთ, ეს კოს­მე­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბით ვერ მოხ­დე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტა სჭირ­დე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ის. პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტია ზუს­ტად პო­ლი­ტი­კუ­რი ბო­ი­კო­ტიც. მხო­ლოდ ასეა ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი. ჩვე­ნი თვით­მი­ზა­ნი რა თქმა უნდა, არ არის ბო­ი­კო­ტი, ასეთ მკაცრ ბო­ი­კოტ­ში მივ­დი­ვართ იმი­ტომ, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ და­ე­კარ­გოს აზრი არ­ჩევ­ნებს. არ­ცერ­თი კომ­პრო­მი­სის შემ­დეგ არ ყო­ფი­ლა მომ­დევ­ნო არ­ჩევ­ნე­ბი უკე­თე­სი, ეს ჩვე­ნი ემ­პი­რი­უ­ლი, სა­ვა­ლა­ლო გა­მოც­დი­ლე­ბაა“, - აღ­ნიშ­ნა გიგი უგუ­ლა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
w
29

უგულავა,ბოკერია,ბურჯანაძე და მსგავსნირის ბოიკოტს აცხადებენ ეგენი ხომვერ გადიან.მასე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ბოიკოტი გამოაცხადოს.

hehebooii
63

კობახიძეს თმებისთვის ვერ მიუხედია საპარლამენტო უმრავლესობას მიხედავს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რას პასუხობს გიგი უგულავა "მაგიდის აყირავების" შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებას

რას პასუხობს გიგი უგულავა "მაგიდის აყირავების" შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებას

ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიისთვის რეგისტრაციის გაუქმების მუქარა მაგიდის დავარცხნაა თუ სუფრის გაშლა მოლაპარაკებისთვის?, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ,,ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, მოლაპარაკებებების „მაგიდის აყირავების“ თაობაზე.

გიგი უგულავას განმარტებით, ხელისუფლება დათობაზე არც გასულ წელს მიდიოდა თუმცა, ბრძოლამ შედეგი გამოიღო.

,,ხელისუფლება დათმობაზე არც შარშან არ მოდიოდა, ვიბრძოლეთ, ციხეშიც წავედით, საერთაშორისო წნეხიც იყო, პიკეტებიც, სირცხვილის კორიდორებიც და მივაღწიეთ რაღაცას. მახსოვს, მაშინაც ბევრი სკეპტიკოსი. საერთაშორისო ზეწოლა არ მოდის ციდან ზეციური მანანასავით, ზეწოლა მოდის მაშინ, როდესაც ქვეყანაში განსხვავებული აზრი არის მტკიცე და მებრძოლი. ბოიკოტი ჯერ არ დაწყებულა, ბოიკოტი იწყება ხვალ და გაფორმდება, როდესაც დავწერთ წერილს უფლებამოსილების გაუქმების შესახებ. ბოიკოტის მუქარამ და არა განხორციელებულმა მუქარამ მოიტანა ეს ყველაფერი, განხორციელებული ბოიკოტი მიგვიყვანს იქამდე, რასაც საზოგადოება ითხოვს. ახლა გვაქვს შანსი, თუ მტკიცედ ვიდგებით და ვიტყვით, რომ აღარ იყოს ეს გაყალბება და 30- წლიან მრუდე წრებრუნვას დავუსვამთ წერტილს და შევძლებთ, რომ ხარისხობრივად ახალი არჩევნები მივიღოთ, ეს კოსმეტიკური ცვლილებებით ვერ მოხდება და პოლიტიკური გადაწყვეტა სჭირდება სიტუაციის. პოლიტიკური ინსტრუმენტია ზუსტად პოლიტიკური ბოიკოტიც. მხოლოდ ასეა ეს შესაძლებელი. ჩვენი თვითმიზანი რა თქმა უნდა, არ არის ბოიკოტი, ასეთ მკაცრ ბოიკოტში მივდივართ იმიტომ, რომ ქვეყანაში არ დაეკარგოს აზრი არჩევნებს. არცერთი კომპრომისის შემდეგ არ ყოფილა მომდევნო არჩევნები უკეთესი, ეს ჩვენი ემპირიული, სავალალო გამოცდილებაა“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

ცნობილია, ვინ იქნებიან "ქართული ოცნების" სამდივნოს შემადგენლობაში

"დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი - გაწითლებული ხარო" - რას წერს გიგი უგულავა "ფეისბუქზე"

"200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე და ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ" - ზურაბ ჯაფარიძე